“ერთხელაც მოგირგიათ ეს აღჭურვილობა?! გიმუშავიათ ფეხზე საათობით მდგარს პაციენტებთან?! გამიფრთხილდი, მე შენ გჭირდები!!!“

ფეისბუქსტატუსები

“ერთხელაც მოგირგიათ ეს აღჭურვილობა?! გიმუშავიათ ფეხზე საათობით მდგარს პაციენტებთან?! გამიფრთხილდი, მე შენ გჭირდები!!!“

21 ოქტ. 2020, 21:15:56

 ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ თანამშრომელი, ეპიდოლოგი ელზა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“გამიფრთხილდი, მე შენ გჭირდები!!!

“კოვიდინფიცირების შემთხვევების დადასტურებიდან… დღევანდელი საღამოს ახალ დადასტურებებამდე... დიახ, დროის ამ უცნაური შუალედით ვსარგებლობ _ ვზივარ და ვფიქრობ... (დროდადრო NCDC პორტალზე _ “კორონა.ლაბ" -ში შევდივარ გულისფანცქალით, სადაც კოვიდინფიცირებულთა ახალი მონაცემები იდება).

მერე უნდა ავიღო ტელეფონი, ავკრიფო ნომერი და ყურმილის მეორე მხარეს ახალი, უცნობი შიშით მომლოდინე პაციენტს დიაგნოზი უნდა ვაცნობო...

ეს ჩემი მისიის მხოლოდ დასაწყისია. მერე იწყება ეპიდკვლევის დეტალური და ძალიან სკურპულოზური ეტაპი... ერთდროულად ვარ ,,დოქტორი უოტსონი და შერლოკიც", ვადგენ, ვიკვლევ, მოვიძიებ.... მერე ჩვენ--გუნდი, ვიცმევთ არა განსაკუთრებულ ეკიპირებას, არამედ ჩვეულებრივ ერთჯერად ხალათებს, ვიკეთებთ ერთჯერად ნიღბებს, ხელთათმანებს, გამჭვირვალე ფარებს, ერთჯერად ქუდებს და გავდივართ.... ვტესტავთ ადგილზეც ,,მიგუებულ" ლაბორატორიაში: კონტაქტებს, სიცხიანებს, სიმპტომიანებს, დაბნეულებს, შეშინებულებს, აგრესიულებს, მადლიერებს და უმადურებს...

ერთხელაც მოგირგიათ ეს აღჭურვილობა? გიმუშავიათ ფეხზე საათობით მდგარს პაციენტებთან, რომელთა უმეტესობას მეორე დღეს ,,კოვიდ-19" უფიქსირდება?!

იგივე აღჭურვილობით მდგარხართ მთელი დღე თაკარა მზის ქვეშ ან წვიმიან და ქარიან ამინდში მასიური თერმოსკრინინგის განხორციელებისას?!

ან კვირეების განმავლობაში კარავში და პოსტზე პოლიციელების გვერდით (ჩვენი უღრმესი პატივისცემა მათ!!!!) საველე პირობებში გაგიტესტავთ?!

ან მჯდარხართ დაღლილი, ძალაგამოცლილი, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაცლილი და ჩაგიხედავთ კოლეგების თვალებში ლაბორატორიული კვლევების შედეგების მოლოდინში? !

რა თქმა უნდა, არც პაციენტის ზოგჯერ ფაქტიურად არაადეკვატური ოჯახის წევრები დაგიშოშმინებიათ და არც შუაღამისას და გამთენიისას 112-ის ბრიგადისთვის გადაგიბარებიათ ინფიცირებული.

იქნებ ახლა, ამ საღამოს კოვიდ-სასტუმროს, ან კოვიდ-კლინიკის პაციენტის უსაფუძვლო და ზოგჯერ საფუძვლიანი პრეტენზიები მოგისმენიათ, დაგიმშვიდებიათ და შეძლებისდაგვარად დახმარებიხართ?!

...მერე დამჯდარხართ და მთელი დღის ნამუშევარი ელექტრონულ სისტემაში დაგიფიქსირებიათ, დაგიწყვიათ და გაგიანალიზებიათ?!

ჰოდა თუ არა, მაშინ იცოდეთ, ამას ყოველდღე ვაკეთებთ ჩვენ _ ჯანდაცვის ეპიდემიოლოგები, ვაკეთებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად, მიზერული, სამარცხვინო ანაზღაურების ფასად, ოჯახთან, ნათესავებთან, მეგობრებთან ურთიერთობის დეფიციტის ფასად...

თქვენთვის და ქვეყნისთვის მე, ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი, ყველა ეპიდემიოლოგის განზოგადებული სახე ვარ! გამიფრთხილდი.... მე შენ გჭირდები!!!“  _ წერს ფეისბუქში ელზა სიმონიშვილი.




 ახალი ამბები
  • უბედური შემთხვევა აცანაში: მოჭრილმა ხემ მამაკაცი იმსხვერპლაგუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, 68 წლის გივი ქინქლაძეს ხე დაეცა. “გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ხეს მამაკაცი თავად ჭრიდა, რა დროსაც ხის მოჭრილი ნაწილი მას დაეცა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.“გურია ნიუსი“ თანაუგრძნობს გარდაცვლილის ... ...
  • "როგორ არ დაგვინდო პანდემიამ" _ ჩოხატაურში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალაჩოხატაურში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, _ სამძიმარის პოსტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "მედალფას" ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი და  სოფელ ზოტის ექიმი ელისო სიხარულიძე ავრცელებს. "სამძიმარს გეუბნებით ყველას... ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს, მთელ სოფელს, განსაკუთრებით ოჯახს,მეუღლეს, შვილებს, შვილისშვილებს, დედმამიშვილებს, სანათესაოს... გუშინ იური გიორგაძე... დღეს აკაკი ირემაძე...მეც ვიღებ სამძიმარს თქვენთან ერთად...მიჭირს, ძალიან მიჭირს, როგორც ექიმს და როგორც მათ ახლობელ ადამიანს...როგორ არ დაგვინდო პანდემიამ....უფალი გაანათლებს მათ სულებს", _ წერს ელისო სიხარულიძე... როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას ელისო სიხარულიძემ აღნიშნა, პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. "მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ყოველდღიური კონტაქტი და სწრაფად მოხდა ჰოსპიტალიზაცია, მძიმე თანმდევი დაავადებების გამო, დადგა ლეტალური შედეგი", _ გვითხრა ელისო ... ...
  • ტრაპზონთან ავტოავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლათურქეთში, ქალაქ ტრაპზონთან ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპული სატვირთოს მძღოლი იყო, _ - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში. დაღუპული ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ... ...
  • წლის საუკეთესო მოხალისე ოზურგეთელი თაზო ჯოჯუა გახდა5 დეკემბერს, მოხალისეობის საერთაშორისო დღეს ,,წლის საუკეთესო მოხალისის’’ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ! კონკურსი ჩატარდა მასშტაბური მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით ახორციელებს. სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებულები პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოავლინეს: ღასან ხალილმა - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში; თინათინ მესხმა - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ დირექტორმა; რევაზ ჩარკვიანმა - ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა. გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების და ახალგაზრდების ჯგუფიდან შეირჩა, ჯილდო 5 თემატიკის შესაბამისად გადანაწილდა. მაშ ასე, ჩვენი კონკურსის გამაჯვებულები არიან: განათლება - ანა სიხაშვილი - თბილისი, 18 წლის; ნიკოლოზ წიკლაური - თბილისი, 22 წლის; მარიამ ბეშიძე - თბილისი, 16 წლის კულტურა და შემეცნება: სალომე შველიძე - თბილისი, 20 წლის, თამაზ ჯოჯუა - გურია, სოფელი ასკანა, 14 წლის; სოციალური სფერო: ანა კუპრავა - თბილისი, 15 წლის; ჯესიკა მეიტიევა - ქარელი, დაბა აგარა, 20 წლის; სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება: ალეკო ქვრივიშვილი - თბილისი, 25 წლის, ბარბარე მელიქიძე - თბილისი, 15 წლის მოხალისეობის განვითარება: სალომე ვარამიშვილი - თბილისი, 18 წლის, ნათია ჭელიძე - ხულო, აჭარა, 16 წლის; იურის რჩეული - ნიკოლოზ ლობჟანიძე - თბილისი, 14 წლის; ფანარა მეხტიევა; გარდაბანი, სოფელი ვახტანგისი, 22 წლის; ნანა გვარიშვილი - ქედა, აჭარა, 18 წლისმარიამ ქეცბაია, თბილისი, 16 წლის; ვიქტორია არაქელიანი, თბილისი, 16 ... ...
  • „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, ბარიერგადალახული პარტიები იმ ძალებს, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, საკუთარ მოთხოვნებს აცნობენ. კერძოდ, შეხვედრაზე განიხილება მოთხოვნები, რომლებიც გუშინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ფასილიტატორ ელჩებს წარუდგინეს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი არჩევნები, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება. „ჩვენთვის აუცილებელია, რომ ოპოზიციური ერთობა იყოს ძალიან მტკიცე. პოზიციების გაცვლა-გამოცვლას რაც შეეხება, ჩვენ აქამდეც მუდმივი კოორდინაცია გვქონდა სხვა პარტიებთან. განსაკუთრებული საკითხების განხილვა დღეს არ იგეგმება“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ კონსენსუსი მოიძებნა და ყველა ბარიერგადალახული პარტია შეჯერდა ერთ პოზიციაზე. „მოთხოვნები მოიცავს სამ მიმართულებას: არჩევნების საკითხი, საარჩევნო ადმინისტრაცია და კოდექსი და პატიმრების თემა. რა თქმა უნდა, უფრო ჩაშლილია ყველაფერი პუნქტობრივად და ამაზე უკვე მოლაპარაკება შეიძლება“, - აცხადებს ჩიხლაძე. „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის, რომ ოპოზიცია ამდენი ხანი ესაუბრება ხელისუფლებას, ეს ძალიან დიდი კომპრომისია, ვინაიდან 31 ოქტომბერს ხელისუფლებამ გადალახა ყველანაირი წითელი ხაზი. „ოპოზიციის მოთხოვნები კომპრომისულად მიმაჩნია, ვინაიდან მე უფრო მკვეთრი პოზიცია მქონდა. მაგალითად, საერთოდ არ უნდა გველაპარაკა რიგგარეშე არჩევნებზე, ვინაიდან არჩევნები ერთმნიშვნელოვნად გაყალბდა და უნდა მოგვეთხოვა ხელახალი არჩევნები. პროცედურულად, როდესაც კანონი ირღვევა და არჩევნები ყალბდება, ამ შემთხვევაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ მესმის, რომ აუცილებელი იყო კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა“, - აცხადებს ბურჯანაძე. მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...