მერია: "კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით ბრალდებას!" _ ვის ეხმარებიან ჩოხატაურში

მთავარი თემა

მერია: "კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით ბრალდებას!" _ ვის ეხმარებიან ჩოხატაურში

3 აპრ. 2020, 17:26:53

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში "წითელი ჯვრის" ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომლები მერიის წარმომადგენლებთან ერთად საკვებ პროდუქტებსა და სხვადასხვა საჭიროების ნივთებს არიგებენ, რამაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია: "მითხარით, ვინაა ჩემზე მეტად გაჭირვებული"; "ვინ შეარჩია, ვის უნდა დაეხმარონ და ვის არა"; "ჩემს მეზობელთან რომ მიიტანეს, მე უფრო დალხინებული მნახეს?" "თუ ვინმეს უნდა დაეხმარნონ, ამაზე გაჭირვებული ვინაა", _  ამბობენ მოქალაქეები. ერთ-ერთი მათგანის თქმით, მერიაში მისულს განცხადების დაწერის შესაძლებლობაც არ მისცეს.

"განცხადების საფუძველზე ვარიგებთო, _ მითხრეს. მივედი, ვიფიქრე დავწერ განცხადებას-მეთქი, მაგრამ განცხადების დაწერის შესაძლებლობაც არ მომცეს. ასე ვთქვათ, გამომაგდეს", _ გვეუბნება მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ ამით უთანასწორობის განცდა გაუჩნდა.

ინფორმაცია ფოტოებთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზეც გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მოსახლეობისთვის დახმარების გადასაცემად, "წითელი ჯვრის" წარმომადგემლებთან ერთად ჩოხატაურის მერის მოადგილე, მინდია ჟღერია იმყოფებოდა. 

"წითელი ჯვრის ჩოხატაურის ფილიალის წარმომადგენლებმა, მერის მოადგილე მინდია ჟღერიასთან ერთად, განცხადებით მიმართვის საფუძველზე, სოციალურად შეჭირვებულ, კიდევ რამდენიმე ოჯახს გაუწიეს დახმარება. ბენეფიციარებს, კვების პროდუქტები გადასცეს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ინფორმაცია მიაწოდეს პრემიერ მინისტრთან შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესახებ", _ ვკითხულობთ მერიის ფეისბუქვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მოსახლეობის იმ ნაწილის ინტერესთა დასაკმაყოფილებლად, რომლებმაც "გურია ნიუსს" კითხვებით მომართეს, მერის მოადგილეს მინდია ჟღერიას დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა და კომენტარს მერიის პრესსამსახურის საშუალებით მოგვაწვდიდა.

"მერიაში, რეგულაციების შესაბამისად, განცხადებების მიღება შეუფერხებლად მინდინარეობს და იმას, რომ მოქალაქეებს მერიის შესაბამისმა სამსახურმა განცხადების რეგისტრაციაზე უარი უთხრა, კატეგორიულად გამოვრიცხავთ.

რაც შეეხება, წითელ ჯვარს, მათ თავად შეიძინეს პროდუქტი და განცხადებით მიმართვის საფუძველზე გადასცეს სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს.

ასევე, მიმდინარეობს, წითელი ჯვარისა და მერიის ერთობლივი აქცია, რომელიც გულისხმობს, არამალფუჭებადი პროდუქტების შეგროვებას და მერიაში დასაწყობებას. გაცემა მოხდება, ასევე, მომართვის საფუძველზე, 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა, ხანდაზმულ ადამიანებზე და მრავლშვილიან ოჯახებზე.

მერიაში არსებობს 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა, სპეციალური საჭიროებების მქონე და მრავალშვილიანი მოქალაქეების სია.

კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით ბრალდებას, რომ შერჩევით ხდება რაიმეს გაცემა. მოქალაქეებმა, რომლებმაც მოგვმართეს სხვადასხვა ფორმით, ყველამ მიიღო დახმარება, მაგალითად, იყო შემთხვევები, როცა მერს დაურეკეს  პირადად და ირაკლი კუჭავამ საკუთარი სახსრებით შეუძინა მოქალაქეებს საკვები. ასევე, გამოჩნდნენ მოხალისეები, რომლებიც თავიანთი ინიციატივით ჩაერთნენ საქველმოქმედო აქციაში, სადაც ჩვენც ჩართულები ვართ.

აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, ჯერჯერობით, გარდა ბაღებისა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პროდუქტების შეძენისათვის არც ერთი თეთრი არ დახარჯულა.

როცა, ასეთი  პროგრამის გახორციელება ბიუჯეტიდან დაიგეგმება, ეს იქნება გამჭვირვალედ და ამაზე დამატებით გავავრცელებთ ინფორმაციას, _ ვკითხულობათ მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია წითელი ჯვრის" ჩოხატაურის ოფისის მენეჯერი თამუნა კოროშინაძე, "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ისინი დახმარებას შემოწირულობით გასცემენ და ამ შემთხვევაში, ბენეფიციარები 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა, რისკჯგუფში მყოფი პენსიონერები არიან.

"ჩვენ, ჩვენი ორგანიზაციის სათავო ოფისის მითითებით, "მაგნიტის" ქსელში გვიდგას კალათა, რომელშიც შემოწირულობის ჩადება ყველა მსურველს შეუძლია. მაგალითად, ოჯახისთვის შეიძინა მაკარონი, შეიძინა, ასევე, მეორეც, რომელსაც დებს შემოწირულობის კალათაში. გროვდება პროდუქტი იქნება ეს თუ ჰიგიენური საშუალებები, შემდეგ მოგვაქვს და ვაფასოებთ. გვაქვს მითითება, თითოეულზე რა რაოდენობის პროდუქტი და თავის მოვლის საშუალებები უნდა გაიცეს. თუმცა, მიღებულ პროდუქტს ვასაწყობებთ გამგეობაში", _ გვითხრა თამუნა კოროშინაძემ.

წითელი ჯვრის ჩოხატაურის ოფისის მენეჯერის თქმით, დახმარება გაიცემა განცხადების, ან შეტყობინების საფუძველზე.

"დახმარებას გავცემთ განცხადების საფუძველზე, მაგრამ თუ გავიგეთ ან ვინმემ შეგვატყობინა, რომ რომელიმე ოჯახი ან პიროვნება აუცილებელ დახმარებას საჭიროებს, მაშინვე ვეხმარებით. მაგალითად, ხვალ (საუბარი ჩაწერილია 2 აპრილს) სოფელ შუაფარცხმაში 2 შეჭირვებულ ადამიანთან ვიზიტს ვგეგმავთ, _ გვითხრა თამუნა კოროშინაძემ.




 ახალი ამბები
  • ზუგდიდის ბანკთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა _ თავდამსხმელმა ბანკი დატოვახელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს -  ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.  შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრაცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ... ...
  • ხმაური ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაური იყო. კლინიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახრეხებდა სასწარაფო დახმარების მიერ გადმოყვანილი პაციენტის მიღებას. პაციენტის ახლობლებს, რომლებიც კლინიკასთან იმყოფებოდნენ, მედიკოსები განუმარტავდნენ, რომ ადგილის არ ქონის გამო ავადმყოფს ვერ მიიღებდნენ. ხმაური და კამათი "მედალფასთან" რამდენიმე საათი გრძელდებოდა, ბოლოს საქმეში კლინიკის ხელმძღვანელის რეზო კვერენჩხილაძის ჩარევის შემდეგ, პაციენტი, რომელსავ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აღენიშნებოდა, სტაციონარში მოათავსეს. "მედალფას" კლინიკის მენეჯერი რევაზ კვერენჩხილაძე პაციენტის ახლობლებს შეხვდა და მათ განუმარტა, რომ შეყოვნება იძულებით იყო. "კლინიკაში გვიწევს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი, იმ ზონაში სხვა პაციენტს ვერ მოვათავსებთ. სანამ ქალბატონს მოიყვანდა სასწრაფო, მანამდე მივიღეთ 44 წლის მამაკაცი, უმძიმესი მდგომარეობით. მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახლა გათავისუფლდა ადგილი და პაციენტს მივიღებთ. ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ომში ვართ, ექიმები წინა ხაზზე არიან. გაგვიგეთ, რომ იქნება დაყოვნებები, ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ", - თქვა კლინიკის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...