გიორგი კეკელიძე: „ვორონცოვის კომპლექსი“ უნდა დავძლიოთ და კახაბერს კახაბერი დავარქვათ

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: „ვორონცოვის კომპლექსი“ უნდა დავძლიოთ და კახაბერს კახაბერი დავარქვათ

2019 ივლ 10 14:25:36

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ძვირფასო მეგობრებო, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაზე საშიში და ხანგრძლივად მოქმედი ბომბი იმ სამყაროში, სადაც ვცხოვრობთ, სიტყვაა, ანუ დღევანდელ ენაზე რომ ვთქვათ- საინფორმაციო ომია საფრთხეთა შორის უპირატესი. შეიძლება ზოგიერთს ამხანაგი პუტინის ვერსიაზე საქართველოს ისტორიის შესახებ, აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით, გაეცინა კიდეც. გაეცინა და თქვა: „რა მოხდა, ეს ხომ ყველამ იცის?“ ვინ ყველამ?!

1)უამრავ უცხოელ კოლეგასთან მიწევს შეხვედრა, საქართველოს შესახებ ძალიან, ძალიან ცოტა იციან. რუსული ფულით გამართული პროპაგანდით კი აქტიურად იჟღინთება ყველა კუნჭული.

2)სამშვიდობო ლიტერატურულ ფორმატში შევხვედრილვარ აფხაზ მწერლებს. მათი ცოდნა ძირითადად ამ ინტერპრეტაციას ეფუძნება, მით უფრო, ახალი თაობის. არადა წლების მერე, როცა ერთმანეთს უნდა დავუბრუნდეთ, ეს „ცოდნა“ ძალიან შეგვიშლის ხელს.

მტერი მზაკვარია და გამოცდილი. ჩვენ ხან გულუბრყვილოები. მთავარ ამბად მისი გამოსვლიდან კეთილი მეფის როლი ავირჩიეთ და სანქციების აცილების გამო ვაშა „ურად“ გადავაკეთეთ. ძალიან კარგად მესმის სანქციების მავნებლობაც და ყოველთვის პრაგმატული პოლიტიკის მომხრე ვარ რაღაც საზღვრამდე. ეს საზღვარი იქ გადის, სადაც ჩვენ, აქეთ სახლ, მიწა და ადამიანებწართმეულმა ხალხმა, თურმე მადლობა უნდა გადავუხადოთ პუტინს და რუსულ იმპერილიზმს, მხოლოდ იმის გამო, რომ მათი დეპუტატი არ მოგვეწონა საკუთარ პარლამენტში და ა.შ. „ვორონცოვის კომპლექსი“ უნდა დავძლიოთ და კახაბერს კახაბერი დავარქვათ. და უნდა ვიმუშაოთ ბევრი, ძალიან ბევრი. ხშირად ველაპარაკოთ მსოფლიოს, გავიტანოთ ჩვენი დიდი კულტურა, მოვუყვეთ მნიშვნელოვანი ტრადიციების შესახებ, გავხსნათ ქართული ცენტრები, არ გავაყალბებინოთ ისტორია. ეს არის ახლა ჩვენი ბრძოლის ველი. არც ისტერია, ოღონდ არც მცდარი ისტორია“,_ წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“.

პუტინის განცხადებითვე, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.




 ახალი ამბები
  • ბათუმში ავტომობილი არასრულწლოვნებს დაეჯახაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. რუსთაველის ქუჩაზე  2 მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა.   გოგონებს დაზიანება თავის არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის ისინი გამოკვლევაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც, დადგინდება დაზიანების ხარისხი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.  მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ... ...
  • ვინ უნდა მოერიდოს მარიხუანას მოხმარებასმარიხუანას მოხმარება სიგარეტის მოწევაზე მეტად პოპულარულია, თუმცა, ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის  ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით,  კარდიოლოგები ამბობენ, რომ მარიხუანას მოხმარება საფრთხეს უქმნის ადამიანებს, რომლებსაც გულ-სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. კარდიოლოგებმა მარიხუანას მოხმარებასა და გულის დაავადებებს შორის კავშირი აღმოაჩინეს. კვლევის ავტორების თქმით, ადამიანებს, რომლებსაც გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, უნდა მიეცეთ რჩევა, რომ ან თავი დაანებონ  მარიხუანას მოხმარებას ან შეამცირონ. კვლევის ავტორების თქმით, ამ დროისთვის 2 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს მარიხუანას, რომლებსაც გულსისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მათ შორის, არიან ის ადამიანებიც, რომლებიც მარიხუნას სამკურნალო მიზნით იყენებენ. კვლევის მიხედვით, მარიხუანას მოხმარებას ზოგიერთ კარდიოვასკულური მედიკამენტის ეფექტზე შეუძლია გავლენის მოხდენა, მაგალითად, სტატინებზე. ექსპერტების თქმით, კარდიოლოგებმა უნდა ჰკითხონ პაციენტებს რა სახით და რამდენად ხშირად იყენებენ მარიხუანას, ჩაუტარონ მათ ტესტირება, განსაკუთრებით კი ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც გადანერგილი გული აქვთ ან გულის უკმარისობა აწუხებთ ან გულის შეტევა აქვთ გადატანილი. მათივე თქმით, ექიმებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია პაციენტებს, რომ განსაკუთრებით სახიფათო მარიხუანას ვაპინგი და სინთეზური კანაბინოიდების მოხმარებაა, რაც უფრო მეტ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ... ...
  • რატომ ვერ სარგებლობენ სამტრედიაში ააიპ ,,სახლი თანადგომას" ბენეფიციარები უფასო კვებითსამტრედიაში, ააიპ-ი ,,სახლი თანადგომას" ბენეფიციარები, 22 იანვრის მდგომარეობით, უფასო კვებით ვერ სარგებლობენ. როგორც ,,გურია ნიუსს" უთხრეს, უფასო სასადილოს ფუნქციონირების პრობლემა ყოველი წლის დასაწყისში ექმნება.  აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ,,გურია ნიუსი" დაუკავშირდა ,,სახლი თანადგომას" დირექტორს, მზევინარ ბოხუას. ბოხუას თქმით, სასადილო ახალი წლიდან ფუნქციონირების გაგრძელებას მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ახერხებს, რადგან კვების პროდუქტების შესყიდვაზე აუცილებელია ტენდერის გამოცხადება და სასადილო მუშობას ტენდერის დასრულების შემდეგ შეუდგება. ,,კანონის მიხედვით, საკვების მომწოდებლებზე ტენდერს მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ვერ ვაცხადებთ. ამდენად, იანვარი ჩვენთვის განსაკუთრებულად დაძაბული თვეა. ბენეფიციარები მოდიან ადმინისტრაციულ შენობაში და სადილს გვთხოვენ. როცა შიათ, ტენდერი არ აინტერესებთ. უფასო სასადილოში ის კატეგორია გვყავს, ვისთვისაც დღეში ერხელ სრულფასოვანი კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“_ამბობს ბოხუა. ცნობისთვის, ,,სახლი თანადგომამ" ტენდერი 2019 წლის  23 დეკემბერს, ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე გამოაცხადა 3 ტენდერი. სამიდან ორი შედგა, ხოლო ხორცის მომწოდებელზე-ჩაიშალა. "ხორცის ტენდერის გამოცხადება ხელახლა მოგვიხდა, 13 იანვრიდან გამარჯვებულს ველოდებით. შარშან 24 იანვრიდან შევუდექით მუშაობას, იმედია, წელს, იანვრის ბოლოსთვის მაინც შევძლებთ უფასო სასადილოს ამოქმედებას,“_ დასძენს  ,,სახლი თანადგომას"დირექტორი, მზევინარ ... ...
  • ნარინჯისფერი რთველი დასრულდანარინჯისფერი რთველი დასრულდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, 2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა. წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტი განხორციელდა: რუსეთში (20.0 ათასი ტ), უკრაინაში (5.2 ათასი ტ), სომხეთში (4.4 ათასი ტ), ბელარუსში (319 ტ), ყაზახეთში (140 ტ), ყირგიზეთში (58 ტ) საექსპორტო ქვეყნებს წელს დაემატა:სლოვენია, მოლდოვა, ლიეტუვა, პოლონეთი, ყატარი და სინგაპური. პროდუქციის მაღალი ხარისხი პირდაპირპროპორციულად განაპირობებდა მაღალ საბაზრო ფასს. მანდარინზე საბითუმო ფასი 0.6-დან 2.0 ლარამდე იყო. სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 19 იანვრის მდგომარეობით 10 ათასი ტონა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მოსავალის მაღალი ხარისხი დიდწილად განაპირობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა. ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ნარგავებში ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები - თერმული ნისლით დამუშავდა ტერიტორიები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა მავნებლის მიერ ციტრუსის კულტურის დაზიანება. ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აქტიურად მუშაობდა ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი, რომლის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო. საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც ... ...
  • "40 წელია, არჩევანში ასე არ გამმართლებია, ამოისუნთქა მელექედურმა!" _ ოპოზიციონერის მადლობა მერსსოფლის მხარდაჭერის პროგრამის კრებაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, აქაურმა, როგორც თავად თქვა, „ევროპული საქართველოს “ წევრმა და მუდამ საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში მყოფმა, ნაზი სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, კოტე შარაშენიძეს საგანგებო მადლობა მოუხადა: _ 40 წელია არჩევანში ასე არ გამმართლებია! ამოისუნთქა მელექედურმა! მადლობას გიხდით, რომ გაგვიმართლეთ იმედები არჩევის შემდეგ, _ უთრა მან შარაშენიძეს. თავის მხრივ, მერმაც მადლობა მოუხადა აღფრთოვანებულ მელექედურელ ქალბატონს. კითხვაზე, ყველაზე ძალიან რით მოიხიბლა ქალბატონი ზინა, მან თქვა რომ შარშან სოფელში გაკეთდა და გალამაზდა სკვერი, რაც თვალს უხარია: _ აწი გაკეთდება კიდევ ბევრი რამ, _ თქვა მან. კვლავ კითხვაზე, შარშან გამოყოფილი 40 ათასი ლარით, სკვერის გარდა, რა გაკეთდა ან ახლა რის გაკეთების სურვილი აქვს 40 ათასი ლარით, რომლის ირგვლივ ადგილობრივები კარგად არ არიან შეთანხმებული და მთავარი აწი უნდა გადაწყდეს, სალუქვაძემ თქვა, რომ ის ფინანსებში კარგად ვერ ერკვევა: _ არ ვერკვევი კარგად ფინანსებში, მთავარია, გაკეთდეს საქმე, _ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...