მურისიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძე-გვენეტაძე-თავაძემ შეიძლება სცადონ საკონსტიტუციოზე სრული კონტროლის მოპოვება - ალაფიშვილი

ფეისბუქსტატუსები

მურისიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძე-გვენეტაძე-თავაძემ შეიძლება სცადონ საკონსტიტუციოზე სრული კონტროლის მოპოვება - ალაფიშვილი

2016 ოქტ 2 00:34:39

ფონდ "მომავლის ინიციატივების" ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ხვალინდელი დღე 20 სექტემბერს დაწყებული საკონსტიტუციო სასამართლოს ჯიბეში ჩასმის სპეცოპერაციის შემდგომ ეტაპად იქცეს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ალაფიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ხვალ, 2 ოქტომბერს საკონსტიტუციოს მოსამართლეები ფიცს დადებენო. სიმართლე გითხრათ ვინ და რის საფუძველზე განსაზღვრა ეს დღე უცნობია - კანონი ფიცის დადების არც ვადას, არც თარიღს და არც პროცედურებს არ განსაზღვრავს. არ მინდა დავიჯერო რომ ეს მოადგილე თავაძემ განსაზღვრა და პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესის თავმჯდომარე და ახლადგამწესებული მოსამართლეები მისი ნების აღმსრულებელნი აღმოჩნდნენ.
შესაძლოა სწორედ ხვალინდელი დღე იქცეს 20 სექტემბერს დაწყებული საკონსტიტუციოს ჯიბეში ჩასმის სპეცოპერაციის შემდგომ ეტაპად, ეს იმ შემთხვევაში თუკი ხვალვე სცადეს მოადგილე თავაძის თავმჯდომარედ გაყვანა. მურისიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძე-თავაძეს თავმჯდომარეობისთვის საჭირო და გარანტირებული მე-5 ხმა გვენეტაძემ და უზენაესის პლენუმმა უბოძა ტუღუშის სახით. 

ასე რომ, ხვალ მურისიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძე-გვენეტაძე-თავაძემ შეიძლება სცადონ საკონსტიტუციოზე სრული კონტროლის მოპოვება: თავმჯდომარე და ორივე მოადგილის შეცვლა, ორივე კოლეგიაზე სრული კონტროლი.
თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა პლენუმის მოწვევა და ჩატარება, ხვალ ფიცის დადებამდე და მოსამართლის უფლებამოსილებაში შესვლამდე კი პლენუმი არ არის მოწვეული და ვერც იქნება მოწვეული. 

ამის შემდგომ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია რომ თავმჯდომარის ასარჩევად პლენუმის სხდომა ჩატარდეს არჩევნების შემდეგ, შესაძლოა მას შემდგომ რაც ახლადარჩეულ პარლამენტს ექნება შესაძლებლობა იმსჯელოს მე-9 წევრის გამწესებაზე, ეს 1 ნოემბრამდე მოსწრებადია. 

თუკი მურისიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძე-გვენეტაძე-თავაძე მაინც იძალავებენ, მაშინ პროცესის პოლიტიკური კალაპოტიდან ჩამოშორებისა და საკონსტიტუციოს დასამორჩილებელი სპეცოპერაციის შესაჩერებლად ერთადერთ იარაღად რჩება პლენუმის გახსნისთვის საჭირო ქვორუმი. მართალია "პოლიტნაეზდნიკებს" აქვთ გარანტირებული 5 ხმა, მაგრამ პლენუმის გახსნისთვის საჭიროა 6 ხმა/დამსწრე, რომელიც მათ არ აქვთ!

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ეკა ბესელიამ ღიად განაცხადა მათი პოლიტიკური მიზანი: არჩევნების საკითხი არ გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანიო. ეს უსაფუძვლო შიშია, მაგრამ მმართველმა ძალამ მიზნად სწორედ ეს დაისახა და ამისთთვის მიზანმიმიმართულად მიიწევს წინ, გვენეტაძეც და უზენაესი სასამართლოც, თავისი ახლადგამწესებული დამოუკიდებელი ვარსკვლავმოსამართლეებით უკვე ჩაისვა ჯიბეში. ეხლა საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერია. 

იმედია საკონსტიტუციოს ახლადგამწესებული მოსამართლეები გულდასმით გაიაზრებენ ამ ყველაფერს და შეეცდებიან საკონსტიტუციო სასამართლოსაც და სახელმწიფოსაც სერიოზული საფრთხე ააცილონ. სხვა შემთხვევაში ისინი, დანარჩენ 5-ზე უფრო მეტადაც შეიძლება იყვნენ პასუხისმგებლები მავნე შედეგებზე", _ წერს ალაფიშვილი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...