"მეტად უტიფარი და ურცხვი განცხადება" _ გამზარდია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას აფასებს

ფეისბუქსტატუსები

"მეტად უტიფარი და ურცხვი განცხადება" _ გამზარდია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას აფასებს

2016 ნოე 15 16:19:07

"მეტად უტიფარი და ურცხვი განცხადება", _ ასე ეხმაურება PR ტექნოლოგიების სპეციალისტი არჩილ გამზარდია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით:

"მთავრობის ადმინისტრაცია ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. წავიკითხე ყურადღებით და შემრცხვა:
1) ჯერ იყო და ლარის დევალვაციის მიუხედავად ფასები არ იცვლება და ზოგან მცირდება კიდეცო. _ მე მგონი, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მაღაზიებსა და აფთიაქებში არ დადიან, თორემ მსგავს სისულელეს როგორ იტყოდნენ. პატივცემულო ხელისუფლებავ, ნუ გვასულელებთ, ფასები იცვლება კატასტროფული სიჩქარით თითქმის ყველა სამომხმარებლო პროდუქტსა და წამალზე. საშინლად არის გაზრდილი ფასები სამედიცინო მომსახურების, სადაზღვევო პაკეტების, ტაქსებისაც კი. იქნებ, ცოტა თვალები გაგეხილათ და თუ უკვე ისეთ ვაკუუმში ხართ, რომ ამ ყველაფერს ვერ ხედავთ, დაგვიძახეთ და ნებისმიერი ჩვენგანი მარტივად დაგიმსხვრევთ ამ ხელოვნურ და ცრუ პროპაგანდას ფასების შემცირების თემაზე.

2) "უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა..." - მე მაპატიეთ, მაგრამ ბოლო სამი წელია ლარის დევალვაცია მიმდინარეობს, მესმის, იყო ფაქტორები გონზე მოსასვლელად, გასააზრებლად, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გეგმა რომ გეგმაა, ის მაინც როგორ ვერ დადეთ? - ახლა იმის თქმა რომ უახლოეს ხანებში გეგმა დაიდებაო, უტიფრობაა სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ და მეტი არაფერი.

3) პატივცემულო ხელისუფლებავ, როგორც კი ხელისუფლება იწყებს საუბარს, სხვაგან ასეა და საქართველოშიცო, ამას პროპაგანდა ჰქვია, ადრე "ნაციონალურ მოძრაობას" ახასიათებდა მსგავსი განცხადებები, რომ მსოფლიოში ხორბლის ფასი აიწია და ამიტომ საქართველოშიცო, ნავთობი გაძვირდა და ამიტომ ბენზინიო და ა.შ. ჰოდა, ეს შედარება "ისევე, როგორც ევროპაში", მხოლოდ გაძვირებას შეეხებოდა და არა მოსახლეობის მზაობას, რატომ ჩვენ არ ვართ მოქალაქეები დაცულები "ისევე, როგორც ევროპაში", არამედ მხოლოდ ფასები, სიძვირე და სირთულეა "ისევე, როგორც ევროპაში?" - ეს ყველაფერი ცრუ პროპაგანდაა და კომუნიკაციების ნებისმიერი სპეციალისტი მიგიხვდებათ ამ არც ისე ნიჭიერ ხრიკს, რომ ჩვენი გასულელება გააგრძელოთ.

4) კიდევ ერთხელ წავიკითხე ეს მეტად უტიფარი და ურცხვი განცხადება და მეტი არაფერი დამრჩენია, გირჩიოთ რომ მოიწვიეთ "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები და იქნებ, ჰკითხოთ, როგორ ინარჩუნებმა მუდმივად ომში მყოფი სახელმწიფო ასე თუ ისე ლარის მაჩვენებელს.
ამდენი ხნის განმავლობაში, როდესაც მთავრობას გეგმაც კი არ ჰქონია თურმე შემუშავებული, თურმე მომავალი წლის ინფრასტრუქტურით აპირებს ლარის კურსის გაუმჯობესებას და ნახევარპროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით გვაბრუებს, რომ სიტუაციას დაალაგებს, ეს არის უხერხული განცხადება, ეს არის უხარისხო განცხადება, ეს არის უპასუხისმგებლო და უტიფარი განცხადება.

ბატონო პრემიერო, მთავრობის მეთაური თქვენ ხართ, პასუხისმგებლობაც თქვენზეა, არ დაგავიწყდეთ, რომ რაც გინდა უწყობდეთ ხელს მითებს სხვისი მმართველობის შესახებ, სადაც თითქოსდა თქვენი წილი პასუხისმგებლობა ამორფულია, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე დიდი ძალაუფალი ხართ თქვენ და ნებისმიერი პასუხისმგებლობა თქვენი პასუხისმგებლობაა.

და ბოლოდ, თქვენი განცხადების მსგავსი განცხადება სტუდენტს რომ დაეწერა დავალებად, დიდი ბოდიშის მოხდით, ქულასაც კი არ დავუწერდი ასეთ უშინაარსო ნამუშევარში", _ წერს გამზარდია "ფეისბუკის" გვერდზე.

ამავე თემაზე: 

"ეს არის გზა მოსახლეობის დაძაბვისა და აგრესიისა" _არჩილ გამზარდია

რას აცხადებენ ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...