“ვერავინ შეძლებს უსინდისო ბრალდებებით, ჩემი პიროვნების დისკრედიტაციას“_ გარიგება თუ იმპიჩმენტი

მთავარი თემა

“ვერავინ შეძლებს უსინდისო ბრალდებებით, ჩემი პიროვნების დისკრედიტაციას“_ გარიგება თუ იმპიჩმენტი

2018 აპრ 17 18:59:52

ოზურგეთში პოლიტიკური პროცესები თანდათან მძაფრდება _ როგორც "გურია ნიუსი" უკვე წერდა, "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით დარჩიას პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. მოვალეობას ამ დროისთვის, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ასრულებს. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, გახდება თუ არა ის ოფიციალურად თავმჯდომარე.

ყრილობაზე, რომელიც 23 აპრილს ურეკში უნდა ჩატარდეს, მოხდება პარტიის თავმჯდომარის არჩევა, პოსტზე კი რამდენიმე კანდიდატურა სახელდება, მათ შორის, "ოცნების" სიის მეათე ნომერი გიორგი ჭკუასელი, რომელიც, როგორც ჩვენი წყაროს ამბობს, პარლამენტარ არჩილ თალაკვაძის კადრია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჭკუასელი საკრებულოში ვერ მოხვდა.

რატომ გადააყენეს დარჩია? ამ კითხვაზე ჩვენთან საუბრისას რამდენიმე დეპუტატი "ოცნებიდან" ხაზს უსვამს ერთ გარემოებას _ ახალარჩეულ მერს მასთან ურთიერთობა დალაგებული ჰქონდა, რაც არ მოსწონდათ პარტიაში და მიიღეს გადაწყვეტილება მისი თავმჯდომარეობიდან გადაყენების თაობაზე. აღნიშნულ ინფორმაციას, "გურია ნიუსთან" არ ადასტურებენ არც პარტიაში და არც თავად დარჩია, ისინი გვპასუხობენ მხოლოდ ერთს _ უბრალოდ, ახალი სახეა საჭირო კარს მომდგარი კიდევ ერთი არჩევნების წინ.

როგორც უკვე არა ერთმა წყარომ კონფიდენციალურად გვაცნობა, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატებმაც, მმართველ გუნდს საკრებულოს უმრავლესი დეპუტატების ხელით სურთ ახალარჩეულ მერს _ კონსტანტინე შარაშენიძეს იმპიჩმენტი მოუწყონ. ასევე, შესაძლოა, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენონ დავით დარჩიაც.

დეპუტატები საუბრობენ იმაზეც, რომ იმპიჩმენტის საფუძველი, შესაძლოა, გახდეს არა ერთი სასამართლო პროცესი _ მერს რამდენიმე ყოფილი თანამდებობის პირი მობილობის არასწორად გახორციელებას და კანონის დარღვევას ედავება. მმართველ გუნდს მერის იმპიჩმენტისთვის საკრებულოში 31 ხმა და ამომრჩევლის 20 პროცენტი სჭირდება. საამისოდ 31 დეპუტატი "ოცნებას" ჰყავს. როგორც ჩვენთან რამდენიმე დეპუტატი კონფიდენციალურად ამბობს, დეპუტატების ნაწილი, როგორც შარაშენიძეს ჰპირდებიან გვერდზე დგომას, პარტიის ხელმძღვანელობასაც პირობას უდებენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მათ დავალებას შეასრულებენ:

"აქედან გამომდინარე, მათ ვერ დაეყრდნობი", _ამბობს წყარო. მისივე თქმით, "საკრებულოს გარეთ კი, სოფლებში ყოფილი წარმომადგენლები და "ოცნების" შტაბის ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლის პოსტზე დასანიშ პირებს ემუქრებიან, რომ მაისის შემდეგ მაინც სხვა პროცესები წავა და მათი თანამდებობა მხოლოდ ერთთვიანი იქნება. ისინი ამ პროცესებში იმპიჩმენტს გულისხმობენ", _ ამბობს კონფიდენციალური წყარო.

კონსტანტინე შარაშენიძე აღნიშნული თემის დალაგებას საკრებულოს დეპუტატებთან ცდილობს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სოფლების უმრავლესობას ის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ, რომლებიც მუშაობდნენ წინა ხელისუფლების პერიოდში და აქტიურად იყვნენ ჩართულები არჩევნებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მათ კონკურსი გაირეს, რომელიც ორი დღის წინ დამთავრდა.

_ თითქმის ყველა სოფელში ტოვებს შარაშენიძე ძველ გამგებლებს. მაგალითად, ნაგომარი, ძიმითი, ნარუჯა, სილაური, ნასაკირალი, სოფელი ოზურგეთი, შემოქმედი, ბაილეთი... რა გამოდის _ კონკურსი რატომ ჩატარდა? როგორც ჩვენ ვიცით, შარაშენიძეს დეპუტატები გარიგებას სთხოვენ, დატოვოს სოფლებში მათი კანდიდატები წარმომადგენლებად, თუ უნდა, რომ იმპიჩმენტის დროს ისინი მერს გვერდზე დაუდგნენ. თუმცა, მაინც არ გაახარებენ _ გამორიცხულია, არ შეარჩენენ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი დეპუტატი.

ოზურგეთის ჩინოვნიკები, ასევე, საზოგადოებაში უკვე ღიად საუბრობენ მერსა და გუბერნატორს შორის დაძაბულ ურთიერთობებზეც.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის მონაცემებს, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში უნდა გადაგზავნილიყო გუბერნიის მიერ, ხელი ორი კვირის განმავლობაში არ მოაწერა.

აღნიშნული ინფორმაცია მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ დაგვიდასტურა.

ჩვენ შევეცადეთ ეს ინფორმაციები პირველ პირებთან გადაგვემოწმებინა.

ფლობს თუ არა შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, აქვს თუ არა დაპირისპირება გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან, არის თუ არა გარიგებული დეპუტატებთან, სოფლებში მისი კანდიდატურების წარმომადგენლებად დატოვების შესახებ? _ ამ და სხვა კითხვებით შარაშენიძეს მივმართეთ, რომელმაც პრესსამსახურისკენ გადაგვამისამართა. პრესსამსახურში, საიდანაც პასუხს თითქმის მთელი დღის განმავლობაში ველოდეთ, გვითხრეს, რომ მერს ვერ უკავშირდებიან და ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ენმ-ს ოზურგეთის ლიდერი ბესიკ ქათამაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ამომრჩევლის ნებას პარტიამ პატივი უნდა სცეს:

_ ხალხის ნება იყო, რაც მოხდა. "ოცნება" კი ამ ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რასაც ვხედავთ ასეა _ ამის ფაქტი არა ერთია. იმპიჩმენტის თემაც არ არის ასე მარტივი. თუმცა, საკრებულოში "ოცნებას" ჰყავს იმპიჩმენტისთვის საჭიროს რაოდენობის მხარდამჭერები.

დეპუტატი ლევან მგელაძე ამბობს, რომ, ჯერჯერობით, ოფიციალურად არაფერი თქმულა ამასთან დაკავშირებით:

_ არ უნდა დადგეს ეს საკითხი. თუ დადგება, მოვითხოვ განმარტებას, რა დანაშაულისთვის დგება იმპიჩმენტი.

ფრაქცია "ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე მარი ჩხიკვიშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ თუ იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დადგა, პარტია მხარს დაუჭერს მოსახლეობის ინტერესებს და საკრებულო კანონის შესაბამისად იმოქმედებს:

_ არ ვადასტურებ იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მსგავსი განხილვა ჩვენს გუნდში არ ყოფილა. ჯობს, რომ აღმასრულებელი ორგანო, მერია იყოს საქმეზე, ხალხსა და პროექტებზე ორიენტირებული. რაც შეეხება არასწორად გახორციელებულ მობილობას, იყო თუ არა დარღვევები, ამას შესაბამისი სამსახურები იძიებენ, სასამართლო პროცესებია ჩანიშნული და დასკვნებს სასამართლოს დასრულების შემდეგ გავაკეთებთ. რაც შეეხება ჩვენი გუნდიდან სხვა დეპუტატების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ამას არ დავადასტურებ, _ამბობს ჩხიკვიშვილი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ გადააყენეს დავით დარჩია პარტიის თავმჯდომარეობის პოსტიდან, ჩხიკვიშვილი გვპასუხობს, რომ ეს მოხდა უბრალოდ სიახლეებისთვის:

_ ვფიქრობ, რომ სიახლეებისთვის, ახალი ძალის შემოსვლისთვის. ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია. სხვა მუნიციპალიტეტშიც მოხდა მსგავსი რამ. არც საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაზეა საუბარი ) ამის მიზეზი არ ჩანს.

წყაროს თქმით, საკრებულოს წევრებს "მმართველი გუნდიდან" სხდომებზე პარლამენტარებისგან მესიჯები მოსდით, თუ რა უნდა თქვან სხდომის მიმდინარეობისას. აღნიშნულ ინფორმაციას ჩხიკვიშვილი არ ადასტურებს:

_არანაირი მესიჯი არ მოგვდის. არ ვასრულებთ მითითებებს, არ ვართ არავის მიერ მართული.

ჩხიკვიშვილის მსგავსად საუბრობს ფრაქცია "ოცნების" თავმჯდომარე გელა აროშიძე:

_ პირველად მესმის. მე ასე ვფიქრობ, რომ არ დადგება დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი, ახალარჩეული მერი აკეთებს ისეთ რამეებს, რაც ჩვენთვის მისაღებია.

ის ამბობს, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. რაც შეეხება დარჩიას გადაყენებას, აროშიძე ამ გადაწყვეტილებას დარჩიას ნებას უკავშირებს:

_ დარჩია პარტიის თავმჯდომარეობიდან თავისი ინიციატივით გადადგა. ახალის სახე იყო საჭირო.

დავით დარჩია: _ არ დაიჯეროთ ეგ ამბავი, არ მოხდება, არანაირად, შვილებს ვფიცავ. არც ჩემი გადაყენების შესახებ ინფორმაციაა სიმართლე.

კითხვებზე, არის თუ არა იმპიჩმენტის საკითხის დაყენების პროცესებში ჩართული გურიის გუბერნატორი, რას ფიქრობს 23 აპრილის ყრილობაზე, სადაც, შესაძლოა, არ გახდეს პარტიის თავმჯდომარე, არის თუ არა მას და მერს შორის დაძაბულობა, რატომ მოაწერა თუ არა დაგვიანებით ხელი სტიქიის მონაცემებს, მერაბ ჭანუყვაძე გვპასუხობს, რომ მას ოზურგეთის მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს:

_ მე არ ვიცი და ნაკლებად მაინტერესებს, ვინ რას ამბობს. მე ვიცი, რასაც ვაკეთებ! ვინც თქვენ გეუბნებათ, რომ თითქოს რაიმე დოკუმენტს ხელი დროულად არ მოვაწერე, მობრძანდეს და გაერკვეს კარგად _ ეს არის ტყუილი! რაც შეეხება დაპირისპირებას, მე არავის ვუპირისპირდები და თუ ვინმეს მსგავსი განცდა აქვს, ესეც მისი პრობლემაა. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეობას, გეთანხმებით, დიდი პასუხისმგებლობაა და ეს გაირკვევა 23 აპრილს. მე, პირადად, ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს ვცემ მოსახლეობის აზრს, ვიდექი და ვიდგები მათ გვერდით! გარწმუნებთ, ვერასდროს ვერავინ შეძლებს, უსინდისო, გამოგონილი ბრალდებებით ჩემი პიროვნების დისკრედიტაციას, რადგან ძალიან კარგად მიცნობს ოზურგეთის მოსახლეობა. ასე რომ, წინ ბევრი გამარჯვება გველის! _ ამბობს ჭანუყვაძე.




 ახალი ამბები
  • რუსთაველის გამზირი გადაიკეტებადედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო.   თბილისის მერიის ცნობით, ამ სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ... ...
  • H1N1 ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი _ ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალაქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ღორის გრიპით გარდაცვალების მე-19 დადასტურებული ... ...
  • თოფის გასუფთავების დროს მამაკაცი დაიღუპამარნეულში მამაკაცი,  თოფის გასუფთავების დროს დაიღუპა. როგორც ცნობილია, ის სანადირო თოფს ასუფთავებდა, რა დროსაც, ტყვია გავარდა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას ... ...
  • "არ მიეცეს მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას" - მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს მიმართავენუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "გურია ნიუსი" მოსამართლეობის კანდიტატების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  "საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს  წარედგინა ჩვენი კანდიდატურები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.  აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში  ადგილი ჰქონდა  წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ  მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს  გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი  მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს. ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას. მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე", - აღნიშნულია ... ...
  • საქართველოს საკონსულო იტალიაში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებსიტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც იტალიაში გამგზავრებას აპირებენ. საკონსულო ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეებმა, იტალიაში გამგზავრებისას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი უნდა იქონიონ. “მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე იმ საქართველოს მოქალაქეების არ შემოშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. იტალიაში საქართველოს საკონსულოს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით. შევახსენებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, იქონიოს ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი", _ ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...