გიორგი შერვაშიძე:“თოვლის ბაბუის ისე ძლიერ მჯეროდა, რომ ერთხელ დავინახე"

ფეისბუქსტატუსები

გიორგი შერვაშიძე:“თოვლის ბაბუის ისე ძლიერ მჯეროდა, რომ ერთხელ დავინახე"

30 დეკ. 2019, 13:09:41

მწერალი გიორგი შერვაშიძე სოციალურ ქსელში საახალწლო ისტორიას იხსენებს:

თოვლის ბაბუის ისე ძლიერ მჯეროდა, რომ ერთხელ კიდეც დავინახე. დიახ, ჩვენი დიდი, სასადილო მაგიდის ქვეშ იმალებოდა. ჩემსკენ ზურგით იჯდა და მეც მკაფიოდ მხოლოდ მისი წითელი ბოხჩის გარჩევა მოვახერხე. სახე არ დამინახავს. თუმცა, რწმენის გასაძლიერებლად ესეც საკმარისი აღმოჩნდა. მერე კარგა ხანს მჯეროდა, რომ ის ნამდვილად არსებობდა და ცოტა კიდეც მწყინდა, ჩემი კლასელები ასევე რომ არ ფიქრობდნენ. ეს მამაჩემი არ ყოფილა. მართლა მომეჩვენა. ეგრეც ხდება ხოლმე, როდესაც რაღაცის ძლიერ გწამს და გინდა, კიდეც მოგეჩვენება ხოლმე...

მერე, ერთხელაც, გამოვაღე კარადის კარი, სწორედ იმ მაღალისა, რომელსაც წესით ვერ უნდა შევწვდომოდი და, ჰოი, საოცრებავ?! ჩემი კლასელები არ ტყუოდნენ... სწორედ იქ არ დამხვდა ის პატარა წითელი ბოხჩა, რომელიც ჩვენ თოვლის ბაბუას ყოველ წელს დაუყვერდებლად მოჰქონდა ხოლმე?! აბა?! ჯერ მეწყინა და მერე კი გამიხარდა. ხასიათი ბოხჩის გახსნასთან ერთად მეცვლებოდა. შემდეგ უკვე ჩემს უმცროს ძმასაც ძალიან გაუხარდა. იმას ჩემზე მეტად უყვარდა კანფეტები. რაღას ვიზამდით?! ჩემთვის ყველაფერი ცხადი და ნათელი შეიქნა. ჩემი ძმისთვისაც... ის კანფეტები ახალ წლამდე ვერ მიატანდნენ. ეგრე აგიხდეთ ყველაფერი კარგი...

იმ წელს ჩვენთან თოვლის ბაბუა ორჯერ მოვიდა. ერთხელ კარადაში ახალ წლამდე ორი კვირით ადრე და ერთხელაც, როგორც ჩვეოდა, ოცდათერთმეტში ნაძვის ხის ქვეშ. ჩვენ, უმცროსებს, ძალიან მოგვეწონა ეს ამბავი. უფროსებს არც ისე. განსაკუთრებით ის არ ესიამოვნათ, სათამაშოებიც რომ გადამუშავებული დახვდათ. წითელი ბოხჩა სათამაშო მანქანების გატეხილი დეტალებითა და დაღრღნილი თვლებით სავსე დახვდათ. რაღას იზამდნენ?! საიდულოს გათქმა არ გამოვიდოდა. ალბათ, ისევ ჩემი უმცროსი ძმა დაინდეს და თან თოვლის ბაბუასაც ნამუსი შეუნახეს. არაფერი შეიმჩნიეს, ვითომც, არაფერი მომხდარაო, მხოლოდ ერთმანეთს რაღაცნაირად უნდობლად გადახედეს და სამალავი შეცვალეს...

ამასწინათ, ჩემ პატარა გოგოს ვეუბნები, მამა, მე როცა შენხელა ვიყავი, იცი, თოვლის ბაბუა დავინახე-მეთქი და მართლაო, გაუნათდა თვალები. კი, მამა, მართლა-მეთქი. აუ, რა მაგარია, მარტო შენ რომ გყავს ნანახი თოვლის ბაბუაო. ეტყობა, მწერალი რომ ხარ, მაგიტომაც დაგენახაო. ეტყობა-მეთქი...

ყველას გექნებათ თქვენი საახალწლო ისტორია. მოიგონეთ, არ დაიზაროთ და მოუყევით ისინი პატარებს. ახალი წელი ხომ მათია?! ამ ყველაფრისა ხომ ყველაზე მეტად მათ სჯერათ და ეს ყოველივე ხომ ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ?! თუმცა, არა... მეც მჯერა და მეც ისევე მჭირდება, როგორც შენ, თქვენ და ყველას...

მრავალ ახალ წელს დაესწარით!

თქვენი თოვლის ბაბუა :))))))

პ.ს. ისე, ახალ წელს წიგნის ჩუქება სულაც არ ტეხავს. მთავარია, სწორედ შეფუთო.. “_ წერს შერვაშიძე.




 ახალი ამბები
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება„ოკუპაცია არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და აუცილებლად დასრულდება. მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი არის ერთ - ერთი ყველაზე  ტრაგიკული დღე ქვეყნის ისტორიაში. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაცია უმთავრესი  პრიორიტეტია. „მე მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მჯერა, რომ დევნილები დაბრუნდებიან სახლში, დღეს ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე და შევუქმნათ ღირსეული პირობები, სანამ დაბრუნება იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამოწვევა არსებობს, ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და ამოცანად და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ოკუპაცია არის დროის და პროგრესის წინააღმდეგ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ეს რჩება ჩვენს ძირითად ამოცანად,"- განაცხადა არჩილ ... ...
  • 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა (R)დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის ... დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, ჯანდრი უბირია, უწყების თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები. დღესვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია . სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა; 300 ათასი კი საკუთარ ქვეყანაში, დევნილად იქცა.   https://www.youtube.com/watch?v=OCYG-dpU0yA&feature=share&fbclid=IwAR2CGxpA6dgwV8HsnCG3h4-a1POARx_LlWPKLdTKt61XM7rEAXKvkBSkDDE ... ...
  • ეს ომი ტრაგედიაა - პრემიერი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებითამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით, ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური გმირთა მოედანზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.  „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც. დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი ... ...
  • გახარია - საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთჩვენ საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, რაღაც გამონაკლისები იყოს, თუმცა რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი. „შეიძლება იქ რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი, ამიტომ რაღაც დიდი გადახრები ვერ იქნება,"- განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls