"ივანიშვილს ჩემი საქართველოში დაბრუნების ეშინია"

gurianews.com

ფეისბუქსტატუსები

"ივანიშვილს ჩემი საქართველოში დაბრუნების ეშინია"

2017 აგვ 14 12:21:49

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. ამის შესახებ მან თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა.

"ივანიშვილს ჩემი საქართველოში დაბრუნების ეშინია, რადგან ქართველები, რომლებსაც გააჩნიან საკმარისი ცოდნა, იმისათვის, რომ ჩემი და ოლიგარქის მართველობა განასხვაოს, ჩემი თბილისში ჩამოსვლისთანავე წალეკავენ მათ", - წერს სააკაშვილი. 

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ახლა საქმე მას უკრაინაში აქვს, სადაც ქვეყანას "მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან ათავისუფლებს".



 ახალი ამბები
  • თემურ ბასილიას უკანონო მსჯავრდების გადახედვის საქმეზე სხდომა 4 იანვრამდე გადაიდოთბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გადახედვის საქმეზე დამასრულებელ სასამართლო სხდომას 2018 წლის 4 იანვარს გამართავს. როგორც სასამართლოდან თემურ ბასილიას კანონიერი ინტერესების დამცველებს აცნობეს, საქმეზე დამასრულებელი სხდომა, რომელიც 14 დეკემბერს უნდა შემდგარიყო, პალატის შემადგენლობაში, ერთ-ერთი მოსამართლის სხვა საქმეზე განსახორციელებელი საპროცესო მონაწილეობის გამო, გადაიდო.  2017 წლის 9 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, სასამართლომ მთავარი პროკურატურის 4 მოწმე დაკითხა, მათ შორის სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მათ ჩვენებებით, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მაშინდელი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.  საქმის აღნიშნული ეპიზოდი დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა სხვა მოწმეებმაც. ერთ-ერთმა მოწმემ გაიხსენა საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეპიზოდი, როდესაც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა სპეციალური თათბირი მოიწვია და გასცა დავალება, თემურ ბასილიას მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის, სამხილები მოემზადებინათ. ამასთან, მოწმეებმა ისაუბრეს თემურ ბასილიას და ს.ს. „ინტელექტბანკის“ კავშირებზე და გამორიცხეს თემურ ბასილიას მხრიდან ბანკის საქმიანობის ფარული მხარდაჭერა და მფარველობა, რომელსაც თემურ ბასილიას მაშინდელი პროკურატურა ედავებოდა. შესაბამისად, მსჯავრდებაც სწორედ ამ პოლიტიკურად მოტივირებულ პოზიციებს დაეყრდნო. მოწმეებმა, საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე, უპასუხეს სასამართლოს, პროკურატურისა და დაცვის მხარის წარმოამდგენლების შეკითხვებსაც.  როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მაშინდელ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.  თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 14 სექტემბრის სხდომაზე გაიზიარა თემურ ბასილიას ინტერესების დამცველთა შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმეს, ინფორმაციის სახით დაურთო დამატებითი მასალები. კერძოდ, 2009 წელს პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა ქ. ფოთში და საქართველოს პარლამენტში, 2010 წელს ქართული ტელევიზიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტების კრებული, თემურ ბასილიას უცხოეთში თითქოსდა დაკავებისა და საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ცენტრალური აზიის გენერალური მენეჯერის წერილი თემურ ბასილიას უკანონო დევნის შესახებ და სხვა. თემურ ბასილიას ინტერესების დამცველთა განცხადებით, წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, თუ სხვდასხვა მედია საშუალებებსა და ტელეგადაცემებში, როგორი უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა თემურ ბასილიას წინააღმდეგ, მათ შორისა ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლების და მისი უშუალო მითითებების საფუძველზე. ცნობისთვის: 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.  თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. საქმე აღნიშნულ კოლეგიას მას შემდეგ გადაეცა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლომ თემურ ბასილიას ბრალდების გადახედვის თაობაზე განჩინება მიიღო. მანამდე, 2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. თემურ ბასილიას კანონიერ ინტერესებს, ადვოკატები: არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი წარმოადგენს, ხოლო საქართველოს პროკურატურის პოზიციას პროკურორები - გიორგი მიქავა და ანრი არსენიშვილი. საქმეზე მომდევნო სხდომა 2018 წლის 4 იანვარს, 11:00 საათზე განახლდება, სადაც სასამართლო დარჩენილ ერთი მოწმის ჩვენებას მოისმენს და პალატა, სავარაუდოდ, გადაწყვეტილების მისაღებად ... ...
  • საია ხომერიკის საქმეზე: "თუ მოხელის თანხმობა არ იყო, დარღვეულია კანონი""მობილობის წესით საჯარო მოხელის ტოლფას ან დაბალ თანადებობაზე გადაყვანისას აუცილებელ პირობას წამოადგენს მოხელის თანხმობა. შესაბამისად თუ მოხელის თანხმობა არ იყო, დარღვეულია კანონის შესაბამის ნორმა," _ აღნიშნავს "გურია ნიუსთან" საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონტსანტინე შარაშენიძის მიერ ნატალია ხომერიკის სამსახურის უფროსად ერთდღიანი დანიშვნის ფაქტს აფასებს: "მობილობის წესთან დაკავშირებით ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში 2017 წლის ივნისში შევიდა, მისი ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ საჯარო მოსამსახურეებს გაუჩნდეთ დაცულობის განცდა და მათი სამასახური არ დადგეს ეჭვქვეშ არჩევნების შედეგების მიუხედავად. საჯარო სამსახურის შესახებ ანონის 52-ე მუხლის შესაბამისად: საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამდენად, მობილობის წესით საჯარო მოხელის ტოლფას ან დაბალ თანადებობაზე გადაყვანისას აუცილებელ პირობას წამოადგენს მოხელის თანხმობა. შესაბამისად თუ მოხელის თანხმობა არ იყო, დარღვეულია კანონის შესაბამის ნორმა," _ ამბობს ტრაპაიძე. შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად ნატალია ხომერიკი 12 დეკემბერს დანიშნა. თუმცა, როგორც „გურია ნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, დანიშვნიდან მეორე დღეს _ 13 დეკემბერს ახალი ბრძანება დაიწერა და ხომერიკი სამსახურის უფროსობიდან განყოფილების უფროსად გადანიშნეს. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ლაშა თავაძის თქმით, გადანიშვნის ბრძანება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად დაიწერა. თავაძე კანონის შესაბამის მუხლს ვერ გვისახელებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ეს მობილობის წესით მოხდა. კითხვაზე _ რა შეიცვალა ერთ დღეში და რის საფუძველზე მოხდა სამსახურის უფროსის გათავისუფლება და დაქვეითება, თავაძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს: _ როგორც ვიცი ქალბატონ ნატოს და მერს შორის შეთანხმება მოხდა და შესაბამისად, დაიწერა ახალი ბრძანება, _ განმარტავს იურიდიული სამსახურის უფროსი. ნატალია ხომერიკი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ არანაირი შეთანხმება არ მომხდარა. უფრო მეტიც, სამსახურის უფროსობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ხომერიკმა ჩვენგან გაიგო. ხომერიკის ერთდღიანი თანამდებობა ყველასთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დეპუტატებმა განმარტება მერის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში კოკა კიღურაძეს და  იურიდიული სამსახურის უფროსს ლაშა თავაძეს  საკრებულოს სხდომაზე მოსთხოვეს. თავაძემ კონსტანტინე შარაშენიძის ეს გადაწყვეტილება საკრებულოზე საკმაოდ უცნაურად ახსნა და აღნიშნა, რომ ხომერიკის დანიშვნის ბრძანება ძალაში შესული არ იყო. არადა, შარაშენიძის ხელმოწერილ ბრძანებაში, რომელიც ექსკლუზიურად გავავრცელეთ, გარკვევით წერია, რომ ძალაშია ხელმოწერისთანავე. კოკა კიღურაძე უფრო შორს წავიდა და დეპუტატები ჟურნალისტთან გადმოამისამართა: _ ჟურნალისტს, ვინც ეს ბრძანება გამოაქვეყნა,მოსთხოვეთ ავთენტურობის დადგენა, _ მიმართა კუღურაძემ საკრებულოს დეპუტატებს, სადაც ოზურგეთელთა რჩეულების მხრიდან პროტესტი მოყვა. ამავე თემაზე: მერის მრჩეველი დეპუტატებს: "მოსთხოვეთ ჟურნალისტს ბრძანების ავთენტურობის დადგენა" (ვიდეო) ნატალია ხომერიკის ერთდღიანი თანამდებობა _ რა მოხდა ოზურგეთის ... ...
  • საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 520 დევნილ ოჯახს გადაეცა (R)საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 520 დევნილ ოჯახს გადაეცემა. ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები ქუთაისში, ზესტაფონსა და ზუგდიდში დაუკანონდებათ. 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე  17 000-მდე   დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.  ... ...
  • პრეზიდენტმა სემეკის წევრობის კანდიდატად დავით ნარმანია წარადგინასაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრობის  სამ ვაკანტურ თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებს  შორის დავით ნარმანია წარადგინა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს,  ნარმანიას გარდა,  ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილნი არიან გოჩა შონია და მაია მელიქიძე. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის სემეკის წევრობის კანდიდატების წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ნომინირებულ იქნა მაია მელიქიძის კანდიდატურა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, ასევე, გოჩა შონიას კანდიდატურა. ხოლო, საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება“, _ განაცხადა ... ...
  • ანტისატანკო სისტემა Javelin არ არის მიმართული არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, თითქოს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის Javelin-ის მიწოდებამ, შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უპასუხა.  მისი განცხადებით, Javelin-ი არ არის მიმართული არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ და მისი ერთადერთი მიზანი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაა "მისი ერთადერთი მიზანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ეფექტური დაცვა. ყველა ტიპის შეიარაღება, რომელიც შევიძინეთ ან მომავალში შევიძენთ, იქნება მხოლოდ ამ ტიპის იარაღები - თავდაცვითი ხასიათი. ეს გაცხადებულია საჯაროდ თავდაცვის მინისტრის მიერ და გაწერილია შესაბამის სტრატეგიებშიც, რომ ჩვენი პრიორიტეტი იქნება სწორედ თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ ანტისატანკო სისტემა Javelin-ების სახით", _ განაცხადა ლევან ... ...

არქივი

ზაფრანი

"დედობრივი ინსტინქტი"

ველური ბუნების ორი ევროპელი ფოტოგრაფი,...

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

დღის განმავლობაში დაღლილობამ რომ არ...

„ფეხბურთელი“ ცხვარი

კოლუმბიის ანდებში ცხვრების "საფეხბურთო ნაკრები"...

ძაღლების საწყალოსნო კურორტი ესპანეთში

ბარსელონის მახლობლად მსოფლიოში პირველი ძაღლების...

"უშიშართა საბაგირო"

მამაც ტურისტებსა და მწვავე შეგრძნებების...

მადის "მოთვინიერების" ხერხები

გსურთ წონაში დაიკლოთ? დაიცავით დიეტოლოგების...
კარმიდამო ჩემი

სოჭის ზეთის სამკურნალო თვისებები

უძველესი დროიდან არის ცნობილი სოჭის...

ველური ბრინჯის სამკურნალო თვისებები

ველურ ბრინჯს აქვს განუმეორებელი სასიამოვნო,...

როგორ ვებრძოლოთ გრიპს

როგორც კი ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს,...

ძირხვენები ჯანმრთელობის სამსახურში

ძირხვენები, თავიანთი სამკურნალო თვისებებით, დადებითად...

ყურძნის სასარგებლო თვისებები

ყურძენი საუკეთესოა არა მარტო გამოსაჯანმრთელებლად,...

ხალხური სამკურნალო საშუალებები

ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, სადაც ხდება...

"ბიზნესზე არც მიფიქრია" _ გურული ვაზის ჯიშების ოცწლიანი ძიების ფინალი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ვაზის...

"მესიზმრება, რომ ყვავილებთან მძინავს"

ლუიზა ფანცულაიას ხონის მუნიციპალიტეტში ყვავილების...

ვუშველოთ თხილს _ სოკო, ნაცარი და ფაროსანა ერთობლივად გავანადგუროთ

დღეისთვის საგანგაშო მდგომარეობაში მყოფი თხილის...

მოვამზადოთ ნაგალა (ჯუჯა) საძირეები

შემოდგომის მიწურულს, როცა სხვადასხვა კულტურების...

აბზინდას ნახარში მავნებლების წინააღმდეგ

აბზინდა ბუნებაში კარგად გავრცელებული მცენარეა...

ჩიფსი მავნებელი ყოფილა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩიფსები და...