“დაანებე "ნადეჟდა" და "ცრუსთავს" თავი" _ დაპირისპირება გიორგი გასვიანსა და ნიკა გვარამიას შორის

ფეისბუქსტატუსები

“დაანებე "ნადეჟდა" და "ცრუსთავს" თავი" _ დაპირისპირება გიორგი გასვიანსა და ნიკა გვარამიას შორის

2019 იან 8 14:06:46

“მხოლოდ ქართულის” გუშინდელ live-ზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ე.წ. ვეტოს უფლება გამოიყენეს და კონკურსანტმა ნუცა თოფურია პროექტში დარჩა. გვარამიას ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი გამოეხმაურა.

“ახალი წლის ღამეს კაცი კომპოზიტორების ტური იყო და რატომ არ დაიდო ვეტო ახალ წელს? ძალიან მაგარი ფერი დააკლდა კონკურსს იმ ღამეს და მსახიობის პროფესიის აგდება არ იყო მთლად კომპეტენტური მთელი ოთხი ეთერი”, _ დაწერა გასვიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე", რაზეც ნიკა გვარამიამ უპასუხა:

ნიკა გვარამია: საკუთარ არხს და გადაცემას მიხედე, გიორგი. შენი საქმე არაა, რ2 როდის გამოიყენებს ვეტოს. და არც სხვა ვინმესი. ფერი დავკარგეთ თუ ცისარტყელა, შენ რა იცი? ერთხელ გნახეს კონკურსზე და იმის მერე “ცეკვავენ ვარსკვლავების” უფასო რეკლამად გადაგაქციეს დასჯილი.  სად ნახე ფერი, რ2 -ს როდისღა უყურე, შენ ხომ ცეკვავენს უყურებდი ყველა ტურზე? თუ ატყუებდი დამსაქმებელს და ჩვენ გვიყურებდი ჩუმად? მოკლედ, საქმეს მიხედე. ჩვენ გავერკვევით როგორმე ჩვენს საქმეში ნაძეჟდას წამყვანების და ზოგადად “ნაძეჟდას”ესთეტიკის ხალხის გარეშე.

გიორგი გასვიანი: “ცეკვავენ ვარსკვლავების” რეკლამად რომ გადამაქციეს” – ისე იხარე შენ. ჩემი მეგობარია ცხადო და აქ “რუსთავი 2” და იმედი არაფერ შუაშია ახლა. საუბარია ჩვენი თეატრის მსახიობზე! დაანებე “ნადეჟდა” და “ცრუსთავს” თავი. მაგ თემის გამო არ ვწერ! უსამართლო იყო რაც მოხდა და კრიტიკა როგორმე პროფესიონალმა გუნდმა უნდა აიტანოს. ჩვენ მსახიობის კრიტიკას და აბუჩად აგდებას ვიტანდით და ბოლოს ახალი წლის ღამეს გააგდეს უსაფუძვლოდ!

და მეორე -ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს "იმედზე" და დასჯილი ბუნებისგან ვინც არის ნებისმიერმა საღად მოაზროვნემ იცის კარგად.

ნიკა გვარამია: მითუმეტეს, თუ შენი მეგობარია. შენი ნეპოტისტური რჩევები საერთოდ უინტერესოა. ვეტო უსამართლო ვერ იქნება. ის არ გამოიყენება მაყურებლის შეხედულებისამებრ და არხის სუბიექტური გადაწყვეტილებაა. მაყურებელს აქვს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება და მაგ მაყურებელმა გაიყვანა ბოლოზე ცხადაძე.

ბუნებისგან დასჯილი საერთოდ რას ნიშნავს და რა გაქვს მხედველობაში?

გიორგი გასვიანი: სამართლიანობა არის ბუნებისგან დასჯილი ჩვენს რეალობაში და ეს უკვე ყველგან ვლინდება. რეზო ესაძის “ნეილონის ნაძვის ხეში” ვცხოვრობთ. ახლა ვუყურებდი, არც ისე რეიტინგულ არხზე გადიოდა, და ამ დროს შენი კომენტარი მომეწია. ისე განათლებული კაცი ხარ და რად გინდა ასეთი ბავშვური რეაქციები ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე, არ მესმის?… გავიგეთ, რომ “მთავარი” არხის მთავარი ნიკა ხარ, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება გამოვთქვათ აზრი, როცა ჩვენი მეგობრები მონაწილეობენ კონკურსებში. ეს თავდაცვა თავდასხმაზე უარესი ნამეტანი კოლხური პათეტიკაა და რადგან მეც მაქვს ეგ სისხლი ნახევრად ამიტომ მესმის შენი.

ნიკა გვარამია: –  როგორც შენ გაქვს აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება, ისე მე მაქვს მაგ აზრზე პასუხის გაცემის თავისუფლება. ცუდია, თუ ამდენი არ გესმის გიორგი. ტელეწამყვანისგან მთლად უცნაურია ამის მოსმენა.

ეს სამართლიანობაა ბუნებისგან დასჯილი და ნეილონის ნაძვის ხე საერთოდ ვერ გავიგე, მარა კაი.

გიორგი გასვიანი: – ნიკა, მე კარგი ტელეწამყვანი ვარ და უკეთესი შემფასებელი.
და ნეპოტიზმი არაფერ შუაშია, ნებისმიერი არ უნდა გავარდნილიყო ახალ წელს! ცეკვებსაც კარგად ვუყურებდი და მხოლოდ ქართულსაც. და ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ.

ნიკა გვარამია: – კიდევ ერთხელ – ახალი წელი არაფერ შუაშია და არც შობა. დაემთხვა ამ დღეებს კონკურსი და ახლა კიდე ძველით ახალ წელს ემთხვევა. ამიტომ სამჯერ არავინ არ უნდა გავარდეს? კონკურსი კონკურსია და ასე მოხდა. როდის გამოიყენებს არხი ვეტოს, ეგ არხის საქმეა და ბოდიში, სხვა არხის წამყვანების აზრი ნამდვილად უინტერესოა ჩვენთვის. შენ მაყურებელი ხარ და დაგერეკა ცხადაძისთვის და გადაგერჩინა. ჩვენ ვეტოს უფლება მაშინ და იმ კონკურსანტზე გამოვიყენეთ, ვიზეც და როცა საჭიროდ ჩავთვალეთ.

გიორგი გასვიანი: რატომ? – შენ სხვა არხი ხარ და ჩემი გადაცემისთვისაც დაგიწერია აზრი და არ ჩაუქოლიხარ იმედს (კომენტარებში).. მე კი შემაქე, მაგრამ არხს ლანძღავდი.. თუ შენ გაქვს უფლება წერო სხვა არხზე, – სხვებსაც აქვთ უფლება “მთავარ” არხზე წერონ. მოკლედ გილოცავ შობას.

ნიკა გვარამია: წერონ მერე. ჩვენც გვაქვს უფლება, პასუხები ვწეროთ. მაგრამ ვეტო არხის პერსონალური უფლებაა და არც მაყურებლის აზრია საინტერესო და არც ჟიურის. ორივეს აქვს საკუთარი აზრით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, რაშიც ჩვენ არ ვერევით. და მაყურებელმა გადაწყვიტა ცხადაძის გაგდება. ჟიურის სხვათა შორის არ დაუყენებია ბოლო ადგილზე. რაც შეეხება ვეტოს, ჩვენი საქმეა, როდის და რატომ გამოვიყენებთ.




 ახალი ამბები
  • ვინ არიან სამტრედიაში საზარელი ავარიის დროს დაღუპულებიდღეს, საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  სამტრედიაში, სანავარდოს ქუჩაზე  გამავალ სამტრედია-ლანჩხუთი- სუფსა- გრიგოლეთის ს/გზის მე-2 კმ-ზე, სატვირთო აავტომანქანა “მერსედეს-ბენცი“, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა,  შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით  მოძრავ მინივენს.   შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ მინივენის მძღოლი, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული ენვერი ირემაძე და მისი მგზავრები: ბათუმში, თოდოგაურის დასახლებაში მცხოვრები, 1968 წ.დაბადებული თენგიზ შაქარაძე, ქუთაისში მაისურაძის ქ. №9 ბ.23-ში მცხოვრები 1998 წელს დაბადებული ქეთევან კუპრაშვილი, სენაკში, სოფ. ძველ სენაკში მცხოვრები1990 წელს დაბადებული თამარ ჯანჯღავა. მე-5 მგზავრის მონაცემები დგინდება. მიმდინარეობს გამოძიება სსკ 276-VIII ... ...
  • სამტრედიაში ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელია _ დეტალები შემთხვევის ადგილიდანსამტრედიაში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა შორის ერთ-ერთი წარმოშობით ჩოხატაურელია, _ აღნიშნულის შესახებ ''გურია ნიუსს'' სამტრედიის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ განუცხადა. ,,როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, მინივენი, რომელიც ბათუმის მხრიდან მოდიოდა, სამტრედიის შესასვლელში მოცურდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენის ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. მინივენის მძღოლი ჩოხატაურელია, ტრაილერს კი თურქეთის მოქალაქე მართავდა", _ გვითხრა ფოცხვერიამ.   ... ...
  • გომის მთას დასახლების სტატუსი ენიჭებადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიურომ განიხილა: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ", განკარგულების პროექტი. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა გომის მთის, როგორც უნიკალური კურორტის შესახებ, რომელიც უკვე მსოფლიოს ყურადრების ცენტრში მოექცა და საუკეთესო კურორტების რეიტინგულ სიაში მოხვდა. _ ჩვენთან უშუალოდ მერის წინადადება  არის წარმოდგენილი, რომ გომის მთას მიენიჭოს  დასახლების  სტატუსი. მთავრია,  დაიძრას  ეს საკითხი. როცა სტატუსი მიენიჭება,  ეს იქნება უდიდესი  საქმე კურორტის  გეგმაზომიერი განვითარებისთვის. საკრებულოს  თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ განაცხადა, რომ გომის მთისთვის დასახლების კატეგორიის მინიჭება,   აქ  არსებული ვითარების  კანონის ფარგლებში მოქცევას ნიშნავს, რაც კურორტის თანმიმდევრულ, გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს.  _დღეს მართლაც მნიშვნელოვანი, ისტორიული დღეა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ,  ალექსანდრე სურგულაძემ. ხვალ, 26 თებერვალს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო,  თავის რიგგარეშე  სხდომაზე, რომელიც სწორედ გომის მთის საკითხს ეხება, მიიღებს გადაწყვეტილებას, მოიწონოს წინადადება, გომის მთას მიენიჭოს დასახლების სტატუსი.   ხოლო აღნიშნული განკარგულების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია  საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს,  რომელმაც  უნდა განსაზღვროს  გომის მთისთვის დასახლების სტატუსის ... ...
  • ბიჭს, რომელიც მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნავს, მანქანა აჩუქესბიჭს, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და ნათხოვარი მანქანებით სხვადასხვა რაიონში უსასყიდლოდ არიგებდა, #ალუტეცჰGეორგია-მ და #ინნგროუპ-მა ავტომობილი აჩუქა, _ ამის შესახებ რადიო "პალიტრას" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ანა მარშანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ „SAPG – უსახლკარო ცხოველების პროექტი საქართველოში“ საქველმოქმედო გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაქარია დოლიძე, ცოტა ხნის წინ საქართველოს მასშტაბით მოგზაურობდა. გზად შემხვედრ თითოეულ მიუსაფარ ცხოველთან აჩერებდა „კეთილ მანქანას“ აპურებდა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით ეხმარებოდა. ტურნე საქართველოს მასშტაბით ნაქირავები ავტომობილით თბილისიდან დაიწყო და ცოტა ხნის წინ გურიაში იმყოფებოდა, საიდანაც გეზი აჭარისკენ აიღო. თუმცა, "კეთილმა მანქანამ" გზად უმტყუნა და ქობულეთიდან დედაქალაქში დაბრუნება მოუწია. მიუხედავად ამისა,  მიუსაფარი ცხოველები უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მათთვის განკუთვნილი საკვები გაუგზავნა.  როდის გაუჩნდა მიუსაფარი ცხოველების დახმარების სურვილი, სად უფრო კრიტიკული სურათი შეხვდა მოგზაურობის დროს და როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის გამოსწორება_ ამ საკითხების შესახებ ზაქარიამ „გურია ნიუსთან“, ჩოხატაურში სტუმრობის დროს ... ...
  • პაატა იმნაძე: საქართველო მთვარეზე არ არის და კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს"საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს", _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა კორონავირუსის გავრცელების რისკის შესახებ ჟურნალისტების შეკითვას უპასუხა. პაატა იმნაძის თქმით, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს. „კორონავირუსის გავრცელების რისკი ყოველდღიურად იმატებს. მეზობელ ქვეყანაში (ირანი), პრაქტიკულად, ვიცით, რომ ვირუსი გავრცელდა. საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს და ის მატულობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა იმნაძემ. საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.  ასევე არ გამორიცხავენ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...