აქტუალური ფეისბუქსტატუსები _ "ახლა, გინდა რეტროგრადი მეძახეთ და გინდა _ ბნელი"

ფეისბუქსტატუსები

აქტუალური ფეისბუქსტატუსები _ "ახლა, გინდა რეტროგრადი მეძახეთ და გინდა _ ბნელი"

2016 მაი 10 18:33:49

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს, სოციალურ ქსელში პოლიტიკური დისკუსია აქტიურად მიმდინარებს _ მათ შორის, რელიგიურ თემებზე.

ერთ-ერთი, ყველაზე აქტუალური თემა ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლა იყო.

"მართლმადიდებლების უდიდეს ნაწილს სწამთ და სჯერათ, რომ ცეცხლი სასწაულებრივად და თავისთავად ჩნდება იესო ქრისტეს საფლავზე და მათ აქვთ უფლება, ასე სწამდეთ _ მათი რწმენა პატივისცემას იმსახურებს.

თუმცა, თვითონ ქრისტიანებს შორის არის ბევრი ისეთიც, ვინც დარწმუნებულია, რომ არანაირ ზებუნებრივ მოვლენას აქ ადგილი არ აქვს და ეს მხოლოდ ცეცხლის კურთხევის უძველესია რიტუალია, რომელსაც, ალბათ, წარმართული ფესვები უფრო მეტი აქვს, ვიდრე ქრისტიანული, ისევე, როგორც, მაგალითად, კვერცხების ღებვის ტრადიციას.

შემთხვევითი არ არის, რომ თავად იერუსალიმის პატრიარქი, რომელსაც საკუთარი ხელით გამოაქვს ცეცხლი ხალხთან, პრაქტიკულად, არასდროს უწოდებს ამ მოვლენას სასწაულს და არც არასდროს ახსენებს ცეცხლის გარდამოსვლას.

ის, უბრალოდ, ამბობს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სიმბოლური დატვირთვის მქონე ცერემონია, რითაც თეოფილოს მესამე, შეიძლება ითქვას, ირიბად აღიარებს, რომ დიდი შაბათის წმინდა ცეცხლის ანთებაში არ არის არაფერი სასწაულებრივი, არაფერი ზებუნებრივი და არაფერი ზეციური.

ვინ _ ვინ და იერუსალიმის პატრიარქმა ეს ყველაზე კარგად იცის," _ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ, შაბათს, ტელეეთერიდან გაკეთებული ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ჩალაგაშვილის და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა.

საქმე იმაშია, რომ გაბუნიას ეს განცხადება გურამ ჩალაგაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააზიარა მინაწერით: "არასწორი და ტუტუცი. მერე რა, რომ "რუსთავი 2"-ა. ბოდიში, მაგრამ ამის..."

ჩალაგაშვილის ამ სტატუსს, სტატუსით უპასუხა ნიკა გვარამიამ: "გამოიხედე, ერთი აქეთ, გურამ ჩალაგაშვილი! ვისი ამის და რა? შენიც და იმ პარტიის კიდე, ვინც, შე ბნელო, არჩევნებზე სადმე კანდიდატად დაგაყენებს. შენნაირი ბნელების ადგილი თუა "ნაციონალურ მოძრაობაში", ნამდვილად აღმოჩენა იქნება ჩემთვის, არასასიამოვნო აღმოჩენა", _ წერს გვარამია.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელის ამ კომენტარს ჩალაგაშვილმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა _ "ბრავო, ნიკა!"

თუმცა, კონფლიქტი ამით არ ამოწურულა:

ნიკა გვარამია: _ მე გაჩვენებ შენ ბრავოს, შე უზრდელო და თავხედო. აგინე შენი ოჯახის წევრები.

გურამ ჩალაგაშვილი: _ ვერ მივხვდი, მაგრამ მაინც ბრავო.

ნიკა გვარამია: _ რას ვერ მიხვდი? თავს ი...ლევებ თუ მე მა...ლევებ?

გურამ ჩალაგაშვილი: _ "ეს ვინც დაწერა, იმის..." რას ნიშნავს, ბებიაჩემი მიხვდა და რაც იგულისხმე, იმას ნიშნავს.

ნიკა გვარამია: _ არ გაგიტარებ მაგას, ტყუილად აგდებ ბანზე სიტყვას.

გურამ ჩალაგაშვილი: _ შენი ნებაა. არ ხარ მართალი, თორე სუ მკიდია.

ნიკა გვარამია: _ რაში არ ვარ მართალი,? მოყევი, აბა.

გურამ ჩალაგაშვილი: _ კაი, ნიკა, აქ სალაპარაკო, არ მგონია, იყოს. სხვაგან ნებისმიერ დროს.

ნიკა გვარამია: _ პროსტა, ბნელი რომ ხარ და სასწაულებრივი ცეცხლის გჯერა, ეგ მეც მკიდია. შენი პირადი საქმეა და იმ პარტიის პრობლემა, რომელიც შენნაირ ბნელს პარლამენტში შეიყვანს. შენ ის მოყევი, "ამის..." რას ნიშნავს.

ჩალაგაშვილის და გვარამიას დაპირისპირებაში, ფეისბუქში სხვა ცნობილი სახეებიც ჩაერთნენ. ზოგმა ისიც გაიხსენა, რომ ჩალაგაშვილი ბევრ საკითხში "ბნელია", ზოგმა კი ორივეს რჩევა მისცა, რომ მსგავსი გარჩევები პირად სივრცეში გადაიტანონ და ხალხის დასაცინს ნუ გახდიან "ნაციონალურ მოძრაობას".

ფეისბუქის განსჯის თემა იყო პრემიერ-მინისტრი ფოტო, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის სამების ტაძარში ლოცვას ასახავს.

"მუხლებზე დაცემულ პრემიერ-მინისტრს როცა ვუყურებ, არ მიმაჩნია ეს მისი რელიგიის თავისუფლების გამოხატულებად, არამედ მიმაჩნია სეკულარიზმის კრიზისად, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება მლიქვნელურად ემორჩილება საეკლესიო ხელისუფლებას (მლიქვნელურად იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებას სურს, იყოს ავტონომიური და არ ემორჩილებოდეს მეორეს).

რა თქმა უნდა, ადამიან გიორგი კვირიკაშვილს აქვს სრული უფლება, იყოს ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი და ჩოქვით შემოიაროს ნებისმიერი სამლოცველო, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯაროდ არ უნდა ფორთხავდეს არც ერთ ეკლესიაში, რადგან ის სახელმწიფო ხელისუფალია", _ ასე გამოეხმაურა ამ ფაქტს "ქალთა მოძრაობის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია, რომელსაც ბევრი ცნობილი სახე დაეთანხმა.

პრემიერის კრიტიკოსებს სოციალურ ქსელით უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ:

"ტაძარში, ლოცვისას რატომ დაიჩოქაო... და მთავრობის სხდომაზე ხომ არ დაიჩოქა?! ეკლესია ის ადგილი არაა, სადაც სანთელსაც ანთებ, ლოცულობ და იჩოქებ კიდეც?! იქ ყველა თანაბარია, იქ არც პრემიერი ხარ და არც პრეზიდენტი, იქ ადამიანი ხარ, ცოდვილი და ჩვეულებრივი მოკვდავი!

იქნებ ადამიანად ყოფნის უფლებაც წავართვათ პრემიერს?!

ერთხელ ხომ წავართვით, როცა წინა დღით დედა დაკრძალა და მეორე დღეს პარლამენტში დავიბარეთ!

მოვიდა და იდგა, როგორც სალი კლდე! საუბრობდა ჩვენს ქვეყანაზე, ხალხზე, მათ პრობლემებზე, სამთავრობო პროგრამაზე და არა პირად, ძალიან მძიმე ადამიანურ ტრაგედიაზე!

აი, ასეთია პრემიერი, მას შეუძლია ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, პირადი გვერდზე გადადოს და ქვეყანაზე და საქმეზე იფიქროს. ხოდა, ტაძარში მაინც ნუ დავუშლით ადამიანად ყოფნას, ეს უსამართლო კრიტიკაა და უბრალოდ, სირცხვილია!" _ წერს კობახიძე.

ფეისბუქზე აქტუალური იყო BBC-ზე გასული რეპორტაჟი, სახელწოდებით "სადილი მიცვალებულებთან".

რეპორტაჟის ანოტაციაში ვკითხულობთ: "პურობა მიცვალებულებთან: ქართული ოჯახების მიერ სასაფლაოზე აღნიშნული დღესასწაულები.

ბევრ დასავლურ ქვეყანაში სასაფლაოებს განიხილავენ, როგორც ბნელ და ზარდამცემ ადგილებს, მაგრამ ეს ასე არ არის საქართველოში, ყოფილ სსრკ-ს რესპუბლიკაში.

ისევე, როგორც სხვა ორთოდოქსული ქვეყნებისთვის, ქართველებისთვისაც დამახასიათებელია პატივი მიაგონ თავიანთ გარდაცვლილ ნათესავებს სასაფლაოზე პურ-მარილისა და ღვინის მიტანით, და პურობა გამართონ საფლავებს შორის.

თუმცა პრაქტიკულად აღნიშნული წლის განმალობაში აღმოსავლური აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე მოფუსფუსე, დაკავებული პერიოდია ამ ტრადიციისა.

დამიენ მაკგინესი მივიდა ოჯახებთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომ მეტი გაიგოს მიცვალებულებთან ერთად პურობის შესახებ".

ამ ვიდეორეპორტაჟს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი ამ პათოსს დაეთანხმა და მსგავსი ტრადიციების გაუქმების მოთხოვნითაც კი გამოვიდა. თუმცა, დიდმა ნაწილმა ეს რეპორტაჟი შეურაცხყოფად მიიღო და ტელეკომპანიას რჩევებიც კი მისცა. მათ შორის იყო ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი:

"ჩემი რჩევა ქართველ თვითგვემია ქაჯებს და BBC-ის!

სხვის თვალში ბეწვის ძიებას ჯობია, საკუთარ თვალში დირეს მიხედოთ!!!

მესმის თქვენი შოკის _ ჩვენ ხომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფერფლს ქილებით არ ვინახავთ სასადილოში..

ზედაპირული ექსკურსი...

_ საუდის არაბეთში _ დემოკრატიამ, ერაყსა და ავღანეთში მშვიდობამ არ ჩაგაგდოთ შოკში?

_ პუტინის ბარბაროსობამ საქართველოსა და უკრაინაში - არ გამოიწვია თქვენში პროტესტი?

_ პირველი საკონცენტრაციო ბანაკები რომ შექმენით, ჯერ კიდევ ანგლო-ბურების ომის დროს, და როგორც ეროვნული ღირებულება, მთელ მსოფლიოს რომ მოსდეთ _ ამანაც არ შეატოკა თქვენში შოკის ძარღვი?

_ რასაც დედამიწაზე, თქვენი პირსისხლიანი სამეფოს სახელით ჩადიოდით, ყაჩაღობდით, ძარცვავდით და ანადგურებდით ერებსა და სახელწიფოებს _ ის არ გაგდებდათ შოკში?

_ ბავშვთა მონური შრომის გამოყენებასა და მონა ბავშვების დეპორტაციის ისტორიაზე რას მეტყვით _ რომელიც 1970 წლამდე გრძელდებოდა თქვენს ცხვირაბზუებულ სამშობლოში?

_ სკოლებში, ბავშვების, საკუთარი შვილების ცემა, მხოლოდ 1999 წელს რომ გააუქმეთ, როგორც სასჯელის ფორმა _ თქვენ ის ბრიტანელები არ ხართ?

_ დილის პოლიციური ეკიპაჟებიდან დაწყებული, და თითქმის ყველა დამკრძალავი პროცესიით დამთავრებული, დღემდე რომ ცხენებს იყენებთ _ ლონდონშიც კი, და ნეხვის ფერი (არომატზე აღარ ვიტყვი) რომაა ტემზა _ ეგ როგორ ჯდება შოკუნიებში?

_ ასეთ ჰუმანურ და ცხოველების მოყვარულ ხალხს, არც მელიებზე ნაციონალური ნადირობა არ გაღელვებთ?

_ სულ დამავიწყდა, არაკასტრირებული, ფსლის სუნით გაჟღენთილი ღორის ხორცის ჭამაც (შემწვარი ბეკონი საუზმეზე) _ არ გაგდებთ შოკში?

_ არც მატლების ამოთხრის ეროვნული დღე?

_ არც ეკლესიების - დისკოთეკებად, რესტორნებად, სასტუმროებად გადაქცევა იწვევს თქვენში შოკს _ ხომ ასეა?

_ არც აქ სადილი და ჭამა, არ გაგდებთ შოკში _ არაა?_ და არც ნათესავებს დავდევთ _ ოჯახის შესაქმნელად.

ხოდა, ამიტომ გეტყვით, ჩვენ - ისევე როგორც თქვენ და მსოფლიოს სხვა ხალხებს, საკმარისი გვაქვს უცნაური ტრადიციები, ადათ-წესები. ჩამობრძანდით, ისიამოვნეთ ჩვენი ხალხის სტუმარ-მასპინძლობით, დატკბით საქართველოთი, დახარჯეთ ფული და დაგვანებეთ ჩვენი მკვდრები. აი, ასეთები ვართ ქართველები _ როგორებიც ვართ. ასეთი ტრადიცია გვაქვს ჩვენი მიცვალებულების პატივსაცემად. და ის დღე დაიქცეს, აღდგომას საფლავზე რომ არ გავა ქართველი კაცი და ჭიქას არ წაუქცევს!!! ასეც არ გადავგვარდებით!

პ.ს. ბევრი სიკეთეც მოგიტანიათ კაცობრიობისათვის - ინგლისელებო, მაგრამ თავს ნუ გამოიდებთ ძაან გთხოვთ _ ჩვენთან, მითუმეტეს! ნუ დაგავიწყდებათ _ ჩვენ პირველი ევროპელები ვართ!

.პ.ს. ახლა გინდა რეტროგრადი მეძახეთ და გინდა ბნელი. ასეთი ქართველი ვარ მე!", _ წერს ყანდიაშვილი და ევროპაში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს, რომელიც მისივე განმარტებით, მისი სიტყვების დასტურია.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...