"ელავდნენ დევის კბილებივით, ზედა და ქვედა წვით, რაის "ბოში" და "სიმენსი," ფირმა გურიაა“
ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის აღწერს, როგორ ემზადება შობის დღესასწაულისთვის.
“დავბრუნდი, ვებრძოლე ცეცხლს, მოვარჯულე. კეცებს ვეჭიდავე, აბა, ცომი ისედაც თვინიერი იყო, მერე ბუხარში, როგორც ღამის ქალაქში ჩამოფრენილი მფრინავი თეფში ისე იჯდა ქვის ორმაგი კეცი და ირგვლი შემოხვეული ნაკვერჩხლები ელავდნენ დევის კბილებივით, ზედა და ქვედა წვით, რაის "ბოში" და "სიმენსი," ფირმა გურიაააააა ...
და გამოვაბრძანე საშობაო ღვეძლები, სულით და გულით დაცხობილი, აბა, სხვას ვერაფერს ვჩადი, სახლიდან ფეხსაც ვერა ვდგამ, ფანჯარაზე სანთელსაც ავუნთებ -
დედა ღვთიშობელი ამაღამ იესოს გაგვიჩენს და ვიციიი, ყველასი იქნება, ყველა ვეყვარებით და ყველას შეგვიწყალებს!!!
ჩვენს გულებში იესოს დაბადებას-აამინ!!!“ - წერს ფეისბუქზე ნინო კვაჭანტირაძე.