კაკაბაძე: "ვაკრიტიკებ ეკლესიას და პატრიარქს, რადგან ისინი არიან ამ ფარისევლური საზოგადოების შემქმნელები"

ფეისბუქსტატუსები

კაკაბაძე: "ვაკრიტიკებ ეკლესიას და პატრიარქს, რადგან ისინი არიან ამ ფარისევლური საზოგადოების შემქმნელები"

2018 აპრ 7 12:41:31

"არავის მე არ ვაგინებ, მხოლოდ ვაკრიტიკებ," _ წერს სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძე და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის განცხადებას ეხმაურება:

"ზუსტად ვერ გავიგე ჩემი არჩევის გამო ბოდიშებს რატომ იხდიან, ისევ გედი თუ გამაგებინებს. ჰოდა იმან თქვა: "პატრიარქის და მართლმადიდებლობის მაგინებელიო..."

არავის მე არ ვაგინებ, მხოლოდ ვაკრიტიკებ. მართლმადიდებლობას და ქრისტიანობას არაფერს ვერჩი და მხოლოდ ვწუხვარ, რომ თქვენნაირმა ადამიანებმა არაფერი იციან ქრისტიანობის შესახებ.

ვაკრიტიკებ მარიამ ჯაშის ტიპის ფარისევლებს და ყოველთვის გავაკრიტიკებ. ვაკრიტიკებ ეკლესიას და პატრიარქს, რადგან ისინი არიან ამ ფარისევლური საზოგადოების შემქმნელებიც და პატრონებიც.

ჰოდა ახლა ჩემზე ნუ მოცდებით, მალე ორშაბათია, ბევრი ხარ-კამეჩი გაქვთ შესაჭმელი, ეკლესიის მოწოდებით რომ დაკლავენ. თქვენი რწმენა ხომ ამაზე დგას _ სამარხვო კატლტებზე და მერე ხორცის ჭამის დღის მოლოდინზე" _ წერს კაკაბაძე.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ საზმაუს ბორდის წევრობაზე ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო გედევან ფოფხაძემ უმრავლესობა დატოვა, ხოლო მარიამ ჯაშმა და თამაზ ნავერიანმა ხმის მიცემის გამო ბოდიში მოიხადა.

ამავე თემაზე: თამაზ ნავერიანი ნინია კაკაბაძის არჩევაზე: საზოგადოებას ვთხოვ, მომიტევოს უნებლიე შეცდომა




 ახალი ამბები
  • აფეთქების შედეგად ქუთაისში მამაკაცი დაშავდაქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მდaებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 75 წლის მამაკაცი დაშავდა. ექიმების თქმით, მან დამწვრობა ზედა კიდურებსა და სახის არეში მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვებამ ... ...
  • „ხმას ვიმაღლებ ადამიანის უფლებების დასაცავად“_დღეს ადამიანის უფლებების დღეაყოველი წლის 10 დეკემბერს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ადამიანის უფლებათა დღე იმ დღის სამახსოვროდ, როდესაც 1948 წელს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. ადამიანის უფლებათა დღის 2018 წლის სლოგანია: „ხმას ვიმაღლებ ადამიანის უფლებების დასაცავად“, რომელიც ეფუძნება მოქმედებისკენ მოწოდებას „standup4humanrights“. დღეს დილიდან მიმდინარეობს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს სახალხო დამცველი, ევროკავშირი (EU) და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN). სახალხო დამცველის აპარატი ადამიანის უფლებების დღისადმი მიძღვნილ ქუჩის საინფორმაციო აქციას ასევე გამართავს ზუგდიდში, ბათუმში, ბორჯომში, სამტრედიაში, რუსთავსა და თელავში.   ... ...
  • „მოვუწოდებთ ყველას, გაიფიცნონ“_ კვიციანი ქართულ მიწებზე მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებსიუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე, რომელთა მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყევტიელბას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, ქართული მიწების გასხვისებაზე მორატორიურმი გაუმდა, იმყოფებოდა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ემზარ კვიციანი. კვიციანმა იუსტიციის თანამშრომლებს მოუწოდა ერთი კვირით გაიფიცნონ და წინ აღუდგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. „მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, გაემიჯნონ საქართველოს მიწების გაყიდვას და ერთი კვირით გაიფიცნონ. ადრე თუ ჩვენი წინაპარი მიწა-წყალს ხმლებით იცავდა, დღეს დასაცავია ელექტრონულად“,_ აღნიშნა ... ...
  • ილია მეორე: სალომე ზურაბიშვილს ხმები არ მოუპარავსხშირად ისმოდა სიტყვები, რომ ხმები მოიპარეს, ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს. განცხადება ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას გააკეთა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ქართველი ერის გამოცდა იყო, სადაც ხალხმა ბევრი უარყოფითი მხარე გამოავლინა.  „არჩევნების დროს ერთით მეტი ხმაც რომ მიიღოს ადამიანმა, უკვე გამარჯვებულია, ამიტომ მინდა, ვთხოვო ყველას, მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებს ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, ღმერთი არის სიყვარული და ეს სიყვარული, ეს სიკეთე, რომელსაც თქვენ გამოიჩენთ, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერი არ დაეცემა ისე, რომ შური იძიოს, ან ცუდი გაუკეთოს ერთმანეთს. ისევ სიკეთე, სიყვარული და სიმშვიდე უნდა სუფევდეს ჩვენში. მომავალ კვირას არის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს. პირველი შემთხვევაა, როცა ქალი არის არჩეული პრეზიდენტად. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა ილია ... ...
  • 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ოზურგეთშიგასულ კვირას, ქალაქ ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში NDI-ის ორგანიზებით და ხელშეწყობით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოეწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ მოკლედ ისაუბრეს წლის მთავარი დოკუმენტის შესახებ. როგორც კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა, მისი ხელმძღვანელობის დროს მსგავსი შეხვედრა პირველად ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა საჯარო იყო, ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მხოლოდ ერთი ან ორი თუ იყო ისეთი დამსწრე, რომელიც არ იყო საჯარო სამსახურების, მედიის, ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ოზურგეთის მერის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან თანხების ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობაზე, სოციალურ პროექტებზე, სპორტული და გასართობი მოედნების მშენებლობაზე. "2019 წლის ბიუჯეტის პროექტში არ არის მოცემული გასახორციელებელი პროექტების აღწერილობითი ნაწილი, შუალედური და საბოლოო შედეგები და მათი გაზომვის ინდიკატორები. საბიუჯეტო წლის ბიუჯეტში უნდა აისახოს 2019 წლის გასახორციელებელი პროექტების აღწერილობითი ნაწილი შუალედური ან საბოლოო შედეგები და ინდიკატორები", _ თქვა შეხვედრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. მანვე შეხვედრაზე ისაუბრა იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც გაუგზავნა საკრებულოს კომისიის და ფრაქციების წარმომადგენლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. "ბიუჯეტის პროექტში გამოყოფილი ახალი ქვეპროგრამის _ "სოფლის მხარდამჭერი პროგრამების" დაფინანსებაზე წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი აღნიშნულ ქვეპროგრამასთან მიმართებაში არ იძლევა შესაძლებლობას, ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულებისთვის განსაზღვრული დაფინანსების ოდენობის შესახებ. მუნიციპალიტეტისთვის დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება შშმ პირთა ინტეგრაციის საკითხი. სამწუხაროდ, არამცთუ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაც კი არ არის ადაპტირებული და შშმ პირებზე მორგებული. მიზანშეწონილია, 2019 წლის ბიუჯეტში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა;  ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული არც ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, იმ ფონზე, როცა აღსაზრდელთა კონტიგენტის სიდიდის გამო, საბავშვო ბაღების ჯგუფები გადატვირთულია. კომისია მოითხოვს, 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტში აისახოს აღნიშნული პრობლემა. ასევე, გათვალისწინებულ უნდა იქნას სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასის ზრდა, მინიმუმ, 50 ლარის ოდენობით. მიუხედავად მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების საქმეში მიღწეული ერთგვარი წარმატებისა, კვლავ შეინიშნება აღნიშნული მიმართულებით გარკვეული ხარვეზები. არასაკმარისია დღევანდელ რეალობასთან ადაპტირებული სანაგვე ურნების რაოდენობა", _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ. შეხვედრაზე, ასევე, ცნობილი გახდა, რომ სოფლის განვითარების მხარდაჭერის პროგრამის გახორციელება 2019 წლისთვის იგეგმება. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, ჩატარდა თუ არა სოფლის კრებები, რაზეც გია მამაკაიშვილმა გვიპასუხა: "სოფლის განვითარების პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ასევე, დამატებით 500 000 ათასი ლარი წამოვა ცენტრალური ბიუჯეტიდან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფებოდა ფინანსთა სამინისტროში და ეს პროექტები 2019 წელს გახორციელდება. ოფიციალურად სოფლებში დაიგზავნა მიმართვა, რომელსაც ჰქონდა თანდართული ცხრილი, თანხებიც თანაბრად გადანაწილდა. ასევე, ჩატარებულია სოფლებში კრებები. შეივსო ანკეტები, რომლის შევსებაში მოსახლეობა იყო ჩართული და მათ ჩაწერეს იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მომავალ წელს უნდა გადაიჭრას", _ გვითხრა მამაკაიშვილმა. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, თუ რატომ არ ჩატარდა "შემოქმედობა" მაშინ, როცა ჩატარდა სხვა სოფლის დღესასწაულები _ "ასკანობა" და "ექვთიმეობა"; ასევე, როდისთვის იგეგმება ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნა (მკითხველს შევახსენებთ, რომ შენობა უკვე ერთ წელზე მეტია აშენებულია): "მე კონკრეტული პასუხის გაცემა არ შემიძლია, რატომ არ ჩატარდა "შემოქმედობა", როდესაც ჩატარდა "ასკანობა" და "ექვთიმეობა", მაგრამ ღონისძიებები, რომელიც წელს არ ჩატარდა, გაისად აუცილებლად ჩატარდება", _ გვიპასუხა გია მამაკაიშვილმა. კონსტანტინე შარაშენიძემ მხოლოდ მუზეუმის გახსნის შესახებ გვიპასუხა: "მუზეუმის გახსნა იგეგმება. წელს მანდ იმართება კალანდობა და ასევე, პარალელურად მოხდება მუზეუმის გახსნა". შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის _ "ჩვენი შვილების" თავმჯდომარემ ნინო ჭელიძემ აღნიშნა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ორი პროექტი წარუდგინა: "პირველი პროექტი ეხებოდა ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პირებისთვის წამლების ყიდვას. მეორე არის პამპერსების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პამპერსების გადაცემას იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჭირდება, ზოგადად, შშმ პირებს", _ თქვა ნინო ჭელიძემ. გია მამაკაიშვილის ინფორმაციით, 10 დეკემბრამდე უნდა მოხდეს რეკომენდაციების გათვალისწინება და ზუსტად მაშინ გახდება ცნობილი, რა მომავალი უწერია "ჩვენი შვილების" მიერ წარდგენილ ... ...

არქივი

ზაფრანი

პირველი ჭკვიანი სექს-რობოტი ქალებისთვის

ქალებისთვის შესაძლებელი ჭკვიანი სექს-რობოტების შეძენა...

რატომ უნდა შეწყვიტოთ სახლში ფეხსაცმლით სიარული

ყველას გვიყვარს ლამაზი და მოხდენილი...

ნიუტონს ვაშლი თავში არ დასცემია...

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ისააკ...

საინტერესო ფაქტები გველების შესახებ

გველების ხილვადობა, დაახლოებით, 2, 5...

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ერი

როგორც გაირკვა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი...

მომავალი სამყაროს პროგნოზი 2030 წლამდე

2019 წელს მავთულები და კაბელები...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...