"ამ ერთ კაცს ებრძვის მთელი სისტემა" _ ირინა სარიშილი

ფეისბუქსტატუსები

"ამ ერთ კაცს ებრძვის მთელი სისტემა" _ ირინა სარიშილი

2018 ივნ 3 11:05:50

ირინა სარიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, თანადგომას უცხადებს ზაზა სარალიძეს.

როგორც სარიშვილი წერს, სარალიძეს იგი უყურებს, როგორც მისი შვილების მხსნელს.

„დარდით და ღირსებით სავსე კაცი. 
იქ, სახლშიც, პანაშვიდებზე. 
გარეთაც მთელი 6 თვე. 
არც ერთი სიტყვა ზედმეტი.
არც ერთი ცრემლი ყალბი. 
ყველაფერი ნაღდი. 
ვუყურებ გაოგნებული და ვერ ვიგებ, საიდან და როგორ თავსდება ამ ერთ უბრალო ადამიანში დარდთან ერთად ამდენი სიღრმე , ამდენი კეთილშობილება, ამდენი სულგრძელობა. 
ვუყურებ და ვგრძნობ, უზარმაზარი სიბრალული როგორ შეცვალა უდიდესმა პატივისცემამ და რიდმა მის მიმართ.

ამ ერთ კაცს ებრძვის მთელი სისტემა, ებრძვის ყველაფრით – ჭორებით, ცილისწამებით, მუქარით, დაშინებით, ხალხის მოგზავნით. ყველაფრით, რისი წარმოდგენაც კი შესაძლებელია. 
ცდილობს გატეხოს, მოატყუოს, წონასწორობა დააკარგვინოს, მაგრამ ვერა! ვერ გატეხეს! ვერ შეაშინეს! ვერ ათქმევინეს ერთი სიტყვაც კი ზედმეტი, მაშინაც კი, როცა მას მისი დაღუპული შვილის დაღუპული ძმაკაცის მამამ ენდე მთავრობასო თხოვა! სახეზე ეწერა ყველაფერი – წყენა, იმედგაცრუება და სიბრალული, მაგრამ ხმა არ დაუძრავს, მხოლოდ ხელი მოუთათუნა მხარზე! იმიტომ რომ კაცია! იმიტომ რომ სიბინძურეზე სიბინძურით პასუხი არ შეუძლია და რა უბადრუკია ყველა, ვინც ასეთ კაცს ვინმეს გავლენის ქვეშ მოქცევას დააბრალებს. ერთხელ ახსნა კაცურად ვინც ჰყავს გვერდით და არავის ყურადღებას აღარ აქცევს. ყველას ეძახის, პოლიტიკოსს, არაპოლიტიკოსს, დიდს, პატარას, და ყველა, ვისაც სისხლი არ გაჰყინვია, მის გვერდით დგას! 
კაცი, რომელმაც დამანახა, რამდენი ჭკუით დატენილი ახალგაზრდა გვყოლია, რამდენი მომავალი გმირი! 
ეს დღეები ამ კაცს და ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც გვერდით დაუდგა! 
მე არ ვიცი რა იქნება ხვალ! რითი დასრულდება ეს ყველაფერი... 
მაგრამ მე ვიცი რომ ამ კაცს ვერ გატეხენ! კაცს, რომელმაც სამართლისათვის ბრძოლაში თავისი უსწორესი, უნაღდესი და უსუფთავესი ბრაზით მოკლული შვილი გააცოცხლა!

ჩემი უღრმესი პატივისცემა და თანადგომა კაცს, რომლის დამოკიდებულება დღევანდელ სიტუაციაში მოვლენებისადმი ჩემი საზომია და რომელსაც თვალებში ვუყურებ როგორც ჩემი შვილების მხსნელს!

Zaza Saralidze : შენთან ვართ ბოლომდე!“ _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირინა სარიშვილი.




 ახალი ამბები
  • უბანი, რომელზეც სანდრა რულოვსმა მისცა ხმა, გეგა შენგელიამ მოიგოზუგდიდის #82 საარჩევნო უბანი, სადაც ხმა გაერთიანებული ოპოზოციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მისცა, ოცნების კანდიდატმა მოიგო. აღნიშნულ უბანზე ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მონაცემების თანახმად, ამ უბანზე 290 ხმა მიიღო გეგა შენგელიამ, ხოლო 200 _ სანდრა ... ...
  • სერის საარჩევნო უბანიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგოამ წუთებში დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #08 სერის საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნებში მონაწილე 642 ამომრჩევლიდან 492-მა ხმა დავით მდინარაძეს მისცა. 76 ხმა მიიღო ა კობა ზაქარეიშვილმა, ტოგო ჭელიძემ _ 26, კაკო თავდუმაძემ _ ... ...
  • ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერაკენჭისყრის პროცესთან დაკავშირბით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი,_ამის შესახებ ცესკოში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი. საჩივრები დაიწერა, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი  ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მხრიდან. ანა მიქელაძის განცხადებით, თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული და მათზე იქნება შესაბამისი კანონისმიერი ... ...
  • დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგოოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგო. ამ უბანზე 491 ამომრჩეველი მივიდა, რომელთაგან  340-მა ამომრჩეველმა მხარი მდინარაძეს დაუჭირა. რაიცენტრალუში 113-მა ამომრჩეველმა ევროპული საქართველოს კანდიდატს კობა ზაქარეიშვილს დაუჭირა ... ...
  • დავით მდინარაძემ ანასეულელების გულის მოგებაც შეძლო"ქართული ოცნების" კანდიდატმა დავით მდინარაძემ ანასეულის საარჩევნო უბანიც მოიგო. 444 ამომრჩევლიდან ოცნების კანდიდატს მხარი 280-მა, რაც ამომრცეველთა 65.12%-ს ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...