პასქა _ 2013

ფეისბუქსტატუსები

პასქა _ 2013

10 აპრ. 2012, 00:27:42

ქალბატონებო და ბატონებო!

გელით პასქის ფესტივალი

ფესტივალი გაიმართება აღდგომის ბრწყინვალე კვირის ოთხშაბათს, 8 მაისს, 15 საათზე ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების ბაღში (საკათედრო ტაძრის მიმდებარე პარკი).

მოგიწოდებთ შემოგვიერდეთ, რათა კიდევ ერთხელ ვაჩუქოთ ჩვენს ქალაქს ლამაზი დღესასწაული და ერთად შევძლოთ დახმარების ხელი გავუწოდოთ თანამემამულეებს, რომელთაც სწორედ ახლა სჭირდება ჩვენი თანადგომა.

ფესტივალის მიზანი უცვლელია _ კულინარ-დიზაინერთა გამოვლენა და ქველმოქმედება, შეგროვილი შემოწირულობები თქვენი სახელით გადაეცემა შეჭირვებულ ოჯახებს.

ფესტივალში მონაწილე კომპოზიციის ავტორებს და კულინარებს გადაეცემათ სიგელები, გამარჯვებულებს _ დიპლომები და პრიზები.

ნომინაციებზე წარმოდგენილი პასქები და სააღდგომო კომპოზიციები  თქვენი სურვილის შესაბამისად გახდება ფესტივალის საკუთრება, რომლებიც გამოიყენება ქველმოქმედებისათვის.

აქვე გამოიფინება და გაიყიდება ხელნაკეთი სხვადასხვა ტიპის ნივთი ავტორთა სურვილის მიხედვით. ეს ნივთები არ წარმოადგენს ფესტივალის საკუთრებას.

ფესტივალის მიმდინარეობის ვიდეო და ფოტო მასალა განთავსდება ინტერნეტში, ფეისბუკის „პასქის ფესტივალის“ გვერდზე: www.facebook.com/პასქისფესტივალი

საფესტივალო კომპოზიციის გაფორმება

კომპოზიციის აუცილებელი ატრიბუტია პასქა, დიზაინერის სურვილის შესაბამისად გაფორმებისათვის გამოიყენება მაგიდაზე გადასაფარებელი სუფრა, ჯეჯილი, შეღებილი კვერცხი, წითელი ღვინო, მძივები... მონაწილეს მოეთხოვება დეგუსტაციისათვის წარმოადგინოს პასქის პატარა ნაჭრებიც (შესაძლოა წკირებზე აცმული).

ფესტივალის ნომინაციები:

•     ყველაზე გემრიელი პასქა;

•     ყველაზე პიკანტური გემო;

•     ყველაზე ტრადიციული კომპოზიცია;

•     ყველაზე ნოვატორული კომპოზიცია;

•     ფესტივალის სტუმარი (უცხო ქვეყნის ტრადიციების გაცნობისათვის);

•     ფესტივალის სპეციალური პრიზი;

•     ნორჩი კულინარ-დიზაინერი

•     ფესტივალის აღმოჩენა

•     ორიგინალური კომპოზიცია

•     ხალხის სიმპათია

მონაწილეობა

მონაწილეობის მიღების მსურველებმა დაგვირეკეთ : 595 62 51 15; 599 78 78 33; 0(496)274144;

შევსებული  განაცხადის წარმოდგენის /გამოგზავნის შემდეგ  ავტომატურად ითვლებით ფესტივალის მონაწილედ.

შესაძლებელია კომპოზიციები წარმოადგინოს ორგანიზაციებმა და კერძო პირებმა.

განაცხადი კერძო პირებისთვის

განაცხადი ორგანიზაციებისთვის

წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის!

მოგვწერეთ:  liakila8@gmail.com

"პასქის ფესტივალი” სიყვარულით ელოდება ყოველ თქვენგანს!

ღმერთს ებარებოდეთ!

სიყვარულით  ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი: დეკანოზი ბასილი (კვირჩილაძე), ლია კილაძე, მარინა ჯაფარიძე, ლალი კილაძე




 ახალი ამბები
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...
  • პოლიციამ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი  ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების  შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს,  თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო  ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და  მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...