"რა უბედურება და რა დისკრიმინაციაა დამნაშავეების ეროვნული ნიშნით გამოყოფა?" _ ზვიად კვაჭანტირაძე

gurianews.com

ფეისბუქსტატუსები

"რა უბედურება და რა დისკრიმინაციაა დამნაშავეების ეროვნული ნიშნით გამოყოფა?" _ ზვიად კვაჭანტირაძე

2016 ივნ 9 13:39:09

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ჩასულ სხვადასხვა ერს შორის კრიმინალური ქმედებების რაოდენობით ქართველები ლიდერობენ და  ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით დიდ თავის ტკივილს გაიჩენს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ეხმაურება, რომელიც ამჟამად ბერლინში იმყოფება ქართულ დელეგაციასთან ერთად:

"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ ინფორმაციას და ამასთანავე, ბარემ მოკლედ მაინც მოგიყვებით რა ხდება ბერლინში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის და დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს. უპირველესად ჩანს, რომ ვიზიტი კარგად მიდის, თუმცა მის შედეგებზე, თუ რამდენად წარმატებული გამოდგება იგი, ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ.

რაც შეეხება კრიმინალების კავშირს ვიზალიბერალიზაციასთან. რა თქმა უნდა, კრიმინალი არის კრიმინალი და ისინი არიან ცუდები და ამ აღიარებით, სამწუხაროდ, კრიმინალის ამოკვეთა ბოლომდე ვერ მოხდება.

მიუხედავად ამისა, ეს თემა თითიდან გამოწოვილია. ქართველები კრიმინალების ოცეულშიც კი არ შედიან გერმანიაში და საერთოდ, რა უბედურება და რა დისკრიმინაციაა დამნაშავეების ეროვნული ნიშნით გამოყოფა?

ან კი, როგორ შეიძლება ვინმეს თავში მოუვიდეს იდეა, რომ საქართველო და მისი პატიოსანი მოქალაქეები უნდა დაისაჯონ ზუსტად 455 ქართულპასპორტიანი კრიმინალის გამო, ვინც გერმანიის პოლიციას ყავს დღემდე დაფიქსირებული, ძირითადად, ქურდობის გამო???

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, კრიმინალის გამართლება გამორიცხულია, მაგრამ საქართველო, მისი მთავრობა მაქსიმალურად თანამშრომლობს გერმანიასთან ამ კუთხით, ისევე როგორც გერმანიასთან რეადმისიის მაჩვენებელი 96% -ს სცდება და უმაღლესია სხვა ქვეყნებთან შედარებით.

 ბერლინში ბევრი შეხვედრა გავმართეთ და ყველგან, ბუნდესტაგის თავმჯდომარიდან დაწყებული კანცლერის თანაშემწით დამთავრებული ვერავინ მალავდა აღშფოთებას Bild -ის და Die Welt -ის და სხვათა პუბლიკაციების გამო (ერთიდაიგივე ნიუსს ავრცელებდნენ), სადაც ხაზგასმული იყო 455 ქართველი კრიმინალის პრობლემა.

ერთმა გავლენიანმა დეპუტატმა ისიც კი აღნიშნა, რომ ამ პუბლიკაციებში მესამე ქვეყნის "რბილი ძალის" მოქმედება ჩანსო. ალბათ, ამ მესამე ქვეყნის გამოცნობა არ გაგიჭირდებათ.

გასაკვირი არაა, რომ რუსეთს ყელში ხანჯალივით ეჩხირება საქართველოსთვის ევროვიზების გაუქმების ამბავი და ეშინია, რომ ვიზების გაუქმებისთანავე აფხაზები და ოსები დაიწყებენ ქართული პასპორტების მასიურ აღებას.

მეორე მხრივ არის უკრაინაც, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, რომ საქართველომ შეიძლება მასზე ადრე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. აქეთ კიდევ თურქეთი, თავისი მზარდი პრობლემატიკით და იქეთ კიდევ კოსოვო, რომლის დამოუკიდებლობაც კი ჯერ ბევრ ქვეყანას არ უცვნია.

თუმცა, ჩვენ ყველგან ვაფიქსირებთ და პრინციპში გვეთანხმებიან, რომ ყველა ქვეყნის ერთ ქვაბში მოხარშვა უსამართლობა იქნებოდა ბევრი მიზეზის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული შეხვედრების შემდეგ ჩვენ ყველანი ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, მე მაინც ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდება პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დაგეგმილი ვიზიტი ბერლინში და მისი შეხვედრა კანცლერ მერკელთან, რომელიც მომავალ კვირას შედგება.

გუშინ იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრების დღე ბუნდესტაგის პრეზიდენტთან და კანცლერის საგარეო-პოლიტიკურ მრჩეველთან, ასევე უსერიოზულესი შეხვედრა ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრებთან. ძირითადი მესიჯი იყო შემდეგი: არჩევნებამდე აუცილებლად დასრულდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი და იგი იქნება პოზიტიური საქართველოსთვის.

დღეს, ისევ ძალიან სერიოზულ ხალხს ვხვდებით, ბუნდესტაგის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს. ვნახოთ რას გვეტყვიან ისინი.

ზოგადად, ბერლინში განწყობა ჩვენს მიმართ ძალიან მეგობრული და თბილია, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს და აქედან გამომდინარე მჯერა, რომ მთავარი, რასაც გვპირდებიან აუცილებლად მოხდება- საქართველოზე მიღებული იქნება დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში" _ წერს ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქში.




 ახალი ამბები
  • კიდევ ერთი კანონდარღვევა, ამჯერად გრიგოლ ვაშაძის "მონაწილეობით"ეს ფოტო ჩოხატაურში, სოფელ ხიდისთავშია გადაღებული. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატი მგზავრთა მოსაცდელზე ემულსიითაა გაკრული. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაში, რომელშიც პლაკატების გასაკრავი ადგილებია მითითებული, მგზავრთა მოსაცდელები არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ პლაკატი კანონდარღვევით გააკრეს. დილით, "გურია ნიუსმა" სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატის უკანონოდ გაკვრის ფაქტიც დააფიქსირა. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის პლაკატი, სოფელ ზომლეთში, საგზაო ნიშანზე დაგვხდა ... ...
  • რუსმა ოკუპანტებმა ლომისის მამათა მონასტერთან ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცესლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველ არხი" ავრცელებს. გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც პირველ არხს სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...
  • შსს-მ ძალადობის და იძულების ბრალდებით რუსთავში 1 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის და იძულების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ღამით, რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ამავე კორპუსის მაცხოვრებელ გოგონას შეყვა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაადგილებას აიძულებდა. გოგონამ თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და გ.მ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება ძალადობის და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს (R)"ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს", – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას აღნიშნა, გამარჯვების შემთხვევაში, იგი მოსახლეობას ჰპირდება, რომ საქართველოს განვითარება 21 საუკუნის თანამედროვე, ევროპულ ფორმატზე გადავა. "მე ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ფორმატზე, რაც 21-ე საუკუნის ევროპას გულისხმობს. ევროპის ქვეყნებიდან უნდა გადმოვიტანოთ ის, რაც დადებითი აქვს. კარგი მაგალითები უნდა გამოვიყენოთ. აზრთა სხვადასხვაობა საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის, იქ, სადაც სხვადასხვა აზრი არ არსებობს, ქვეყანა მკვდარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთი უნდა დავჭამოთ. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ ყველა იმ საკითხებში, რაც საჭირბოროტოა ამ ქვეყნის მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთის, გამთლიანებისთვის. ვინც მომყვებით გამთლიანების, გაერთიანების, ევროპულობის გზაზე და რაც მთავარია, ქართველობის გზაზე, ყველა ერთად საქართველოსთვის, მაშინ გამომყევით", – განაცხადა სალომე ... ...
  • ზურაბიშვილი: ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყნის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი (R)ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი,-ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საბურთალოს მოსახლეობას მიმართა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი. „ჩვენ, რაც ვართ, ამას ვაჩვენებთ მსოფლიოს. მე, ვიქნები თქვენი გარეთ წარმომადგენელი, მე ვიქნები აქ, ქვეყნის შიგნით, თქვენი გამაერთიანებელი, რაც არ უნდა ეს ზოგჯერ რთული ჩანდეს. ეს უნდა მოხდეს თქვენთან ერთად, იმიტომ, ამას მარტო ვერ შევძლებ. ამას ვერ შევძლებთ თუ არ ვიქნებით გაერთიანებული ყველანი ერთად, თუ არ ვიქნებით კავშირში იმ მოსახლეობასთან, რომელიც დარწმუნებული ვარ ჩვენ გველოდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომლის ენა, რომლის კულტურა, ჩვენ უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ დღეს სხვა არავინ არ იცავს მათ. ხვალ ვიქნებით გამთლიანებული და მათთან ერთად გაერთიანებული. ეს არის ის საქართველო, რომელსაც მე გთავაზობთ, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ ერთად- პატარები, დიდები, ხანში შესულები, ყველანი ერთად",-აღნიშნა სალომე ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?