“გეყურებათ?! ჰოდა, დეიხსომეთ!“

ფეისბუქსტატუსები

“გეყურებათ?! ჰოდა, დეიხსომეთ!“

19 იან. 2021, 14:17:02

ხულოს კულტურის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი ნანა შაინიძე, რომელიც დიდხანს გურიაში ცხოვრობდა,  გურიაში, სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს ასე ეხმიანება:

“...ნაჯაყვი კედაროსავით შემახსენებს თავს ელანძე, თქვენთან გატარებული ყოლიფერი და ფოტინეს შუაცეხლის მუგუზალივით გამითბება, მერიკოის დაჩიავებული ხელით ასხმული ჩირივით ნახევრად ჩამომხმარი გული...

რეიზა ვნჯავრდები თუ მიხთებით, აპა?

გუშღამ, ალაგეზე რომ შევხთით და გიჩიოდი, მუა დროი და მოგენატრებით-თქვა და არ გეიგონეთ-იმიზა!..

სიმინდის რჩევის ნადში დანაწილებული ხაპერასავით მიგვალ-მოგვალაგა სხუადასხუა კუთხეში მამაზეციერმა და, რომ გვეგონა ერთიმიორეს უნახავათ ერი საათი ვერ ვიარსებებდით, დღეები და თვეები გაგვაძლებინა...

ამფერია, ნენა, აი სილიბისტროს ცხენივით დახლიფართული ბედი, სითკენ გაგაჭენებს წაი და გეიგე, თუ ხარ კაცი!

ჰო, იმას ვჩიოდი; გესამანიე კა არ ვყოფილვარ არცარაოის, მარა, ლამარიეს აყიამეთებულ ინდოურზე მეტი სულდათქმული ქე ვიყავი და ჩემი ყურები მიდღემჩი თქვენ გისმენდა, რომე რაცხა გემეგონა და მესტავლა!

შით კაკალ გულში მხტებოდა, ჩემი და თქვენი ვითომ განსხვავებული ქართველობა! (ყიამყრალად რომ იტყოდა ვინცხა...)

მამის სული ნუ წამიწყდება, სასაყვედუროთ თუ გელაპარიკებოდეთ ამას, აგერ გუშხამ, კუკუმალობანას თამაშში გადელებული ბაღნებივით დაბნეულ-დაკარგულმა აჭარლებმა და გურულებმა გამახსენეს აბდლური მიდგომა ერთიმორეს მიმართ და იმიზა ამევისლუკუნე, თვარა, ანათემაზე გადამეცით თუ რაიმე ფარცაკი გემერონოებიოს გულში!..

სულდუუთქმელი ამევიტირე და ამევიღნავლე სამიდღემჩიოდ ატეხილი ჭირი და დამნაშავე სხვის შემოღობილში ვეძებე...

რაფერაა გეტყვით აგერ-გაშობილაი რომაა, აი, ჩვენი მეზობელის ყაზილარივით, დახატული ქვეყანა, იმიზაა რომ გვტეკობს ყველაი და ჩვენი დაოთხება რომ უნდებლარიენ.

შენ კაი დედმამის შვილო, ხომ უნდა გეიგო, რომე ვინცხა ყიზილბაშს არაფლობამდე არ აწყობს შენი ერთიანობა და შიგნით ერთმა “თათარი" არ უნდა უძახოს მეორეს და მეორემ _ “კოწიაი“...

ნენაა, რაფერ მომენატრებით, რომ იცოდეთ და რაფერ მეწვეთებით ამ დროს გულის კობზზე შარბათივით, რას და როის გეიგებთ ნეტაი, ვიცოდე?!

რომ დაგიბლეცია, მაი ლიფაშარაის ლობიოით ამოსაყორი პირი და აბდალივით აკანტუნებ თავს, აქანე იია და იქინე აიაო, რეიზა გავიწყდება შენც მოსული რომ ხარ ამდუნიაზე და მეც?!

შენც ისე უნდა და იმ პირობით უნდა ისუნთქო ჰაერი, როგორც _ მე!

შენც შენი წილი ქართველობა გაქვს სატარებელ-საპატრონო და მეც!

შენც გამორჩეული ხარ უფლის და მეც, რომ ამ დალოცვილ მიწაზე გავჩნდით ადამიანებად უპირველესად, და მერე _ ქართველებად!

რომ დაშლიგინობ  ერთიც და მორეც, მე უფრო კაი და ღირებული ქართველი ვარ, ვიდრე სხვაიო, ერთიმიორეს უმტკოცებთ მაგას თუ სხვების დასანახად გამართეთ აი შეითანბაზრობა?!!..

დეეთხუეთ ამ ბაღნობიას, თუ ღმერთი გწამთ, და ნუ გაახარებთ იმ ჩემი და ჩემი წინაპრის ცოდვით დამძიმებულ,  საქართველოს ბარაქიან მიწაზე თვალგატეხილ მტრებს!..

წამოით ზეით, ჩვენსას აჭარაში და ნერგების დარგვაში, ყანის თოხნაში, ბადიშების მოვლა-პატრონობაში, ძველქართულის და ეკლესია-მონასტრების ისტორიის ცოდნაში გავეჯიბროთ ერთმანეთს...

ან მე ჩამუალ ისტევლე ჩემი ძმებით გურიაში ( ჩემს მორე ძმებთან) და მაქანე ავხადოთ ჭერი დილამდე ნამღერი კრიმანჭულით, ტარიელაის შუაცეცხლით  გამჭვარტლულ ოდას.

ან სხარტული გურული იუმორით მოვკლათ ტკივილები და მის ქვეტექსტებში ამოკითხული სიმართლით გავუსწოროთ ერთმანეთს თვალი თვალში.

ან სარძლო და სასიძო გოგო-ბიჭები გავცვალოთ და ქართულ, მრავალფეროვან ადათ-წესებით აგუგუნებულ ქორწილებში შევეჯიბროთ ერთმანეთს!

ნენაა, რამსიანცეთ მომენატრებით, რომ იცოდეთ, გურულებო, ამ აჭარლობადაბრუნებულ გაგურულებილ აჭარელს, თვალებს დეითხრით ტირილით!

ნუ გავახარებთ მტერს, ნუღა ვატკენთ, ერთმანეთს გულებს, გეხვეწებით რაია!

გეყურებათ?! ჰოდა, დეიხსომეთ!!!

(გურიაში როცა ვარ, ვვაჭარლობ, აჭარაში - გურულობას ვჩემულობ... ისე კი, პირწავარდნილი ხულოელი ვარ!)

ნანა შაინიძე

18.01.21 წ.




 ახალი ამბები
  • "სანამ ჩვენ ამდენი თვეა ზღაპრებს გვიყვებიან, ქვეყანაში შემოსული მილიარდები ქრება" _ ჭიჭინაძეთუ ღარიბაშვილი არ გადააყენებს ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს და  ე.წ. სამი მუშკეტერის საქმეებით პროკურატურა არ დაინტერესდება, მაშინ თავად ღარიბაშვილი გახდება პასუხისმგებელი  მთელ იმ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში ტრიალებს. შესაბამისად, თანამონაწილეც, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. "რადგან სწორედ ამ „ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ადამიანების ჯანმრთელობის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე გაიუმჯობესეს მატერიალური მდგომარეობა და მიითვისეს  პოლიტიკური ძალაუფლება. ანუ, სანამ ჩვენ ამდენი თვეა ზღაპრებს გვიყვებიან, ქვეყანაში შემოსული მილიარდები ქრება; კოვიდის ფონდით  არჩევნებს ყიდულობენ; გაჩერებული ქვეყნის,  გაღატაკებული ხალხის ფონზე  ბანკები მარტო იანვარში 117 მილიონიანი სუფთა მოგებაზე გადიან; ( რაც გასულ წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია!) საბანკო სისტემამ, არაპროფილური საქმიანობით,  მანიპულირების მეშვეობით  ყველაფერი მიიტაცეს  და ასევე  არნახულ მოგებებზე გავიდნენ (მაგ. საავადმყოფოები, აფთიაქები, სადაზღვევო კომპანიები...). მარტივად რომ ვთქვათ, როგორც კი ქვეყანაში ფული შემოვიდა, ამ ფულის სხვადასხვა სქემებით მიტაცება მოხდა. ადამიანები კი, ცოტა ხანში, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როდესაც  მთელი შემოსავლების ნაწილი, რომელსაც მონური შრომის ხარჯზე იხდიან,  ვალების მომსახურება დასჭირდება... _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.                                      ... ...
  • ნათია თურნავა: „ნამახვანიჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია გამოითხოვოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად  ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გამოითხოვოს. ეს დოკუმენტი აქამდეც უკვე არაერთგზის გვაქვს მიწოდებული. გარდა ამისა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამინისტროს ვებ და ფეისბუქგვერდზე ძალიან დეტალური პასუხი იმ ფსევდოსამართლებრივ ანალიზზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს. ძალიან ნათლად ვხედავთ იმას, რომ მათი სურვილია, ანტიჰესების კამპანიას შეუერთდნენ. მათი დასკვნა ძალიან ზედაპირული და არაკომპეტენტურია. ამდენად, როდესაც გაეცნობით ჩვენს დეტალურ განმარტებას, ბევრი კითხვის პასუხს მიიღებთ“, - აღნიშნა ნათია ... ...
  • გომელაური: „2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა”შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით.  ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის “ფარგლებში ისაუბრა.  მისივე თქმით,  უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე. „ ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით აშენდა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 4 სასაზღვრო სექტორი:  დედოფლისწყაროში - სექტორი „ლეკისყურე“, ბათუმში  - სექტორი  „ჩირუხი“, ხოლო ყაზბეგში  - სექტორები  „ჯუთა“ და „თრუსო“. განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები.  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის პროგრამის (EXBS) ფინანსური დახმარებით, ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე. 2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა “, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო პოლიციას 20 ერთეული ყველგანმავალი  „არგო“ გადაეცა და სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი მაღალი გამავლობის 90 ავტომანქანით და 6 სატვირთო ავტომანქანით გაძლიერდა. „სრულად განახლდა სანაპირო დაცვის რადიოსაკომუნიკაციო სისტემა. თურქული მხარის მხარდაჭერით, კაპიტალურად გარემონტდა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები - „სოხუმი“ და „ფოთი“. სასაზღვრო ავიაციის მფრინავებმა არაერთი ფრენა განახორციელეს,    როგორც სასაზღვრო, ასევე, სახანძრო და სამაშველო საგანგებო სიტუაციებისას. გარდა ამისა, სამოქალაქო ავიარეისებს ასრულებენ მთის მოსახლეობის დასახმარებლად“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციისა და ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა. „სასაზღვრო პოლიციას ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ორმხრივად გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ნატოს ანტიტერორისტული ოპერაცია „ზღვის მცველის“ მხარდამჭერია. 2020 წლის ოქტომბერში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური გაიარეს”,_ აღნიშნა შს ... ...
  • შს მინისტრი: უკომპრომისო ბრძოლა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ გრძელდებაშინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 „კანონიერი ქურდი“, ასევე „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 49 პირის მიმართ“,  -განაცხადა ვახტანგ ... ...
  • ვახტანგ გომელაური - 2020 წელს პასუხისგებაში მიეცა 71 ნარკორეალიზატორი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, "მინისტრის საათის" ფორმატში, ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ მთავარ გამოწვევებზე - ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობაზე ისაუბრა და დეპუტატებს ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო. „ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის  საპასუხოდ, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლები რეგულარულად გადიან გადამზადებას. „ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ასევე გამოვლენილი იქნა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებელი ნარკოლაბორატორია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით,  უწყებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. „ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. 2020 წელს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 71 ნარკორეალიზატორი. ამავე პერიოდში პოლიციის მიერ ამოღებულ იქნა: 89 კილოგრამი ჰეროინი; 1 კილოგრამი კოკაინი;6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება; 7 000 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი“, - განაცხადა ვახტანგ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...