ერთადერთი, ყოვლისშემძლე ადამიანი ქვეყანაში, რომელიც უნდა დასუსტებულიყო, კიდევ უფრო გაძლიერდა

ფეისბუქსტატუსები

ერთადერთი, ყოვლისშემძლე ადამიანი ქვეყანაში, რომელიც უნდა დასუსტებულიყო, კიდევ უფრო გაძლიერდა

2016 ივნ 4 02:38:51

სოციალურ ქსელში ორი დღეა არ ცხრება ვნებები რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტის სალომე ასათიანის  ინტერვიუს გამო, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერა. იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ ამის განხილვით მკითხველს თავს აღარ შევაწყენთ. საზოგადოების ერთი ნაწილი  ჟურნალისტს მოუმზადებლობაში და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. სხვა ჯგუფმა   ბიძინა ივანიშვილი  ჩიხში შესული და ამის გამო გაბრაზებული აღმოაჩინა. 

საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი, პოლიტოლოგი დავით ჩხეიძე მიიჩნევს, რომ გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ დამარცხდა არა ჟურნალისტი ან მისი რესპონდენტი, არამედ ქართული საზოგადოების  დასავლურად განწყობილი ნაწილი.

"რადიო "თავისუფლების" ინტერვიუ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთმნიშვნელოვნად იყო მარცხი და არა მხოლოდ კერძო ჟურნალისტის, არამედ საქართველოს ე.წ "დასავლურად განწყობილი ნაწილის". არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონი სალომე ასათიანი როგორი ჟურნალისტია, რამდენად მზად იყო და ჰქონდა ამისი უნარები "ქართული Hardtalk"-ის წასაყვანად... ჩვენ ძალიან დიდი ფულის და შესაძლებლობების მქონე ერთ ადამიანს, რომლის მიზნებიც დღემდე ჩვენთვის ბოლომდე გამოუცნობია, ეკონომიკურად გამოშიგნულ ქვეყანაში ვერ ვუპირისპირებთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იქნება ერთდროულად პოლიტიკურად მიუკერძოებელი, მართალი და შეძლებს საკუთარი მამხილებელი შეკითხვების თუ შეტევების დასაბუთებას.

ცხადია, რომ წრე რომელშიც მიღებულია ქალბატონი სალომე ასათიანი თუნდაც იმიტომ რომ რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტია, შეეცდება დაიცვას, გაამართლოს და შეაქოს ის, მაგრამ მარტო მეგობრობის ან კოლეგიალურობის გამო, არამედ ამითი იმ მარცხის დასაფარად, რომელიც მოუვიდა არა ერთ ჟურნალისტს, არამედ მოსდის მთელ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, სწორედ მისი ჩაკეტილობის და მიკერძოებულობის გამო.

ერთი ან რამდენიმე წრე, რომელიც მიიჩნევა დასავლურად, არ ცდილობს აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საკუთარი კუდაბზიკობით - რასაც დღეს დასავლურობა ჰქვია - გამოიკეტა საკუთარ თავში, დაშორდა ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რომელსაც სინამდვილეში უნდა ემსახურებოდეს, რომელშიც უნდა ზრდიდეს და აყალიბებდეს სამოქალაქო თვითშეგნებას... და დღეს ქვეყანაში ერთი პიროვნება პირდაპირ თუ ირიბად ფლობს ყველა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბერკეტს... და ყველაზე მეტად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებაზე პასუხისმგებლობა სწორედ საზოგადოების ამ ნაწილს ეკისრება.

გუშინ "სალომე ასათიანმა" კი არ გამოკეტა საკუთარ თავში ყველაზე გავლენიანი ადამიანი ქვეყანაში, არამედ აჩვენა რამდენად საკუთარ თავში, საკუთარ ბრალდებებშია გამოკეტილი და რამდენად უსუსურია ამ ადამიანის წინაშე საქართველოში "სამოქალაქო საზოგადოება". ვერ მოხერხდა არათუ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნამდვილი მიზნების გაცხადება (ვერც ერთის!) ვერ მოხერხდა მისი მწობრიდან გამოყვანა (და ამისი დანახება საზოგადოებისთვის) და რაც ამ პიროვნებისთვის დამახასიათებელია პირად საუბრებში.

შედეგიც სახეზეა, ქვეყანას დაუფლებულია ყოვლისშემძლე ერთმმართველი, ხოლო საზოგადოების ჯგუფი, რომელიც დასავლეთთან, თანამედროვეობასთან, მომავალთან აიგივებს საკუთარ თავს ემიჯნება "ბნელ საზოგადოებას" - მართლმადიდებელ მრევლს, ჰომოფობ ახალგაზრდობას, რუსეთუმე საქმოსნებს, "ჩარჩენილ ეროვნულებს", "რუსეთის მონებს"...

თქვენ, საქართველოს გულისთვის, ქართული საზოგადოების დასახმარებლად, გასათანამედროვებლად, გასახსნელად გაძლევენ გრანტებს, გამზადებენ, ხელს გიწყობენ და თქვენ თქვენი "სვეცკაობით", "პრადვინუტობით", უცხოეთში წასვლა-ჩამოსვლით, თავის მოწონებით საზოგადოება ერთი ადამიანის ხელებში შემყურედ აქციეთ! ყველა ნაკლი, რომელსაც უწუნებთ საზოგადოებას, პირველ რიგში თქვენი ბრალია. გუშინდელი გადაცემაც იყო - ერთ-ერთი ასეთი - სამოქალაქო საზოგადეობის სრული მარცხი:
დაუსაბუთებელი!
არათანმიმდევრული!
ერთხელაც ვერ შეიყვანა ჟურნალისტმა რესპოდენტი ლოგიკურ ჩიხში, არა კითხვების შინაარსი იყო ჩიხური, არამედ საუბრის ფორმა. შედეგად, ერთადერთი, ყოვლისშემძლე ადამიანი ქვეყანაში, რომელიც უნდა დასუსტებულიყო, კიდევ უფრო გაძლიერდა!"
-წერს დავით ჩხეიძე.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავაზება- „ჩემი პირველი სახლი“ (R)საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. ის, ვინც 2019 წლის 20 მაისიდან ისარგებლებს საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით, ჩაერთვება აქციაში - „ჩემი პირველი სახლი“. აქციის ფარგლებში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარის ვალუტაში იქნება 7% (2 წელი ფიქსირებული), ეფექტური 8.77%-დან. საქართველოს ბანკის ახალი, ყველაზე დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხით შეუძლია ისარგებლოს ყველამ, ვინც პირველად იძენს საცხოვრებელ უძრავ ქონებას. ვისაც აქვს სურვილი, სწორედ ახალი აქციის ფარგლებში შეიძინოს ბინა, აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს საკუთარი ბინა ყოველთვიური ქირის ფასად და დაივიწყოს კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული დისკომფორტი. აქციის და იპოთეკური სესხის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge ან დაუკავშირდით საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს: 0322444444 ... ...
  • გუგლი ჰუავეის ანდროიდის მოხმარებას უზღუდავსგუგლმა ჰუავეის ანდროიდის გამოყენება შეუზღუდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჰუავეის ახალი დიზაინის სმარტფონებს გუგლის აპლიკაციების ისეთ ნაწილზე არ ექნება წვდომა,  როგორიცაა იუთუბი და გუგლ მეპი. აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის მიერ ჰუავეის იმ კომპანიების სიაში დამატებას მოჰყვა, რომლბსაც არ შეუძლით ამერიკულ ფირმებთან ვაჭრობა მთავრობის ნებართვის გარეშე. როგორც ცნობილია, ჰუავეის ახალი მოდელი წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს. ჰუავეიში აცხადებენ, რომ აღნიშნულ აკრძალვას ელოდებოდნენ. ცნობისთვის, რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩინეთი კომპანიას თვალთვალისთვის იყენებს, თუმცა, ჰუავეი ბრალდებას ... ...
  • საქართველოს ბანკმა საფრანგეთის მსხვილი სტუდენტური გაერთიანების წევრებს უმასპინძლა (R)საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი, კერძო სტუდენტური გაერთიანების, Olivaint-ის კონფერენციის 33-კაციან დელეგაციას  უმასპინძლა. Olivaint Conference ეს არის 1874 წელს დაარსებული ერთგვარი პლატფორმა თავისუფალი დისკუსიითვის საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში განვითარებულ და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მსოფლიოს ლიდერებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან. კონფერენციის მიზანია, ორგანიზაციის წევრების, რომლებიც არიან წარმატებული მენეჯერები, ცნობილი ხელოვანები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პედაგოგები, იურისტები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.კონფერენციის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს შეხვდნენ.  შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს მნიშველოვანი ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და  მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.  „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა Olivaint Conference-ის წევრებს უმასპინძლა. ჩვენთვის დიდი პატივია, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, მისი ეკონომიკური შესაძლებლობები და საინვესტიციო მიმზიდველობა, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ბანკის როლზე, ჩვენს მიზანზე, მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ“ _ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.                                                                                                                                        ინფორმაციისთვის, სხვადასხვა წლებში Olivaint Conference-ის ალუმნები იყვნენ: საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი-რობერტ შუმანი; საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-ლორან ფაბიუსი; ევროპარლამენტის ყოფილი წევრი- ჟან ლუი ბურლენჟი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოფილი პრეზიდენტი- ჟაკ ატალი და ა.შ. ... ...
  • "გურიას" მოსყიდული ფეხბურთელები _ ვინ და რატომ დააკავა სუს-მა (ვიდეო)სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე  8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები  ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ.,  საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები  რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“  ფეხბურთელები  ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. 2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურია“-ს მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანსა“ და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს. ანალოგიურად,  2019 წლის 19 მაისს,  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს. ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი", _ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ... ...
  • გვარამია: მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის"მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი და ყველა დროის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი (ზვიად გამსახურდია მაინც უფრო ეროვნული მოღვაწე იყო, როგორც ილია, და ქვეყნისთვისთვის თავისუფლების მომტანი|", _  წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით სააკაშვილი "ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი და პოლიტიკური იდეების მთავარი (თუ ერთადერთი არა) გენერატორია" "შეუძლებელია, ის არ დაბრუნდეს საქართველოში და სრულფასოვნად არ ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის არ არის ბელადი, რაც არ უნდა ეცადნონ მისგან ამის ძერწვას გინდა ივანიშვილი, გინდა ჩემი მეგობარი ქვეყნის პატრიოტებიც კი, რომელბსაც ის სწორედ ამ ბელადობის გამო არ მოწონთ. ის არ არის ბელადი, მაგრამ მისგან ბელადს აკეთებს ორი ძალა: მისი მტერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოყვარე მიშისტ-სექტანტები, რომლებიც მას, როგორც ჰიპერთანამედროვე დასავლელ ლიდერს კი არ მიყვებიან, არამედ, როგორც სექტის ხელმძღვანელს ან, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასაქმების და თანამდებობის დაკავების მოსურნეები. ხოდა, მეგობრებო, მე, ნიკა გვარამიას, ნამდვილად არ მსურს იმ სექტანტების და კარიერისტების ხელისუფლებაში მოსვლა, ვისაც რ2 მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სურთ, ხოლო საკუთარი თავისთვის რეალტივიზე ოცნებობენ. მე, ნიკა გვარამია, არ ვგულშემატკივრობ ამგვარ ხალხს, მე არ ვარ მათი თანამოაზრე და არც მათი სიტუაციური მოკავშირეობა მსურს. მე, ნიკა გვარამია, არასდროს შევუწყობ ხელს მათ ხელისუფლებაში მოსვლას. რეალტივიელბის და სექტანტების ადგილი თანამედროვე საქართველოს ხელისუფლებაში არ არის. ეს რეგრესული ხალხი ვერ მოიტანს პროგრესს. მათთან არასდროს არ მივა არც ერთი ახალი და საინტერესო პროფესიონალი. ეს კარიერისტები და ბრმადმორწმუნეები ვერასდროს ვერ გაამარჯვებინებენ იგივე მიხეილ სააკაშვილს და მუდმივად ამყოფებენ მას საკუთარი ბრმა მსახურების მძევლობაში. ეს ჩემი მყარი პოზიციაა. მე მჯერა ქვეყნის უკეთესი მომავალის, მე ვიბრძოლებ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მე ყველაფერს ვიზამ, რომ თანამედროვე საქართველოს შემქმნელმა სააკაშვილმა დამსახურებული ადგილი დაიკავოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოს ტერიტორიაზე. მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის და არა ბელადი მიშასთვის" _ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...