ვისი ინტიმური ვიდეოებია „ციანიდის საქმეში“და რას აპირებენ დაკავებული დეკანოზის ადვოკატები

gurianews.com

მთავარი თემა

ვისი ინტიმური ვიდეოებია „ციანიდის საქმეში“და რას აპირებენ დაკავებული დეკანოზის ადვოკატები

2017 მაი 19 19:49:11

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომების მიმდინარეობისა და პროცესზე განხილული საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირება ვეღარ მოხდება. დღეს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომები სრულად დაიხურა. შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. მათი განცხადებით, "საქმეში არსებობს, აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც მათ შორის მესამე პირს ეხება და რომელიც შეიცავს, როგორც პერსონალურ ინფორმაციას, ასევე ხშირ შემთხვევაში ინტიმურ დეტალებს“.თუმცა, მოგვიანებით პროკურორმა განაცხადა, რომ „ადვოკატების მხრიდან ჩვენი შუამდგომლობების დამახინჯება ხდება და ისინი სიცრუეს ტირაჟირებენ. ეს არის სიცრუე. ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქმეში არის გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია ბრალდებული გიორგი მამალაძის და მესამე პირების“.

ამ შუამდგომლობის დაყენების შემდეგ, მოსამართლემ სხდომის სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ბრალდებულ გიორგი მამალაძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან თავის ადვოკატებს მოუწოდა სხდომა დაეტოვებინათ. სხდომის დატოვების შემდეგ, მოსამართლემ მიიღო განჩინება, სადაც აღნიშნულია, რომ ადვოკატები გაძევებულ იქნენ დარბაზიდან, რის გამოც შემდეგი სხდომიდან ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

როგორ აფასებს დღეს განვითარებულ მოვლენებს, ვინ შეიძლება დაიცვას ბრალდებული, არის თუ არა საქმეში ინტიმური ხასიათის მასალები და რას უკავშირებენ სხდომების სრულად დახურვას, „გურია ნიუსი“ ადვოკატ მიხეილ რამიშვილს ესაუბრა.

_ ბატონო მიხეილ, რას უკავშირებთ სასამართლო სხდომების სრულად დახურას და ნამდვილად მოხდა თუ არა თქვენი მხრიდან კანონდარღვევა, როდესაც სხდომათა დარბაზი თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის მოწოდების საფუძველზე დატოვეთ?

_ თუ სასამართლო დავტოვე როგორ გამომაძევეს დარბაზიდან? ნებაყოფლობით დავტოვე დარბაზი, რადგან მამა გიორგიმ მოითხოვა დაგვეტოვებინა სხდომა. გამოძევება ამ შემთხვევაში ვერ მოხდებოდა, რადგან ვიმოქმედე კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად. გამოძევება სასამართლო დარბაზიდან ხდება მაშინ, როდესაც პირი არღვევს წესრიგს ან სასამართლოს უპატვცემულობას ავლენს. ამდაგვარი იქ არაფერი ყოფილა. ღიად განაცხადა მამა გიორგიმ რომ დაგვეტოვებინა სასამართლო სხდომა. ინტერესის წინააღმდეგობა რომ არ ყოფილიყო და ჩვენ ვალდებულები ვიყავით სხდომა დაგვეტოვებინა. თუ გამომაძევეს, მაშინ გამოძევება უნდა მომხდარიყო და არა ნებაყოფლობით დარბაზის დატოვება. თუ დავარღვიეთ, გვითხრან რა დავარღვიეთ და რაში გამოიხატება უპატივცემულობა სასამართლოს მიმართ. ეს არის მიზანმიმართული, რომ ჩვენ ჩამოგვაშორონ საქმიდან.

_სასამართლომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. თქვენ რას აპირებთ?

_კანონი ითვალისწინებს ამ განჩინების გასაჩივრებას, რაც დღეს მოსამართლემ გამოიტანა და ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. ჯერ გავეცნობით რის საფუძველზე შეგვეზღუდა დაცვის განხორციელება, რადგან არის გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, შემდეგ ვნახავთ რამდენად კანონიერად არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, მამა გიორგის და მისი ოჯახის წევრებს გააჩნიათ პირადი მოსაზრება, ვინ უნდა დაიცვას ის, ან უარი თქვას ადვოკატებზე. ადვოკატებზე უარს ამბობენ მაშინ, როდესაც არის გარკვეული გაჭიანურების მცდელობა. ჩვენ კი ამ შემთხვევაში დავემორჩილეთ ბრალდბულის მოთხოვნას და ვერანაირდ ვერ დავრჩებოდით სასამართლო დარბაზში. ვიმეორებ, არაფერი დაგვირღვევია, თუ დავარღვიეთ, დამრღვევებად უნდა გამოგვაცხადონ და არა „შოუს დამდგმელებად“ და „სპექტაკის მომწყობად“. რადაც გვასახელებს სახელმწიფო ბრალმდებელი. 

_თქვენი და გიორგი მამალაძის პროტესტი პროკურატურის შუამდგომლობამ გამოიწვია, რომელიც სხდომის მთლიანად დახურვას ითხოვდა, რადგან საქმეში ინტიმური ვიდეომასალისა და მესამე პირების პერსონალურ მონაცემებზეა საუბარი, რაც ღია სასამართლოს სხდომაზე ვერ განიხილებოდა. რა მასალაზეა საუბარი?

_პირდაპირ გეუბნებით, რომ პროტესტის მიზნით დატოვა დარბაზი მამა გიორგიმ და ჩვენ დავემორჩილეთ მის კატეგორიულ მოთხოვნას რომ დაგვეტოვებინა დარბაზი. ეს პროტესტი კი გამოიწვია იმან, რომ ყველა წინა სასამართლო სხდომის დროს ყველაფერს უკმაყოფილებდა სასამართლო  მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურას და არა ჩვენ. ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული ქმედება. რაც შეეხება ე.წ. ინტიმურ ვიდეომასალას, ძალიან ბევრი პირია დაკითხული აღნიშნულ საქმეზე; პირადი მობილურებიდან ვისგან რა ინფორმაცია ამოიღეს, ეს შემხებლობაში არანაირად არ არის მამა გიორგის საქმესთან. შესაბამისად, ეს არის შანტაჟი გარკვეულწილად.

_უფრო კონკრეტულად რა შანტაჟზეა საუბარი და ვის მიმართ?

_შანტაჟია იქედან გამომდინარე, რომ სხდომის თავიდან ბოლომდე დახურვის საფუძველი შექმნან.

_რაც შეეხება გაუთქმელობის ხელწერილს, რომელიც ადვოკატებს დაგადებინეს; ისევ რჩებით თქვენს პოზიციაზე რომ ეს პროკურატურას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს?

_დიახ, პირდაპირ უპირატეს მდგომარეობაშია პროკურატურა. თანასწორობის პრინციპი თავიდან ბოლომდე დარღვეულია და ეს არის მიმართული ადამიანის უფლებების რადიკალურად და არსებითად დარღვევისკენ. ეს ყველაფერი მიმართულია იქეთკენ, რომ სათავისოდ გამოიყენონ ჩვენი გაჩუმება.

_სტრასბურგის სასამართლოში გაქვთ გაგზავნილი საჩივარი ამასთან დაკავშირებით. გაქვთ თუ არა პასუხი მიღებული, ან როდის ელოდებით?

_ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია, ველოდებით.

_ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი რომ შესაძლოა პროკურატურა დაცვის მხარისთვის არ ჰქონდეს მიწოდებული საქმის მასალები სრულად. შესაძლებელია თუ არა ასეთი რამ?

_რაც მოგვცეს მაგის გარდა თუ რამე არის საქმეში კიდევ, არ ვიცი. თუმცა, გამორიცხულია ეგ. თუ რაიმე ამდაგვარი მტკიცებულებები გამოჩნდა ახლა, არ არის ახლადგამოვლენილი გარემოება და აქამდე არსებობდა, ეს დაუშვებელი მტკიცებულება და სასამართლოც არ განიხილავს.

_შემდეგი სასამართლო პროცესი 30 მაისს არის ჩანიშნული. რას აპირებთ, უნდა მიხვიდეთ სხდომაზე, თუ დაემორჩილებით მოსამართლის გადაწყვეტილებას?

_ჩვეულებრივ მივალთ სხდომაზე და გავაგრძელებთ მამა გიორგის დაცვას.

_ხომ არ იცით მამა გიორგის პოზიცია, აპირებს თუ არა ის სახაზინო ადვოკატის დაცვაზე დათანხმებას?

_არა მგონია, ის ამას დათანხმდეს, თუ ასე დადგება საკითხი, სახაზინო ადვოკატის ნაცვლად ისევ კერძო ადვოკატს აიყვანს. ამას ზოგადად ვამბობ, მაგრამ არა მგონია ეს საკითხი დადგეს. მე ჯერჯერობით ვრჩები მის ადვოკატად.

_დღესვე, ადვოკატთა ეთიკის კომისიას გადაეგზავნა სასამართლოს განჩინება თქვენი სხდომიდან გაძევების შესახებ. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია როდის დაიწყებს კომისია საჩივრის განხილვას?

_ამას, ალბათ, შეგვატყობინებენ, დაგვირეკავენ, როცა განხილვა დაიწყება.

_შეიძლება ასე შეფასდეს, რომ პროკურატურას ამ საქმეში სუსტი პოზიცია აქვს და თქვენს წინააღმდეგ ყველანაირ ბერკეტს იყენებს?

_სუსტი პოზიცია და აბსურდული  რომ არის, ამიტომ უნდათ რომ სხდომები სრულად იყოს დახურული. თუ მართლა არსებობს მესმე პირების პირადი ინფორმაცია, მაშინ ნაწილობრივ დახურვა მოეთხვათ და ნაწილობრივ დახურულიყო და არა მთლიანად.

_როდესაც პროცესი სრულად დაიხურა, თქვენ რა ბერკეტები გრჩებათ. შესაძლებელია ამის გასაჩივრება?

_ეს საჩივრდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად. სხდომები აწი მუდმივად, სრულად დახურული იქნება.



 ახალი ამბები
  • დაბასა და წაღვერში პანიკაა _ კადრები სტიქიის ზონიდანდაბასა და წაღვერში მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული, ისინი დახმარებას ითხოვენ. წყარო: ტელეკომპანია ... ...
  • პრემიერი: "ხანძართან ბრძოლაში თურქეთი და აზერბაიჯანი ხვალ დილიდან დაგვეხმარება""საქართველოს ხანძართან ბრძოლაში თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან დახმარება ექნება, ტექნიკა მუშაობას დილიდან დაიწყებს", _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიის ზონიდან პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უკვე ესაუბრა თურქულ და აზერბაიჯანულ მხარებს და დამატებითი ტექნიკის მობილიზებაზე თანხმობა მიღებული აქვთ: "ყველა კერაზე, რომელზეც ინფორმაციაა შემოსული, გაგზავნილია სახანძრო ბრიგადები. რაც შეეხება ყველაზე დიდი კერას, იქ საკმაოდ მასშტაბურია ცეცხლი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან, ამისთვის შესაბამისი ძალები გაგვაჩნია", _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ძალებითა და მეზობელი ქვეყნების დახმარებით გაუმკლავდება ამ ... ...
  • ივანიშვილის ნათესავის მეუღლე მერობის კანდიდატად _ „შეიძლება ისედაც მიმეღო შემოთავაზება“"გურია ნიუსის" ინფორმაციით, "ქართული ოცნება" საჩხერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ბენიამენ ფალავანდიშვილს წარადგენს. ფალავანდიშვილი ამჟამად საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებს. როგორც გავარკვიეთ, ფალავანდიშვილის მეუღლე ბიძინა ივანიშვილის ნათესავია, რასაც თავადაც ადასტურებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს მის კანდიდატად დაყენებასთან არაფერ შუაშია. ასევე, უარყოფს, რომ მის კანდიდატურას ლობირება ყოფილი პრემიერის დამ გაუწია. _ ჯერჯერობით, საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ საუბრები არის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ფალავანდიშვილმა. _ ბატონო ბენიამენ, ცოტა ხნის წინ, თანამდებობის და საჩხერის დატოვებას აპირებდით და თანამშრომლებს დაემშვიდობეთ კიდეც ფეისბუქით... _ ეგეთი პოსტი არ გამომიქვეყნებია. _ 18 აპრილს გაქვთ გამოქვეყნებული და ჩვენ ამის ე. წ. "სკრინიც" გვაქვს... _ ადრე კი იყო ეგეთი, რომ არ ვაპირებდი დიდხანს დარჩენას. _ და რამ შეცვალა თქვენი გეგმები და მიზნები? _ მე სამსახურის უფროსად არ ვაპირებდი დარჩენას. რაც შეეხება შეცვლას, შემოთავაზება მივიღე "ქართული ოცნებიდან". _ რა დამსახურებით? ჩვენ გვითხრეს, რომ ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის დაა, რომელიც ლობირებას გიწევთ... _ ეგეთი რაღაცა როგორ შეიძლება ახლა _ რას ქვია ლობირებას მიწევს?! მე, ჯერ ერთი, ჩემი ისა მაქ, მიცნობს ხალხი. არაფერ შუაში არ არის ეგ. საერთოდ არაფერი კავშირი არ მაქვს. _ თქვენი მეუღლე ბიძინა ივანიშვილის ნათესავი ხომ არის? _ მერე რა?! მეუღლე არის, მაგრამ რა კავშირი აქვს მაგას?! მე საჩხერეში ვმუშაობდი და მანამდე 20 წლის სტაჟი მაქვს. აღარ უნდა ვიმუშავო თუ რა შეკითხვაა? _ გინდათ გვითხრათ, რომ მერობის კანდიდატად დაყენებაში ივანიშვილთან ნათესაობამ გავლენა არ იქონია? _ არავითარი შეხება არ მაქვს მაგ პიროვნებასთან. უბრალოდ, მე ჩემი დამსახურება მაქვს, ასე ვფიქრობ. რომც არ იყოს ნათესავი, შეიძლება, ისედაც მიმეღო შემოთავაზება. ხომ მართალია? _ ეს იმ ფონზე, როცა აპრილში მუნიციპალიტეტის დატოვებას აპირებდით? _ ტელეფონზე ეგეთი კომენტარის აღება არ მიმაჩნია სწორად. სხვა რამე შეკითხვა თუ გაქვთ, გიპასუხებთ. _ ჟურნალისტები ტელეფონითაც სვამენ კითხვებს და იღებენ პასუხებს. მინისტრებიც პასუხობენ ჩვენს ზარებს და კომენტარებს გვაძლევენ... რა არის ამაში უცნაური? _ საერთოდ ჯობს, რომ ნათესაობაზე და იმაზე კი არ ვილაპარაკოთ, ის მკითხოთ, რა პრობლემებია, რას ვაპირებთ. ამომრჩეველს აინტერესებს, ნათესავი ვარ თუ არა? _ ფიქრობ, რომ არა? _ დარწმუნებული ვარ, არა, რამდენადაც მე მიცნობენ. მე ჩემი განვლილი პერიოდი მაქვს ისეთი, რომლითაც ვფიქრობ, რომ მიცნობენ. როგორც ნათესავს, სულ არ მიცნობენ. _ და თუ ასე იყო, წასვლას რატომ აპირებდით? _ ეგეთი ინტერვიუს აღება არ მიმაჩნია სწორად. თუ თქვენ გაქვთ რაიმე კონკრეტული კითხვა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, გიპასუხებთ... _ თქვენი პასუხიდან გამოდის, რომ კანდიდატურა უკვე გადაწყვეტილია და სამოქმედო გეგმაც შეგიდგენიათ.. _ რახან თქვენ დამირეკეთ, რაღაც ინფორმაცია გექნებათ, რომელსაც ამ ეტაპზე არც მე არ უარვყოფ, მაგრამ გადაწყვეტილი, როგორც ასეთი, არაა. _ თუ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, სამოქმედო გეგმებზე რატომ უნდა ვისაუბროთ? _ საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა. ეს მოხდება ოფიციალური წარდგენის შემდეგ. _ ეგ ჩვენს კითხვასთან რა შუაშია? ბატონო ბენიამენ, პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ? _ საკმარისად გავეცი შეკითხვებს პასუხი. ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეთ, რომ ასეთი კითხვები ტელეფონზე არ უნდა დასვათ... _ თანამდებობის პირი ხართ, თან მერობას პირებთ და ჩვენგან არც თქვენ უნდა გესწავლებოდეთ საჯარო მოხელის ვალდებულებები... თან, როგორც ვიცით, "ქართული ოცნების" ოფისში ტრენინგებს გადიხართ და ეს არ უსწავლებიათ? არ გეუბნებიან, რომ ჟურნალისტები ტელეფონზეც რეკავენ, სოციალური ქსელებითაც კონტაქტობენ? _ გასაგებია, მაგრამ რამე ვალდებულება მაქვს, რომ ტელეფონზე ანგარიში ჩაგაბაროთ? _ ანგარიშის ჩაბარებას არავინ გთხოვთ... _ იმ კითხვებზე ხომ გიპასუხეთ, რაც საინტერესო იყო? _ ჩვენ რაც გვაინტერესებდა, იმ კითხვებზე არ გვიპასუხეთ.... _ აბა, რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური გამოცდილება მაქვს თუ არა?! _ მერობას აპირებთ და გვაინტერესებს, პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ თუ არა... _ ამ კითხვას უპასუხოთ დავტოვებ. რახან ამდენი იცით ჩემზე, იმედია, ამასაც გაარკვევთ, _ გვითხრა ფალავანდიშვილმა, რომლის ბიოგრაფია საჩხერის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და ასე გამოიყურება: დაბადების თარიღი: 1974 წლის 12 ნოემბერი განათლება: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტორი; სამუშაო გამოცდილება: 1998-2005წწ. სამშენებლო კომპანია "თბილისი 96" არქიტექტორი; 2005-2014 წ.წ. შპს "ელიტა–ბურჯი", არქიტექტორი; 2014 წლიდან დღემდე საჩხერის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; 2015 წლის ივლისიდან გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, ყავს ორი ... ...
  • სოფელ დაბაში მოსახლეობის ნაწილს მსხვილფეხა საქონელი უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავსსოფელ დაბაში მოსახლეობის ნაწილს მსხვილფეხა საქონელი უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავს, ამის შესახებ „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. შსს-ის ცნობით, ცუდი ხილვადობის, დაკვამლიანებისა და ძლიერი ქარის გამო, სპეციალისტების რეკომენდაციით, ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს. უწყების ცნობით, როგორც კი რეკომენდაცია იქნება, ვერტმფრენი ხანძრის ჩაქრობის პროცესში ისევ ჩაერთვება. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა საქართველოში მეორე ვერტმფრენიც გამოგზავნა. უწყების ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი გაძლიერდა, ამ დროისთვის, მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი არ არის. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გუშინ დღისით გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სახანძრო სამუშაოებს ართულებს გაძლიერებული ქარი და დაკვამლიანება გამო, რაც ხელს უშლის მაშველებს ხილვადობაში. საქართველოს მთავრობამ დასახმარებლად მიმართა აზერბაიჯანის მთავრობას, რის შედეგადაც ქართველი მაშველების დასახმარებლად აზერბაიჯანიდან ვერტმფრენები უკვე ადგილზეა.  მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები. დილის 6 საათიდან ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველები, ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე დარჩებიან.  ამ დროისათვის ცეცხლი დაახლოებით 5 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. ... ...
  • სოფელ დაბაში ხანძარი ძლიერდება _ სპეციალისტების რეკომენდაციით ვერტმფრენებმა მუშაობა შეწყვიტესსოფელ დაბაში, ძლიერი ქარის გამო, ხანძარი გაძლიერდა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით ცეცხლი ახლოს მდებარე ტყის მასივს მოედო და არის საშიშროება, რომ წიწვოვანი ხეები დაიწვას.  ის ტერიტორია, სადაც ხანძრის კერებია, მიუვალი ადგილია. შესაბამისად, ტექნიკა ვერ ახერხებს უშუალოდ შემთხვევის ადგილამდე მისვლას. აღსანიშნავია, რომ ცუდი ხილვადობის, დაკვამლიანების და ძლიერი ქარის გამო, სპეციალისტების რეკომენდაციით, ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს, _ ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, როგორც კი რეკომენდაცია იქნება, ვერტმფრენი ხანძრის ჩაქრობის პროცესში ისევ ჩაერთვება. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა საქართველოში მეორე ვერტმფრენიც გამოგზავნა. უწყების ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი გაძლიერდა, ამ დროისთვის, მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი არ არის. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გუშინ დღისით გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სახანძრო სამუშაოებს ართულებს გაძლიერებული ქარი და დაკვამლიანება გამო, რაც ხელს უშლის მაშველებს ხილვადობაში. საქართველოს მთავრობამ დასახმარებლად მიმართა აზერბაიჯანის მთავრობას, რის შედეგადაც ქართველი მაშველების დასახმარებლად აზერბაიჯანიდან ვერტმფრენები უკვე ადგილზეა.  მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები. დილის 6 საათიდან ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველები, ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე დარჩებიან.  ამ დროისათვის ცეცხლი დაახლოებით 5 ჰა-ზე მეტ ფართობზეა ... ...

არქივი

ზაფრანი

"წმინდა" ნიანგი

პაკისტანში მცხოვრები ეთნიკური შიიდები აფრიკელი...

"სანტექნიკის მუზეუმი"

ტეხასის შტატის ქალაქ ალამო ჰეიტსში...

წყალქვეშა იახტა

იტალიელმა დიზაინერებმა შექმნეს წყალქვეშა იახტა...

მკურნალი ფრინველები

ფრინველების ჭიკჭიკი სიამოვნებს არა მარტო...

ხაჭო ქოლესტერინს ებრძვის

განურჩევლად ასაკისა, ხაჭო ყველასათვის სასარგებლოა....

„სუპერტრიუფელი“

ინგლისში "შოკოლადის ეროვნულ კვირეულს" აღნიშნავენ....
კარმიდამო ჩემი

გოგრის სამკურნალო თვისებები

გოგრით ამზადებენ წვნიანს, ფაფას, გარნირს,...

რა უნდა ვიცოდეთ ციანიდის შესახებ მცენარეთა დაცვის საქმეში

ბოლო პერიოდში, ციანიდის ირგვლივ საქართველოში...

როგორ ვიმოქმედოთ ფუტკრის ღალიანობის დასასრულს

აგვისტოსა და სექტემბერში მთავრდება ფუტკრის...

როგორ ვკვებოთ ზაფხულში შინაური ფრინველები

შინაურ, კვერცხისმდებელ ფრინველს რომ მარცვლეულით...

ტყემლის მოდუღების ძველებური წესი

მოსახარშად დადგმულ ტყემალს აუცილებლად ჩააყოლებდნენ...

ჟოლოს ყვავილისა და ნაყოფის სიკეთე ხალხურ მედიცინაში

ჟოლოს გამოყენება, როგორც სამკურნალო, ისე...

ნივრის უნიკალური ნაყენი თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ

ნივრის უთვალავი სიკეთეებიდან, ქრონიკული თავის...

როგორ დავამყნოთ ციტრუსი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პრივატიზაციით...

ზაფხული და მორწყვის თავისებურება

მცენარის განვითარებისთვის, ერთწლოვანია იგი თუ...

ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება სიდერატებით (მწვანე სასუქი)

სიდერატების თესვა ყველაზე შედეგიანია 15...