"თბილისს ნელ-ნელა ასდის 90-იანების ქუჩური "რაზბორკების" სუნი" _ კონსტანტინე გამსახურდია

ფეისბუქსტატუსები

"თბილისს ნელ-ნელა ასდის 90-იანების ქუჩური "რაზბორკების" სუნი" _ კონსტანტინე გამსახურდია

2017 იან 9 14:30:51

"თბილისს ნელ-ნელა ასდის 90-იანების ქუჩური "რაზბორკების" სუნი".

მახსოვს, ერთმა პატარა ჭკუის დიდმა კოლოფმა თქვა, ზვიად გამსახურდია ძმაო, ქუჩაში არ იდგა, ქუჩის სკოლა არ გამოიარა და იმიტომ მოუვიდა ამდენი შეცდომაო. მერე ის იყო, ქუჩის-აკადემია-გამოვლილმა ბიჭებმა სულ ცოტა სამი წელი იბობოქრეს განსაკუთრებით თბილისსა და სამეგრელოში.

ამაზე გამახსენდა კონსტანტინე გამსახურდიას რომანი-ტრილოგია "მთვარის მოტაცება," სადაც უფრო ფინალისკენ არის ასეთი ადგილი: თარაშ ემხვარი ხედავს სიზმარეულ-აპოკალიპტურ ხილვაში წარმართული ქართლის ორ კერპს, გაცსა და გაიმს, რომლებიც არმაზის მარჯვნივ და მარცხნივ იდგნენ. ემხვარი ხედავს, რომ ისინი შეიარაღებულნი მუსრავენ ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ მათ გაშველებას შეეცდება, ბოლოს ორივეს თავი გაგორდება მტვერში.

საქართველოში დღესაც ერთმანეთს ეკინკლავება და ეძიძგილავება ორი სიბნელე-ფსევდონათელი: ერთი 2007 წლის 7 ნოემბრის და 2010 წლის 26 მაისის დარბევებით ამაყობს - ეს კიდევ ცოტაა, მეტად უნდა დაგვერბიაო; ციხე და სასამართლოც მშვენიერი გვქონდაო, აბა კრიმინალებს "ბულიონჩიკებს" ჩვენი ხელით ხომ არ დავალევინებდითო. ბიზნესების ახევა? რას ქვია ახევა და წართმევა, აბა ხომ გაბლატავდებოდნენო.

მეორე სიბნელე-ფსევდონათელს ენატრება თავპირისმტვრევა, ქუჩური აკადემია, ავტორიტეტები, მაყურებლები, "ობშჩიაკი", თბილისური ამბავი. ენატრებათ 37 მანეთიანი ფრენები, ჩაწყობები და ნეპოტიზმი. გონდაკარგულნი შესცქერიან ვერა ბრეჟნევას. ამართლებენ ვიღაცეების ცემას და უხარიათ.

ჰოდა ნუ დაივიწყებთ, რომ ეს ამბავი, დოკუმენტირებული ქვემოთმოტანილ კადრებში, ძალიან შორსაც არ არის ისტორიაში.

ჩვენ მივესალმებით: 1. დამოუკიდებლობას 2. კანონის უზენაესობას 3. საქართველოს პირველი და მეორე რესპუბლიკების გმირთა ჯეროვან დაფასებას, რადგან სწორედ ისინი არიან სამაგალითონი. ესეც მესამე ალტერნატივა." _ წერს ფეისბუქში კონტანტინე გამსახურდია და ჯაბა იოსელიანის ინტერვიუდან ფრაგმენტს ავრცელებს.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდასაქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნაისტებს განუცხადა. საუბარია 79 წლის ქალზე, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად ფასდებოდა. „თქვენ იცით, რომ 31 მარტს ჩვენ კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში შემოყვანილი იქნა კრიტიკული პაციენტი, ასაკით 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვ-ინფექცია. ასევე მინდა გითხრათ ამ პაციენტის შესახებ, რომ ანამნეზში მასთან იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში წონის მკვეთრი დეფიციტი. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად ორმხრივად დადასტურდა მწვავე პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. მოგეხსენებათ, რომ ამ კვლევების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებულ იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ დღეს დილით, 9 საათზე სამწუხაროდ დაფიქსირდა ლეტალობა“, - განაცხადა ... ...
  • იმერეთში ყველა აგრარული ბაზარი დაიხურაიმერეთის მასშტაბით ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა. იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბაზრის ტერიტორიაზე მხოლოდ მაღაზიები იმუშავებენ. ზვიად შალამბერიძემ იმ დარღვევებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც იმერეთში დაფიქსირდა. მისი ინფორმაციით, გუშინ 30 პირი დაჯარიმდა. წინა დღეებში კი მაჩვენებელი გაცილებით დიდი იყო. ჯარიმები შეეხო როგორც კომენდანტის საათის დროს , ასევე თვითიზოლაციისა და მანქანაში ჯდომის წესების ... ...
  • ვინ მიიღო და რის გამო გასცეს პრემიები ოზურგეთის მერიაშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მარტის თვეში პრემიები გასცა, _ ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. პრემიები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დასაქმებულებმა მიიღეს. მათ შორის არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე. „გურია ნიუსმა“ სცადა, გაერკვია, რა დამსახურების გამო გასცა პრემიები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მაშინ, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც სახლში უმუშევარი არაერთი ადამიანი რჩება. რა დამსახურებისთვის აიღეთ პრემია_ ამ კითხვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს მივმართეთ. როგორც სირაძე აღნიშნავს, პრემიების გაცემა მიზნად ისახავდა იმ თანამშრომლების წახალისებას, რომლებიც კორონავირუსის პრევენციულ საქმიანობაში 24 საათის განმავლობაში არიან ჩართულები და ერთ-ერთი მათგანი თვითონ ამიტომაც გახდა. „ამ ახალი ინფექციის პრევენციის გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, ფაქტობრივად, გადაყვანილი იქნა 24-საათიან რეჟიმზე შაბათ-კვირიანად და დაახლოებით, ამ 25 დღის განმავლობაში ჩაატარეს 3000 კვადრატამდე ტერიტორიის დეზინფექცია. ასევე მონიტორინგზე ჰყავდა ამ სამსახურს აყვანილი ჩემთან ერთად, დაახლოებით, 125 მოქალაქე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ამოწმებდა, რომლებთანაც ვიზიტები ხორციელდებოდა კვირაში 2-3-ჯერ.  კიდევ ბევრი სამუშაო ტარდება და ჩატარდება ეს ღონისძიებები, ვიდრე საჭირო იქნება. სწორედ ამიტომ, ხელმღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, წაეხალისებინა ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები“, _ გვითხრა ... ...
  • "ძმებო ქართველებო! ჩვენ, ინგუშები ვამაყობთ თქვენით" _ რუსლან აუშევი,, მათი მეთოდები უნიკალურია მსოფლიოში. ისინი დასწრებაზე მუშაობენ და განკურნეს, თითქმის 30 ადამიანი. არცერთი გარდაცვლილი! _ მიმართვა ინგუშეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რუსლან აუშევმა სოციალური ქსელით გაავრცელა. გამოაჯანმრთელეს, მძიმე სისტემური დაავადების მქონე, 80 და 90 წელს მიტანებული პაციენტები. მსოფლიო ალაპარაკდა მათ შესახებ. სახელმწიფოსთან ხელიხელჩაკიდებულნი, ეს არცთუ ახალგაზრდა, ძველი წრთობის ადამიანები, მაგრამ მსოფლიო მასშტაბის მეცნიერები მართავენ პროცესს. ძმებო ქართველებო! ჩვენ, ინგუშები ვამაყობთ თქვენით და გვიხარია...,, _ რუსლან ... ...
  • ოზურგეთში აგრარული ბაზარი დაიხურაოზურგეთში აგრარული ბაზარი დაიხურა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღომ. ასევე აიკრძალა გარევაჭრობა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინე მგელაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ აგრარულ ბაზარში მომხარებლები დადგენილ წესებს არ იცავდნენ. „მუნიციპალიტეტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ბაზარში დაცული ყოფილიყო ყველა ნორმები, მაგრამ ხალხის ნაკადი იყო დიდი“,_ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ეკატერინე მგელაძემ. „ერთ ადგილას ხუთზე მეტი ადამიანი იდგა, რომ კარტოფილი ან სხვა პროდუქტი შეეძინათ. არ იცავდნენ დადგენილ წესებს. ამ ხალხს კიდევ არ აქვს შეგრძნება, რა შეიძლება მოხდეს მათი დაუდევრობით“,_  გვითხრა ერთ-ერთმა ინდმეწარმემ, რომელიც ბაზრის დაკეტვას ნაწილობრივ ეთანხმება. „გურია ნიუსმა“ კიდევ ერთი ინდმეწარმე ჩაწერა. „კაცმა, არ იცის, რა მოხდება და წინ რა გველოდება. ჩვენ ყველა წესებს ვიცავდით. ბაზრის ტერიტორია,  არაერთხელ დასუფთავდა და დეზინფექცია ჩატარდა. ვინ დაგვეხმარება და ვინ მოაგვარებს ამ პრობლემას, არავინ იცის“,_  გვითხრა ოზურგეთელმა ინდმეწარმემ. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...