"ქალბატონი იას გარდაცვალებამ გააჩინა შეკითხვები" _ დეპუტატები ფაქტის გამოძიებას ითხოვენ

ფეისბუქსტატუსები

"ქალბატონი იას გარდაცვალებამ გააჩინა შეკითხვები" _ დეპუტატები ფაქტის გამოძიებას ითხოვენ

2018 დეკ 10 18:13:48

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაიცვალების ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინტელექტკლუბის წევრი დეპუტატების განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე, შესაბამისმა უწყებამ გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან მისმა გარდაცვალებამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. 

"ა.წ. 9 დეკემბერს მოხდა ძალზე სამწუხარო ფაქტი: ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი ია კერზაია, რომელიც ბოლო 11 წელი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ვწუხვართ ახლობლებთან ერთად და გამძლეობას ვუსურვებთ ოჯახს.

ქალბატონი იას გარდაცვალებამ საზოგადოებაში გააჩინა შეკითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც ჩვენთვის პრინციპულ აუცილებლობას წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია რომ უმოკლეს ვადებში (მაქსიმალური ვადა - 1 თვე), შესაბამისმა უწყებამ უნდა ჩაატაროს გამოძიება, რომელიც დაადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლის ფაქტებს და ასეთის დადგენის შემთხვევაში, დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ. ამავე დროს, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ მოხდა მოქალაქის წერილის საფუძველზე ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირება მაინცდამაინც საარჩევნო პერიოდში, სახელდობრ, პირველ და მეორე ტურებს შორის. ვთვლით, რომ სამინისტროს მიერ უკვე გამოქვეყნებული განცხადება არასაკმარისად პასუხობს ამ შეკითხვას.

პასუხგაუცემელი კითხვები ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის განცდას და აჩენს უნდობლობას სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პოზიცია გაზიარებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობაში და მოყვება დროული რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან.

გიორგი მოსიძე

გედევან ფოფხაძე

ირინა ფრუიძე

ლევან კობერიძე", - წერს ლევან კობერიძე. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.




 ახალი ამბები
  • ამირან გამყრელიძე: შეხვედრისას გადაკოცნას მოერიდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას მოუწოდებს შეხვედრისას გადაკოცნისგან თავი შეიკაონ. „ძალიან გთხოვთ, არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“ ,_ განაცხადა ... ...
  • სამყარო ნიღბებში _ როგორ შეცვალა კორონავირუსმა ცხოვრება (საინტერესო ფოტოები მსოფლიოს ქალაქებიდან)კორონავირუსის გამო ქალაქები დაცარიელებულია, ჩინეთში არ აღინიშნა ახალი წელი, გადაიდო ვენეციის კარნავალი, მინიმუმამდე შემცირდა ტურისტების ... ...
  • „ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მზად ვართ“ _ რას მოუწოდებენ ჩოხატაურელი ექიმები მოსახლეობასსაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ისევე, როგორც ყველგან, ჩოხატაურში ხალხის მღელვარებამ იმატა. "გურია ნიუსი" დაინტერესდა რამდენად მზად ხვდებიან ახალ და საშიშ გამოწვევას მუნიციპალიტეტში მდებარე კლინიკები. როგორც კლინიკის _ „სამედიცინო ცენტრი გურიაში“, მთავარი ექიმი, თემურ კოროშინაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, კლინიკა სრულ მზადყოფნაშია. _ რადგან ჩვენთან კორონავირუსის დიაგნოზტირება არ ხდება, შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ დაავადებაზე ეჭვმიტანილი. გვაქვს დაცვის საშუალებები და ეჭვის შემთხვევაში, მოხდება პაციენტის რეფერალი. ამ დროისთვის მიმდინარეობს პაციენტების გამოკითხვა, ანამნეზის შეკრება. თუ საეჭვოდ მივიჩნევთ და გამოვლინდება პიროვნება, რომელიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, ან იქ მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ კონტროლზე გვეყოლება და შემდგომი კვლევისთვის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადამისამართდება. თუმცა, ამ დროისთვის მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. მინდა გითხრათ, რომ კლინიკა სრულ მზადყოფნაშია და მედპერსონალი მობილიზებულია“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე „მედალფას“ სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანტონ ხუნდაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ცენტრი კორონავირუსს, გამოვლენის შემთხვევაში, მომზადებული ხვდება. _ კორონავირუსის თემაზე უკვე ერთ კვირაზე მეტია, მედპერსონალს უტარდება ტრენინგ-სემინარები. მედპერსონალს მიეწოდება ინფორმაცია ჩაცმა-აღჭურვიდან დაწყებული, პაციენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობით დამთავრებული, ყველაფერზე. როგორ უნდა აღმოაჩინონ ვირუსის კლინიკური ნიშნები, რა უნდა გაითვალისწინონ, პაციენტებთან საუბრისას გამოკითხვები, რომ არ გამორჩეთ, არც ერთი დეტალი, უმნიშვნელოც კი. რაც არის დამცავი საშუალები, ყველაფერი გვაქვს და კიდევ შემოგვივა. ხშირია შემთხვევა, როცა არ ამბობენ ამა-თუ იმ დაავადების შესახებ. მთავარია, მოსახლეობამ არ დამალოს ინფორმაცია. ეს ვირუსული ინფექციაა, რომელიც დანარჩენი ვირუსების მსგავსად, ყველას არ დაემართება. კორონავირუსი ჩვეულებრივი დაავადებაა, დაავადება კი არ არის სირცხვილი! ის აუცილებლად უნდა იქნეს გამოვლენილი და მიღებული საჭირო ზომები. კორონავირუსის გადატანა, სხვა ვირუსების მსგავსად ქრონიკული დაავადებებით მოავადე ადამიანებს უჭირთ უფრო მეტად, სხვა შემთხვევაში, საშიში არაფერია, დროული დიაგნოზტირებისა და მიზანმიმართული მკურნალობის დროს. ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მოსახლეობას, თუ უახლოეს დროს იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ან კონტაქტი ჰქონდა იმ ქვეყნებში მყოფ ადამიანებთან, რომლებიც კორონავირუსის გამო წითელ ზონაში იმყოფება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და გულახდილად ესაუბრონ ექიმებს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ავადმყოფობა სირცხვილი არ არის, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელსაც უნდა მიხედვა. ამდენად, ჩემი თხოვნაა, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, მოგვმართონ ჩვენ თუ სხვა სამედიცინო დაწესებულებებს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მზად ვართ“, _ ამბობს ანტონ ... ...
  • სამტრედიის აფთიაქებში პირბადეზე ფასი 18 თეთრიდან 1 ლარსა და 40 თეთრამდე მერყეობს საქართველოში კორონავირუსის  შემთხვევის დაფიქსირებას პანიკა მოჰყვა რეგიონებში. სამტრედიის აფთიაქებში პირბადის შეძენის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.  თუმცა, სხვა მუნიციპიტეტებისაგან განსხვავებით  პირბადეების მარაგი არ ამოწურულა. ზოგიერთ აფთიაქში ფასები გაიზარდა, ნაწილში ძველი ფასია შენარჩუნებული. ,,პირბადეები გუშინაც იყიდებოდა, მაგრამ დღეს დილით ჩვენს აფთიაქში მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან გაზრდილია. განსაკუთრებით, ნიღბებზე, სპირტებზე, წყალბადის ზეჟანგზე, ანტიბაქტერიულ ხსნარებზე, ანტიბაქტერიულ სველ ხელსახოცებზე. ჩვენთან შენარჩუნებულია ძველი ფასი-0,18 თეთრი ერთი პირბადის ღირებულება. მართალია, დღეს დილით 2000 ცალი პირბადე გაიყიდა, ჯერჯერობით მარაგი გვაქვს",_ ამბობს „გურია ნიუსთან" ნატალია თვალავაძე, შპს ,,ავერსი ფარმას" სამტრედია №2 აფთიაქის მენეჯერი. ძველი ფასია შენარჩუნებული ჯპს-შიც. იმპექსში გუშინ სამტრედიელ მომხმარებელს თუ 95 თეთრად შეეძლო, შეეძინა ერთი პირბადე, დღეს 1 ლარი და 40 თეთრი გახდა. მართალია, მოსახლეობა აფთიაქებს პირბადეების შესაძენად დილიდანვე მიაწყდა,  სამტრედიელები გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებენ. უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სერიოზული პანიკის საფუძველი არ ... ...
  • თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა (R) დღეიდან, მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს. „ჩემი საპენსიო დანაზოგის" ფუნქციონალი თიბისის მობაილბანკის მთავარ გვერდს უკვე დაემატა. სიახლე მომხმარებლებს, რომლებიც ამავე დროს საპენსიო სქემის მონაწილეები არიან, შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულების შესახებ ინფორმაცია თიბისის  ინტერნეტბანკის შემდეგ, უკვე მობაილბანკით მიიღონ. „ჩემი საპენსიო დანაზოგის" ფუნქციონალით საპენსიო სააგენტოს სისტემაში ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადასვლა და სახელმწიფოს, დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ განხორციელებულ შენატანებსა და მათზე დარიცხულ სარგებელის შესახებ დეტალურ ინფორმაციის მიღებაც არის შესაძლებელი. „თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ისეთი პროდუქტი ან მომსახურება შევთავაზოთ, რაც მაქსიმალურად დაზოგავს მათ დროს. მოხარული ვართ, რომ საპენსიო სააგენტოსთან ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით შედგა",  -  გიორგი ვახტანგიშვილი, თიბისის ციფრული სერვისების განვითარების ექსპერტი. სიახლე საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა იმ მომხმარებელს შეეხება, რომელიც თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკით სარგებლობს. მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, საპენსიო დანაზოგის შესახებ  ინფორმაცია  ინტერნეტ და მობაილბანკში ავტომატურად განახლდება. ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...