“გურია ნიუსის“ სპეციალური განცხადება

ფეისბუქსტატუსები

“გურია ნიუსის“ სპეციალური განცხადება

2012 იან 11 13:09:33

ბოლო რამდენიმე დღეა, სახელისუფლებო სატელევიზიო არხები და მედიასაშუალებები მოსახლეობას სისტემატურად აწვდიან ინფორმაციას, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის გაზეთი "გურია ნიუსი", დაფინანსებას იღებენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობიდან "ქართული ოცნება". სამწუხაროდ, ივანიშვილის დისკრედიტაციისა და პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორების მიზნით მომართული პროპაგანდისტული მანქანა მხოლოდ იმისთვის ირჯება, რომ მოსახლეობას შეუქმნას ილუზია, თითქოს, დამოუკიდებელი გაზეთი პოლიტიკურად მიკერძოებული და ვინმეს პოლიტიკური ნების გამტარებელია.

ჩვენი საქმიანობის ყველაზე მიუკერძოებლად შემფასებელი მკითხველის, ასევე, საქმეში ჩაუხედავი ადამიანების უკეთ ინფორმირების მიზნით, გთავაზობთ განმარტებას: მედიასაშუალების დამოუკიდებლობას მისი ფინანსური სტაბილურობა და დაფინანსების კანონიერი წყაროები წარმოადგენს. "გურია ნიუსს" დღემდე და მომავალშიც მისი მკითხველი აფინანსებს. იგი ერთადერთი მედიასაშუალებაა, რომელიც 2006 წლიდან, დამოუკიდებელ ფინანსურ აუდიტს ატარებს და აუდიტის დასკვნებს აქვეყნებს, რომ მკითხველმა იცოდეს, რა შემოსავლებით არსებობს იგი. ჩვენ ვამაყობთ, რომ უკიდურესად მძიმე გასაჭირში მყოფი მოსახლეობა, ხანდახან უკანასკნელ თეთრებს გაზეთის შესაძენად იმეტებს და ამიტომაც, მზად ვართ სულით ხორცამდე მათ სამსახურში ვიყოთ. თუმცა, საარსებოდ გაზეთის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი საკმარისი არ არის, ამიტომ, ვცდილობთ სარეკლამო შემოსავლები მოვიზიდოთ და ყველა მომსახურების კატასტროფულად გაძვირების მიუხედავად, მკითხველისთვის გაზეთზე ხელმოწერის ფასი არ გავზარდოთ _ 3 ლარად, თვეში 8 (ხშირად _ 9) ნომერი სახლში ან სასურველ ადგილას მივაწოდოთ ჩვენი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.

რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს: ცივილიზებულმა მსოფლიომ მედიაბიზნესის შემოსავლების წყაროდ, ამ ბიზნესის გაჩენის დღიდან, სხვა გზა არ იცის, გარდა ტირაჟიდან და სარეკლამო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლებისა. უკვე ათეულობით წელია, როგორც წესი, "გურია ნიუსი", გაზეთის მეორე გვერდზე და ვებგვერდზე აქვეყნებს სარეკლამო ტარიფებს, რომელიც ერთნაირია ყველა შემკვეთისთვის. ნებისმიერ მოქალაქეს, ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს, თანაბრად აქვს უფლება შეისყიდოს საგაზეთო ფართი და გამოაქვეყნოს მისთვის სასურველი სარეკლამო მასალა. ცხადია, ეს მასალა არ უნდა შეიცავდეს ძალადობის მოწოდებას, პიროვნების ეთნიკური, რელიგიური ან რაიმე სხვა ნიშნით დისკრიმინაციას და კანონმდებლობით აკრძალულ სხვა მასალებს. ასეთ შემთხვევებში, "გურია ნიუსი" უარს ამბობს სარეკლამო ფართის გაყიდვაზე.

პოლიტიკური რეკლამა ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა თავიანთი სათქმელი, შეხედულებები, პოლიტიკური მიზნები და სამომავლო გეგმები მიიტანონ ამომრჩევლებამდე; ინფორმაციის თავისუფლად მიღება და გავრცელება კი მოქალაქეთა ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებაა. დღემდე, წარმოუდგენელიც კი იყო, რომ ამგვარი მარტივი ჭეშმარიტებები ისტერიკული პროპაგანდის საფუძველი გახდებოდა. დღემდე, ყველა საარჩევნო წელს, პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, ჩვეულებისამებრ, იძენდნენ სარეკლამო ფართს, მათ შორიც, ცხადია, მმართველი პოლიტიკური პარტიაც იყო და იმედი გვაქვს, კვლავაც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების დროსაც შეიძინა სარეკლამო ფართი, ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

ასევე, არასდროს დაგვიხევია უკან, გვემხილა ხარვეზები ან დარღვევები ოპოზიციური პარტიების საქმიანობაში; არასდროს შეგვიზღუდავს მკითხველი, გამოეხატა საკუთარი პოზიცია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებოდით თუ არა მის შეხედულებას. რაც მთავარია, მკითხველი არასდროს შეგვიყვანია შეცდომაში და არ შეგვითავაზებია ფარული რეკლამა ან სარეკლამო მასალები, შესაბამისი მითითების გარეშე _ წარწერა: "დაფინანსებული ფართი" ან "ფასიანი პოლიტიკური რეკლამა" ყოველთვის ახლავს სარეკლამო ფართზე გამოქვეყნებულ ტექსტურ თუ ვიზუალურ მასალას.

ამ შემთხვევაშიც, საზოგადოებრივ მოძრაობასთან "ქართული ოცნება" გაფორმდა სტანდარტული ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც, ერთი წლის განმავლობაში, "გურია ნიუსი" ყოველ ნომერში (ნომრების რაოდენობაა წელიწადში 103) გამოაქვეყნებს პირველი გვერდის მეთექვსმეტედზე (პოლიტიკური რეკლამის ღირებულებით 125 ლარი) და მეოთხე გვერდზე (პოლიტიკური რეკლამის ღირებულებით 300 ლარი) დამკვეთის მიერ მოწოდებულ სარეკლამო მასალებს შესაბამისი წარწერით _ "ფასიანი პოლიტიკური რეკლამა"; ასევე, განათავსებს ვებ-გვერდზე სარეკლამო ბანერს შესაბამისი წარწერით (ღირებულება თვეში 500 ლარი) და სოფლის მეურნეობის დამატებაში "კარმიდამო ჩემი", თვეში 400 ლარის სარეკლამო მასალებს შესაბამისი წარწერით. წლიური სარეკლამო მომსახურების ღირებულებაა სულ 54 150 ლარი.

დაინტერესებულ პირს შეუძლია შეადაროს ხელშეკრულებაში მითითებული ფასები ჩვენი გაზეთის ყოველ ნომერში მეორე გვერდზე გამოქვეყნებულ სარეკლამო ტარიფებს, რათა დარწმუნდეს, რომ ჩვენთან ყველა შემკვეთი თანაბარი უფლებით სარგებლობს. ხოლო სახელისუფლებო მედიასაშუალებებს ვურჩევთ, შეწყვიტონ ცილისმწამებლური კამპანია და როგორც ღირსეული ჟურნალისტის პროფესიული ვალია, დაინტერესდნენ, რაში იხარჯება საბიუჯეტო სახსრები; უკიდურესად მძიმე პირობებში მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტების წლიური შემოსავლებიდან განსხვავებით, რატომ ღირს ანსამბლ "ფემილის" ერთსაათიანი კონცერტი 45 000 ლარი ან რა უჯდება სახელწიფოს ტოტო კუტუნიოს თითო ჩამოსვლა; როგორ ცხადდება 30-მილიონიანი ამნისტია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ მიტაცებული სახელისუფლებო არხების საგადასახადო ვალების ჩამოსაწერად; რამდენი მილიონი "გადაიქაჩა" თუნდაც წინა არჩევნებზე მმართველი პარტიის ღია თუ ფარულ სარეკლამო მომსახურებაზე ან რა უჯდება სახელმწიფოს მმართველი პარტიის ფიარისთვის საჯარო სამსახურებში გაფორმებული "ჟურნალისტების" შენახვა!

გაზეთ "გურია ნიუსის" რედაქცია




 ახალი ამბები
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდათბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან 1 კილომეტრში მდებარე სოფელ ჟაშქვაში იყო. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ... ...
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...