ქორწილი გურიაში - ვასიკო კვაჭანტირაძის და დარუხანა ცინცაძის ქორწინების 60 წელი

ფეისბუქსტატუსები

ქორწილი გურიაში - ვასიკო კვაჭანტირაძის და დარუხანა ცინცაძის ქორწინების 60 წელი

11 ოქტ. 2020, 11:52:41

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მისი დედ-მამის, ვასიკო კვაჭანტირაძის და დარუხანა ცინცაძის ქორწინების 60 წლის იუბილეს ფოტოებს და ამბავს.

ნინო კვაჭანტირაძე: “ამ წელს გაგანია პანდემია დაემთხვა, ჩემს დედ-მამას 26 მარტს ქორწინებიდან 60 წელი შეუსრულდათ, ვერავინ მოვიწვიე, მაგრამ ერთი ნატვრა შევუსრულე - ატმისყვავილისფერი კაბა ვუყიდე, ზურა შევარდნაძემ აბრეშუმის ჰორთენზიების თაიგული შეუკრა, ლელამ „შლიაპა“ მოუტანა, პატარა ტორტი და ტკბილეულის მაგიდა გახარებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
_ დედა, უნდა გამოგპრანჭო, ვუთხარი იმ დილით,
-მივალთ სადმეეე?
- არაა, არ მივალთ, მაგრამ ქორწინებიდან 60 წელი გისრულდებათ, დაა..
- ვისთან ქორწინების?
-დედა, ნუ გადამრევ, ვისთან იყავი ქორწინებაში არ გახსოვს?

- ხოო, ვასოსთან , მარა 60 წელი რაფერ გუუძლებდი მაგ უჟმურს და ჯილეხს, მართლა ამდენი გავიდა?
-მაგი აღარ ვიცი, ფაქტია , რომ გაუძელი
- ხოდა, თუ მართლა მასეა, ეე რაფერი მაგარი ქალი ვყოფილვარ...
შეიფერა, გაიპრანჭა დადედაჩემი 3 დღე არ გაჩერებულა. მის ქორწილს იხსენებდა, მე კი გზადაგზა ვიწერდი ამბებს, თან უკვე აღმოჩენილი მქონდა მისი ქორწილის საჩუქრების რვეულიც.
- როგორ გაიცანი დე, მამიკოო?
- გავიცანი, ხოო, სულ მაგაზე ვოცნებობდი, ბენზეს კულტურის სახლის წინ დამინახა, თოვდა და გუნდები მესროლა.
- -მერე, შენ რა უთხარი?
- რა უნდა მეთქვა, აფერს არ ვფიქრობდი, 20 წლის ვიყავი, მარა მერე სახლში მოვიდნენ,ამიანცეს, ბიძაჩემმა რომ დეინახა, მეიწონა, მაღალი იყო, ლამაზი, გრუზა ქოჩორი ქონდა, ტეხილი თმები და მითხრა:
- ბიძია, გვერდზე მაფურთხებელი ბიჭი არ ჩანა, გლახა არ უნდა იყოსო..
- მერე, ერთად დადიოდით?
- დიდხანს ვინ მომცემდა სიარულის უფლებას, რამდენიმე თვე იარა, „დღე პირველი და დღე უკანასკნელი“ იყო ახალგამოსული და კინოში დამპატიჟა, მერე დედამისი და მამამისი მოიყვანა, „ნიშანი“ მომიტანეს და ქორწილზე დეილაპარაკეს.
-აუუუ, მომიყევი რაა, როგორი ქორწილი გქონდათ, რა მანქანით მოვიდა?
- შავი ზიმით მოვიდნენ, ორივე წინ ვიჯექით
- -უკან?
- მაგი არ მახსოვს
- მამა, ყვავილები მიუტანე?
- რად უნდოდა ყვავილები, მკტარი ხომ არ იყო, ბეჭედი მიუტანე და ნენამ- ჩემოდანი
- დედაა, რა იყო ჩემოდანში?
- ყველაფერი, რაც გოგო სჭირდება
- კაბა როგორი გეცვა?
- ატმის ყვავილისფერი, წელში გამოყვანილი კრეპჟორჟეტის კაბა მეცვა, „ბენზეში“, მეხუთე სახლებში შემიკერეს.
- საპარიკმახეროში იყავი?
- საპარიკმახეროში რა მინდოდა, ისეც ლამაზი ვიყავი, მაშინ საპარიკმახეროში კაცები დადიოდნენ წვერის გასაპარსად
- ვინ გახლდა მაყარში?
- გურამიას ახალნაყიდი „პობედა“ ყავდა, გურამიე იყო, ვაჟიე, გუგულა, იურა, ფერდინდი, ლილი, პლატონა, ნინუხა, ნორა დეიდა, ვენერიკა, ვალიკო, ვახტანგი ბიძია და ძვირია ბიცოლა....
- -და როგორ იყო, რომ მოვიდა სიძე, მოგიპიპინა?
- აგერაა და ვკითხოთ, ვასიკოო, რომ მოდი ჩემს წასაყვანად, მოაპიპინეეე?
- არა, ჩუმათა მივედი, შენს წაყვანას ხმაური რად უნდოდა კიდო...
- მამა, შარვალ -კოსტუმი გეცვა?
- -აბა კაბა ხომ არ მეცმებოდა?
- შეიკერე?
- არა, კულაში ვიყიდეთ მე და კაკალამ.
- სუფრა?
- -სუფრა სახლში იყო, მაშინ რესტორნობია არ იყოო
- და წაიყვანე და წახვედით სოფელში?
- -აბა, ტრაპიზონში ხომ არ წევიყვანდი, სახლი სოფელში მქონდა.
- დედა, ხოდა, მერე, შენ მითხარი როგორ იყო..
- კიიი, ჩავედით, კარგი ამინდი იყოო, მაშინ გურიაში ბიჭისას ღამის ქორწილი იცოდნენ და სახლთან ჩირაღდნებიანი ბაღნები დაგვახვედრეს, ასე, ჯოხზე წამოცმულ, ნავთში ამოვლებულ ჭინჭებზე ცეცხლი ბარბალობდა, გზადაგზა კოცონები ენთო, კარებში თეფში დამახვედრეს, დავკარი ფეხი და გავფშვენი, იმფერი ლამაზი ვიყავი, ხალხი იძახოდა, დედაააა, ნინუცამ რაფერი კაი ქალი მეიყვანაო, თვარა ვასიკომ მეიყვანაო, იმას კი არ ამბობდენ, აბაა, მაშინ რძალი დედამთილს უნდა მოწონებოდა პირველ რიგში.
- ტორტი?
- კი, სადედოფლო ტორტი იყო, რაცხა წითელი-ყვითელ ფერში და სუფრაზეც პატარ-პატარა ტორტები ეწყო ფეხიან ვაზებზე, ხოდა ჩემს ქორწილში ვნახე პირველად, სუფრაზე ჩაი შემოიტანეს...
- სუფრაზე რა იყო?
- სახლის უკან ცეცხლზე იდგა უუუშველებელი ქვაბები - იხარშებოდა ღომი, საქონლის ხორცი, ქორწილისთვის დაეკლათ 2 ძროხა, გოჭები, ქათმები, წიწილები, მრგვალ დოუჭრელ ხაჭაპურებზე ეწყო შემჭვარი წიწილები, საქონლის მოხარშული ბეჭი შემოქონდათ, ასე. ორთქლი ასდიოდა.. ყველაფერი სახლის იყო..
- მომღერლები იყვნენ?
- კიი, ოზურგეთიდან იყვნენ, გახეთქეს თავი ირიახო-ურუახოთი, მერე კოპლატაძის გოგოებმა- ზიული, ზანულიმ და ბელამ გიტარაზე იმღერეს...
მეორე დღეს ბაბუაჩემი ჩამოვიდა- ბარნაბა ლომთათიძე მხლებლებით, თავზე კარაკულის ქუდი ეხურა და კაბალახი მხარზე ქონდა მოგდებული, გაპრიალებული აზიაცკები ეცვა ჩაქურა შარვალზე, ბაბუაშენი არსენი მიეგება, ორივე გოლიათები იყვნენ, ერთმენეთს ეხუტებოდნენ, მერე ბარნაბამ უთხრა- დევი დევისასო.. ბარნაბა პაწა ამაყი კაცი იყო, კარგად მოილხინა და სახლში რომ დაბრუბდა თურმე, ყვებოდა, ნამეტარი კაი ოჯახში გავთხუეთ გოგო, ეზოში რომ შევედი, თავი ბოტანიკურ ბაღში მეგონა და სახლი „უჩრეჟდენიას“გავდაო. მახსოვს, ვახტანგი ბიძიამ მითხრა - ბიძია, აბა შენ იცი, რაფერ შეიშნოვებ ოჯახს, დედამთილმა თუ გითხრას ჭადი დატეხე, დატეხე, თუ გითხრას- დაჭერი, დაჭერიო,, ქმარს ენა არ შეაჩვიო და თუ აქანე მოგიწიოს დარჩენა, სანამ ოჯახი გეიყოფა იცოდე, უფროსი შენ არ ხარო...
- დედამთილს როგორ მიმართავდი?
- მამამისს ენისმოსატეხივით სახელი ერქვა -კანელიკე და კანელიკოვნას თქმას მერჩივნა, დედა დამეძახა, მერე და მერე ნინუცისაც ვუძახოდიო..
-თამადა ვინ იყო?
-თამადა შავლა ბურჭულაძე იყო, ამხანაგებოო, რომ დასჭექდა, ყველა გეისუსებოდა, გლეხური თამადა იყო, მარა კაი სიტყვა-პასუხი იცოდა...
-მამა, მართალს ამბობს ახლა დედიკოო, შენ როგორ გახსოვს?
-რაც მართალი მართალია, ლამაზი იყო, მაშინ კი იჯდა გატრუნული, მარა მერე რომ ალაპარაკდა აღარ გაჩერდა დააა, 60 წელია მარჩობს და ჯერ ვერ მომერია!“




 ახალი ამბები
  • მუხაშავრია: “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში გასაიდუმლოებულ შეხვედრებს ატარებს (R)“ქართული ოცნების”  წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი, დახურულ, გასაიდუმლოებულ შეხვედრებს  ატარებს ამ ოლქში მდებარე სკოლებში და საბავშვო ბაღებში და  დაწესებულებების პერსონალს - სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს,  მზარეულებს -ავალდებულებს იარონ კარდაკარ და ამომრჩევლები  დაარწმუნონ რომ შემოხაზონ მხოლოდ 41. მიხეილ ყაველაშვილი ასევე პირადად ხვდება ხანდაზმულ ადამიანებს და მათ სოციალური დახმარების დანიშვნას სთავაზობს, მაშინაც კი, როდესაც მათ ასეთი არ სჭირდებათ. ასევე პირადად მაწვდიან ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული კანონსაწინააღმდეგო პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც მოგეხსენაბათ არალეგალური და დაუშვებელია. თან, ეს ყველაფერი  ხდება ძალიან ინტენსიური ტემპით და  მოსახლეობა ამით შეწუხებულია. მივმართავ განათლების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, დაუყოვნებლივ გასცეს განკარგულება რათა შეწყდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, თუ რა თქმა უნდა მისი განკარგულებით არ ხდება ეს უკანონობა.  ჩემის მხრივ კი, გპირდებით ყველას, რომ მსგავსი უკანონო საქციელებისთვის პასუხს მოვთხოვთ ყველას, ამა წლის პირველი ნოემბრიდან“,_ აცხადებს ლია მუხაშავრია, პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ წევრი. (R) ... ...
  • როდის გახსნის პანდემიის გამო დახურულ ქუთაისის ბაზას WizzAir "ქუთაისის ბაზას, რომელიც პანდემიის ფონზე დავხურეთ, მომდევნო წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გავხსნით“, - ამის შესახებ BMG-ს უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განუცხადა. ცნობისთვის: ზაფხულის სანავიგაციო სეზონი მარტის ბოლოს იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. მისი თქმით, ავიაკომპანია ბაზის გახსნას და ოპერირების განახლებას ზამთრის სეზონზე აპირებდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. „ფრენების აღდგენა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე ან ერთ რომელიმე ქვეყანაზე, ეს არის ორმხრივი პროცესი და ყველას პირობა, როგორც - საქართველოს, ასევე მეორე ქვეყნის უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენი მხრიდან მზაობა იმისა, რომ გავზარდოთ ფრენების სიხშირე და მიმართულებები, რა თქმა უნდა, არის და ვიფრენთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება. ვმუშაობთ კიდევაც რეისების გაზრდასა და დამატებაზე მათ შორის საქართველოში, თუმცა პროცესებს სჭირდება დრო და ძველი პოზიციების დაბრუნებას ეტაპობრივად ვეცდებით”, - აღნიშნა ანდრაშ რადომ. ამასთან, როგორც BMG-ისთან ინტერვიუში ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა თქვა, მათ რამდენიმე ქვეყანაში სტრატეგია შეცვალეს და ფოკუსი შიდა ფრენებზე გააკეთეს, მათ შორისაა იტალია, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ შიდა გადაადგილებაზე მოდის, ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში დაიხურა ბაზა, ზოგან კი, პირიქით - მეორე და მესამე გაიხსნა. „პანდემიის ფონზე ფრენების უმეტესობა შიდა გადაადგილებაზე მოდიოდა და ამიტომ დადგა საჭიროება, გაგვეხსნა ახალი ბაზები; ასევე, ჩვენ მუდმივად ძიებაში ვართ ახალი მიმართულებების და სწორედ ამის მიზეზია ახალი ბაზის გახსნა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში, ხოლო გაუქმებული ფრენების გამო, ქუთაისის ბაზის დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა არ ვაპირებთ გაჩერებას; ახლაც და შემდეგაც ვიფრენთ იმდენს, რამდენის უფლება და საშუალებაც გვექნება. რაოდენობის გაზრდაზე კი, მუდმივად ვმუშაობთ. მეორე მხრივ, ვმუშაობთ ახალი თვითმფრინავების შეძენა-მომარაგების მიმართულებით, ვაახლებთ ავიაპარკს და როცა დასრულდება პანდემია და დაიწყება როგორც საავიაციო, ასევე, ტურიზმის სექტორის აღდგენა, მზარდ მოთხოვნას მომზადებულები დავხვდებით “, - აღნიშნა WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ. ცნობისთვის: დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროპის სხვადასხვა მიმართულებებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისების ეტაპობრივად ანახლებს. ავიაკომპანიამ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირება რამდენიმე კვირის უკან განაახლა, ხოლო ნოემბრიდან ფრენებს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნის და ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზებზე განაახლებს. ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. შეგახსენებთ: უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისში ბაზა 2016 წლის სექტემბერში გახსნა. 2020 წლის ივლისში, BMG-ის ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრაშ რადომ განუცხადა, რომ ბაზამ საქმიანობა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და ავიაკომპანიამ მასში არსებული თვითმფრინავების რეალოკაცია მოახდინა. მაშინ ავიაკომპანიაში თქვეს, რომ ქუთაისის ბაზას საქართველოში ფრენების განახლებისთანავე არ აღადგენდნენ და ეს მხოლოდ სიხშირეების მატების შემდეგ მოხდებოდა. უფრო ვრცლად აღნიშნულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე. წყარო: ... ...
  • აფხაზური ენის დაცვაზე უნდა ვიზრუნოთ- ზურაბიშვილი27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. აღნიშულ თარიღს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. „აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ იმ საკითხთაგანს, რომელზეც შეგვიძლია ერთობლივად ვიზრუნოთ, ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი“,_ აცხადებს ... ...
  • ოზურგეთის ბაღებში ბავშვების მოწამვლა კვების პროდუქტებით და სადეზინფექციო საშუალებებით არ დასტურდება„გურია ნიუსის“  მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვთა  მოწამვლა კვების პროდუქტებით და სადეზინფექციო საშუალებებით არ დასტურდება. ჩვენი ინფორმაციით, ლაბორატორიულმა  დაკვნამ ეს გამორიცხა. ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს, მაკა ჭყონიას. მან გვითხრა, რომ დღეს, საღამოს ელოდებიან ლაბორატორიულ დასკვნას და ზუსტი პასუხიც ამის შემდეგ ეცოდინება. _ქალბატონო მაკა, ჩვენი  სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ბავშვების მოწამვლა არ უკავშირდება კვების პროდუქტებსა და სადეზინფექციო საშუალებებს.    რა შეიძლება იყოს სხვა მიზეზი? და შეიძლება თუ არა ეს იყოს ენტეროვირუსით გამოწვეული? -გიმეორებთ, საღამოს ველოდებით ლაბორატორიულ დასკვნას.  ზუსტი  პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება და მასინვე გავასაჯაროებთ, _ გვითხრა მაკა  ... ...
  • ოზურგეთში ჩვილბავშვიანი დედა არხში ჩავარდა: „ ესაა პარტიულ წარდგენებზე გამოყვანილი ტრაილერების „საჩუქარი“ “ახლახან ოზურგეთის ჭადრების ბაღში,  ჩვილი ბავშვით ხელში მიმავალი  გოგონა, მოულოდნელად სანიაღვრე არხში ჩავარდა. მან ფეხი დაადგა ცხაურს, რომლითაც არხია დახურული. თუმცა დაზიანებულმა და ჩატეხილმა ცხაურის ლითონის ზოლმა ვერ გაუძლო დაწოლას და გოგონა, ბავშვით ხელში, ცალმხრივად ჩავარდა არხში. გულისმომკვლელი დასანახი იყო წამებში მომხდარი ფაქტი, როცა ახალგაზრდა დედა, არხში ცალმხრივად  ჩავარდნილი,  ცალ მკლავში მომწყვდეულ ჩვილს ხელს არ უშვებდა, თანამგზავრი ქალბატონი კი ყვირილით ცდილობდა მის შველას. გოგონასთან საწრაფოდ მიირბინეს  გზად მიმავალმა მამაკაცებმა, ერთმა უცებ ბავშვი აიტაცა, მეორემ კი გოგონა არხიდან ამოიყვანა. საბედნიეროდ პატარა უვნებლად გადარჩა, ის მხოლოდ გაცხარებული ტიროდა. დედას კი, ახალგაზრდა გოგონას მუხლი დაჩეჩქვილი ჰქონდა და სიმწრისგან გაფითრებული და ატირებული ბავშვისკენ იმზირებოდა. უფრო იმიტომ, რომ სურდა დაენახა, უვნებლად გადარჩა თუ არა. გოგონა  იქვე, ერთ-ერთ დაწესებულებაში შეიყვანეს და სახელდახელო დახმარება აღმოუჩინეს. რაც შეეხება  ჩამტვრეულ ცხაურს ოზურგეთს ჭადრების ბაღში, რომელიც არც ისე დიდი ხნის გაკეთებულია და საკმაოდ კარგადაც, მისი დაზიანება, როგორც აქ გაბრაზებული მოქალაქეები საუბრობდნენ, პარტიული წარდგენების დროს  შეყვანილმა ტრაილერებმა  გამოიწვია. _„ევრონაცები“ იყვნენ , „ლელო“ თუ მანუჩარ კვირველია და მისი მხარდამჭერები, ვინმემ დაუშალა შემოსვლა? ხომ უნდა დააკვირდნენ, როცა ტრაილერებით შემოზიდეს თავისი ბანერები,  ავეჯი თუ ტექნიკა, რომ ამ არხების ცხაურებზე  ამხელა ტრაილერები არ გადაატარონ? მაგათი მოსვლისას დაიმტვრა ეს.   ესაა პარტიულ წარდგენებზე გამოყვანილი ტრაილერების  „საჩუქარი". ასფალტიან მოედანზე ემოძრავათ, კი შეიძლებოდა ეს,  მაგრამ მეტი დარდი არ აქვს პოზიციონერია თუ ოპოზიციონერი, _ ბრაზობდნენ ადგილზე თავმოყრილი მოქალაქეები, რომლებიც ამ კინაღამ ტრაგიკულ ფაქტს შეესწრნენ. ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მომსახურების ცენტრის დირექტორს თენგიზ  ქუტიძეს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ეს  ცხაურები,  სხვადასხვა წარდგენების  დროს შემოყვანილმა  ტაილერებმა დააზიანეს. _ერთხელ გავაკეთეთ. მერე სხვებმა შემოიყვანეს მანქანები. ყურადღებით უნდა მოძრაობდნენ, თორემ სიარული ვინ ვის დაუშალა? დღესვე გავაკეთებთ, გავუშვებ თანამშრომლებს, - გვითხრა მან.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...