"გამოცდების სისტემა, რომელიც აქამდე საქართველოში მოქმედებდა იყო უსამართლო" _ სიმონ ჯანაია

ფეისბუქსტატუსები

"გამოცდების სისტემა, რომელიც აქამდე საქართველოში მოქმედებდა იყო უსამართლო" _ სიმონ ჯანაია

2019 იან 28 18:58:38

მეთერთმეტე კლასის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებულ განცხადებას ექსპერტი განათლების სფეროში სიმონ ჯანაშია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"როგორც გამოსაშვები, ისე მისაღები გამოცდების სისტემა, რომელიც აქამდე საქართველოში მოქმედებდა იყო: ა) უსამართლო- დამატებით უპირატესობას აძლევდა იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ იმით, რომ უკეთეს სკოლაში სწავლობდნენ, უფრო შეძლებული მშობლები ჰყავდათ და უფრო მდიდარ გარემოში იყვნენ დაბადებული. ბ) საშინლად არახარჯთეფექტური - მრავალი მილიონი ლარი ყოველწლიურად იხარჯებოდა რეპეტიტორობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს გადაელახათ ისეთი ბარიერი, რაც მათ განათლებასთან კავშირში არ იყო. დღემდე იხარჯება ფული კონკურსის მოწყობაზე იქ, სადაც კონკურსი არ არის (მაგ. 100 ადგილზე რომ 50 აბიტურიენტია იმ პროგრამებზეც სისტემა ცდილობს დაადგინოს, ვინ უკეთსად ჩააბარებს 4 გამოცდას) გ) შემაფერხებელია სკოლების განვითარებისთვის - კარგ სკოლებს ფოკუსს უცვლიდა და მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილების ნაცვლად მოსწავლეები დაკავებული იყვნენ მხოლოდ იმის დასწავლით რაც გამოცდაზე ბარდებოდა. მარტივი მაგალითი: ერთ პრესტიჟულ კერძო სკოლას ვთავაზობდი მუზეუმებში წავიყვან ბავშვებს და კლუბების დაარსებაში დავეხმარები-თქო და არა, გამოცდებისთვის ემზადებიან და ამისთვის დრო არ აქვთო. დ) საზიანოა უნივერსიტეტების განვითარებისთვის - აბიტურიენტები არჩევენ უნივერსიტეტებს, მაგრამ უნივერსიტეტები აბიტურიენტებს ვერ. ეს საშუალებას არ აძლევს უნივერსიტეტს რომ შეიმუშავოს შედარებით რთული პროგრამა, რადგან არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ შესაბამისი კომპეტენციების მქონე აბიტურიენტებს მიიღებს. ასევე, უნივერსიტეტს არ აქვს შესაძლებლობა შეიმუსავოს საკუთარი პროგრამული პრიორიტეტები და შესაბამისი სტუდენტები შეარჩიოს. ე) მიზნების შეუსაბამო - უზარმაზარი თანხა იხარჯება შემოწმების ბიუროკრატიაზე და ნაკლები განათლების მხარდაჭერაზე. ყოველწლიურად ბაკალავრიატში პირველკურსელების საგრანტო დაფინანსებაზე ნაკლები თანხაა გამოყოფილი ვიდრე მაგ. გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ბიუჯეტია. აქედან გამომდინარე, რაც ნაკლები ცენტრალიზებული გამოცდა იქნება, მით უფრო სამართლიანი, ხარჯთეფექტური, განვითარებადი სისტემის შექმნის შესაძლებლობა გვექნება. ის ცვლილებები რაც მოხდა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ რაღაც გაუმჯობესდეს. საჭიროა განათლების ხარისხის მოთხოვნის ზრდის წახალისება. საჭიროა უფრო დიფერენცირებული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენება. მნიშვნელოვანია სკოლებში პროგრამების მრავალფეროვნების წახალისება და ა.შ.", _ წერს ჯანაშია.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...