"უნდა გაშიშვლდეს თუ არა, უნდა მოეხადა ბოდიში თუ არა... _ რაღაცისგან ყურადღების გადატანა ხდება"

ფეისბუქსტატუსები

"უნდა გაშიშვლდეს თუ არა, უნდა მოეხადა ბოდიში თუ არა... _ რაღაცისგან ყურადღების გადატანა ხდება"

2016 დეკ 11 17:49:41

"ეს ყველაფერი ჭიქაში ატეხილ ტორნადოს და ტაიფუნს წააგავს - უნდა გაშიშვლდეს თუ არა, უნდა მოეხადა ბოდიში თუ არა, უნდა წავიდნენ ნუდისტები სვანეთში თუ არა. მე უფრო მგონია, რომ რაღაცისგან ყურადღების გადატანა ხდება, უზარმაზარი ენერგია იხარჯება, მიდის დებატები, იძაბება ნერვები, არის მუქარა და ორგანოებისთვის წარამარა მოწოდება, იმოქმედონ" _ წერს სოციალურ ქსელში კონტსტანტინე გამსახურდია.

მისივე თქმით,  ყურადღების გადატანა უნდათ თუნდაც იმისგან, რისი აღქმაც და რისთვის თვალის გასწორებაც არანაირად არ სურთ.

"იმისგან, რომ სულ რაღაც 30 წელიწადში საქართველოში უმცირესობაში მოექცევა ის ეთნოკულტურული ელემენტი, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს ქართულ ენაზე, რომელმაც შვა არაერთი გენიალური შემოქმედი და მოღვაწე და არავითარი "ფაშიზმი." გაიხსენეთ: "ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსა შინა ჟამნი ქართულითა ენითა შეიწირვის და წირვა აღესრულების" - ამ დეფინიციის ჩამოქნის დროს, მე-10 საუკუნეში არანაირი "ფაშიზმი" არ არსებობდა. საერთოდ არ იყო "იზმები" და "ისტები". პარალელი გინდათ? მაგალითად, ისრაელის სახელმწიფო არ უშვებს 6 მილიონ პალესტინელ ლტოლვილს, რადგან ეს ისრაელში დემოგრაფიულ და კულტურულ-რელიგიურ სიტუაციას ძირეულად შეცვლის. შესანიშნავად მესმის მათი სახელმწიფოებრივი მიდგომის.

იმისგან, რომ ვიზა-ლიბერალიზებული საქართველოდან უმუშევრად და უსახსროდ დარჩენილი მასა მიაწყდება ევროპას, იმ იმედით, რომ აღთქმულ ქვეყანაში ჩავა, ან იმუშავებს, ან ლტოლვილად ჩაბარდება. ქართულმა სახელმწიფომ კი ვიზა-ლიბერალიზაციასთან ერთად ივალდებულა 100 მილიონი დოლარი დახარჯოს ყოველწლიურად ევროპიდან უკანვე დეპორტაციების ხარჯების დასაფარად.

იმისგან, რომ სტუდენტების 30 პროცენტი მაინც სწავლის ხარჯებს პრაქტიკულად ვერ იხდის უმაღლეს სასწავლებლებში.

იმისგან, რომ მიმდინარეობს საბანკო ვალში მყოფი ოჯახების გამოსახლებები, სახელმწიფო კი არაფერს არ აკეთებს ამ პროცესის შესაჩერებლად.

იმისგან, რომ რუსეთში იწყება პროექტი საქართველოს კუთხეების ერთი-მეორის მიყოლებით გამოძრობისა და რუსეთის ფედერაციასთან მიერთებისა. ამის ნიშანია თუნდაც "აფსუურ-აფხაზურ" მასმედიაშია მეგრულის შემსწავლელი კურსების დაწყება, რაზეც კომენტარს არ აკეთებს არავინ. ყველა კუთხეს თავისებურად მიუდგებიან, იცოდეთ. მათ არ ეპიტნავებათ საქართველოს არც "სახელმწიფო," არც "სსრ" - პირდაპირ "ნაშ იუგ" და მორჩა. ზვიად გამსახურდიამ თავის სიურეალისტურ ზღაპარში ამაღლების ციხეზე "ქათამ-ვეშაპი" უწოდა საბჭოთა იმპერიას და მოდით, პირობითად დავარქვათ ჩრდილოეთს "ქათამ-ვეშაპი N 1".

იმისგან, რომ ერდოგანისეულ ბოლო სულთნისდროინდელ ოსმანური იმპერიის "მცირე პორტას" მოდელში ბათუმიც მოაზრება. (ერაყის მოსულთან და ბალკანურ თრაკიასთან ერთად) ყოველ შემთხვევაში ეს ნეო-პორტა რუსეთთან მაინც ივაჭრებს ამ საკითხზე, მთლად რომ დაიქცეს ქვეყანა. ესეც "ქათამ-ვეშაპი N 2" სამხრეთით.

იმისგან, რომ იგივე სვანეთში გიგანტური ჰესების აშენებას გეგმავენ, რომ გააკეთონ ფული და ქართველ კაცს მთიანეთიდან ფეხი ამოუკვეთონ: თითქოს ენგურ-ჰესი საკმარისი არ იყოს.

იმისგან, რომ მოსახლეობისგან იცლება ქართული სოფელი - არამარტო მთაში, უკვე ბარშიც" _ წერს გამსახურდია.




 ახალი ამბები
  • "შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, თავგანწირვაც" _ გიორგი კვირიკაშვილი შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც, თავგანწირვაც, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს. "მსურს გამოვხატო აღტაცება, პატივისცემა და დიდი მადლიერება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ, თავდადების, პროფესიონალური ბრწყინვალების და მოქალაქეობრივი ტვირთის უზადოდ ტარებისთვის. განსაკუთრებულად იმ ადამიანებს მადლობა, ვინც სწორი და დროული მიმართულება მისცეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეაგირებას ამ ურთულეს გამოწვევაზე, რომელსაც ბევრმა, გაცილებით უკეთ დაფინანსებულმა სისტემამ, სამწუხაროდ, ვერ გაართვა თავი. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. მინდა ასევე მადლიერება გამოვხატო პოლიციელების, მესაზღვრეების, სამხედროების, ტრასპორტის თუ სავაჭრო სფეროში მომუშავე, და სხვა უამრავი ადამიანის მიმართ, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს ურთულეს პირობებში მუშაობას და ქვეყნის სამსახურს. ასევე მინდა ვთქვა, რომ მთავრობა აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული. ასეთ დროს ჩნდება სურვილი, რომ ერთი რიგითი მოქალაქის და ჯარისკაცის პოზიციიდან, შესაძლოა არა უაზრო, მაგრამ უკონტექსტო და სიტუაციისთვის უადგილო კრიტიკით, მინიმუმ ხელი არ შეუშალო იმას, რამაც ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით და რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან. ერთი კია, შორეულ ისტორიას რომ არ დავესესხო, 9 აპრილიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ბოლო 31 წლისთვის თვალის გადავლებითაც ცხადი ხდება, რომ შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც, თავგანწირვაც, დაუფასებელი პროფესიონალიც ბევრი გვყოლია, უბრალოდ ერთი რამ გვაქვს მეც და ყველასაც გასაკეთებელი, რომ მომავალში ყველაფერი ეს მოვახერხოთ მანამდე, სანამ ასე მოიღრუბლება, რომ ერთხელაც გვიანი აღარ იყოს",-წერს ... ...
  • ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული_ ავტოსაგზაო შემთხვევა გორშიერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა გორში, სოფელ კარალეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. დაშავებულები გორში, კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში განუცხადეს,ერთი პაციენტი უკვე ბინაზე გაეწერა, ხოლო მეორე, 18 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი,ჯერჯერობით,უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირს აპრილის თვის პენსია წინასწარ ჩაერიცხებასაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და „ლიბერთი ბანკთან“ აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხდება პენსიების განსხვავებული წესით გაცემა. კერძოდ, პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში - აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას. პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებ-გვერდი www.myliberty.ge, ან დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე - 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან - 208. საქართველოს მთავრობა მიმართავს თხოვნით პენსიონერებს, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდონ ფულის გამოსატანად ბანკის რიგში დგომას, რამდენადაც პლასტიკური ბარათით გადახდა დღეს ფაქტობრივად ყველა მომსახურების მიღებისას შესაძლებელია. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ პენსიის თანხის ნაღდი ფულის სახით მიღების სურვილი აქვთ, რიგში დგომისას აუცილებლად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. რამდენიმე დღის წინ „ლიბერთი“ ბანკმა, საკუთარი ინიციატივითა და რესურსით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიების წინასწარ გასაცემად 100 მილიონი ლარი გამოყო. ამ ინიციატივის მიზანი იყო, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი, 70 წელს გადაცილებული ადამიანების დაცვა ვირუსით გამოწვეული მომატებული საფრთხეებისგან, კერძოდ, მათთვის ბანკში მისვლის საჭიროების შემცირება და პენსიის აღებისას მოქალაქეების ნაკადების მაქსიმალურად გადანაწილება. საქართველოს მთავრობა „ლიბერთი ბანკს“ მადლობას უხდის ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიღებული ძალიან დროული და სწორი ... ...
  • თბილისში მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. თვითმხილვების თქმით, ავტომობილის მძღოლმა, რომელიც შესახვევიდან გამოდიოდა, ავტობუსი ვერ დაინახა და დაეჯახა. როგორც „გურია ნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, უწყებამ კანონდამრღვევი ... ...
  • მსოფლიო ბანკმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყომსოფლიო ბანკი საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკურ ზრდას მხარს უჭერს. როგორც მსოფლიო ბანკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ეკონომიკური მენეჯმენტისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკისთვის ქვეყანას 45 მილიონი ევრო გამოუყო. მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს რეფორმებს, რომლებიც გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას და უფრო მეტ ეკონომიკურ ინკლუზიურობას. ყურადღება გამახვილებულია: საჯარო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე, კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, უფრო კონკურენტული ბაზრების პოპულარიზაციაზე, ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე, მასწავლებლის ანაზღაურების გაუმჯობესებასა და ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე. ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს სტაბილური მაკრო-ფისკალური გარემო და განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები, ეკონომიკური მართვის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება კი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ასევე COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სებასტიან მოლინეუსმა. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ "განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები" შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020 წლის სტრატეგიასთან და ასევე, მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების ჩარჩო ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...