უწყლობით, უგზოობით და ახალგაზრდების ბედით შეწუხებული სოფელი ჩოხატაურში


მთავარი თემა

უწყლობით, უგზოობით და ახალგაზრდების ბედით შეწუხებული სოფელი ჩოხატაურში

29 დეკ. 2020, 12:37:53

21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ რჩება სოფლები, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. პანდემიის ფონზე შეცვლილი ცხოვრების სტილი კი ბავშვების ნაწილს განათლების გარეშე დარჩენით ემუქრება.

„გურია ნიუსი“ რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებას სტუმრობდა.

შუა ამაღლებაში ძირითადი მაცხოვრებელი 944 კაცია. სოფელში ფუნქციონირებს სკოლა, საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, მმართველობა, 2 სასურსათო მაღაზია და ეკლესია.

უწყლობა და  უგზოობა _ ეს ის საკითხებია, რაც შუა ამაღლების მაცხოვრებლებს აწუხებთ.

ადგილობრივი მაცხოვრებელი ვახტანგ ყაჭეიშვილი ამბობს, რომ მაცხოვრებლების უმეტესობას სახლში ჭა აქვს, მაგრამ როცა ზაფხულში წყალი შრება ან უამინდობის დროს იმღვრევა, მოსახლეობას წყალი ცენტრში მდებარე ონკანიდან მიაქვს.

 „წყალის პრობლემაა. გრაფიკით მოდის. მოსახლეობის ნაწილს, მათ შორის მეც, ჭა გვაქვს. ზაფხულში როცა ჭა შრება ან ცუდი ამინდის შემდეგ ჭაში წყალი იმღვრევა, მაშინ წყალი აქედან მიგვაქვს“,_ გვეუბნება ბატონი ვახტანგი და აღნიშნავს, რომ სოფლისთვის გამოწვევად რჩება ახალგაზრდების დასაქმების საკითხი.

„ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან. რომ დაგჭირდეს მომხმარე კაცს ვერ ნახავ. ჩემი შვილებიც თბილისში არიან დაბინავებულები, სოფელში რა უნდა აკეთონ. საქმე არაფერია, ფულს ვერ შოულობენ. დასხდნენ და „ილოთაონ”?“ _ ამბობს ბატონი ვახტანგი.

სოფლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი, ქალბატონი მზია  ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის სიდუხჭირეზე.

„მოსახლეობა პროდუქტების შეძენას ვერ ახერხებს. ფასი თანდათან ყველაფერზე იზრდება. ასანთი რომ ასანთია და ნათურა ნათურაა, იმათზეც კი მოიმატა ფასმა. ნისიების რვეული სავსეა. 17 000 ლარი მაქვს ნისია, რომ ხალხმა გამოიკვებოს. შვილი მყავს საზღვარგარეთ და იმისი გამოგზავნილი ფულით ვანულებ ამ ნისიებს, რომ სადისტრიბუციო კომპანიებთან გავსწორდე. პირადად მე,  ბანკის ვალი მახრჩობს“,_ გვეუბნება მაღაზიის გამყიდველი.

სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ქალბატონი, რომელმაც არც სახელი გაგვიმხილა და არც ფოტოს გადაღების უფლება მოგვცა,  ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდების ბედზე წუხს. ის მიიჩნევს, რომ რაიმე სახის ზომებია მისაღები ახალგაზრდობის ჯანმრთელობის  გადასარჩენად. კერძოდ კი, მნიშვნელოვანია, რომ რამენაირად მოხდეს მოსწავლეებში მარიხუანის მოხმარების აკრძალვა, რადგან მოზარდებს ჯანმრთელობა ერყევათ.

„რამე უნდა მოიფიქროს სახელმწიფომ ახალგაზრდობის გადასარჩენად. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დედა ვარ და ეს ნებისმიერი დედის გულისტკივილია. თუ სახელმწიფომ არ შეცვალა მარიხუანას მოხმარების კანონი კატასტროფულ მდგომარეობამდე მივალთ. ხიდიც აშენდება, გზაც დაიგება, მაგრამ ახალგაზრდა რომელიც მოიწამლება და ჯანმრთელობა შეერყევა, უშუალოდ გონებაზე და ტვინზე მოქმედებს, იმას არაფერი ეშველება. არ უნდა მისცე თავისუფლად მოწევის საშუალება. უნდა აიკრძალოს მოსწავლეებში მოხმარება. 15-16 წლის ბავშვები რომ ამას მოწევენ, იმას რაღა აზროვნება უნდა ქონდეს. ახლა მთავრობა და ოპოზიცია იმისთვის კი არ უნდა იბრძოდეს, პარლამენტში ვინ შევა, არამედ ქვეყანას უნდა უშველონ“.

სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი თამარ ელიაშვილი გვეუბნება, რომ სოფლის ძირითადი პრობლემა უწყლობა და გზაა. გარდა ამისა, მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებში ჩართვა უჭირთ, რადგან არსებობენ ოჯახები, რომლებიც ინტერნეტის ყიდვას ვერ ახერხებენ.

„პრობლემებს რა დალევს. ძირითადი პრობლემა წყალი და გზაა. პროექტები უკვე არის და იმედი გვაქვს, რომ გაკეთდება. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებას. ხშირად არ გამოვდივართ სახლიდან. პირბადით დავდივართ, თავშეყრის ადგილებს ვერიდებით. მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება უჭირთ. ინტერნეტი არაა. ძალიან ბევრია ღარიბი ბავშვი, ვინც ვერ ახერხებს ინტერნეტის ყიდვას“,_ გვეუბნება ელიაშვილი.

როდის მოგვარდება სოფლად გზასთან და უწყლობასთან დაკავშირებული პრობლემა. იგეგმება თუ არა სოფელში ინტერნეტის შესვლა_ ამ საკითხების შესახებ „გურია ნიუსი“ მერის წარმომადგენელს შუა ამაღლებაში, ბელა შათირიშვილს ესაუბრა.

შათირიშვილის თქმით, წყალი სოფლის მოსახლეობის 50%-ს მიეწოდება, პრობლემის მოსაგვარებლად კი ძირითადი მაგისტრალის გასაკეთებლად დიდი თანხაა საჭირო.

რაც შეეხება გზაზე არსებულ მდგომარეობას, მერის წარმომადგენლის თქმით, გზაზე გადაადგილება შესაძლებელია, თუმცა, გაკეთება მომდევნო წელს იგეგმა. პრობლემების მოსაგვარებლად პროექტები შემუშავებულია, მაგრამ მათი დაწყების ზუსტ თარიღს მერის წარმომადგენელი ვერ ასახელებს.

„მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს მიეწოდება წყალი, აქვს საკუთარი წყლის რესურსი, ჭა. მაგრამ ძირითად  მაგისტრალს,  საკმაოდ დიდი თანხები ესაჭიროება. ამ პროექტზე მუშაობა დაწყებულია. იმედი გვაქვს,  რომ მალე რამეს შევძლებთ. ვნახოთ, ვინ იქნება დონორი ორგანიზაცია.

რაც შეეხება გზას, გზები არის გავლადი და არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ გადაადგილება არ შეიძლებოდეს. გზის გაკეთება 2021 წელს უნდა დაიწყოს. კეთდება ევროკავშირის ფონდის დახმარებით, მაგრამ ვერ გეტყვით სამუშაოების დაწყების ზუსტ დროს. შეიძლება დაიწყოს თებერვალში ან ივნისში.

ამ მომენტისთვის „ნიუნეტს“ აქვს მოგებული ტენდერი, რომელიც სავარაუდოდ ფიჭურ ინტერნეტს შეიყვანს სკოლაში. შემდგომ შეიძლება ითვალისწინებდეს ინტერნეტის მოსახლეობაშიც შეყვანას, მაგრამ ამ ეტაპზე უცნობია თუ როდისთვის გახორციელდება“,_ გვითხრა შათირიშვილმა.




 ახალი ამბები
  • შსს-მ თბილისში ორი კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციის დარღვევისთვის თბილისში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი - 1988 წელს დაბადებული გ.ფ. და 1975 წელს დაბადებული ზ.ს. თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. გ.ფ. კოვიდაღრიცხვაზე 2021 წლის 5 იანვრიდან იმყოფება, ზ.ს. კი – 13 იანვრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა კოვიდინფიცირებულმა პირებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი. სამართალდამცველებმა კორონავირუსით დაინფიცირებული გ.ფ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი თბილისში, წერონისის ქუჩაზე, ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ზ.ს.-ს, იგი სავაჭრო ცენტრი „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას დაჯარიმდა. პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ისინი დაჯარიმების შემდეგ კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ ... ...
  • ზუგდიდში, 22 წლის ბიჭმა 42 წლის მამაკაცი მოკლა, კვალის დაფარვა კი ხანძრის გაჩენით სცადა42 წლის მამაკაცი, რომლის ცხედარიც გუშინ, გვიან ღამით, დამწვარ ბინაში იპოვეს, მოკლულია, ხანძარი კი კვალის დაფარვის მიზნითაა გაჩენილი. გარდაცვლილს ჭრილობები ზურგსა და გულმკერდში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად ელექტროგამათბობელი და დაუდევრობით დაჩენილი ხანძარი სახელდებოდა, თუმცა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა, რომლებიც ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, მკვლელობის კვალი აღმოაჩინეს. შსს-მ ცხელ კვალზე 22 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც, "მთავარის" ინფორმაციით, გარდაცვლილთან ანგარიშსწორების მიზნით სოხუმიდან შემოვიდა ზუგდიდში, მკვლელობის შემდეგ კი ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა მიმალვას. დაკავებული ბრალს აღიარებს და მკვლელობის მოტივად ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიებას ასახელებს.  წყარო: ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სინოპტიკოსები 17 იანვარს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბელია ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 იქნება. ღრუბლიანი ამინდი იქნება სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ღრუბელი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. ღრუბელია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +6 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +3 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც +4 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, -2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. გორში დღისით წვიმა და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში ღრუბლიანი დღე და 0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ღრუბლიანი დღე იქნება ომალოშიც, ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამე კი -2 გრადუსამდე დაიწევს. ლაგოდეხში ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე წვიმა ნალექია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისში. ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი ... ...
  • რატომ ეშინიათ ძაღლებს საახალწლო ფეიერვერკების?ძაღლებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული სმენითი ორგანოები, ვიდრე ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ხმამაღალი ხმა მათში სტრესs, შიშს და დისკომფორტს იწვევს. ხშირად შეგვხვედრია ხმაურისაგან შეშინებული ძაღლები, განსაკუთრებით, ახალ წელს. რის ეშინიათ ძაღლებს, რაც მათი პანიკის საფუძველი ხდება და ზოგ შემთხვევაში, ეს შიში სიკვდილის მიზეზი ხდება? ამ თემაზე საქართველოში პირველი ვეტერინარული პორტალის Vetnet.ge-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს ივანე ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ: „ძაღლი თუ ლეკვობიდან არ არის მიჩვეული ხმაურს, როცა გაიზრდება ხმამაღალი მუსიკისაც შეეშინდება. ამიტომ, აუცილებელია, ლეკვობიდან მოხდეს ცხოველის სოციალიზაცია, რაც გულისხმობს ხალხმრავალ ადგილებს და ხმაურთან შეგუებას. ხმაურში იგულისხმება ქუჩის ხმაური, ხმამაღალი მუსიკა, ხალხის ლაპარაკი და ა.შ. მონადირე ძაღლი ლეკვობიდან უნდა მიეჩვიოს თოფის ხმას. ძაღლებში შიშით გამოწვეული პანიკა შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. განსაკუთრებით მძიმეა ძაღლებისთვის ახალი წლის ღამე, როცა უამრავი რამ ერთდროულად ფეთქდება და ამ დროს ძაღლი ვერ ახერხებს თავშესაფრის ... ...
  • “მთავარია, გვწამდეს!“ _ მართლმადიდებელი მასწავლებლის და მუსლიმი მოსწავლის გულწრფელი ცრემლებიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლს შორის შერიგებით დასრულდა. 15 იანვარს, ბუკნარის მოვლენების არა ერთი კადრი გავრცელდა, მათ შორის იყო პედაგოგის და ყოფილი მოსწავლის ფოტოები. მასწავლებელი ბუკნარის საჯარო სკოლის პედაგოგი მარიკა ხელაძეა, ყოფილი მოსწავლე _ თემურ ირემაძე. მარიკა მართლმადიდებელია, თემური _ მუსლიმი. მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა დღემდე გრძელდება. მარიკა ხელაძე: „1988 წლიდან ვასწავლი სოფელ ბუკნარში. სოფელში არის სიმშვიდე და სხვა ვითარება არც უნდა იყოს აქ. მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის ერთი დაპირისპირებაც არ ყოფილა ამ ხნის მანძილზე. არ მომწონს ფრაზა „შერიგება“ _ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ, ერთმანეთს ყველაზე კარგად ვიცნობთ, ერთმანეთის სიხარული გვახარებს და მწუხრს ვიზიარებთ. მე თავიდან მივმართე ჩემს მოსწავლეებს, რომ არ პროვოკაციებს არ ავყოლოდით. მაგრამ, იმდენად კარგად შეფუთული იყო ეს პროვოკაცია, ვერ ავცდით განვითარებულ მოვლენებს. მე გაზრდილი ვარ იმ უბანში, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ. ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩადრიანი ქალების მუხლებზე გამიტარებია დიდი დრო. ლექსებს ვამბობდი და ეს ძალიან მოსწონდა ყველას. ამ ურთიერთობას ვერავინ გაანადგურებს, რადგან ერთმანეთის მიმართ  გვაქვს სიყვარული და პატივისცემა. თემურ ირემაძე იყო ჩემი მოსწავლე. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს. თემური, როდესაც სტუდენტი იყო, არდადეგების დროს, სოფელში დაბრუნებისას, ავტობუსს გააჩერებდა და პირველ რიგში, ჩემთან მოვიდოდა. მოვიკითხავდით ერთმანეთს და შემდეგ ფეხით მიდიოდა სახლში. ერთად სწავლობდნენ და ახლაც სწავლობს მართლმადიდებელი და მუსლიმი აღმსარებლობის ბავშვები. მათ აქვთ არაჩვეულებრივი ურთიერთობა და ამ ურთიერთობას შეწყვეტა არ უწერია“. თემურ ირემაძე: „გუშინ ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მე ახლა ქალაქ ბათუმში ვიმყოფები, მაგრამ მაქვს კონტაქტი სოფელთან და ვიცი, რომ იქ მშვიდი ვითარებაა. რაღაც ბზარი კი გაჩნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება. პირველ რიგში, ერთმანეთის პატივისცემამ გაიმარჯვა, გაიმარჯვა იმ დამოკიდებულებამ, რომელიც გვქონდა ამ წლების განმავლობაში და გაიმარჯვა ღმრთის სიყვარულმა. მთავარია, გვწამდეს, ვილოცოთ და ვიკითხოთ იქ, სადაც ჩვენი სალოცავია“. “გურია ნიუსმა“ თემურ ირემაძეს ჰკითხა, რომ გაეხსენებინა ისეთი ამბავი, რომელიც მართლმადიდებელი და მუსლიმი მრევლის მეგობრობას ასახავდა: “როდესაც, სოფელ ბუკნარის ცენტრში ეკლესია შენდებოდა, ჩემი ოჯახიდან მამაჩემმა თბილისიდან რამდენჯერ ჩამოიტანა სამშენებლო მასალა ამ ეკლესიისთვის. იმიტომ, რომ ჩვენს მეგობრებს სალოცავი ჰქონოდათ. ამით ის მინდა ვთქვა, რომ სოფელში ყველას კარგი და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის მეგობრულად ცხოვრობდა მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი. არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება და კონფლიქტი“, _ გვითხრა თემურ ირემაძემ. მან სკოლაში სწავლის პერიოდზეც ისაუბრა: “33 ბავშვი ვიყავით ერთ კლასში და დღემდე გვაქვს საოცარი, სამაგალითო, მეგობრული ურთიერთობა. მუსლიმ და მართმადიდებელ ბავშვებს საოცარი დამოკიდებულება გვქონდა. ეს დამოკიდებულება, ეს მოგონებები, ბავშვობის წლები როგორ დამავიწყდება?! მასწავლებლებთან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა და დღესაც გვაქვს“. იამზე ვაჩეიშვილის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....