"პოლიტიკური ომებით თქვენვე გაერთეთ, ჩვენთან კი ფრთხილად იყავით"

gurianews.com

ფეისბუქსტატუსები

"პოლიტიკური ომებით თქვენვე გაერთეთ, ჩვენთან კი ფრთხილად იყავით"

2016 ივნ 24 15:23:10

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მისი მისამართით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ  გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს.

"ერთი-ორმა მომწერა ცოტა გაუგებარი რამ სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკიდან, დარწმუნებული ვარ, ასე მოაზროვნე ხალხი ბევრი არ არის, მაგრამ მათ ვისაც რამე კითხვა აწუხებს, ორი წუთი დაუთმეთ ამ სტატუსს, არც მე ვაპირებ მეტი დროის დათმობას მომავალში. შეეგუეთ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოში, სულ მცირე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაციაა და კიდევ გაძლიერდება. გარდა მრავალი გაკეთებული საქმისა, სოფლად თუ ქალაქად - მისი სიძლიერის ერთი ნიშანი ისიცაა, რომ მას მერე, რაც მე ვარ დირექტორი, ჩვენ გავხსენით ყველა კარი და არც ვიცით არც ნაცი, არც ქოცი, არც ლეიბორისტი და სხვა - როგორც კანონი გვკარნახობს, ყველას თანაბრად ვემსახურებით.

რაც შეეხება პროექტს ‪#‎ზეპირიანკეტა‬, ეს ჩვენი ღია პოლიტიკის ნაწილია, ერთნაირ კითხვებს პასუხობდნენ საქართველოს აქტიური მოქალაქეები, რომ მათი პასუხები შემორჩეს არქივს. შესაბამისად პროდიუსერის მიერ მოწვეული ყველა სტუმარი, ჩემთან, როგორც მასპინძელთან სურათს იღებს. იქ ნახავთ ნაცსაც, ქოცსაც და ნებისმიერი ძალის მხარდამჭერს. ეს არ ნიშნავს, რომ მე გიორგი კეკელიძეს, მწერალს, დირექტორს თუ მოქალაქეს ვინმეზე მზე და მთვარე ამომდის ან პირიქით. შეეგუეთ, რომ არსებობს ასეთი ველი - ბიბლიოთეკა. ის აღწერს, აჩვენებს და ინახავს. პოლიტიკური ომებით თქვენვე გაერთეთ. ჩვენთან კი ფრთხილად იყავით. ზოგადად, ეტყობა ეს პატარა აღგზნება იმან გამოიწვია, ხალხმა კეკელიძე წლის გამორჩეულ ადამიანად დაასახელაო და. მოკლედ. წავედი მე თელავში, წიგნის ბუდე გავხსნა."-წერს კეკელიძე.


ნახვა: 83


 ახალი ამბები
  • ჰესის სათავე ნაგებობაში ნაპოვნი ცხედარი იდენტიფიცირებულიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში, ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობაში, წყალში ნაპოვნი გვამი იდენტიფიცირებულია. როგორც გვითხრეს ის 28 წლის. თურქეთის მოქალაქეა: _ ახალგაზრდა მამაკაცს, ჯიბეში ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამით მოხდა ცხედრის იდენტიფიცირება. ასევე, მას ჯიბეში ჰქონდა საკრედიტო ბარათები და მანქანის გასაღები, _გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.  გარდაცვლილი ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა ... ...
  • ჩოხატაურში წყალსაცავში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ წყალში მამაკაცის თავი შენიშნეს. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილის ... ...
  • ბანკების „შავი სია“ უქმდებასექტემბრიდან ეგრეთ წოდებული შავი სია უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ. ამ დროისთვის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 600 ათასზე მეტი მომხმარებელია. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხის გაცემისას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ხართ თუ არა თქვენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური გადამხდელი და საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს.  წყარო: ... ...
  • პური გაძვირდება _ ოზურგეთში პურის ფქვილის ფასმა მოიმატაამ დღეებში ქალაქ ოზურგეთში მდებარე მაღაზიებში პურის ფქვილის მოიმატა. 25 კგ. პურისფქვილი 23 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ხოლო ახლა 25 ლარია. ექსპერტები მედიასთან საუბრობენ, რომ ამ დღეებში პურის ფასიც მოიმატებს. “კი, მაგრამ ტელევიზორს არ უყურებთ? ლარი როგორ თამაშობს, რა გაგიკვირდათ ფასის მატება, _ უთხრა გამყიდველმა პურისფქვილის მყიდველს. “ტელევიზიით ჯერ არ გადმოუციათ ამბავი და ისე უმატებთ. გაჭირვებულმა ხალხმა იკითხოს ეს ფასები მატება, თორემ თქვენ რა“, _ დაუბრუნა პასუხი პენსიონერმა ... ...
  • ჩოხატაურში ლეოგრანდში დაღუპული ახალგაზრდის სახლი იწვისამ წუთებში ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში, შარშან,  24 ნოემბერს,  ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძარის შედეგად დაღუპული 21 წლის  გიორგი მორთულაძის სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიწეწები ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...