"რჩება იოტისოდენა შანსი, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნას 20 ივნისს" - ჩხიკვაძე

ფეისბუქსტატუსები

"რჩება იოტისოდენა შანსი, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნას 20 ივნისს" - ჩხიკვაძე

2016 ივნ 10 18:40:28

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე ვიზალიბერალიზაციის მიმდინარე პროცესს ეხმაურება. 

როგორც ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში წერს, საქარტველოს ძალიან მცირე შანსი რჩება საკითხი მის სასარგებლოდ 20 ივნისის სხდომაზე გადაწყდეს.

"როგორც მოსალოდნელი იყო - დღეს შინაგან საქმეთა და იუსიტიციის მინისტრებმა გადაწყვეტილება ვერ/არ მიიღეს. რჩება იოტისოდენა შანსი, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნას 20 ივნისს, როდესაც შეიკრიბება საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო და არ გადაიტანონ ის არჩევნების მერე. 

ისე ჩანს, რომ ხელისუფლება აპირებს სწორედ ამ დროისთვის მოახდინოს სრული მობილიზაცია. ამაში არის მარტივი და რთული მხარეები. 

1. მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთოხების პოლიტიკაში ფედერიკა მოგერინი, რომელიც ამავდროულად არის ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი. ეს ის ევროკომისიაა, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას და რომელმაც წარადგინა საკანონმდებლო ცვლილება საბჭოში
2. მოგერინი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული კონსენსუსზე და შეეცდება თავის პოზიციის გამოყენებას, რომ შეკრას გადაწყვეტილება ვიდრე ჰოლანდია, რომელმაც შეიძლება ანგარიში გაუწიოს/გაეწია გერმანიის პოზიციას (ბოროტი ენები ამბობენ გაუწია კიდეც COREPER-ის მეორე სხდომაზეო;)). ეს იქნება მოგერინის, როგორც უმაღლესი წარმომადგენლის კონკრეტული წარმატება. ამიტომ მის ინტერესშიცაა. 
3. მოგერინიმ თბილისში ვიზიტისას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს განგვიცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველომ მიიღოს უვიზი მიმოსვლა არჩევნებამდე. 
4. საქართველოს ხელისუფლებას რჩება 5 სამუშაო დღე, რომ აქტიურად იმუშაოს იმ პარტნიორებთან რომლებიც ჯერ-ჯერობით არ შეერთებიან ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთ ი, რუმინეთის ინიციატივას. განსაკუთრებით ეს ეხება პოლონეთს, შვედეთს, ასევე უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს. ჩვენს საელჩოებს ამ ქვეყნებში ძალიან ცხელი 5 დღე და ღამე უნდა ჰქონდეთ წესით. პარლამენტის მეგობარი ქვეყნების ჯგუფიც უნდა გამოფხიზლდეს. ბოდვის დრო არ არის! 
5. ლობისტური კომპანიები თუ გვყავს კიდევ სადმე შემორჩენილი აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ ამბავში. 
6. შემუშავდეს კონრეკტული ე.წ. მესიჯბოქსი, რას ეუბნება მოსახლეობას ხელისუფლება იმ შემთხვევაში თუ გადაიწია უვიზო მიმოსვლამ - "მაპზე უკეთესი მივიღეთ", რომ არ განმეორდეს
7. იმ შემთხვევაში თუ გააქტიურდა რუსეთი და შემოაგდო ე.წ. "უტკა" უვიზო მიმოსვლაზე რუსეთის ფედერაციასთან (და შეიძლება ბევრი სხვა ფოჩებიანი კამფეტის დაპირებაც) რას ვშვებით. ფიქრია საჭირო ამაზე. 
8. აქტიური მუშაობაა სკეპტიკოს ქვეყნებთან გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბელგია. ჩვენს საელჩოების კიდევ უფრო გააქტიურება. 
9. რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრმა ან თავად მოგერინიმ უნდა გაუბედოს გერმანიას და კონსენსუსის ვერ მიღწევის შემთხვევაში საკითხი გამოიტანოს კენჭისყრაზე. იშვიათად ხდება მაგრამ იქნება მოხდეს. 
10. აქტიური მუშაობაა საჭირო, რომ გერმანიამ ვერ შეკრას blocking minority საბჭოში, რაც სამწუხაროდ მარტივია, რადგან მას ესაჭიროება მინიმუმ 4 ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს ევროკავშირის მოსახლეობის 35% (დაახ. 172 მლნ.). სამწუხაროდ, იტალია, საფრანგეთი და გერმანია მოსახლეობით ამას ჰყოფნის.

მოკლედ როგორც თემურ ქეცბაია იტყოდა - მოძრაობა გააკეთეთ ...

მოკლედ რომ ვთქვა, 20 ივნისს საბჭოში დადებითი გადაწყვეტილების მიღება უფრო დიდი სასწაული იქნება ვიდრე გუშინწინდელი ესპანეთი - საქართველო 0-1", _ წერს ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში. 




 ახალი ამბები
  • ალაფიშვილი: ზურაბიშვილმა სალომემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ კონსტიტუცია უკვე დაარღვია"სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ აამოქმედა კონსტიტუცია და პირველი დამრღვევიც თვითონაა", _ ამბობს სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი. მისივე თქმით, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს: "პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, მთაწმინდის მაჟორიტარის მანდატი აქვს და ახალი კონსტიტუციით ეს არ შეიძლება.  აამოქმედა და პირველივე თვითონ გახდა დამრღვევი პირველივე წამიდან. ესეთი რამ ისტორიას არ ახსოვს _ მსოფლიო რეკორდია", _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას ლევან ... ...
  • სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადოსაქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში სახელმწიფო ფიცი დადო. ამის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ასევე გაისროლეს ქვემეხები.  ცერემონიას 1500 სტუმარი ესწრება. მათ შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები. საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას მისი წინამორბედი ესწრება. დღეიდან ამოქმედდება საქართველოს კონსტიტუციის ახალი ... ...
  • ომბუდსმენი შსს-ს აქციის მონაწილეების კონსტიტუციურ უფლებას ახსენებს და აქციის ორგანიზატორებსაც მიმართავსსაქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით, _აღნიშნულია ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლომჯარიას თქმით, "აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით". "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს,"_ წერია განცხადებაში. გურჯაანში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დაძაბული ვითარებაა. ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს ... ...
  • შსს: აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, მამუკა ჭელიძე აცხადებს, რომ უწყებამ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დილით გაავრცელა ინფორმაცია. "თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები. თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება. კახეთის მიმართულებთ, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას. მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" _ განაცხადა მამუკა ... ...
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეები "იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენგურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი პირდაპირი ეთერის დროს „იმედის“ კამერას ხელით შეეხო. მათ ტელეკომპანიის ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დასარტყმელად გაიწიეს. აქციის მონაწილეების დამშვიდება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ სცადა. როგორც მან მომხდარის შეფასებისას განაცხადა, მათ აქციაზე სუს-ის აგენტები არიან შეგზავნილი და პროვოკაციას ისინი ... ...

არქივი

ზაფრანი

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...