მინდა, მალე დადგეს დრო, როცა პოლიციის წოდება საქილიკო და სამარცხვინო არ იქნება - გიგაური ივანიშვილს პასუხობს

ფეისბუქსტატუსები

მინდა, მალე დადგეს დრო, როცა პოლიციის წოდება საქილიკო და სამარცხვინო არ იქნება - გიგაური ივანიშვილს პასუხობს

2016 სექ 22 19:36:33

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს ხელმძღვანელი ეკა გიგაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მის მიმართ გამოთქმული განცხადებები "არაეთიკურია"

"რადგან ბატონი ბიძინას კომენტარის შემდეგ ძალიან ბევრი მედია საშუალება დაგვიკავშირდა ორგანიზაციაში და ჩემს კომენტარს ითხოვენ, მოვახერხე და ზოგ მედია საშუალებას მივეცი კომენტარი. ზოგისთვის ვერ ვახერხებ რისთვისაც ბოდიშს გიხდით. გადავწყვიტე ფბ პოსტით დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მზად არის კონსტრუქციული დებატებისთვის და დისკუსიისთვის, იქნება ეს სასამართლო რეფორმა, თუ მედია გარემო, თუ ანტიკორუფციულ სისტემები და კიდევ ბევრ სხვა თემა, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს. მაგრამ ძალიან არ მინდა ჩემი მისამართით ნათქვამ არაეთიკურ გამონათქვამებს პასუხი გავცე და ამაზე დიდი დრო დავხარჯო. პირველ რიგში, ამას ყველაფერს არასერიოზულად ვთვლი და მეორეს მხრივ, ჩვენს ორგანიზაციაში წინა საარჩევნო ციებ-ცხელებაა. ამიტომ დროის გამოძებნაც მიჭირს, ყველას ცალ-ცალკე გიპასუხოთ. მინდა, მალე დადგეს საქართველოში დრო, როცა ოპონენტები პიროვნულ შეურაცხყოფას შეეშვებიან და "დაპირისპირება" მხოლოდ საქმიანი იქნება. ასევე, ქვეყნის სამსახური და სამხედრო ან პოლიციის წოდება საქილიკო და სამარცხვინო არ იქნება", _ წერს გიგაური საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე და იქვე დასძენს, რომ პოლიციის პოლკოვნიკი არასოდეს ყოფილა.

"ვწუხვარ მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ პოლკოვნიკი. უმცროსი მესაზღვრის ჩინი მქონდა ისევე როგორც ყველას ვინც მსახურობდა სასაზღვროში. მე იქ 2004 წლიდან 2008 წლამდე ვიმსახურე... და სასერთაშორისო ურთიერთობებს და რეფორმებს ვხელმძღვანელობდი", _ წერს გიგაური.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა: "ფულზე რომ იყო საუბარი იქ გიგაურმაც მიიღო რაღაც პაგონები".

"ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია, სამოქალაქო საზოგადოებაც ხომ მათ გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის და ისეთ ნიშას იბრალებს.

ასეთი აგრესიული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც კი არ არიან, როგორც ისინი ვინც არასამთავრობოებს აფარებენ თავს. 

ფულზე რომ იყო საუბარი იქ გიგაურმაც მიიღო რაღაც პაგონები და ესენი გამოდიან. მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ, ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, _ აღნიშნა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთნ შეხვედრისას.




 ახალი ამბები
  • სოფელ ლიხაურში მცხოვრებლები შშმ პირთათვის ადაპტირებულ გარემოს ითხოვენოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ კიდევ ერთი ელექტრონული პეტიციით ინიცირებული საკითხი განიხილა.  სოფელ ლიხაურის მოსახლეობის ინიციატივაა, რომ სოფელში მცხოვრები შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო მოეწყოს. როგორც პეტიციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნანა ღაჟონიამ ბიუროს განუმარტა, პეტიცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოფელში მცხოვრები შშმ პირთა ინტეგრაციას და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად შესაბამისი ადაპტირებული გარემოს შექმნას. როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, საკითხს საკრებულოს დარგობრივი კომისია ... ...
  • ბახმაროს დაბის სტატუსი მიენიჭაჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაბის სტატუსი მიენიჭა. „მთელი ეს წლები ბახმაროს არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას. მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები  და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე. მზარდი პოტენციალიდან გამომდინარე, ჩვენც დიდი გეგმები გვაქვს, უკვე შემუშავებულია სივრცითი განითარების გეგმა და ვმუშაობთ ბახმაროს ეკონომუკიური განვითრების გეგმაზე, რათა სწორად განვსაზღვროთ კურორტის ინფარასტრუქტურული პრიორიტეტები. შარშან დავიწყეთ და უკვე 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული ელექტრომომრაგების პროექტში, რაც ბახმაროს დიდი ხნის პრობლემაა, წელს ეს პროექტი დასრულდება და 2400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და  სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე - დამსვენებლებს“ _ განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრნა  მაია ცქიტიშვილმა.  ბახმაროსთვის დაბის სტატუსის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ ჩოხატაურში 24_ე ადმინისტრაციული ერთეული შეიქმნება. მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, ბახმაროში მერის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ... ...
  • პედაგოგების ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყებასასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. „ვმუშაობთ კვალიფიკაციის მოდულზე თავის ანაზღაურებასთან ერთად. აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციით და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. მინიმალური ხელფასი პედაგოგის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1500 ლარიდან დაიწყება. მაისში წარმოვადგენთ როგორ მოხდება, რა რაოდენობები იქნება, რომლის განხორციელებაც ამ წლის შემოდგომიდან დაიწყება", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. მინისტრის თქმით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით თავიანთ ხედვას ... ...
  • კურორტი გომის მთა შემოქმედის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცევაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კურორტ გომის მთის შემოქმედის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცევის შესახებ ისაუბრეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გომის მთის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შემუშავდა. “გეგმის დამტკიცებამდე, საჭირო გახდა კურორტ გომის მთისთვის დასახლების სტატუსის მინიჭება. შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება „დადგენილ იქნას შემოქმედის ადმინისტრაციული საზღვრები, სადაც მოქცეული იქნება კურორტ გომის მთის ტერიტორია“, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ. აღნიშნული წინადადების მოწონების თაობაზე საკრებულოს მორიგ სხდომაზე ... ...
  • ვინ გახდა ლანჩხუთის საპატიო მოქალაქესაქართველოს ომისა და სამხედრო ვეტერანების ცენტრალური კავშირის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს,  გივი ებრალიძეს, მერის, ალექსანდრე სარიშვილის გადაწყვეტილებით , საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მერმა პირადად  გადაუხადა მადლობა გივი ებრალიძეს გაწეული ღვაწლისთვის და საპატიო მოქალაქის მოწმობა ... ...

არქივი

ზაფრანი

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...

ლუდის რიტუალები საქართველოში

ლუდის სარიტუალო პროცესების სათავეში დგას...

როგორი, რასთან, რამდენი

მიღებულია, რომ თეთრი ღვინო თევზეულსა...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...