"არადა, სათქმელი რამდენი მაქვს, რამდენი წელია" _ თინა ხიდაშელის გზავნილი "გულიკოს და ვალიკოს"

ფეისბუქსტატუსები

"არადა, სათქმელი რამდენი მაქვს, რამდენი წელია" _ თინა ხიდაშელის გზავნილი "გულიკოს და ვალიკოს"

28 ივნ. 2016, 16:34:28

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება, რომელსაც "ყიჟინიდან-ყიჟინამდე" ჰქვია:

 დღეს და გუშინ ბევრი თბილი, კეთილი წერილი მივიღე. დღევანდელი ინტერნეტ სივრცე ამოუწურავ შესაძლებლობას ქმნის წაიკითხო, მოისმინო, გაიგო, გაბრაზდე, გაგიხარდეს...

ყველას დიდი მადლობა ვინც გულშემატკივრის პოზიციიდან მწერდით, კრიტიკოსებსაც და მხარდამჭერებსაც. ხანდახან კრიტიკოსებს უფრო, ბევრ ახალს ვიგებ, დაფიქრების საშუალებას მაძლევთ.

მაგრამ ჩემი ეს გზავნილი თქვენთვის არ არის. აქ სხვა კომენტარებს მინდა გამოვეხმაურო, ურა პატრიოტიზმის, გულზე მჯიღის ცემის, სიყალბის და უცოდინრობის მასშტაბური გამოვლინების ყიჟინას.

პირობითმა ქალბატონმა გულიკომ, ბატონმა ვალიკომ ჩამოარეს ტელევიზიები, წერეს პოსტები, არ დაიზარეს ტელეფონის პასუხი ინტერვიუებისათვის სააგენტოებისა და გაზეთებისთვის და დაადგინეს რომ გაწვევაზე უარი უცილობლად სამშობლოს ღალატია, ჯარზე უარის თქმაა, სამშობლოს დაცვისთვის ზურგისშექცევაა.

ზოგი უფრო შორს წავიდა. ალბათ, მისმა პატრონებმა დაავალეს საქართველოს დაკნინება ამ ფორმითო, ზოგმა კი თქვა ალბათ მის შვილებს უწევთ ჯარი და იმიტომ გააკეთაო. როგორც წესი ასეთი ადამიანების სიპატარავე შვილებამდე მისვლას ვერ ცდება, მაგრამ ამას არა უშავს, მგონი უკვე ისინიც აღარ აპროტესტებენ.

ვიფიქრე, ვიფიქრე, დავწერე, წავშალე, მეპასუხა, არ მეპასუხა და მივხვდი რომ ძალიან ბევრი წელია ეს ჩემი სტრატეგია რომ მსგავს ბრალდებებს არ ვპასუხობ, ადამიანებს არ ვიმეტებ საკუთარ უმეცრებასთან თვალის გასასწორებლად სრულიად საპირისპიროდ მუშაობს. ქალბატონი გულიკო და ბატონი ვალიკო სულ უფრო და უფრო იჯერებენ რომ მათ მიერვე შექმნილ მითებს და უფრო აგრესიულები ხდებიან.

არადა, სათქმელი რამდენი მაქვს, რამდენი წელია.

ხოდა ჩემო ქალბატონო გულიკო და ბატონო ვალიკო თქვენ მინდა შეგეხმიანოთ, ქვეყანაზე გულდამწვარი გასანთლულ თოკს რომ ითხოვთ ჩემთვის და საჯაროდ ცენტრალურ მოედანზე გაროზგვას.

_ რა იცით დღევანდელი ქართული ჯარის შესახებ?

_ როგორ ფიქრობთ, წვევამდელები რამდენი პროცენტია დღევანდელ ჯარში?

_ როგორ ფიქრობთ ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის რომელ შეუცვლელ ფუნქციას ასრულებენ ეს ბიჭები დღეს?

_ როგორ გგონიათ, რომელ პატრიოტულ ან ვაჟკაცურ თვისებებს ანვითარებს ამ ახალგაზრდებში თითქმის ერთი წლის მანძილზე დღეგამოშვებით კოშკურაზე დგომა ან ტომრების ტვირთვა ლოგისტიკის ბაზებზე?

_ რომელი, ვისთან და როგორი ომისთვის მზადყოფნას უზრუნველყოფს დარაჯების და მტვირთავების ასეულები?

_ საომარი მოქმედების დროს თუ მაინცდამაინც დარაჯები და მტვირთავები გახდა საჭირო, მაინცდამაინც მრავალმილიონ დახარჯულთაგან უნდა შევკრიბოთ თუ შეიძლება ისედაც ვიპოვოთ ასეთი პატრიოტები?

_ როგორ ფიქრობთ, რა ცოდნა გაქვთ იმისათვის რომ მიპასუხოთ რატომ ხდება ასე? რატომ ვერ იყენებს შეუარაღებული ძალები წვევამდელებს სხვა ფუნქციისთვის?

_ თქვენი მაღალპროფესიული დათვლებით რა დრო ჭირდება და რა უჯდება ქვეყანას ერთი მაღალკვალიფიციური, ნამდვილად პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე?

_ თქვენი აზრით რამდენად ვართ წინ წასული იმ დროიდან მეთაურები მწყობრში მდგომ 18-19 წლის კეტებში და სპორტულებში გამოწყობილ ბიჭებს არაადამიანურ პირობებში გინებ გინებით რომ არბენინებდნენ, მხოლოდ იმიტომ რომ მათმა მშობლებმა ფული ვერ გადაუხადეს სავალდებულო სამსახურიდან შვილის დასახსნელად?

_ როგორია სუიციდის მცდელობა, თქვენს მიერ პატრიოტიზმის უმაღლეს გამოვლინებად მონათლულ წვევამდელთა ცხოვრებაში?

_ რატომ იყენებს თვითდაზიანებას მათი მნიშვნელოვანი ნაწილი?

_ ქვეყნის და მისი ჯარის სიყვარულის რა პროცენტი რჩება იმ ახალგაზრდის გულში, კრედიტი რომ აქვს გამოტანილი, ძლივს სამსახური რომ იშოვა, თვიდანთვემდე ძლივს ატანს ამ შემოსავლით რომ ვალიც დაფაროს და ოჯახსაც მიხედოს და ჩვენ ხელი მოვკიდეთ, სამსახურს ჩამოვაშორეთ, ყარაულში წავიყვანეთ და ერთი ვალი ასად ვუქციეთ?

_ როდის უნდა დაასრულოთ ეს ყალბი, ცრუ ყიჟინა და გამოიხედოთ ფანჯრიდან.

გარეთ ნამდვილი საქართველოა, საკუთარ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდებით დასახლებული საქართველო, ახალგაზრდებით რომლებსაც ქვეყნის სიყვარულთან ერთად საკუთარი თავის რეალიზების, მათ ოცნებების ასრულების სურვილი და პრეტენზია აქვთ, ახალგაზრდების, რომლებსაც უზარმაზარი პრობლემები აქვთ, რომლებიც იბრძვიან გადარჩენისთვის, აკეთებენ ცხოვრებისეულ არჩევანს, მათი არჩევანის პატივისცემას მოითხოვენ.

ქართველი ახალგაზრდების დიდი ნაწილი სწორედ სამხედრო კარიერის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს. თქვენი ყალბი "ურას" ძახილის გარეშე, იძულების გარეშე. სწორედ ისინი არიან საუკეთესო ხიდი ჯარსა და საზოგადოებას შორის, ისინი ქმნიან მისაბაძ ისტორიებს და შემდეგ მათ ისტორიებს მათი მეგობრები ყვებიან, ისინი თავის მეგობრებს უყვებიან და ასე იბადება ახალი ქართული ისტორიები ქართული ჯარის შესახებ.

და ბოლოს, იძულებას, სახელმწიფოს სახელით განხორციელებულ ძალადობას არასოდეს ქონია კეთილშობილური მიზნები და მით უფრო, არასოდეს მიუყვანია საზოგადოება კეთილშობილურ შედეგებთან.

სანამ ვინმეს სამშობლოს სიძულვილს, ღალატს, უცოდინრობას, ორგულობას დააბრალებთ ქალბატონო გულიკო და ბატონო ვალიკო იქნებ ყურადღებით მიმოიხედოთ, იმიტომ რომ მერე თუ ვინმეს გაახსენდა, რომ თქვენს ემოციაში სავალდებულო ჯარი თქვენი ფინანსური კეთილდღეობის საწყისი იყო, არ უნდა გაგიკვირდეთ.

არგუმენტები რომ შემოგელევათ ვიცი მაგრად შემაგინებთ, მაგრამ იცოდეთ ეს მხოლოდ თქვენი სისუსტის და ლაჩრობის დასტური იქნება და მე ამათ არაფერი დამაკლდება.
კეთილად ბრძანდებოდეთ და ყოველ ჯერზე ჩემზე არა, იმ ახალგაზრდებზე იფიქრეთ რომელის სრულიად ბრწყინვალე კარიერასაც შესაძლოა მხოლოდ იმიტომ ღუპავთ რომ სახელმწიფოს სახელით განხორციელებული ძალადობის თეორიები მოგწონთ" _ წერს ხიდაშელი.




 ახალი ამბები
  • ქონებრივი ზიანისა და გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე 1 პირი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ორი კომპანიის სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, განხორციელებული 390 000 ლარის ღირებულების ქვიშა-ღორღის ფიქტიური მიწოდებებით, შემსყიდველ კომპანიებს დოკუმენტურად შეუქმნა უკანონო სასაქონლო ნაშთი და დღგ-ს ყალბი აქტივი, რითაც სახელმწიფოს მიაყენა ზიანი 22 881 ლარის ოდენობით. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი, სხვა ორი კომპანიის სახელით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას,  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, სწორად არ ასახავდა შემოსავლებსა და ხარჯებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა ზიანი 275 380 ლარის ოდენობით. ასევე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე მუხლის მეორე, 185-ე მუხლის მესამე და 218-ე მუხლის მეორე ნაწილებით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  5-დან 8 წლამდე ვადით“,_ ამბობენ საგამოძიებო სამსახურში. ... ...
  • "ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და 1600 ლარი გასტაცა"- ძარცვა მარნეულშიმარნეულში ძარცვის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში, თანასოფლელს - 1943 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 1600 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ა.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამიღო. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“,_ ამბობენ ... ...
  • ტყიბულში ქურდობის 6 ფაქტზე ნასამართლევი პირები დააკავესტყიბულში ბოლო დროს მომხდარი ქურდობის 6 ფაქტზე პოლიციამ  2 პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი: 1986 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ჩ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ხ.ჯ. დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ტყიბულში, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეთა კუთვნილი 5 საცხოვრებელი სახლი და ერთი სამჭედლოს საამქრო გაქურდეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირების მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“,_ წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცეებულ ... ...
  • ქუთაისში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავესპოლიციამ ქუთაისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და ქუთაისის საქალაქო სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.კ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 მაისს, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას - 1968 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქუთაისში დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებსქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს: „გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა. პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია, გარდა ბავშვის მეურვეობისა. ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამრთლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა. რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს. სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს”,_ წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემაკავებელი ორდერია გამოცებული ბასილაშვილის მამის მიმართაც. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ გირაო ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?