"ვიმსახურებდი თუ არა პარლამენტარობას, ეს ცალკე თემაა" _ ალექსანდრე თამაზაშვილის მიმართვა თანამებრძოლებს

gurianews.com

ფეისბუქსტატუსები

"ვიმსახურებდი თუ არა პარლამენტარობას, ეს ცალკე თემაა" _ ალექსანდრე თამაზაშვილის მიმართვა თანამებრძოლებს

2016 აგვ 5 13:52:10

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც მეგობრებს, გულშემატკივრებს, თანამებრძოლებს და კეთილის მსურველებს მიმართავს:

"ჩემთვის, ძალიან დიდი პატივი იყო და არის ჩვენი გუნდის შემოთავაზება, სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე.

2012 წელს, ქვეყანაში სხვა გამოწვევები იყო და აუცილებელი, სავალდებულოც კი იყო! ყველა ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქეს, ხმა ამოეღო და შეძლებისდაგვარად შეერთებოდა იმ გადამწყვეტ ბრძოლას, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად უპასუხისმგებლო, დამნაშავე და მოღალატე რეჟიმისგან...

ჩვენ გავიმარჯვეთ...გავხდი საქართველოს პარლამენტის წევრი... ვიმსახურებდი თუ არ ვიმსახურებდი, ეს ცალკე თემაა... მიმაჩნია, რომ ბევრი იყო ისეთი, ვინც ჩემზე მეტად იმსახურებდა, მაგრამ იმ დროს, ბევრმა ვერ "გაბედა" , რომ ებრძოლა და ემსახურა სამშობლოსთვის...
დღეს სხვა რეალობაა, საკუთარი აზრის დაფიქსირებას "გაბედვა" აღარ ჭირდება და ვიმედოვნებ , რომ არასოდეს აღარ დაბრუნდება მსგავსი დრო, საქართველოში.

გულრწფელად გეტყვით, საერთოდ არ მაინტერესებს კრიტიკა და ცილისწამება დამნაშავე, დამარცხებული რეჟიმის წარმომადგენლების ნარჩენებისგან თუ მომხრეების მხრიდან. ვინაიდან მიმაჩნდა და დღესაც ამ აზრზე ვარ, რომ მათზე მეტად მიყვარს საქართველო და მათგან განსხვავებით არასდროს გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რაც ქვეყანას დააზარალებს..

საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში, ბევრია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომელთა კრიტიკა სამართლიანია და მისაღები...

მე, რომ მათ ადგილას ვიყო, როგორ პარლამენტარს ვისურვებდი?! უკეთეს ვიდრე მე ვარ, შესაბამისად მსურს, რომ ჩემი კუთხე უკეთესმა წარმოადგინოს საკანომდებლო ორგანოში.

ხოლო მე, კიდე ვიმუშავებ, ვიშრომებ, რომ იმაზე უკეთესი გავხდე, ვიდრე დღეს ვარ.

ასე, რომ დაველოდოთ, საღამოს გაიგებთ ვინ იქნება ქიზიყელების, კახელების ინტერესების დამცველი, საქართველოს პარლამენტში ჩვენი გუნდიდან.

და ბოლოს წარმატებას ვუსურვებ, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს, ყველა რაიონსა თუ ქალაქში.მჯერა საქართველოს მოსახლეობა, ღირსეულ არჩევანს გააკეთებს" _ წერს თამაზაშვილი.




 ახალი ამბები
  • "ხელისუფლება ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის" - მესამე სექტორი პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს"ხელისუფლება ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის", _ აღნიშნული განცხადება ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლმა უჩა ნანუაშვილმა გააკეთა. მესამე სექტორი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, შეწყვიტონ მათ მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და თავი შეიკავონ ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე აისახება. "დღეს ვხედავ, რომ ხელისუფლებისგან მოდის საგანგაშო სიგნალები. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის. საქართველოში, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები, ის კრიტიკული მოსაზრებები, რომელიც უკავშირდება განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებს არის ძალიან  მნიშვნელოვანი და სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დააკვირდეს როგორც წინა საარჩევნო გარემოს და პროცესებს, ასევე მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს,“-განაცხადა უჩა ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: "ჩვენ ვქმნით ძალიან ღირსეულ სურათს ამ ქვეყნის" (R)სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა და ვეტერანთა დღე მიულოცა. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მათი როლი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანია და გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის მათ კეთილდღეობაზე იზრუნებს. შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქართველი სამხედროების როლზე ტერორიზმთან ბრძოლაში და გაპრეზიდენტების შემთხვევაში ავღანეთში ვიზიტი დააანონსა. „ერთ-ერთი პირველი ვიზიტი გარეთ ამ ქვეყნიდან, ალბათ უნდა იყოს ავღანეთში, სადაც ჩვენ ვქმნით ძალიან ღირსეულ სურათს ამ ქვეყნის. ეგოისტურად ჩვენს დამოუკიდებლობაზე კი არ ვზრუნავთ, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ  ერთი მსოფლიოს შვილები. თანასწორობა იმაში არის, რომ ჩვენც მივიღოთ ჩვენი წილი რაც არ უნდა ეს ზოგჯერ ძალიან მტკივნეული და ტრაგიკულიც იყოს,“- განაცხადა სალომე ... ...
  • "გამოიყენოთ ეს არჩევნები იმისთვის, რომ აირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც არ იჯდება კაბინეტში" (R)ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქარძე პარტიის ლიდერებთან ერთად მხარდამჭერებს რუსთავში შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის პრობლემებს. რუსთავში ყველაზე მტკინვეულ პრობლემად ითვლება უმუშევრობა და გაჩერებული საწარმოების საკითხი. მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ კონკრეტულად ისაუბრა პროგრამულ პრიორიტეტებზე _ დაცულობა და ინვესტიციები, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება, ქართველი სტუდენტების დაფინანსება უცხოეთში, პენსიის მომატება.  „რუსთავი არის მაგალითი, როგორ ჭირდება საქართველოს ინვესტიციები და რამდენი რამე შეუძლია შეცვალოს ხალხისთვის ინვესტიციას, რუსთავი არის მაგალითი, როგორ ჭირდება დღეს ქვეყანას ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს სამუშაო ადგილების შექმნაზე, ადამიანების დასაქმებაზე და ქვეყანაში ინვესტორების შემოყვანაზე. ამიტომ, რუსთავი არის მაგალითი იმის, რომ უნდა აუცილებლად გამოიყენოს ჩვენმა ხალხმა ეს არჩევნები იმისთვის, რომ აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც არ იჯდება კაბინეტში და რომელიც მთელ თავის გავლენას, რესურსს და კონტაქტებს გამოიყყენებს ქვეყანაში ინვესტორების შემოსაყვანად, სამუსაო ადგილის შესაქმნელად, ადამიანების დასახმარებლად და იმისთვის რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი და საიმედო.“_ განაცხადა დავით ... ...
  • მერაბ ჭანუყვაძე: სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, ორგანიზაციის წევრები და გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, სოფელ შრომის და დაბა ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სამომავლო გეგმები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.„სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი. მას ზურგს უმაგრებს უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და ამავდროულად შეუძლია იქცეს საქართველოს ისტორიაში პირველ ზეპარტიულ, მიუკერძოებელ პრეზიდენტად“- მიმართა მერაბ ჭანუყვაძემ ... ...
  • "ვაბშე, მიშას დავბრიდავ": სკანდალური ჩანაწერების სერია გრძელდებამირზა სუბელიანი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის მზად იყო - ამის შესახებ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ფარულ ჩანაწერებში თავად საუბრობს, რომელიც „კურიერმა“ ცოტა ხნის წინ მოიპოვა. სუბელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან დიალოგში ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასანეიტრალებლად სამთვიანი ვადა მისთვის საკმარისი იქნებოდა. ახალ აუდიოფაილში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე ახსენებს „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნებს, რომელთა მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს. მირზა სუბელიანი სოზარ სუბარის გვარს ასახელებს. საუბრის შინაარსიდან ცნობილი ხდება, რომ სუბარი არის ის პიროვნება, რომელიც სუბელიანს აკონტროლებდა, მაგრამ ახლა ყოფილი პროკურორი ამტკიცებს, რომ მისი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ისევე როგორც მმართველი პარტიის გზები - გაიყო. ჩანაწერში მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესა და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ნდობით აღჭურვილ პირს, დავით ცუხიშვილს ესაუბრება. მირზა სუბელიანი - "ეჰ, ეგრე არ არი. ამათ უნდათ, რომ ფიქრობენ, რომ მე ციხეში გავტყდები და იმ თემაზე წავალ, რასაც ეგენი მეუბნებიან. რატო არ წავიდე ... ავიღებდი ორ მილიონს, ჩავიდებდი ჯიბეში და წავიდოდი პარიზში და დავალეწავდი თავ-ყბას ყველას და ღირსებიც იქნებოდნენ დღევანდელი გადმოსახედიდან. მაგრამ დღეს ამას ვერ ვიზამ, კაცური სიტყვა მაქვს ნათქვამი და ხელი მაქვს ჩამორთმეული და ჩემი სიტყვა არ დარღვეულა არასდროს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და დღეს ამას არ ვიზამ, მაგრამ. მაგრამ რომ გამოვალ გარეთ, დავუჯდები, ძმაო, დაველაპარაკები და ვეტყვი, ძმაო, ამ ყველაფრის მერე ვინ ვარ, კიდევ „იზვოი“ ვარ? დამიფიქსირეთ! მტერი ვარ კიდევ თქვენი? რო ვიცოდე რა?... მერე პასუხისმგებელი ვიქნები ჩამს ქმედებებზე. ჩემი გადასაწყვეტია. არავისზე ნაკლები ორატორი არ ვარ, არავისზე ნაკლები ჭკუა არ მაქვს. არავისზე ნაკლები კომპრომატები არ მაქვს. ამას, რასაც მე მაბრალებდნენ მთელი ცხოვრება. ოთხი წლის განმავლობაში და კადრებში მაყურყუტებდნენ, მირზა არ გავწიოთ, ბევრი კომპრომატი აქვსო, ერთი კაცი მითხრან, ვისთანაც დამცდენია რამე. ცუხიშვილი -აი, მაგას ვამბობ, წინ ვის დახვედრია? მირზა სუბელიანი - ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, აგერ „ომეგა ჯგუფისა“ და უჩას ჩანაწერების მსგავსად, არავის არაფერი არ დახვედრია. ერთადერთი ფაქტორი, ძმაო, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია, ის ჩემზე მეტს ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი. დაირღვევა პირობა? მე ვიცი, შევხედავ, ძმაო, გვერდში ვჭირდები? გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ და .. ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე. მირზა სუბელიანი - მე ვლაპარაკობ სისულელეებს? პარლამენტში რას გეუბნებიან, რატო ზისო? ვიქტორ ჯაფარიძე - ეცოდები ვიღაცეებს.. შვილებს ვფიცავარ." წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...

მამაკაცები, რომელთა ცოლობასაც არასოდეს ინანებთ

ამბობენ, რომ ქორწინება თავისებური "ლატარიაა",...

ყავა ჭამის მადას ამცირებს

3-4 ფინჯანი ყავის მირთმევა დღის...

ბავშვის სწორად აღზრდა და ასტროლოგია

ამბობენ, "მშობლებს არ ირჩევენ" და...

ქეით მიდლტონის ყოველდღიური დიეტა

კემბრიჯის ჰერცოგინია, სამეფო ოჯახის წევრის...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?