ავთანდილ თალაკვაძე: "ჩემთვის უდიდესი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა"
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყოფილის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„მოგესალმებით!
ალბათ, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცით ჩემი გადაწყვეტილების შესახებ _ დავტოვო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა.
უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემს ყოფილ თანამშრომლებსა და კოლეგებს მივმართო _ ჩემთვის უდიდესი პატივი იყო თქვენთან ერთად მუშაობა და როდესაც ამას ვამბობ, მინდა იცოდეთ, რომ ყოველი სიტყვა ნამდვილია.
მადლობას გიხდით იმისთვის, რაც ერთად, თავდაუზოგავი შრომით, მეგობრობითა და თანამშრომლობით შევძელით. მადლობას გიხდით პროფესიონალიზმისთვის.
ჩემო სასწრაფოს ეკიპაჟის წევრებო, აუცილებლად უნდა გამოვყო თქვენი ღვაწლი კოვიდ19-ის მართვის პროცესში და მადლობა გადაგიხადოთ პროფესიული თავდადებისთვის.
მჯერა, ჩვენს დაწყებულ საქმეს, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, წარმატებით და ჩვეული მონდომებით განაგრძობთ და მაქსიმალურად დაეხმარებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას რთული პერიოდის გადალახვაში.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ვირუსზე გამარჯვების მისაღწევად.
წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ! საუკეთესოს სურვილებით, ავთანდილ თალაკვაძე“.