"მონასტერმა ტერიტორია შემოღობა და მეკლდეურებს აუკრძალა ვარჯიში" _ ღია წერილი ილია მეორეს

ფეისბუქსტატუსები

"მონასტერმა ტერიტორია შემოღობა და მეკლდეურებს აუკრძალა ვარჯიში" _ ღია წერილი ილია მეორეს

2016 ივნ 9 13:16:40

"კაცხის სვეტის მიმდებარე კლდეებზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა მეკლდეურთა სავარჯიშო ტრასა. ამას დიდი შრომა, მატერიალური სახსრები და დრო სჭირდება.

ვიცი, რომ როგორც იქნა დაედგა თავი და ამ ადგილას მეკლდეურთა ვარჯიშის გარდა, ტურნირებიც იმართებოდა, მათ შორის საერთაშორისო, ასევე ემზადებოდა ქართული ჯარის შესაბამისი დანაყოფები. მოკლედ კარგი საქმე გაკეთდა.

შემდეგ მონასტერმა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის, ტერიტორია შემოღობა და მეკლდეურებს აუკრძალა იქ ვარჯიში.

არ ვიცი იურიდიულ სამართლებრივად ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მითუმეტეს, როგორც გავიგე, მეკლდეურები თავისი ხელით შლიან თავისივე უზარმაზარი შრომით გამზადებულ ტრასებს" _ აღნიშნულია ღია წერილში, რომელსაც ფსიქოლოგი, მთამსვლელი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ვახტაგ გორგასლის ორდენოსანი თორნიკე ბერიშვილი საქართველოს პატრიარქს წერს და ყველას სთხოვს წერილის ადრესატამდე მიღწევაში დაეხმარონ:

"თქვენო უწმინდესობავ, გავკადნიერდი და მოგმართავთ. ეს წერილი არავისთან არ არის შეთანხმებული, მხოლოდ ჩემი პირადი გულისტკივილია. ბევრი ალბათ თავხედობასა და მეტიჩრობაში ჩამითვლის, მაგრამ არ მაწუხებს, რადგან უფლის წინაშე პირნათლად შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი ანგარება არ მაქვს და სრულიად გულწრფელი ვარ.

ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი ვიდექი 14 აპრილის დემონსტრაციაზე, ქართული ენის დასაცავად. შემდეგ უჯარმის რაზმის წევრი ვიყავი, რამაც ჩვენი ისტორიული ძეგლების და ეკლესია მონასტრების დასუფთავების და აღდგენის სტუდენტურ მოძრაობას დაუდო სათავე. მიმუშავია უჯარმის, ბოჭორმის, ლამაზის საყდრის, დავით გარეჯის და სხვა კომპლექსების დასუფთავება აღდგენაზე. მაშინ ლამის დისიდენტებად გამოგვაცხადეს.

9 აპრილის ღამეს თქვენთან ერთად ვლოცულობდი.

წლების განმავლობაში აქტიურად დავდიოდი მთაში. ვიყავი საქართველოს ნაკრების წევრი, ასევე მთასვლელთა ფედერაციის წევრი; ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი.

ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ რაიმე ჩემს განსაკუთრებულ დამსახურებას გავუსვა ხაზი. ღმერთმა დამიფაროს! იქ ვიდექი სადაც ათასობით ქვეყნის გულშემატკივარი ქართველი იდგა, გასაკვირი არაფერია. ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ. უბრალოდ იმის საილუსტრაციოთ, რა პირად გამოცდილებაზე და დამოკიდებულებაზეა დამყარებული ჩემი პოზიცია.
მაქვს პატივი პირადად შეგხვედროდით რამდენჯერმე, ზურაბ ჭავჭავაძესთან, ნიკო ჭავჭავაძესთან, ნუგზარ ჟღენტთან და სხვებთან ერთად.

რამდენჯერ დაგილოცივართ საომრად წასულები!

მე ალბათ არ გახსოვართ, მაგრამ ალბათ გახსოვთ თქვენი სტიქაროსანი, ჩემი განუყრელი მეგობარი, საქართველოსთვის თავდადებული და უშიშარი მეომარი, მამუკა ჯორჯიაშვილი! გაგანია ომში, ლოცვის გარეშე ლუკმის გატეხვის უფლებას არ გვაძლევდა! ალბათ რამდენჯერ დავუფარივართ თქვენს ლოცვას.

ამათ გამო, ჩემს თვალწინ, ვერტფრენში აფეთქებული არაჩვეულებრივი მეკლდეურის, მაშველის, დათუნა ხუციშვილის, ჩემი უფროსი მეგობრის, მასწავლებლის, ირაკლი გელდიაშვილის, და მრავალი სხვათა სულების გამო, არ შემიძლია გავჩუმდე.

ამიტომ გწერთ ამ წერილს, რადგან სხვა არანაირი საშუალება არ მაქვს რაიმე გავლენა მოვახდინო მოვლენებზე.

არ დამავიწყდება თქვენი და ცხონებული ნუგზარ ჟღენტის დიალოგი.

_ მაგრამ დემოკრატიაზე უკეთესი სისტემა ხომ მაინც არ არსებობსო _ შემოგბედათ ნუგზარმა.

_ როგორ არაო _ თქვენ უთხარით.

გაკვირვებით გიმზერდით მოლოდინით.

_ იერარქიაო _ ბრძანეთ პაუზის მერე.

მოგმართავთ, როგორც საქართველოს ეკლესიის უმაღლეს იერარქს.

ყოველთვის უპირობოდ მომხრე ვიყავი სეკულარული სახელმწიფოსი. იმისი, რომ ეკლესია არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩარეულიყო სახელმწიფოს მართვაში. ეს მისი ღირსების და ჭეშმარიტი დანიშნულების დაკნინება მგონია. მეგონა, რომ თქვენც ამის მომხრე ხართ,თქვენი საუბრიდან და მოწოდებებიდან გამომდინარე.

მუდამ მჯეროდა, რომ ქართული ეკლესია არის ის საყრდენი რომელმაც ჩვენ გადაგვარჩინა, ერის სულიერი ბურჯი. ყოველთვის ამაყი ვიყავი, რომ ესეთი, ფანატიზმისგან დაცლილი, პროგრესისა და სინათლის მომტანი, ვაჟკაცობის და თავდადების მაგალითი ეკლესია გვაქვს ქართველებს. ესე მეგონა…

როგორც ბოლო დროს მღვდელმსახურები იქცევიან, ძალიან შორს არის ამ წარმოდგენებისგან და იმ ხატისგან, რომელიც მე შევიქმენი..

ხშირად ამბობენ, ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვსო. ალბათ ეგრეა, მაგრამ ეკლესიის მესვეურებმა დიდი ხანია გადმოკვეთეს ეს საზღვარი. ისინი ხშირად ზედმიწევნით აგრესიულობით, მომხრეები კი სამაგალითო უზრდელობით და ზედაპირულობით გამოირჩევიან…

ქრისტიანობასთან ძალიან შორს დგას ეს საქციელი.

თქვენ მათი უმაღლესი იერარქი ხართ. თქვენს სახელს და თავად რწმენას ვნებენ ამით..

მაგრამ ეს ზოგადი საუბარი შორს წაგვიყვანს. მინდა იმ თემაზე გითხრათ, რამაც გამაბედინა ამ წერილის დაწერა _ კაცხის სვეტთან მდებარე მონასტერსა და მეკლდეურებს შორის გაუგებრობამ.

შეიძლება გეჩვენოთ რომ უმნიშვნელო ინცინდენტია და თქვენი ყურადღების ღირსადაც არ ღირს, მაგრამ არ არის ეგრე. ძალიან ნიშანდობლივია, და მშვენიერი ილუსტრაციაა თუ რა ხდება ამ ბოლო დროს.

ცოტა ისტორია _ რამდენიმე საუკუნის მანძილზე კაცხის სვეტის თავზე ადამიანს ფეხი არ ჰქონდა დადგმული, მხოლოდ 1944 წელს ალპინისტი ალექსანდრე ჯაფარიძე და მწერალი ლევან გოთუა გამოკვლევებისთვის სვეტის თავზე ავიდნენ. ბერი მაქსიმე 20 წელი ალპინისტების დახმარებით ადიოდა სვეტზე. ასასვლელად მაქსიმე კიბეს იყენებდა, მოსახლეობამ მას "კიბე ზეცაში" შეარქვა, იგი 2007 წელს იქნა დაყენებული, მანამდე კი განდეგილი ბერი თოკებით, ალპინისტების დახმარებით ადიოდა.

როგორც ვიცი მეკლდეურებს, მიდამოს დასუფთავებაში და სარესტავრაციო სამუშაოებში სერიოზული მონაწილეობა აქვთ მიღებული.

კაცხის სვეტის მიმდებარე კლდეებზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა მეკლდეურთა სავარჯიშო ტრასა. ამას დიდი შრომა, მატერიალური სახსრები და დრო სჭირდება. ვიცი, რომ როგორც იქნა დაედგა თავი და ამ ადგილას მეკლდეურთა ვარჯიშის გარდა, ტურნირებიც იმართებოდა, მათ შორის საერთაშორისო, ასევე ემზადებოდა ქართული ჯარის შესაბამისი დანაყოფები. მოკლედ კარგი საქმე გაკეთდა.

შემდეგ მონასტერმა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის, ტერიტორია შემოღობა და მეკლდეურებს აუკრძალა იქ ვარჯიში.

არ ვიცი იურიდიულ სამართლებრივად ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მითუმეტეს, როგორც გავიგე, მეკლდეურები თავისი ხელით შლიან თავისივე უზარმაზარი შრომით გამზადებულ ტრასებს.

შედეგი რა არის? ვის რას მატებს ეს საქციელი? რა მოიგო მონასტერმა?

არგუმენტები, განა სხვა საცოცი ადგილი ვერ იპოვეს? საქართველოში კლდე დაილია? და მისთანანი, ჩემზე არ მოქმედებს…

აკი გითხარით, ამ ტრასების მომზადებას წლები, დიდი შრომა, სახსრები, ახალგაზრდების ენთუზიაზმი დასჭირდა. გარდა ამისა კაცხის სვეტის მიმდებარე კლდეები ბევრი პარამეტრით უნიკალურია. მდებარეობით, კლდის ქანის სტრუქტურითა და აგებულებით, სიმყარით და ა.შ. არ არის ადვილი ასეთი კომბინაციის ადგილის მოძებნა.

მე რომ მკითხოთ, ესეც რომ არ ყოფილიყო და მეკლდეურებს ეკლესიისთვის ეთხოვათ, ამ ადგილას კარგი სავარჯიშოა და ნება მოგვეცითო, უპირობოდ უნდა მიეშვათ, მეტიც, დახმარება და მფარველობა გაეწიათ..

რჩება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ცალმხრივად, სხვისი ინტერესების გაუთვალისწინებლად და საკუთარი უპირატესობისა და ყოვლიშემძლეობის დასამკვიდრებლად.

ეხლა ემოციურ მხარეს შევხედოთ. სად უნდა ეძება ეკლესიას ამაზე უკეთესი და მადლიერი მრევლი, ვიდრე ეს ახალგაზრდები არიან. რამდენადაც მე კონტინგენტს ვიცნობ, ეს ზედმიწევნით ჯანმრთელი ფსიქიკის, წესიერი, ქვეყნის სიყვარულზე და პატრონობაზე მომართული ხალხია. მათ არც შრომა ეზარებათ, არც ვინმეს დახმარება და ხელის გამართვა. დაუყვედრებლად აკეთებენ, თუკი რამ კარგი და სასარგებლო შეიძლება გაკეთდეს.

საწყენი სწორედ ის არის, რომ სიმუხთლე იქიდან მოვიდა საიდანაც, მხარდაჭერას, წაქეზებას, გვერდში დგომას და პატრონობას ელოდნენ. შედეგად იმედგაცრუება და გულმოკლულობაა.

კლდეზე ცოცვა არ არის ხმაურიანი სპორტი, არც ბევრი მაყურებელი ყავს და ტაში და ოვაციები არ იცის. პირიქით, სიწყნარესა და მედიტაციისკენ არის მიმართული. ასე რომ მონასტრის ცხოვრებას ხელი ეშლებოდაო, ეს არგუმენტიც არ ვარგა.

მეტიც, მე მგონი ეკლესიის მესვეურების სიახლოვე მხოლოდ წაადგებოდათ ამ ახალგაზრდებს. მათთან შესაძლო ურთიერთობა კი ბევრ რამეს ასწავლიდა და შემატებდა. მეორე მხრივ კი, ასეთ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, დიდად წაადგებოდათ მღვდელ მონაზვნებს, უკეთ რომ გაეცნოთ თანამედროვეობა და ცოდნოდათ რითი სუნთქავენ ჩვენი ბავშვები.

თან ეს როდის ხდება? როდესაც უდიდესი პრობლემაა ახალგაზრდების დასაქმება, ნარკომანია ყველანაირ მისაღებ საზღვრებს გადასცდა, საზღვარგარეთ გვიკიჟინებენ ჩვენგან წასული კრიმინალების სამარცხვინო საქციელს და სტატისტიკას გვჩრიან. ამ დროს ეკლესია უპირისპირდება ფაქტიურად სამაგალითო ახალგაზრდებს და თავისი მოწოდების, ჯანმრთელი და სასარგებლო საქმიანობის საშუალებას უსპობს.

რატომ? რამ შეიძლება გადაწონოს ეს შედეგი? რა დოგმატები და წესები კარნახობენ ამას?!

მთელს განვითარებულ მსოფლიოში ცდილობენ რომ ახლოს ყავდეთ მრევლი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, მითუმეტეს იდეებით ანთებული და მომართული ხალხი. ცოცხალი და ჯანმრთელი ურთიერთობა ჰქონდეთ მათთან. გამდიდრდნენ ერთმანეთით. პირიქით, გაიხსნას დახურული ადგილები და რაც შეიძლება მეტი ხალხი ეზიაროს წმინდას, სუფთას, კეთილს.

"მონასტრები დასავლეთში სპეციალურად აწყობენ სპორტულ ბანაკებს. ღონისძიებებს, აი ასეთ საცოცებს, ხელოვნურსაც კი.. კარგი განწყობა და მხიარულება ბედნიერებაა. როგორ შეიძლება სასულიერო პირს ბედნიერი და ჯანსაღი ახალგაზრდები ხელს უშლიდეს და აღიზიანებდეს?" 

რა საჭიროა ეს გაუთავებელი დაპირისპირება და ძალით დამტკიცებული უპირატესობა?

დამიჯერეთ, ჩემისთანა ადამიანი სიმპტომატურია. ანაფორიანის დანახვაზე პირველი ეჭვი და უსიამოვნო გრძნობა რომ გაგიჩნდება და ფრთხილად დაიწყებ გამორკვევას, ვინმე მორიგ ფანატიკოსთან გაქვს საქმე თუ ნორმალურ ადამიანთან, ბევრის მთქმელია.

არადა, მღვდლის დანახვაზე ადრე სიხარული, სიამაყე და დაცულობის გრძნობა მქონდა. ვაჟკაცური პროტესტისა და თანადგომისაც, კომუნისტების დროს!!

თქვენ უმაღლესი იერარქი ხართ! მაპატიეთ თავხედობა და გთხოვთ კაცხის მონასტრის საქმე როგორმე მოაგვარეთ. თქვენ გაქვთ ამის ძალაც და ძალაუფლებაც. მეკლდეურების, ამ ხალისიანი, სამართლიანი, მხიარული ახალგაზრდების ყოფნა იქ მხოლოდ სიკეთის და კარგის მომტანია. არ ვიცი რას გიყვებიან ან როგორ მოდის ამბავი თქვენამდე, მაგრამ მერწმუნეთ, სწორი და სამართლიანი რეაქცია ამ და ბევრ სხვა ფაქტზე, ბევრ ჩარხს დაატრიალებს წაღმა!

იმედი მაქვს ეს წერილი როგორმე მოაღწევს თქვენამდე, ზოგიერთი კეთილისმსურველის ან ზოგი ჩასაფრებულის დახმარებით". _ წერს ბერიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.




 ახალი ამბები
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...
  • „ვითხოვთ სამართალს“ _ აქცია ავტობანის მშენებლობაზე ლანჩხუთში, სუფსის მოსახლეობამ ავტობანთან დაკავშირებით აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ თანხა, რომელიც სახელმწიფომ მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ გადაუხადა მიზერულია და საკითხით დაინტერესებას პრემიერ მინისტრს თხოვენ. სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ. საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც "ფოთი-გრიგოლეთის" 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, "გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია. „ჩვენი კერძო საკუთრება (მიწის ნაკვეთები) მიზერულ ფასებად მუქარითა და იძულებაში ჩაყენებით დაგვათმობინეს. დღემდე ვითხოვთ სამართალს, გენპროკურატურასაც მივმართეთ საქმის ჯეროვანი გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ 11 თვეა იძიებენ და ახლა ირკვევა, რომ საქმე შესასწავლად სუფსის პოლიციისთვის გადმოუგზავნიათ. დიდი ალბათობით თანამდებობის პირებმა მიითვისეს ჩვენი კუთვნილი სოლიდური თანხები და ამიტომაც ეტყობა საქმის ჩაფარცხვის სურვილი აქვთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა გუჯაბიძე. ხათუნა გუჯაბიძის თქმით, ფართობების კომპენსირების თანხის თაობაზე სუფსის მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. „ჩვენ ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით მივაწოდეთ გია ვოლსკისა და თეა წულუკიანს, დაგვპირდნენ საკითხით დავინტერესდებითო, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. წულუკიანი მაშინ  დაგვპირდა, რომ საქმეს გენპროკურატურისგან გამოითხოვდა და პასუხს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მეშვეობით შეგვატყობინებდა, ბევრჯერ მოვიკითხეთ მერიაში მინისტრისგან გამოგზავნილი პასუხი, მაგრამ დღემდე არააფერი ჩანს“-  ამბობს ხათუნა გუჯაბიძე. მიწის იმ მესაკუთრეები,  რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში, საკუთარ პრეტენზიებს „გურია ნიუსთან“ საუბარში აფიქსირებენ: -"მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. "ნაოჩვანი"), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის განხორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ "ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა.  ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. "ლოტში", რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. ზოგან 25-60 ლარი ერთ კვ, მეტრში, ზოგან კი 40-დან 120 ლარამდე“, _ ამბობს მიღებული კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობა და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას ... ...
  • საზარელი ტრაგედია ვანში - 26 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლავანში, სოფელ მუქედეში 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ავთანდილ გუბერიძის განცხადებით,სუიციდის ფაქტი 16 თებერვალს მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზიზეზი, უცნობია.  შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...