“განხილვა. ჩემს სართულზე 72 პაციენტი მკურნალობს, ზემოთ - 68. მიყვარს ეს ხალხი“

ფეისბუქსტატუსები

“განხილვა. ჩემს სართულზე 72 პაციენტი მკურნალობს, ზემოთ - 68. მიყვარს ეს ხალხი“

19 ოქტ. 2020, 19:52:09

 ტელეკომპანია “იმედის“ ჟურნალისტი და ბლოგერი ზურა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს. 

“უკვე 15 დღეა, აქ ვარ. ჯერ ისევ არ არის ანალიზები წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდული სიცხის გარდა, სხვა ჩივილები არ მაქვს, სისხლში კვლავ ცვლილებებია. ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები დაბალანსებისკენ მიდის (დაახლოებით 200 ერთეულით აღემატებოდა ნორმას და ახლა 60-ით აჭარბებს მხოლოდ). რჩება ისევ და ისევ დე დიმერი (სისხლის შედედების კოეფიციენტი), რომელიც ისევ იმატებს, თუმცა სვლა შენელებული აქვს. ამიხსნეს, რომ სისხლის გამათხელებლები მოიყვანენ ნორმაში, ოღონდ ცოტა მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ვვარაუდობდით. ვისაც გაინტერესებთ ტერმინი "საყურადღებო", თურმე დაახლოებით ამდაგვარი დინამიკის მქონე პაციენტები ითვლებიან.

ჩემს ძმას რაც შეეხება, უნარჩუნდება პერიოდული ხველა, ოფლიანობა და დღის განმავლობაში ტემპერატურა, რაც ფილტვების ანთების ნიშნებია. ესენი რომ არ ჰქონდეს, ანალიზები ნორმაში აქვს და შეიძლებოდა მისი გაწერა. ასე რომ, ჯერ ისევ აქ ვართ, მოკლედ.

პი-სი-არ ტესტი არ გვიტარდება, რადგან ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. როგორც ვიცი, 8-12 დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის და ვირუსი შეიძლება, ისევ იყოს ორგანიზმში. რომც არ იყოს, თუკი ორგანიზმის ფუნქციები კვლავ არაა წესრიგში, კოვიდუარყოფითობა დიდად დამამშვიდებელი არგუმენტი ნამდვილად არ არის, რადგან მისი არეული ისევ დასალაგებელია.

ჩემი გუშინდელი პოსტის გაზიარებები ვნახე და ხალხის ერთ ნაწილს ეკლესიაზე გადაბრუნებული სიტყვა არ მოწონებია, მეორეს - ჩემი საუბრის ტონი, მესამეს კი - რა თქმა უნდა, კოვიდის არსებობის არ სჯერა. კიდევ კარგი, ეს სამივე კლასტერი არის საგრძნობლად ცოტა და არც ვნერვიულობ ამაზე. სქრინები შევინახე მხოლოდ სამახსოვროდ.

ზოგადად, უკვე ბევრ რამეზე აღარ ვნერვიულობ. წლევანდელმა წელმა მაქსიმუმი ჩამიტარა. ასე რომ აღარც იმაზე ვშფოთავ, თუ როდის გავალ, აღარც ანალიზებზე ვღელავ და აღარც იმათზე, ვისაც კორონასი არ სჯერა. აი, დარდი. ვარ იქ, სადაც ახლა უნდა ვიყო და ვაკეთებ საყვარელ საქმეს.

მთავარია, ვინც მისახედია, ის არ დარჩეს უყურადღებოდ. იმ საზოგადოებისგან კი, რომელშიც ავარიის დღიური სიკვდილიანობა თითქმის კოვიდით დღიური გარდაცვალების მაჩვენებლის ტოლია, ბევრის იმედი არ უნდა გქონდეს. უბრალოდ, უნდა აკეთო შენი საქმე და დაელოდო, როდის დაიხოცავენ თავებს. გაუნათლებელი და შეუგნებელი ადამიანი თვითგანადგურებისკენ მიმავალი ადამიანია. დაე, იარონ. მათ ამის უფლებაც აქვთ.

ხოლო ის ხალხი, ვისაც სიკვდილი არ უნდა, უბრალოდ, უფრო ფრთხილად მოიქცევა და ადამიანის სიცოცხლეს დააყენებს ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა. ვერანაირი საუცხოოდ გამოთლილი ქვა ვერ უშველის კაცობრიობას, თუკი აღარც შემქმნელი დარჩება და აღარც შემფასებელი.

დღეს კლინიკის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურა უტიაშვილმა შემომიარა და მოკლედ მოვასწარით ზოგადი ვითარების განხილვა. ჩემს სართულზე 72 პაციენტი მკურნალობს, ზემოთ - 68. მიყვარს ეს ხალხი და ყველა, ვინც ახლა საკუთარ სუნთქვას ორი პირბადით, ფარითა და ეკიპირებით იზღუდავს იმისთვის, რომ სხვამ თავისუფლად ისუნთქოს.“ - წერს ფეისბუქზე ზურა ბალანჩივაძე.




 ახალი ამბები
  • უბედური შემთხვევა აცანაში: მოჭრილმა ხემ მამაკაცი იმსხვერპლაგუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, 68 წლის გივი ქინქლაძეს ხე დაეცა. “გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ხეს მამაკაცი თავად ჭრიდა, რა დროსაც ხის მოჭრილი ნაწილი მას დაეცა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.“გურია ნიუსი“ თანაუგრძნობს გარდაცვლილის ... ...
  • "როგორ არ დაგვინდო პანდემიამ" _ ჩოხატაურში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალაჩოხატაურში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, _ სამძიმარის პოსტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "მედალფას" ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი და  სოფელ ზოტის ექიმი ელისო სიხარულიძე ავრცელებს. "სამძიმარს გეუბნებით ყველას... ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს, მთელ სოფელს, განსაკუთრებით ოჯახს,მეუღლეს, შვილებს, შვილისშვილებს, დედმამიშვილებს, სანათესაოს... გუშინ იური გიორგაძე... დღეს აკაკი ირემაძე...მეც ვიღებ სამძიმარს თქვენთან ერთად...მიჭირს, ძალიან მიჭირს, როგორც ექიმს და როგორც მათ ახლობელ ადამიანს...როგორ არ დაგვინდო პანდემიამ....უფალი გაანათლებს მათ სულებს", _ წერს ელისო სიხარულიძე... როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას ელისო სიხარულიძემ აღნიშნა, პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. "მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ყოველდღიური კონტაქტი და სწრაფად მოხდა ჰოსპიტალიზაცია, მძიმე თანმდევი დაავადებების გამო, დადგა ლეტალური შედეგი", _ გვითხრა ელისო ... ...
  • ტრაპზონთან ავტოავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლათურქეთში, ქალაქ ტრაპზონთან ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპული სატვირთოს მძღოლი იყო, _ - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში. დაღუპული ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ... ...
  • წლის საუკეთესო მოხალისე ოზურგეთელი თაზო ჯოჯუა გახდა5 დეკემბერს, მოხალისეობის საერთაშორისო დღეს ,,წლის საუკეთესო მოხალისის’’ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ! კონკურსი ჩატარდა მასშტაბური მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით ახორციელებს. სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებულები პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოავლინეს: ღასან ხალილმა - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში; თინათინ მესხმა - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ დირექტორმა; რევაზ ჩარკვიანმა - ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა. გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების და ახალგაზრდების ჯგუფიდან შეირჩა, ჯილდო 5 თემატიკის შესაბამისად გადანაწილდა. მაშ ასე, ჩვენი კონკურსის გამაჯვებულები არიან: განათლება - ანა სიხაშვილი - თბილისი, 18 წლის; ნიკოლოზ წიკლაური - თბილისი, 22 წლის; მარიამ ბეშიძე - თბილისი, 16 წლის კულტურა და შემეცნება: სალომე შველიძე - თბილისი, 20 წლის, თამაზ ჯოჯუა - გურია, სოფელი ასკანა, 14 წლის; სოციალური სფერო: ანა კუპრავა - თბილისი, 15 წლის; ჯესიკა მეიტიევა - ქარელი, დაბა აგარა, 20 წლის; სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება: ალეკო ქვრივიშვილი - თბილისი, 25 წლის, ბარბარე მელიქიძე - თბილისი, 15 წლის მოხალისეობის განვითარება: სალომე ვარამიშვილი - თბილისი, 18 წლის, ნათია ჭელიძე - ხულო, აჭარა, 16 წლის; იურის რჩეული - ნიკოლოზ ლობჟანიძე - თბილისი, 14 წლის; ფანარა მეხტიევა; გარდაბანი, სოფელი ვახტანგისი, 22 წლის; ნანა გვარიშვილი - ქედა, აჭარა, 18 წლისმარიამ ქეცბაია, თბილისი, 16 წლის; ვიქტორია არაქელიანი, თბილისი, 16 ... ...
  • „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, ბარიერგადალახული პარტიები იმ ძალებს, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, საკუთარ მოთხოვნებს აცნობენ. კერძოდ, შეხვედრაზე განიხილება მოთხოვნები, რომლებიც გუშინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ფასილიტატორ ელჩებს წარუდგინეს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი არჩევნები, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება. „ჩვენთვის აუცილებელია, რომ ოპოზიციური ერთობა იყოს ძალიან მტკიცე. პოზიციების გაცვლა-გამოცვლას რაც შეეხება, ჩვენ აქამდეც მუდმივი კოორდინაცია გვქონდა სხვა პარტიებთან. განსაკუთრებული საკითხების განხილვა დღეს არ იგეგმება“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ კონსენსუსი მოიძებნა და ყველა ბარიერგადალახული პარტია შეჯერდა ერთ პოზიციაზე. „მოთხოვნები მოიცავს სამ მიმართულებას: არჩევნების საკითხი, საარჩევნო ადმინისტრაცია და კოდექსი და პატიმრების თემა. რა თქმა უნდა, უფრო ჩაშლილია ყველაფერი პუნქტობრივად და ამაზე უკვე მოლაპარაკება შეიძლება“, - აცხადებს ჩიხლაძე. „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის, რომ ოპოზიცია ამდენი ხანი ესაუბრება ხელისუფლებას, ეს ძალიან დიდი კომპრომისია, ვინაიდან 31 ოქტომბერს ხელისუფლებამ გადალახა ყველანაირი წითელი ხაზი. „ოპოზიციის მოთხოვნები კომპრომისულად მიმაჩნია, ვინაიდან მე უფრო მკვეთრი პოზიცია მქონდა. მაგალითად, საერთოდ არ უნდა გველაპარაკა რიგგარეშე არჩევნებზე, ვინაიდან არჩევნები ერთმნიშვნელოვნად გაყალბდა და უნდა მოგვეთხოვა ხელახალი არჩევნები. პროცედურულად, როდესაც კანონი ირღვევა და არჩევნები ყალბდება, ამ შემთხვევაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ მესმის, რომ აუცილებელი იყო კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა“, - აცხადებს ბურჯანაძე. მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...