რატომ დატოვა გადაცემა "360 გრადუსი" წამყვანმა

ფეისბუქსტატუსები

რატომ დატოვა გადაცემა "360 გრადუსი" წამყვანმა

2016 ივნ 17 12:51:02

"პალიტრა TV"-ის გადაცემა "360 გრადუსს" გიორგი მიქანაძე აღარ წაიყვანს. ამის შესახებ მიქანაძე სოციალურ ქსელში წერს და გადაცემის დატოვების მიზეზებს განმარტავს. 

"გაიგებდით ალბათ, სიახლე მაქვს მეგობრებო, აღარ ვარ "360 გრადუსის" წამყვანი-

საჭიროდ ვთვლი, რომ 2 სიტყვით ვთქვა ამის თაობაზე. 

ყოველდღიურ რეჟიმში, ფაქტორბივად დღის საინფორმაციო-პოლიტიკური ამბების წაყვანა, ძალიან დიდ დროს და ძალისხმევას თხოულობს, რომ დაიდოს კვალიფიციური პროდუქტი.


როგორც მოგეხსენებათ, მე სხვა მიმართულებებითაც ვმუშაობ. ასევე, ვიწყებ ახალ პროექტს, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით. ფაქტობრივად ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ეთერში ვარ, სხვას ვერაფერს ვასწრებდი (თუ არ ჩავთვლით კვირაში 1-2 ველოსიპედით გასვლას).

გარდა ამისა, თავიდან იყო გეგმა, რომ გადაცემა ყოფილიყო ანალიტიკური და ჩემი ინიციატივა იყო კვირაში ერთი ან რამდენიმე დღე ყოფილიყო, ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო. ფაქტობრივად დავიწყეთ სატესტო რეჟიმში. გავრისკეთ. თუმცა, არხის პოლიტიკა უფრო ყოველდღიური პოლიტიკური თოქ-შოუს მიმართულებით ჩამოყალიბდა. ხარისხიანი პროდუქცტი მოითხოვდა უკვე სრული სამუშაო გრაფიკით დატვირთვას და უკვე კვირაში ყველა სამუშაო დღეც. რაც ავწონ-დავწონე, დავფიქრდი ნამდვილად არ მიღირდა და ვერ შევძლებდი ამ ეტაპისთვის, ასეთი დატვირთვით, ასეთ რეჟიმში. სამწუხაროა, რომ წინასწარ ვერ განვსაზღვრე.

მართალი უნდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ კეთილგანწყობებს ხშირად მიფიქსირებდნენ მაყურებლები, თავად მე ვიყავი კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ და ბოლომდე არ მომწონდა ჩემი წილი პროდუქტი, რომელსაც ვდებდით და შესაბამისად, არც სიამოვნებას ვღებულობდი. ეს მიქმნიდა დისკომფორტს, სტრესი და ა.შ. რა თქმა უნდა, შენიშვნები ექნებოდა ხელმძღვანელობასაც.

არხის ხელმძღვანელობას დეტალურად შევატყობინე საკუთარი ხედვები და გამოსავლები, თუმცა საუბრის შემდეგ, შევჯერდით ერთობლივ ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებაზე.

ვნახოთ, უკვე მაქვს ახალი შემოთავაზებები თავად იგივე ტელეკომპანიაში, სხვა ფორმატის, სხვა გადაცემაზე და თქვენ წარმოიდგინეთ უკვე მოესწრო, - სხვა ტელევიზიებისგანაც მივიღე კონკრეტული შემოთავაზებები.

არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებ.

გული ნამდვილად მწყდება, იმიტომ რომ ნამდვილად მქონდა გათვლები და მოლოდინები ჩემი ამ გადაწყვეტილებისგან. თუმცა, ერთი კი ცხადია, - ეჭვიც არ მეპარება, რომ ის, რაც ერთად გადავწყვიტეთ ყველაზე სწორი და ოპტიმალურია ახლა ჩემთვისაც და არხისთვისაც.

მინდა წარმატებები ვუსურვო კომპანიას. ნამდვილად საინტერესო იდეაა, ნამდვილად მონდომებული ხალხი მუშაობს და იმედია დაიდება შესაბამისი შედეგიც.

ჰო, და მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მაგარი ხალხი ტელევიზიებში "ბექებში" მუშაობენ. ადამიანები, რომლებიც არ ჩანან - ოპერატორები, რეჟისორები, პროდუსერები, ასისტენტები, ჟურნალისტები, ვიჟაზისტები, დამლაგებლები (უსაყვარლესი ქალი) და ა.შ. წარმატებები ყველას!

p.s. ასე, რომ ძვირფასო ტელევიზიებო კვლავ თავისუფალი მოქალაქ ვარ, პოზიციების ღიად დაფიქსირებაში. ისევ აქტიური, ისევ ტრანსფორმაციული, ისევ ქარიზმატული, ცოტა მეტი გამოცდილებითა და შემართებით - თუ დაგაინტერესებ ჩემი აზრი დამიძახეთ, - გაგიზიარებთ სიამოვნებით.

p.s.2. ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს კულტურის მინისტრი მყავდა სტუმრად და დავუსვი ის კითქვა, რაც დიდი ხანია საყდრისზე მაწუხებდა, გულს მიგლეჯდა და ხმას არ ვიღებდი. ჩემს მიმართ ძალიან ბევრი სიბინძურე ისროლეს იმის გამო, რომ ერთ-ერთი ავტორი ვიყავი ხმაურის და გავჩერდი საყდრისზე. მე მას ყოველთვის ვაღიარებდი და ვაღიარებ. საყდრისზე დღეს ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია. მადლობა ღმერთს იქნება მუზეუმი, რაც იქნება ძალიან ბევრი ადამიანის წვალების მტკიცებულება, რომ საქართველოში საკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლს ვიცავდით და ვიამაყებთ მისით.
p.s.3 - გადავშალე ახალი ფურცელი
p.s. 4 - მაინც არ წავალ პოლიტიკაში!", _ წერს მიქანაძე საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე. 




 ახალი ამბები
  • ,,მშვიდობით, ვანიჩკა, შეხვედრამდე, შეფ!"- ივანე ხუხუნაიშვილი გარდაიცვალა47 წლის ასაკში, გულის შეტევით, მოულოდნელად გარდაიცვალა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ივანე ხუხუნაიშვილი. 1996 წლიდან ის იკავებდა საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას. 2017 წლიდან იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ივანე ხუხუნაიშვილი ლანჩხუთელია, სადაც  დედასთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ივანე ხუხუნაიშვილის მამა, ლუდვიგ ხუხუნაიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სამტრედიის სამხედრო კომისრად. დღეს მთელი დღეა, საკრებულოს თანამშრომლები სამძიმარს იღებენ და უდიდეს გულისტკივილს გამოთქვამენ არაჩვეულებრივი ადამიანის, განათლებული და კეთილშობილი ხელმძღვანელი პირის გარდაცვალების გამო. სოციალურ ქსელში ადამიანები ივანე ხუხუნაიშვილს მოსაფერებელი სახელით ემშვიდობებიან: ,,მშვიდობით, ვანიჩკა, შეხვედრამდე, ... ...
  • მწვრთნელს მძლეოსნობაში, მარინა კოტრიკაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მწვრთნელს მძლეოსნობაში, მარინა კოტრიკაძეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიცილალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების პრესსამსახური ... ...
  • ტყემალაძე: "ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ"საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, კუხიანიძის პოსტი იყო არაკორექტული, ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა, რომლის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად ასეთი განცხადებების გაკეთება არის მიუღებელი. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამას შეიტყობთ", - განაცხადა ტყემალაძემ. შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძის ,,ფეისბუქ პოსტის"გამო ოპოზიციის წევრებმა და მოქალაქეებმა საკრებულოსთან აქცია გამართეს დეპუტატის თანამდებობიდან გადადგომის ... ...
  • მოჭენავს მერაბ ბრძენიშვილის ცხენი გურიაში? _საიუბილეო დაპირება ოზურგეთელებს_ვანდალური აქტი როცა  მოხდა ქუთაისში და მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაშალეს, ეს იყო მისი ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც თან გაჰყვა დიდ ხელოვანს, _ თქვა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის 30 წლის  საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხატვრო გალერეის დირექტორმა, ავთანდილ თავართქილაძემ და ანონსის სახით  გააცნო ზეიმის მონაწილეებს სამომავლო ჩანაფიქრი. _თქვენ იცით, რომ ჩვენი სახვითი ხელოვნების ცენტრი მერაბ ბერძენიშვილის სახელს ატარებს. მინდა,   გითხრათ, რომ მომავალ წელს მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაიდგმება ოზურგეთში, გალერეის წინ. როცა მისი ქნდაკება ისე დაშალეს, რომ მისი დემონტაჟიც არ მოხერხდა, მაშინ გვქონდა საუბარი, ძალიან კარგი ლაპარაკი იმის  შესახებ, რომ მერაბის ქანდაკება უნდა  დადგმულიყო აქ. „მზეჭაბუკი“ ჰქვიოდა ამ ქანდაკებას. მახსოვს, მაშინ  მითხრა: „ მე მგონია, ავთოია, ბიჭო, ჩემი ცხენი მოჭენავს გურიაშიო“... მერე ის პროექტიც ჩავარდა. სირცხვილია, რომ ასეთი ხელოვანის, დიდი გურულის ქანდაკება არ იყოს ოზურგეთში.  მართალია,  ასე ვთქვათ, ეს ცხენი რომ გამოჭენდეს გურიაში,  თანხები და მობილიზება სჭირდება,  თუმცა,  ეს მოხერხდება და ძალიან კარგი.  ასეთი  დიდ გურულის ძეგლი რომ არ იყოს გურიაში, სირცხვილიცაა,_  თქვა მან და დასძინა, რომ ბერძენიშვილის ქანდაკება განსაკუთრებით დაამშვენებს ფოლკლორის ქალაქს. საიუბილეო ღონისძიები მონაწილეები ტაშით და ოვაციით შეხვდნენ ავთანდილ თავართქილაძის ... ...
  • წარწერა ,,ღორი" და ,,ნაძირალა"- საკრებულოს წევრის კაბინეტის აბრაზეაქციის მონაწილე ოპოზიციის  დეპუტატებმა საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრაზე გააკეთეს წარწერა ,,ღორი" და ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...