„კაცობა ის გგონია თუ ყველა ქალაქში "ბოვშს" გააკეთებ“ _ ქეთევან კიკნაძის მიმართვა ვასილ ჩიგოგიძეს და გოგი ქავთარაძეს

ფეისბუქსტატუსები

„კაცობა ის გგონია თუ ყველა ქალაქში "ბოვშს" გააკეთებ“ _ ქეთევან კიკნაძის მიმართვა ვასილ ჩიგოგიძეს და გოგი ქავთარაძეს

2016 ივლ 5 14:12:16

რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე „ზოგიერთ უმსგავსობაზე“ ღია წერილს აქვეყნებს, სადაც ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვასილ ჩიგოგიძეს და რეჟისორ გოგი ქავთარაძეს აკრიტიკებს.

„ხანდახან დამიწერია რაღაც და უცბათ პრესის ფურცლებზე მინახავს, ახლა კი ნებას ვაძლევ პრესას გამოაქვეყნოს.

ოზურგეთიდან მივიღე მოსაწვევი ბარათი _  მეპატიჟებიან ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალზე. ასეთია რეპერტუარი(ჩამონათვალი სპექტაკლების): მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან: ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის" მე ვხედავ მზეს"; შაუმიანის თეატრიდან: "საბრალდებო დასკვნა ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის; ბათუმის თეატრი:" თეთრი ბაირაღები" _ რეჟისორი გოგი ქავთარაძე, მხატვარი ბიძინა ქავთარაძე, მუსიკალური გაფორმება გოგი ქავთარაძე _ მეტი არაფერი.

თურმე, პიესა ციდან გადმოვარდა. ასევე ვერსია ნ. გაჩავასი: "ნუ გეშინია დედა; „მზიანი ღამე“ და "ღმერთო ! რისთვის" გადაღებული სცენარი ნ.დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის. ასეთი თავხედობა ჯერ არ გამიგონია.
ახლა მე ვეკითხები მათ _ როდის აიღეს ნებართვა ნოდარ დუმბაძისგან?

და ბოლოს ჩემო ვასიკო ჩიგოგიძე _ "გამარჯობა ხალხო" ეს ხომ კარასტილოვის პიესაა ანუ "ფიროსმანი". მე ბებია ილიკო და ილარიონი სათაური არ მოგეწონა? თუ რისი მიღწევა  გინდათ არ ვიცი", _ წერს კიკნაძეს.

ამავე წერილში, რომელიც მსახიობის ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული ქეთევან კიკნაძეს გოგი ქავთარაძესაც მიმართავს და აღნიშნა, რომ მისი მეუღლის და ნოდარ დუმბაძისადმი „ასეთ მოპყრობაზე თვლას ვერ დახუჭავს“:

_ გოგი ქავთარაძემ გიგას მთელი რეპერტუარი გადააბრუნა, მისი გონება შორს ვერ მიდის. დადგმული, გაგონილი და გაშიფრული გქონდა და მაინც ვერაფერს მიაღწიე. შენ გიგა ლორთქიფანიძეს თავმჯდომარედ კი არა ფეხმჯდომარედ უნდა დაესვი. შენ კაცობა ის გგონია თუ ყველა ქალაქში "ბოვშს" გააკეთებ. არა შენ ნაშიერს კიდეც უნდა მოუარო.

ოთხი წელი პარლამენტში ვეღარ გამოიძინე? _ ან ვისი ავტორიტეტით მოხვდი მანდ იმაზე გაამახვილე ყური.

შევარცხვინე ისეთი ქვეყანა, სადაც ასეთი უმსგავსობებია და უმსგავსოთა კოლეგიალობაა. საკუთარ წყენას მალე ვივიწყებ, მაგრამ ჩემი მეუღლისადმი და თუნდაც, ნოდარისადმი ასეთ მოპყრობაზე თვალი რომ დავხუჭო ჯერ მე რა ადამიანი ვიქნები, _ წერს ქეთევან კიკნაძე.

მსახიობის ამ მიმართვაზე კომენტარს არ აკეთებს რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე. ოზურგეთის სამხატვრო ხელმძღვანელი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს ეს გოგი ლორთქიფანიძის ოჯახსა და გოგი ქავთარაძეს შორის დაპირისპირებაა, რომელშიც არ ჩაერევა:

_ იმდენად დიდ პატივს ვცემ ბატონი გიგას ხსოვნას, იმდენად დიდი და საოცარი იყო ჩემთვის, იმდენად დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ქეთევანს ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არის რაღაც დაპირისპირება ბატონ გიგისა და მათ ურთიერთობებში და ამ საკითხებზე მე ვერ ვისაუბრებ, _ გვითხრა ჩიგოგიძემ.

_ ბატონო ვასილ, ღია წერილში თქვენც გწერთ ქეთევან კიკნაძე და აღნიშნავს, რომ  "გამარჯობა ხალხო" კარასტილოვის პიესაა...

_ ვაი, ვაი, ვაი... გასაგებია. იმდენად მოსწონდა გამარჯობა ხალხო ბატონ გიგას, რომ მას ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლად მიიჩნევდა. გამარჯობათ ხალხო იყო ბატონი გიგას ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი და მისი რეკომენდაციით ამ სპექტაკლმა მოიარა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, უნგრეთი, მოსკოვი და ა.შ.

რაც შეეხება დანარჩენს _  ეს სხვა ურთიერთობებია, რომელიც ნამდვილად არ ეხება ოზურგეთის თეატრს, არც ფესტივალს და იმდენად კარგად და ისეთ ხასიათზე ვარ, იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ., _ გვითხრა ჩიგოგიძემ.

ჩვენ შევეცადეთ გოგი ქავთარაძის პოზიციაც გაგვეგო ქეთევან კიკნაძის წერილთან დაკავშირებით, თუმცა რეჟისორმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.




 ახალი ამბები
  • ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე შვილმა მამა მოკლაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურესამ წუთებში აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროცესში მონაწილეობს სამი კონკურსანტი, მათ შორის ორი ტელევიზიის  თანამშრომელი ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე. მესამე მონაწილეა ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი. ამ ეტაპზე გასაუბრებას პირველი კანდიდატი გადის. შესარჩევი კომისიის წვერების უმრავლესობა მაუწყებლის თანამშრომელია ერთი კი ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, ვისზე გააკეთებს არჩევანს კომისია. წყარო: ... ...
  • გახარია: "მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი""ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი"_ ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ვანო  მერაბიშვილის შესახებ. ცნობისთვის,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა. როგორც მან განაცხადა დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერშიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშვნელოვანი თემაა.  ეს მოხდა ოქტომბერში. ყველამ გაიგო. დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება  უკვე გაკეთდა. რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალია, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში. 21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც,  როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“,_ განაცხადა ვახტანგ ... ...
  • გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარაგალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.   „Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. "საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.   Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 189 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 32 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...