"გულთგონთხართა", "ჩემი ცოლის დაქალები" და სოციალური ქსელი

ფეისბუქსტატუსები

"გულთგონთხართა", "ჩემი ცოლის დაქალები" და სოციალური ქსელი

28 ივლ. 2016, 19:46:50

მიმდინარე კვირას, სოციალურ ქსელში ყველაზე აქტოურად ორი თემა განიხილება _ ოლიმპიელთა ჩაცმულობა და პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ სკანდალური განცხადება, რომლის თანახმადაც, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიელთა ჩაცმულობის შეცვლის მოთხოვნით პეტიციაც გავრცელდა და ხელმოწერებიც შეგროვდა, ჩვენი სპორტსმენები რიო დე ჟანეიროში მაინც საზამთროდ გამოწყობილები წავლენ _ ასეთია ოლიმპიური კომიტეტის პოზიცია, რომელსაც ფორმები ძალიან მოსწონს და ფორმის შემქმნელების _ "სამოსელი პირველის" მსგავსად, კრიტიკოსებს საყვედურობს.

კრიტიკოსები კი საკმაოდ ბევრნი არიან _ მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე:

"უპირველესად, გზას დავულოცავ ჩვენს გოგო-ბიჭებს და ვუსურვებ გამარჯვებებს რიოში. დარწმუნებული ვარ, გაგვახარებენ და ბევრ ოქროს და ვერცხლს ჩამოიტანენ ბრაზილიიდან!

ახლა კი საერთო აღშფოთებას უნდა შევუერთდე და ვისაც უნდა ეწყინოს! ჩვენც გვაწყენინეს ამ უშნო გადაწყვეტილებით.

ჯერ ერთი, ზაფხულია, ხალხო და ეს მაინც როგორ ვერ გაითვალისწინეთ, როდესაც ამ აშკარად საზამთრო დიზაინის ფორმებზე თანხმდებოდით? (სხვა დეტალებზე აღარც გავჩერდები.)

ვერც ერთ გაღიმებულ სპორტსმენს ვერ ნახავ დღევანდელ ფოტოებზე. სიცხის ბრალი იყო ალბათ, მაგრამ რიოში კიდევ უფრო ცხელა!!!

ოლიმპიური ფორმა უნდა იყოს მსუბუქი, ძალიან ორიგინალური, ახალგაზრდული და სექსუალური. ბოლოს და ბოლოს, რამდენი ნიჭიერი დიზაინერი გვყავს მთელ მსოფლიოში მიმოფანტული...

არ მაინტერესებს, ვინ შეკერა ეს უმსგავსოება. მთავარია, რომ უგემოვნებო და უსახური ფორმები შეკერა და საქვეყნოდ დასაცინად გაგვიხადა საქმე.

იქნებ, ჯერ კიდევ შეიძლება ამ მარაზმატული შეცდომის გამოსწორება?" _ წერს კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

სალომე ზურაბიშვილი: " არც _ სპორტული, არც _ ქართული".

გვანცა დარასელია:  "ავენტინური ტრიადის ცრუ ღმერთიც კი საფლავში (თუ სადაცაა) ტრიალებს ნამდვილად".

"ქისები რად უნდათ? მედლების ჩასაწყობად?"; "ამ სამოსზე პასუხისმგებლობა რომელმა დაჯგუფებამ აიღო?"; "კაცები ჩინური რესტორნის მზარეულებს და ქალები ტაჯიკ მომღერალთა გუნდს გვანან!!"; "ფაფანაკები, ქისები, ყარაჩოღელები. გულთგონთხართა?"; "ოლიმპიადაა, თუ "ორბელიანების ბანი"?"; "ზეზვას და მზიას ზმანი შეგეკერათ, იაფი დაჯდებოდა"; "სხვა ქვეყნის ოლიმპიელების ჩაცმულობის შემხედვარე, ჩვენი ოლიმპიელები ოლიმპიადაზე კი არა, ვიღაცის პანაშვიდზე მიდიან," _ ასეთი სახის კომენტარებს სოციალურ ქსელში უხვად შეხვდებით.

ნაკლები კომენტარი არც პრეზიდენტის ცნობილ განცხადებას გამოუწვევია _ ამ საკითხზე განსაკუთრებით ჭარბობდა პოლიტიკოსების კომენტარები.

_ ისე ერთიერთზე მიყვება "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარი და პრეზიდენტის გამოსვლები, რომ ვეღარ გაგვიგია, რომელი რომელს ბაძავს.

ორივე "გიორგი" ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, ორივემ პრესკონფერენციით "ამხილა" შანტაჟის მცდელობა... ვაი! ვაი! _ წერს სალომე ზურაბიშვილი.

"პრეზიდენტი ამბობს, მასზე ზეწოლა უნდოდათ და ვერ განახორციელეს იმის გამო, რომ ერთი თვის წინ, მისი მეუღლის შვილთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ ადამიანს ჩხრეკისას არაფერი აღმოაჩნდა.

სამი კითხვა ჩნდება სანამ უფრო არგუმენტირებულ განმარტებას მოვისმენთ:

_ რომ აღმოეჩინათ, ვინ და რა თემაზე განახორციელებდა ზეწოლას?

_ თუკი ასეთ რამეზე წამსვლელები არიან, აღმოჩენა გაუჭირდებოდათ?

_ და იქნებ წავიდა ის დრო, როდესაც კანონის წინაშე "ჩინს" არ აქვს მნიშვნელობა და "ჩადება" აღარ ხდება?" _ წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე. 

"პრეზიდენტს არ შეეფერება მიკიბულ-მოკიბული საუბარი! რადგან დაიწყო ლაპარაკი, ვალდებულია, ღიად თქვას, ვინ ახდენდა ზეწოლას მისი ოჯახის წევრზე (თანაც სამართალდამცავების ჩართვით) და რა მიზნით?! რატომ იყო ამდენ ხანს ჩუმად?!

იმის მაგივრად, რომ ფაქტი გაასაჯაროოს და დამნაშავე დააჭერინოს, პრეზიდენტი მოქალაქეებს შესჩივის, დანაშაული მოხდა, მაგრამ, თქვენ ვერ გეტყვით, ვინ ჩაიდინა და მხოლოდ პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს გავუმხელო.

თუმცა, იმას აღარ ამბობს, მათ რომ გაუმხელს, მერე რა მოხდება, მხოლოდ ამ სამს შორის დარჩება ეს საქვეყნოდ გამოფენილი საიდუმლო, თუ კიდევ ვინმეს გაანდობენ?!

ასეთი საუბარი დიდი ბიჭებისგან გალახულმა პატარა ბავშვებმა იცოდნენ, პრეზიდენტს კი ასეთ შემთხვევებში სათანადო ზომების მიღება ევალება!

პრეზიდენტს ხომ ჰყავს ექსპერტები და იურისტები და აბა, გაიკითხონ ევროპაში და ამერიკაში, რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა, შემდეგ როგორ განვითარდებოდა მოვლენები?!" _ წერს პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც:

"დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ, არ ვთქვი ეს ეკრანზე.

პირველი, რაც ვიფიქრე, ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი? თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ? ამიტომ, როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს, რაღაც ღირებული უნდა თქვას _ მე დღეს პრეზიდენტმა დამაბნია," _ ამბობს მანანა კობახიძე.




 ახალი ამბები
  • სახლში, რომელიც დაიწვა, არავინ ცხოვრობდა _ ხანძარი შემოქმედშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა. ოზურგეთელმა მეხანძრე-მაშველებმა პირველი სართულის გადარჩენა მოახერხეს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, სახლში წლების მანძილზე არ ცხოვრობდნენ. სახლის მფლობელები მხოლოდ თხილის სეზონზე ჩამოდიოდნენ. ამ დროისთვის უცნობია მიზეზი, რამ გააჩინა ცეცხლი მიტოვებულ ... ...
  • ხანძარი ოზურგეთში - შემოქმედში სახლი დაიწვაამ წუთებში ხანძარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში. დაიწვა ადგილობრივი მცხოვრებლის სახლი. ამ დროისთვის სახლში არავინ ცხოვრობდა _ პატრონი სხვა ქალაქში ცხოვრობს. ადგილზე მისულმა ოზურგეთის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძარი ჩააქრეს. დეტალებს „გურიანუსი“ მალე ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური  ცენტრის მომაცემებით, .4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ქარელში. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ მუხილეთში, 5 კმ-ის სიღრმეზე ... ...
  • "ცოლი და ახლობელი ადგილზე დაიღუპა, ქმარი კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი მძიმედ დაშავდა, "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოს ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი უყვება, გარდაცვლილები ახალგზარდა ქალი და ოჯახის ახლობელია,  ხოლო მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ამ წუთებში, ქუთაისის საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის. "გუშინ საშინელი  ტრაგედია დატრიალდა. ფოთიდან თბილისში მიდიოდნენ ცოლ-ქმარი და მათი ახლობელი. სამწუხაროდ, ორივე  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში",- აცხადებს მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ქალები ახალი კორონავირუსის დროსCOVID-19-მა მსოფლიო ახლი გამოწვევების წინაშე დააყენა. მან მოქალაქეების ცხოვრება საქართველოშიც მკვეთრად შეცვალა. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა. გამონაკლისი არც გურიის რეგიონი ყოფილა. ამ ეტაპზე ჩვენ დაბა ლაითურის, ნასაკირალისა და ნარუჯის მცხოვრებლებით დავინტერესდით. სამივე დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მათი მოსახლეობის უმეტესობა ეკომიგრანტია. ახალ კორონავირუსამდე შემოსავლის საძიებლად ისინი ძირითადად მეზობელ თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე გადადიოდნენ. „მე და ჩემი მეუღლე თურქეთში სეზონურად,  ჩაის საკრეფად გადავდიოდით. ეს ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. 4 შვილი გვყავს, იქედან ჩამოტანილი ფული  წლიდან წლამდე გვყოფნიდა და ახლა სულ უკაპიკოდ დავრჩით. თურქეთში სამუშაო ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მაინც მირჩევნია წავიდე, ვიმუშაო და სახლში მოვიტანო პურის ფული. მართალია, მოცვის კრეფაზე აქაც დაიწყო მუშაობა, თუმცა ეს სამსახურიც სეზონურია და შემოსავალიც არ არის საკმარისი“, - უყვება დაბა ლაითურში მცხოვრები ფატი ვაშაყმაძე “გურია ნიუსს”. ლია კოტრიკაძე, ახალშექმნილი სათემო კავშირის თავმჯდომარეა, რომელიც ფონდ „ტასოს“ ინიციატივით ჩამოყალიბდა. ლიკა ამბობს, რომ დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ, ადგილზე, ჩაისა და მოცვის პლანტაციებში დასაქმდნენ. „საქართველოში უფრო ნაკლები ანაზღაურებაა, ვიდრე თურქეთში, მაგრამ ჩაისა და მოცვის პლანტაციები საუკეთესო გამოსავალი იყო ამ ადამიანებისთვის. პრაქტიკულად მათი სიცოცხლის გადამრჩენელად იქცა. არიან ისეთებიც, რომლებმაც პარალელურად სოფლის მეურნეობის განვითარება, მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა და გაყიდვა დაიწყეს“, - ამბობს ლია და დასძენს, რომ ქალებისთვის საოჯახო საქმეები კორონავირუსმა კიდევ უფრო გაზარდა. „პარალელურ რეჟიმში ქალებს საოჯახო საქმეების კეთება და ბოსტნის მოვლა უწევთ. ზოგი ბავშვებს ონლაინსწავლაში ეხმარება“, - გვიყვება ლია. თურქეთში მუშაობდა დაბა ნარუჯაში მცხოვრები ნადეჟდა კახაძეც. განსაკუთრებით ის ფაქტი აწუხებდა, რომ მცირეწლოვანი შვილის დატოვება უხდებოდა. ახლა მან კალმახა სოკოს სასათბურე მეურნეობის გაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა ფონდ „ტასოსგან“ მიიღო.  „ახლა უნდა დავიწყო სასათბურე მეურნეობის მოწყობა, თუმცა ფონდიდან ჩამორიცხულ თანხას ჩემი წილიც უნდა დაემატოს, რამაც ისევ ჩიხში მიმიმწყვდია და კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ თურქეთი ამ პრობლემას მარტივად გადამაწყვეტინებდა. მე მაინც მგონია, რომ გამოსავალი თურქეთი არ არის. ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით გაჩნდეს სამუშაოები, არ დაგვჭირდეს საზღვარგარეთ, მძიმე პირობებში, ოჯახს მოწყვეტილებს, მიზერულ ხელფასზე მუშაობა და ეს პირობები უნდა გვაკმაყოფილებდეს და უფრო მეტიც, გვახარებდეს. ალბათ დაცულად ვიგრძნობ თავს მაშინ, როდესაც შევძლებ ვიყო დასაქმებული ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან და შვილთან ერთან ახლოს და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისთვის არ დამჭირდეს დავტოვო შვილი, გავწირო ჯანმრთელობა და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო, ახალგაზრდობა  არ გავატარო სხვის სამსახურში“, - ამბობს ნადეჟდა. საიდა ხოსაძე ხუთ შვილთან და ქმართან წლებია დაბა ნასაკირალში ცხოვრობს. ამ ეტაპზე უმუშევარია და ახლა არაერთი პრობლემის წინაშე დგას. „ყველა ველოდებით სახელმწიფოსგან დახმარებას. ამ კორონავირუსის დრო, როგორც მრავალშვილიანი დედა დამეხმარნენ, მაგრამ ის პროდუქტები, რაც გვქონდა, დაგვიმთავრდა და ახლა ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვარ. თურქეთში გადავდიოდი ხოლმე სეზონზე მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ახლა საზღვრები ჩაკეტილია და არც ვიცი, წინ რა გველოდება”, - გვითხრა საიდა ხოსაძემ. კორონავირუსის დროს რა პრობლემების წინაშე დადგნენ ქალები და რა დახმარება გაუწია მათ სახელმწიფომ? - ამ კითხვებზე  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გენდერული თანასწორობის საბჭოს” წევრმა ლელა საჯაიამ გვიპასუხა. „COVID 19 - ის კრიზისმა ძალიან მძიმედ იმოქმედა საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე. ვირუსის შესაკავებლად მკაცრი ზომები იქნა მიღებული, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეიზღუდა ეკონომიკური და სხვა ტიპის აქტივობები. ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის ან სამუშაოს გარეშე, საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა და მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა კვირებისა და თვეების განმავლობაში. ყოველივე ამან სხვადასხვა საჭიროება და პრობლემა წარმოქმნა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად დამატებითი სოციალური დახმარება იყო აუცილებელი. ქალები იმ მოწყვლად ჯგუფებს შორის არიან, რომელზეც კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ, ქალები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ არაფორმალურ ეკონომიკაში იმ სამუშაო ადგილებზე, რომლითაც ან არ იყო უზრუნველყოფილი ან მცირედით იყო უზრუნველყოფილი მათი სოციალური დაცვა, დღესდღეობით დარჩნენ ეკონომიკურად დაუცველები და შეზღუდული/მცირე არჩევანის წინაშე. ასევე, ხანშიშესულები დამატებით წნეხს განიცდიან არარსებული ან მცირე ოდენობის პენსიის გამო. მეორე მხრივ, ქალები ასრულებენ მთავარ როლს ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ჯანდაცვის მუშაკთა და მედდების დიდ ნაწილს სწორედ ქალები წარმოადგენენ. ის ზრდის მენტალურ სტრესს ჯანდაცვის მუშაკებისთვის. კრიზისის განმავლობაში წინა ხაზზე მყოფი პერსონალი, შესაძლოა, ოჯახებშიც დამატებითი სტრესის ქვეშ მოქცეულიყო სხვადასხვა მზრუნველობით პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების საჭიროებები, რომელთა სკოლები დაიხურა და უწევდათ დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრება, ან მათ ოჯახებში მცხოვრებ მოწყვლად ადამიანებთან ფიზიკური დისტანცირების საჭიროებიდან გამომდინარე”, - ამბობს ლელა. ფოტოები "გურია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...