"კალათბურთის ფედერაციას წარმოდგენაც კი არა აქვს, რა არის რუსეთი მისი სახელმწიფოსთვის"

ფეისბუქსტატუსები

"კალათბურთის ფედერაციას წარმოდგენაც კი არა აქვს, რა არის რუსეთი მისი სახელმწიფოსთვის"

9 ივლ. 2020, 19:10:54

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და კალათბურთის ფედერაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას  რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი ეხმიანება.

ზურაბიშვილის თქმით, "ქართველ სპორტსმენთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ფედერაციებზე რომ არაფერი ვთქვა, ესაა მთლიანად ხელისუფლებაზე ორიენტირებული კონტიგენტი" და ისინი ხელისუფლების მიერ არიან წახალისებული.

"ის, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გადადის მოსკოვის ცეესკაში, გუნდში, რომელიც, შეიძლება ითქვას რუსული სამხედრო იმპერიალიზმის სპორტული სიმბოლოა, როდესაც სხვა სპორტსმენები მის დასაცავად ამბობენ, რა მიხდა ჩვენც გვითამაშია რუსეთშიო და მას ასევე მხარდაჭერას უცხადებს კალათბურთის ფედერაცია, ეს პირადად ჩემთვის ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ არც კაპიტანს და არც მის მხარდამჭერებს ელემენტარული წარმოდგენაც კი არა აქვთ რა არის რუსეთი მისი სახელმწიფოსთვის, რა როლი აქვს შესრულებულო საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში, რას ნიშნავს სიტყვა "ოკუპაცია", როგორ მოდებულია მთელ მსოფლიოს რომ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება გამოღლიტოს უცხოეთში ვინმეს და საერთოდ თუ პოლიტიკური თვალსაზრისით რაიმეს შეიძლება ეწოდოს მტერი, პირდაპირ და უშუალოდ რომ განასახიერებს ამ ცნებას, არამედ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ამ მტერთან ასეთ უღირსებო მიცუცქება, ვითომდა სპორტის და პოლიტიკის გამიჯვნის ეგიდით არის პირდაპირ წახალისებული ქვეყნის ხელისუფლების მიერ.

ამაში დარწმუნებული ვარ იმდენად, რამდენადაც ქართველ სპორტსმენთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ფედერაციებზე რომ არაფერი ვთქვა, ესაა მთლიანად ხელისუფლებაზე ორიენტირებული კონტიგენტი. ორიენტირებული არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც ძალაუფლებრივი ნიშნით, ისინი თითქმის არასდროს მიდიან ხელისუფლების პოლიტიკური ნების წინააღმდეგ და მუდამ ცდილობენ აეწყონ იმ ტალღაზე, რაც მთავრობიდან მოდის. ასე იყო ადრეც, ასეა ახლაც, თუ რასაკვირველია მთავრობა პირადად არ დაუპირისპირდება რომელიმე მათგანს.

დარწმუნებული ვარ, თორნიკე შენგელიას არც კი მოუვიდოდა აზრად ესპანეთიდან რუსეთში და თან არმიის კლუბში გადასვლა, ასეთი ფაქტების მიმართ საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების და ან პირადად ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება რომ იყოს მკაფიოდ ნეგატიური, მაგრამ როცა ეს დამოკიდებულება ნეგატიური კი არა პირიქით, პოზიტიურია და უთავმოყვარეო და უღირსებო პოლიტიკა მიჩნეულია სიბრძნედ და სიფრთხილედ, მაშინ სპორტსმენებისა რა გვიკვირს? შორს რომ არ წავიდეთ და აქვე ფბ-ზე გადავხედოთ სურათს, უკლებლივ ყველა, ვინც თორნიკე შენგელიას ნაბიჯს რაღაცნაირად მაინც ამართლებს არის ამ ხელისუფლების მხარდამჭერი და თუ არ არის, მაშინ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი მაინცაა, რაც პრინციპში ერთი და იგივეა.

P. S. საინტერესოა, რომ გვარს არ დავასახელებ და საქართველოს პრეზიდენტმა ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელად დაგმო თორნიკე შენგელიას საქციელი, რისთვისაც საქებარი სიტყვები არ დამენანებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეჭვი მაქვს რომ მას უბრალოდ ეს როლი მოარგეს: ხან უგულავას და ოქრუაშვილს იწყალებს, ხან რუსეთში სპორტსმენების წასვლას აპროტესტებს, მოკლედ, რამე რომ იყოს და ვინმემ რუსეთის მიმართ მაამებლობაში დასდოს ხელისუფლებას ბრალი, აგერ ჰყავთ ვითომდა პროდასავლელი პრეზიდენტი. თუკი მე ვცდები, ეს ის შემთხვევა იქნება როცა საკუთარი შეცდომა გამიხარდებოდა, მაგრამ არა მგონია ვცდებოდე", _ წერს დავით ზურაბიშილი.




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...