"ლართან ბრძოლაში თითქოს ვიღას ახსოვს კომბლე და ქიმია, მაგრამ ზუსტად იგივე ამბავია" _ თინა ხიდაშელი

ფეისბუქსტატუსები

"ლართან ბრძოლაში თითქოს ვიღას ახსოვს კომბლე და ქიმია, მაგრამ ზუსტად იგივე ამბავია" _ თინა ხიდაშელი

2016 დეკ 5 14:40:01

"დღეს მგონი აღარავინ დაობს, რომ ლარის სულ ბოლო პერიოდის გაუფასურება იმ საოცარი განცხადებების შედეგია, რომელსაც მთავრობის წევრები აკეთებენ" _ წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრიო თინა ხიდაშელი.

მისივე თქმით, გეგმები, დაპირებები, პრეზენტაციები არ არსებულ პოლიტიკაზე და არ არსებულ გეგმებზე. 7 ან 9 თვის შემდეგ "გავაკეთებთ", რომელიც ე.წ. ბაზარმა პირდაპირ "მითითებად" აღიქვა ლარის კიდევ უფრო კვდომისთვის.

"ეს არ არსებული გეგმები და პოლიტიკა კიდევ ერთ სფეროს ვნებს და კლავს ჩვენს რეალობაში _ განათლების პოლიტიკას.

ეს კვირები, განათლების მინისტრის ენამოსწრებულებაზე არც არაფერს ვამბობთ. ლართან ბრძოლაში თითქოს ვიღას ახსოვს კომბლე და ქიმია, მაგრამ ზუსტად იგივე ამბავია.

იმის მიუხედავად, რას ამბობს განათლების მინისტრი ქიმია-ფიზიკის მეზობლების სიყვარულთან კონკურენციაზე, სკოლა აგრძელებს ცხოვრებას, იქ გაკვეთილები ტარდება, საზეპირობესაც ითხოვენ, მენდელეევსაც და ვალენტობასაც, ჩემი მე-11 კლასელი შვილის ბიოლოგიის გაკვეთილს დავესწარი და მთელი გაკვეთილის მანძილზე, სასწაული ტერმინების ბრაგაბრუგმა გამაბრუა, არც არაფერში გამოადგება და ვერც ვერასოდეს გაიგებს არაბუნებრივი უნარების არმქონე ბავშვი, იმიტომ რომ მთავარი ამოსავალი "გამოცდაზე ასე მოდის" არის _ ეს სკოლის რეალობაა.

ამასობაში, განათლების მინისტრი საჯაროდ, დილა - საღამოს ყოველგვარი სისტემურობის გარეშე, კონკრეტული პოლიტიკის შემოთავაზების გარეშე, რაომე ხელშესახები ცვლილებების გარეშე ამბობს იმას რასაც ამბობს. მე მაინც ქიმია ფიზიკის ცოდნა რომ მეზობლის სიყვარულს უშლის ხელს ის ნაწილი მხიბლავს ყველაზე მეტად.
და გაუფასურებულ, გაუბედურებულ მილიონ ლარიანი შეკითხვა:

_ როგორ უნდა მოიქცეს დედა / პედაგოგი როდესაც ამის მომსმენი მე-7 ან მე-11 კლასელი იკითხავს, რატომ მასწავლით და მტანჯავთ, აგერ მინისტრიც თუ ასე ფიქრობსო?
პასუხი: არ ვარგა, არაფერში გამოგადგება, სადღეგრძელოსაც კი ვერ იტყვი მაგრამ უნდა მაინც უნდა ისწავლო, იმიტომ რომ, როგორც ჩვენი მინისტრი მოსწავლეებთან ამბობს "კაიფი იმაშია', რომ არასოდეს რომ არ გამოგადგება ის "გამოცდისთვის გჭირდება" და მინისტრს უბრალოდ დაავიწყდა რომ ცოცხალი ადამიანების, უფრო მეტიც მოზარდების ბედზე საუბრობს  არ მიიღება! _ წერს ხიდაშელი.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...