ზურაბ ჭიაბერაშვილი: "უნდა შევიდეთ _ საპარლამენტო ტრიბუნის დაკარგვა დაუშვებელი მგონია"

ფეისბუქსტატუსები

ზურაბ ჭიაბერაშვილი: "უნდა შევიდეთ _ საპარლამენტო ტრიბუნის დაკარგვა დაუშვებელი მგონია"

2016 ოქტ 11 15:03:04

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ყველა მხარდამჭერს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ "ნაციონალები" პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდნენ:

"მსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადო ნაციონალური მოძრაობის ყველა მხარდამჭერს, რომლებმაც ამ ურთულეს, უთანასწორო ბრძოლაში საოცარი გამძლეობა და შემართება აჩვენეს.

2 დღის განმავლობაში მიმდინარეობს საჯარო და შიდაპარტიული დისკუსია შემდეგ საკითხთან დაკავშირებით: იმ ძალადობრივი გარემოსა და იმ საარჩევნო მანიპულაციების გათვალისწინებით, რაშიც ჩაიარა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა, უნდა შევიდეს თუ არა პარტია პარლამენტში?  _ ვფიქრობ, პარლამენტში უნდა შევიდეთ.

იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილი ძალადობრივად ეპატრონება ყველა ბერკეტს (“რუსთავი 2” ერთ-ერთი შემდგომი სამიზნეა) და როდესაც პროდასავლური პოლიტიკური ძალებიდან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა რჩება პოლიტიკურ ავანსცენაზე, საპარლამენტო ტრიბუნის დაკარგვა დაუშვებელი მგონია. “ქუჩაში დარჩენა” ივანიშვილს საშუალებას მისცემს, პარტიის მარგინალიზაცია მოახდინოს.   

გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტში ყოფნა საშუალებას გვაძლევს, აქტიურად გამოვიყენოთ საერთშორისო კონტაქტები. ნატოს, ეუთოს, ევრიპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნებზე გასასვლელი საქართველოს პარლამენტზე გადის.

საერთაშორისო საზოგადოების თანადგომა გვჭირდება ყველაფერში - ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის შესანაღცუნებლად, “რუსთავი 2”-ის დასაცავად, ჩვენი პოლიტპატიმრების ციხიდან დასახსნელად.  

ჩვენს უკან დგას ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც ხვალ და ზეგ ინდივიდუალურად შეიძლება აღმოჩნდეს სუსის სამიზნე ანდა სოციალური უსამართლობის მსხვერპლი. პარლამენტარის სტატუსი საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტურად ვიბრძოლოთ ამ და ნებისმიერი მოქალაქის უფლებებისთვის.  

რაც მთავარია, როგორც პარტიას, რომელმაც მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და უბრალოდ ფიზიკური დევნის პირობებშიც კი ამხელა მხარდაჭერა აქვს, არ აქვს უფლება, უარი თქვას მის გარშემო კიდევ დამატებითი პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მობილიზაციაზე. საპარლამენტო პროცესი საშუალებაა, სზოგადოების უფრო მეტ სეგმენტს აჩვენო შენი ახალი სახე ქმედებაში და არა მხოლოდ ქუჩაში.

ყველამ კარგად იცის, რომ მრავალათასიანი მიტინგის ორგანიზება შეგვიძლია და, შესაბამისად, გავაკეთებთ კიდეც. 

შეგახსენებთ, რომ ჩვენ ასეთ ძალადობრივ პირობებშიც კი გაგვეზარდა მხარდაჭერა. თუმცა აქვე უნდა გავცეთ პასუხი კითხვას: რატომ არ გაგვეზარდა ეს მხარდაჭერა უფრო მეტად? პასუხი მხოლოდ ივანიშვილის “თამაშის წესებში”, უფრო სწორად უწესობაში არაა.

 ფაქტია, რომ ჩვენც დავაკელით რაღაც, უფრო კონკრეტულად კი, ჩვენ ვერ დავაჯერეთ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რომ შიდაპარტიული ტრანსფორმაცია საკმარისი იყო, რომ ნამდვილად “რეფორმისტი” და არა “რევანშისტი” პოლიტიკური ძალა ვართ.

ვიმეორებ: მხოლოდ “ჰეროკრატიას”, სუსს, დაშინებასა და შანტაჟს ამას ნუ დავაბრალებთ.

ივანიშვილის წინააღმდეგ საერთოეროვნული კონსოლიდაციისათვის პარტიამ უფრო მეტად უნდა შესძინოს დამაჯერებლობა თავისი განახლების პროცესს.  

ამ პროცესში სწორედ საჭიროა, პირველ რიგში, ჩვენს აქტიურ მხარდამჭერებს ვაჩვენოთ, რომ მათთან ერთად ბრძოლას ვაგრძელებთ და ივანიშვილს არცერთ გოჯს არ დავუთმობთ - არც პარლამენტში, არც სასამართლო დარბაზებში, არც ქუჩაში, არც ქალაქში და არც სოფლად.   

პოლიტიკური პარტიისათვის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პროცესიდან - საპარლამენტო დისკუსიიდან გამოთიშვა სხვას უთავისუფლებს ასპარეზს. ამიტომ მიმაჩნია, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ და საზოგადოების ყველა ჯანსაღი ძალის კონსოლიდაციისათვის ვიბრძოლოთ. თან პარტიის შემდგომი ტრანსფორმაციის თანხლებით" _ წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...