"ქურდულ მენტალიტეტს ყველაზე მეტად მამიკოს ან სხვა მიზეზით "გამოძვრომის" იმედი ახალისებს"

ფეისბუქსტატუსები

"ქურდულ მენტალიტეტს ყველაზე მეტად მამიკოს ან სხვა მიზეზით "გამოძვრომის" იმედი ახალისებს"

2017 დეკ 3 14:01:52

"არც ფსიქოლოგი ვარ, არც განათლების სისტემის მართვა მისწავლია ოდესმე. არც ვინმესთვის ჭკუის დარიგებას ვაპირებ, არც ამ საქმის ექსპერტობის პრეტენზია მაქვს. უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობ" _ წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება:

"90-იანების თბილისში გავიზარდე; 2 ბიჭის დედა ვარ; მგონია. რომ ჩვენს ქალაქს კარგად ვიცნობ და მის ტკივილს მეც ვატარებ, ზუსტად ისე როგორც, ალბათყოველი თქვენგანი;

ვიცი, რომ სკოლის ასაკის ბავშვებს შორის ძალადობა ექსკლუზიურად არც ჩვენი ქალაქის არც ჩვენი ქვეყნის ფენომენი არ არის, მორალს ნუ წიმიკითხვათ, ვიცი;

პროფესიულად ვიცი, რომ მკაცრი სასჯელი არასოდეს და არსად გამოდგა ძალადობის გაქრობის პასუხად; დანაშაულისთვის სასჯელის გარდაუვალობა და კანონის წინაშე თანასწორობის რწმენა უფრო სწორი და გამართული პასუხია, ვიდრე უსამართლო რეპრესიული კანონმდებლობა;

ჩაცუცქულობის, ქურდულ მენტალიტეტს და უკიდეგანო "ბლატაობას" ყველაზე მეტად უთანასწორობის, კანონზე მაღლა დგომის რწმენა ახალისებს, მამიკოს ან სხვა მიზეზით "გამოძვრომის" იმედი;

ფაქტად ვიცი, რომ "კაი ბიჭობას" თბილისის ძალიან ბევრ სკოლაში დორექტორ-მასწავლებელ-მანდატურიანად აფასებენ, სათვალიან _ წიგნებით მოსიარულე ბიჭებს ამრეზით უყურებენ;

ასევე ფაქტად ვიცი, ბულინგი ჩვეულებრივი ამბავია ჩვენს სკოლებში, ბულინგი არა მხოლოდ თანატოლების, არამედ პედაგოგების მხრიდანაც;

ასევე ფაქტად უნდა მივიღოთ, რომ სანამ ოჯახში ძალადობის თემაზე ვქირქვილებთ, იმათ დავცინით ვინც ამხელს და ებრძვის სისასტიკე მოზარდებში მზარდი ტენდენციის იქნება;

თუ ცემა, ყვირილი, ბილწსიტყვაობა ოჯახში ურთიერთობის ნორმაა რა უჭირს გარეთაც გავიმეოროთ;

ჩვენთან ხომ "კარგი ბიჭები" ცოლებს ცემენ, ხანდახან დანასაც უყრიან; დედამთილები რძლებზე ძალადობენ, აბა შვილის წინააღმდეგ ხომ არ წავლენ; 

ნულოვანი ტოლერანტობა, განსაკუთრებით არასრულწლოვანებთან მიმართებაში უფრო მეტ სისასტიკეს, სისტემისგან გამიჯვნას და მეტ წინააღმდეგობას წარმოშობს" _ წერს ხიდაშელი და პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში არსებულ ვითარებასაც ეხება:

"როცა მოსწავლეებს სკოლის კედლები ვეღარ იტევს, პედაგოგები და განსაკუთრებით დირექტორი საკუთარი ამბიციების გამო ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს ერთი და ორი ბავშვის კი არა, მთელი სკოლის დაჩაგვრას (162-ე სკოლასთან კონფლიქტი შესაძლოა გახსოვდეთ), ამაში მინისტრიც ეთანხმება და პრობლემას ვერ ხედავს, ძალიან ბევრი ადამიანის მიერ განგაშის ზარი მაშინ იყო შემოსაკვრელი. დირექტორი გასაშვები, სკოლა მოსათოკი და წესრიგი აღსადგენი.

40 და 45 მოზარდი რომ ყავს კლასში პედაგოგს და დღეში ორასზე მეც მოსწავლესთან უწევს კონტაქტი, 45 წუთის მანძილზე ფიზიკა/ქიმიაც უნდა ასწავლოს, გამოკითვაც უნდა მოასწროს და პარალელურად ყოველი მოსწავლის გუნება განწყობა აკონტროლოს და მის კარგ მოქალაქედ აღზრდაზეც იზრუნოს დამეთანხმებით შეუსრულებელი მისიაა.

 არ მჯერა, რომ კერძო სკოლებში რამე განსაკუთრებული ხდება უკეთესი განათლების ან გენიოსების გაზრდის ნაწილში, მაგრამ ის კი ვიცი რა უპირატესობა აქვთ მათ.

თუ გაგიმართლათ და კარგი პედაგოგი შეგხვდათ ზუსტად იცით, რომ თქვენს შვილებს იცნობენ, მათი სახელები და გვარები იციან, რა მოსწონთ და რა აღიაზიანებთ, სად ჭირდებათ დახმარება და როდის გრძნობენ თავს კომფორტულად, სად ჭირდებათ ქცევის კორექტირება და როდის უნდა დაიხმარონ მშობელი.

ასეთ სკოლებში მშობლებსაც იცნობენ, მუდმივი კომუნიკაციაა მშობელსა და პედაგოგს შორის და გარანტია უფრო მეტია რომ თქვენი შვილები შესაძლოა დიდი ფიზიკოსები და ქიმიკოსები არ გამოვიდნენ მაგრამ კარგი მოქალაქეები იქნებიან" _ წერს თინა ხიდაშელი.




 ახალი ამბები
  • "ევროპული საქართველოს"ლიდერებს თავს დაესხნენ"ევროპული საქართველოს" ლიდერებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ.  უგულავას თქმით, შემთხვევა საქართველოს ეროპორტში მოხდა. "მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. გოკას მუხლი დაუზიანდა. ეტყობა ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი,"_წერს გიგი უგულავა სოციალურ ... ...
  • რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზურაბიშვილის განცხადებაზე„საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა“,_ აღნიშნული ტექსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია. „პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“,_ წერია გავრცელებულ ... ...
  • გენერალ-ლეიტენანტი: "თავდაცვის ძალები არის ერთ-ერთი სერიოზული ძალა რეგიონში"საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმება გენერალ-ლეიტენანტი, ვლადიმერ ჩაჩიბაია. ჩაჩიბაიას განმარტებით, რეგიონში საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი სერიოზული ძალაა, პრეზიდენტმა კი გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება უნდა გააკეთოს. „რა იგულისხმა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში, ამაზე ვფიქრობ, თვითონ გააკეთებს განცხადებას. თავდაცვის ძალები არის ერთ-ერთი სერიოზული შეიარაღებით და მოდერნიზაციით რეგიონში, მინდა ავღნიშნო, რომ მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, ის,  რომ უახლოეს წარსულში შევიძინეთ ჯავანის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. უახლოეს მომავალში კიდევ ახალ ამბებს გავიგებთ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ჯარის გადაიარაღებასა და შეიარაღებასთან“,_ განაცხადა ... ...
  • ღარიბაშვილი: "მიუღებელია მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი განცხადება"საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს. „ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები- ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება. არ ვიცი რას გულისხმობდა პრეზიდენტი, ალბათ, საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და ახსნა-განმარტებას. როგორც თავდაცვის მინისტრი გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“,_განაცხადა ... ...
  • 20 წლის წინ საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე დაკრძალესქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე1999 წლის 11 დეკემბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ოზურგეთელი ნინო კუკულაძე, რომელიც ახლოს იცნობდა აკაკი ბაქრაძეს საინტერესო ამბავს წერს სოციალურ ქსელში.  “12 დეკემბერს, დილით, პანთეონში მისულ ჭირისუფალს აკაკი ბაქრაძის საფლავი ყვავილებით დეკორატიულად მორთული დაგვხვდა. მესაფლავეებმა გვაუწყეს, რომ ეს ვიღაც ქალბატონმა გააკეთა, რომლისთვისაც ვინაობა მათ არ უკითხავთ. სამი თვის შემდეგ შემთხვევით შევიტყვეთ, რომ ეს ქალბატონი ნანა კაჩუხაშვილი ყოფილა, რომელმაც აგვიხსნა, რომ ეს ყოველივე დიდი მწერლის სიყვარულითა და მადლიერების ნიშნად გააკეთა. მოგვიანებით აკაკი ბაქრაძის საფლავზე მარმარილოს დიდი თეთრი წიგნი დაიდგა (არქიტექტორი - ილო ყავლაშვილი, მოქანდაკე - ზაურ ჯოხაძე), რომლიდანაც მზის სხივები შავი მარმარილოს ორნამენტების მეშვეობით იშლება. მარმარილოს დიდ თეთრ წიგნს აკაკისეული წარწერა ამშვენებს : " მე იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც სწამს სულის უკვდავება და მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი შეხვედრა ისევ მოხდება". აკაკი ბაქრაძე 6 დეკემბერს დილის 7 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა. სიკვდილამდე მან რამდენჯერმე მთაწმინდის წყალი მოითხოვა და სულმობრძავმა სიამოვნებით დალია. მე ვფიქრობ, რომ აკაკი ბაქრაძის სამუდამო განსასვენებელი მაინც მთაწმინდის პანთეონში უნდა იყოს... “- წერს ნინო ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს