ვინ დაკითხა სუს-მა კარიერების თემაზე და ვისზე გასვლა სურს გამოძიებას

gurianews.com

მთავარი თემა

ვინ დაკითხა სუს-მა კარიერების თემაზე და ვისზე გასვლა სურს გამოძიებას

2018 თებ 14 19:57:50

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინერტული მასალების მოპოვების კანონიერებას სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს _ ამის შესახებ “გურია ნიუსმა“ უკვე რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველად კარიერების შესახებ ინფორმაცია ანტიკორუფციულ სამსახურს ფინანსურმა პოლიციამ მიაწოდა.

“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, უკანონოდ წიაღისეულის მოპოვების გარდა, საზოგადოება არარსებულ ფირმებზე საუბრობს, რის მიხედვითაც ე. წ. “კაი ბიჭებს“ ყოველგვარი საშემოსავლოს და დღგ-ს გადახდის გარეშე გაჰქონდათ ქვიშა-ხრეში გადამყიდველებთან, რომლებიც ლიცენზირებული კომპანიებისა თუ ინდმეწარმეების სახელით მოქმედებენ.

დღეს “გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა იმ პირების ვინაობა, რომლებიც კარიერების თემაზე სუს-მა დაკითხა .

ჩვენი წყაროს თქმით, ერთერთი მათგანი, ვისაც ე. წ. ფირმა ჰქონდა, ქალაქ ოზურგეთში, “ზვანშის“ უბანში მცხოვრები გ. კ.-ა, რომელიც ჩვენთან საუბრისას კატეგორიულად უარყოფს სუს-ის მიერ დაკითხვას და აღნიშნავს, რომ მას აქვს მხოლოდ ერთი შპს და ისიც ლანჩხუთში, ოზურგეთის კარიერებთან კი, როგორც თავად ამბობს, შეხება არ აქვს.

ჩვენი წყაროს თქმით, სუს -მა დაკითხა ყოფილი მაღალჩინოსნები _ კ. გ. და შ. მ., რომლებიც წლების განმავლობაში ფლობდნენ კარიერებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ჩვენთან საუბრისას კ. გ.-მ კატეგორიულად უარყო მისი დაკითხვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია:

_ ტყუილია, კაით, რა!

შ. მ. ჩვენს კითხვაზე გაღიზიანდა ა და უშვერი სიტყვებით ყვირილი დაგვიწყო:

_ შანტაჟზე მოდიხართ? ფული არ მოგეცით და მაგიტომ? კარგად გადაამოწმეთ ინფორმაცია, სად ვიყავი დაჭერილი და სად დამკითხეს! აქეთ დაგიჭერთ, თქვენი... მოწმედ დავიყენებ ორ კაცს და დედას...მ... _ ყვიროდა შ. მ.

“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კიდევ ერთი პირი, ვინც უშუალოდ ფლობდა კარიერებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრები ინდმეწარმე  სიკო მეხუზლაა.

სიკო მეხუზლა სუს-მა დაკითხა და ტელეფონიც ჩამოართვა. აღნიშნული ინფორმაცია მეხუზლამ “გურია ნიუსს“ დაუდასტურა:

_ დიახ, დამკითხეს იუსტიციის სახლში, ჩამომართვეს ტელეფონი, წარმომიდგინეს სასამართლოს განჩინება. ჩხრეკის ორდენი ჰქონდათ, პირადად ჩემზე იყო გაცემული ჩხრეკის ორდერი და სხვა არაფერი არ გაუჩხკრეკიათ. მითხრეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მე თავიდან არაფერი არ ვიცოდი და თქვენი სტატიებიდან გავიგე, რომ, თურმე, უკანონოდ ხდებოდა წიაღისეულის მოპოვება. წავიკითხე თქვენი წერილები, სადაც ქრთამის აღებაზე და ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვებაზე იყო საუბარი. მე საჯარო მოხელე არ ვარ, რომ ვინმესგან ქრთამი ამეღო. ეტყობა, მართლაც მოხდა რაიმე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა არაფერი ვიცი.

_ ბატონო სიკო, სად გაქვთ კარიერი?

_ კარიერი ბევრი მაქვს _ გურიანთაში და მელექედურში; მაკვანეთსა და ნაგომარში ახლა ვგეგმავ ყიდვას. ისე ორი კარიერი მაქვს ლიცენზირებული. მე არ ვარ ის ადამიანი, რომ კრიმინალში გავეხვიო. ყველაფერი ოფიციალურად ლიცენზირებული მაქვს, ყველა გადასახადს ვიხდი. თუ ვინმეს აინტერესებს, ყალბად ვის რა აქვს, არსებობს მაგისთვის შესაბამისი ორგანოები და გამოავლენენ დამრღვევებს

_ ბატონო სიკო, ჩვენი ინფორმაციით, რომ იყო არარსებული ფირმები. ისინი ყიდულობდნენ და ყიდდნენ ქვიშა-ხრეშ, წილში კი ე. წ. „კაი ბიჭები“ ყავდათ. გქონდათ თუ არა შეხება მათთან?

_ ჩემთან არ იყო გადაცდომები. ვისაც ხრეშს ვაწვდიდი, მას ვაჩვენე ჩემი კარიერი და მოვუნიშნე ტერიტორია. ეს იყო და ეს. რასაც გაიტანდნენ, იმ მასალის ღირებულება მე მერიცხებოდა. სხვასთან არანაირი შეხება არ მქონია.

_თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, ვის გაჰქონდათ ქვიშა-ხრეში თქვენგან?

_ ვისაც გაჰქონდა. მე არ გამქონდა, გადამყიდველი მოდიოდა ჩემთან. მე თვითონ არც ამომიღია, არც ტრანსპორტირება გამიკეთებია . ტრანსპორტირების გარეშე მივყიდე ქვიშა-ღორღი. ამას იქეთ სხვა საქმე არ მქონდა.

_ ვის მიჰყიდეთ ?

_ ერთ-ერთი იყო „ვავილონი“, მეორე _ “ნიუ როადი“.

_ მათ ლიცენზირებული კარიერები არ ჰქონდათ?

_ არ ვიცი. ჩემთან მოვიდნენ საყიდლად და მოველაპარაკე. ჩემთან მიმართებაში რაც იყო, ესაა. 20 ათასი კუბი მერიაში მქონდა, 53 ათას 700 _ მელექედურში. მე სხვა სამეწარმეო საქმიანობებს არ ვაწარმოებდი.

_ როგორ მოიპოვეთ ლიცენზია?

_ მერიის კარიერი ერთ-ერთი გადამყიდველიდან, ვიღაც აბესაძისგან არის განაყიდი. ალბათ, მე-9 ხელი ვიყავი, როცა ვიყიდე; მელექედურის კარიერი კი აუქციონზე შევიძინე.

მე როგორც ვიცი, კარიერის მფლობელები, ჩემს გარდა, არავინ დაკითხულა. მარტო ჩემთან იყო ეს ამბავი

_ მარტო თქვენ რატომ დაგკითხეს?

_არ ვიცი! რა ვუყო ბავშვებს, თორემ ერთი წუთით არ ვიცხოვრებდი ამ ქვეყანაში!

_ თქვენს უკან ვინმე დგას ისეთი, რომელზეც გასვლა სურს გამოძიებას?

_რატომ უნდა იდგეს ვინმე ჩემს უკან? მე უკან არავის დგომა არ მჭირდება. ვისაც სჭირდება ხელის შეშველება და ბარჯგის შეყენება, შეუყენონ იმას. მე მყავს ოჯახი და შვილები და სხვა არავინ არ მჭირდება. მარტომ მივაღწიე ამ ყველაფერს, ჩემი შრომით და წვალებით _ ეს უცხო არავისთვის არ არის. მაქვს შპს, კოოპერატივი, უზარმაზარ საქმეებს ვაკეთებ, ეს კარიერები ჩემთვის არის ფრჩხილისოდენა რაღაც. ამხელა აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა, ნეტავ, საერთოდ არ მეყიდა _ რა ჭირად მინდოდა?! _ამბობს მეხუზლა.


ნახვა: 1855


 ახალი ამბები
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავსდღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება, მორწმუნეები სულთმოფენობის დღესასწაულს, აღდგომიდან  50-ე დღეს ზეიმობენ. ამ დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმინდა,  ცეცხლის ენების სახით გარდამოვიდა მოციქულებსა და მორწმუნეებზე, თითოეული მათგანი კი სულიწმინდის მადლით აღავსო. „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდა-მყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი“... სადღესასწაულო მსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ... ...
  • გიორგი კვირიკაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის (R)„საქართველო შეირჩა როგორც ქვეყანა, რომელმაც კონკრეტულ, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ადამიანის უფლებათა განმტკიცების პროცესში და ამ მიმართულებით, განაგრძობს ძალისხმევას. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში იქნება ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის ამ ინიციატივაში მიიღებს მონაწილეობას. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა რეკომენდაციის სახით თავად გამოყო ის სფეროები, რომელთა გატანაც, მისი მოსაზრებით, შესაძლებელია „ექსპორტზე“, მათ შორის ერთ- ერთი არის პენიტენციურ დაწესებულებებში გატარებული რეფორმები და წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა.“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  პრემიერ მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს პენიტენციურ სფეროში გაწეული სამუშაოთვის და რეფორმების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის, მის მიერ ჩატარებული რეფორმების აღიარებისთვის. ამ ინიციატივაში საქართველოს მიწვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოზიტიურად წარმოჩენას, პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე. მოხარული ვარ, რომ გვექნება შესაძლებლობა სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების პოზიტიური მაგალითები“.- განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ შედგა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, რომელიც კიდევ ერთი დასტურია -ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის. „ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სტავროს ლამბრინიდისის მიერ საქართველოში ვიზიტის დროს წარმოდგენილი ინიციატივის - ,,ადამიანის უფლებების დაცვის პოზიტიური მაგალითები“ (Good Human Rights Stories) ფარგლებში, საქართველომ სხვა წარმატებულ 15 ქვეყანასთან ერთად მიიღო წინადადება, მთელს მსოფლიოში, სახელმწიფოებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება. - აღნიშნა პრემიერმა. ... ...
  • საჯავახოზე მომხდარ ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლაცოტა ხნის წინ, ავტოავარია მოხდა ჩოხატაურში, ე.წ. საჯავახოს უღელტეხილზე. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ერთმანეთს ორო ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ჩოხატაურელი მამაკაცი, სოფელ შუა ამაღლებაში მცხოვრები ნ.კ. ემსხვერპლა. მომხდარზე უკვე დაწყებულია ... ...
  • ავარიის გამო წეროვანთან რამდენიმე კილომეტრიანი საცობიაამ წუთებში მოძრაობა შეჩერებულოა ავტობანზე. წეროვნთან მომხდარი ავარიის გამო გზაზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია. როგორც "გურია ნიუსს" თვითმხილველებმა უთხრეს, მსუბუქი ავტომობილი სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შემდეგაც მსუბუქი მიკროავტობუსი, რომელშიც მგზავრები ისხდნენ, საპირისპირო გზაზე მომავალ სატვირთოს დაეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟაჟებია ... ...
  • „ერეკლე მეფის ჩამოყვანილი ივანოვი ვარ და საქართველოზე ვმღერი“ _ოზურგეთული ზეიმის წინა ქრონიკადღეს, დილაადრიან, ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ზეიმის დაწყებამდე,  ქალაქის  ერთ-ერთ ცენტრალურ   ადგილას, ღია ცის ქვეშ,  ორი   მამაკაცის  კარგად შეწყობილი  სიმღერა _ „ქართველო,  ხელი ხმალს იკარ“ _ ისმოდა. როცა მივუახლოვდი, ერთმა სასწრაფოდ შეწყვიტა სიმღერა: „უკვე სურათი გადაგვიღე? ასკანელი კაცი ვარ, მზიანში ვცხოვრობ, ივანოვი ვარ გვარად. აბა, ივანიშვილობა ღმერთმა დამიფაროს.  იცი, როდიდან ვარ საქართველოში? ერეკლე მეფემ რომ თათრების წინააღმდეგ  საბრძოლველად გამოგვიძახა.  მე ქართველი ვარ, სიმღერას სახალხო ლოტბარი ჯემალ ჭელიძე მასწავლიდა. ვიმღერებ კიდევ ცოტა ხანს, მერე კი წავალ და ხვალიდან ასკანაში შრომას შევუდგები. აბა, რავა გგონია... ჰარალალე,   ,,თოფი ვერაფერს დამაკლებს, თუ ხელში ხმალი მიჭირავს“... „ ჰე, ჩემო ლამაზო სამშობლო, შენ კი გენაცვალე“ _ ასე, საუბარის და სიმღერის მონაცვლეობით, კითხვის დაუსმელად გაგვეცნო  ასკანელი ტარიელ ივანოვი. _ ბატონო ტარიელ, ივანიშვილობა რატომ დაგიფაროთ ღმერთმა? _ რატომ  გეღიმებათ? იმიტომ, რომ პუტინი მეორე  ჰიტლერია. ვერც „ედიკამ“ გააგდო აქიდან, ვერც _ მიშამ და ვერც აი ივანიშვილი უშობა რამეს, ძაან ყველაფერს რომ გვპირდებოდა.   ვინც საქართველოს  დამოუკიდებლობას ებრძვის, არავინ მიყვარს.  მე მიყვარს მეფე ერეკლე და საქართველო... აგერ, ჩემ წინ რომ კაცი ზის, თემურ შათირიშვილი, ჩემზე უკეთ თუ არა, ნაკლებად არ მღერის. ჩვენ ასე აღვნიშნეთ ამ დილით ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობის  100 წლის იუბილე. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას, _ გვითხრა ტარიელ ივანოვმა და კვლავ გააგრძელა ... ...

არქივი

ზაფრანი

აღმოჩენა, რომელმაც, შესაძლოა, შეცვალოს მსოფლიო ისტორია

დინოზავრის სახეობამ, რომელის ნარჩენებიც ცოტა...

საინტერესო ფაქტები ცაციების შესახებ

1) მსოფლიოს მოსახლეობის 10% ცაციაა....

როგორ შეიქმნა დედამიწა

ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლესი კვლევების...

სამოთხის ფრინველი

სამოთხის ფრინველი – ზღაპრულად ლამაზი...

როგორ მოვიპოვოთ წარმატება

იყავით იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც...

წითელი ხახვი კიბოს წინააღმდეგ

იცით თუ არა, რომ წითელი...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...