ლამარა აბჟანდაძე: „რაც სახელმწიფოა ისაა ოჯახიც"

ფეისბუქსტატუსები

ლამარა აბჟანდაძე: „რაც სახელმწიფოა ისაა ოჯახიც"

2020 თებ 22 16:03:20

ბლოგერი და მასწავლებელი, ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც თანამედროვე ქალების შესახებ საუბრობს და ემიგრანტ ქალებს, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს  მიმართავს და სვამს კითხვას, თუ რატომ ხდება ამდენი ქალი ქმრისგან ძალადობის მსხვერპლი ან უფრო უარესიც, სიცოცხლეს ასრულებს.

„მინდა დავწერო თანამედროვე ქალებზე, რომლებიც მზად არიან თავიანთ მხრებზე აიღონ უზარმაზარი ტვირთი- ოჯახის რჩენა. ქალები, რომლებიც გადახვეწილნი არიან უცხოეთში, იმისათვის, რომ რაღაც თანხის საფასურად მოუარონ ბავშვებს, ინვალიდ მოხუცებს, მენტარული პრობლემების მქონე პირებს, ალაგონ სახლები მძიმე პირობებში, ან თანახმა არიან უფრო მძიმე საქმეს მოკიდონ ხელი. ეს ქალები არიან ჩვენი ქვეყნის უღარიბესი ფენიდან, რომლებმაც აქ საკუთარ სამშობლოში ვერაფერი გააკეთეს, ვერც სამსახური იშოვეს და ვერც სახელმწიფოსაგან დახმარებას ვერ ეღირსნენ. მათ დიდძალი ვალი დააწვათ მხრებზე, [ძირითადად ბანკის, მაღაზიის და სხვა სახის ვალი]. ამიტომ იძულებული გახდნენ საკუთარი თავი შესწირონ ოჯახს, შვილებს და ასე გაუბედურებულებმა უცხო მხარეში იმუშაონ, იმუშაონ ჯოჯოხეთურად, რათა სამშობლოში უდედოდ მიტოვებულ შვილებს რაღაც დახმარება აღმოუჩინონ. დედის დღე და ქალთა საეთაშორისო დღეები ახლოვდება. არ მინდოდა, ეს დღეები ამ მწვავე პრომლემებით დამემძიმებინა, მაგრამ რა ვქნა, ახლა ყველაზე მეტი ყურადღება ამ ქალებს სჭირდებათ. მთავრობას კი საერთოდ არ აწუხებთ მათი პრობლემები. პირიქით ჩვენი ქეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა ხალხი წააქეზა და ბრძანა, რომ ის დახმარებას გაუწევდა სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასვლაში. მაგრამ არა, ესეც მისი დიდი ტყუილი აღმოჩნდა. დახმარების ნაცვლად გერმანიაში დიდი ჯგუფი გაგზავნა იქ დასაქმებული ადამიანების უკან დასაბრუნებლად. აი, ასეთ ორ ცეცხლ შუა უწევთ აუტანელი შრომა ჩვენ ქალებს. დავფიქრდეთ იმ ბავშვების, მოსწავლეების, სტუდენტების მდგომარეობაზე, რომლებიც დედის გარეშე დამოუკიდებლად ცდილობენ ცხოვრებას. მათ ხომ აკლიათ დედის სიყვარული, არადა ეს სიყვარული მათ ჰაერივით ჭირდებათ.

ჩემო საყვარელო ემიგრანტო ქალებო, თქვენ გელოდებათ მოხუცი მშობლები, ახალგაზრდა შვილები, ახლობლები. ამიტომ გაუფრთხილდით საკუთარ თავს. ახლა კი მინდა დავწერო იმ ქალებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ გადახვეწილან, მაგრამ აქ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არიან. სახელმწიფო ვერც ამ ქალებს იცავს. ქალი ოჯახში უნდა ტრიალებდესო, სადილებს ამზადებდესო, ბავშვებს ზრდიდესო და რა ვიცი, ოჯახში უამრავი საქმეა და ამ საქმეს ქალი უნდა აკეთებდესო. ასეთია მამაკაცთა უმრავლესობის აზრი. ამ აზრს რა თქმა უნდა ეთანხმებიან მთავრობის მაღალჩინოსნები. ქალი თუ მივატოვეთ მის საქმიანობასთან და გვერდში არ ამოვუდექით მას, ესეც ქალის დასჯაა. ამას თუ დაემატა ძალადობა ქმრის ან ოჯახის სხვა წევრის მხრიდან, ეს უკვე ქალის ფიზიკურად ანადგურებს.

რატომაა ასე ხშირი ქალების მკვლელობები ყოფილი ქმრებისაგან? ნუთუ ამ საკითხით არ უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო? ნუთუ ეს საკითხი არ უნდა იხილებოდეს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურაში? ხომ საჭიროა პრევენციული ზომების მიღება, სანამ მკვლელობა მოხდება? მაგრამ ეს არავის ადარდებს, არც პარლამენტში და არც მთავრობაში. არადა თითოეული მოკლული ქალი არის მცირეწლოვანი შვილების დედა, დედა, რომელიც მომავალი თაობის აღმზრდელია, ოჯახის ბურჯია. მკვლელო მამაკაცებო! თქვენც ხომ გყავთ ან გყავდათ დედა? ნუთუ მათ ჩაგინერგეს ადამიანის სიძულვილი? თან ისეთი სიძულვილი, რომ ადამანი მოკლათ? არა მგონია ქალმა-დედამ ასეთი რამ ჩაუნერგოს თავის შვილს. მაშინ საიდან მოდის ეს სისასტიკე ქალის მიმართ? არ ვიცი ამას ალბათ კვლევა ჭირდება სპეციალისტებისაგან. მაგრამ მე ვიცი, რომ როცა მამაკაცი ხედავს მის ირგვლივ ძალადობას სახელმწიფო დონეზე, და ამ ძალადობისთვის არავინ არ ისჯება, მას უჩნდება დაუსჯელობის გრძნობა.თანაც თანამდებობის ყველა პირი გაურბის დიალოგს ჟურნალისტებთან ან ოპოზიციასთან. ან თუ ჩაებნენ დიალოგში, უეჭველად თავისი უნდა გაიტანონ. ამას ხედავს ყველა და თავისდაუნებურად ბაძავს მათ. ე.ი. მამაკაცს ან არ სურს ყოფილ მეუღლესთან დიალოგი ან ცდილობს თავისი აზრი მოახვიოს თავს ყოფილ მეუღლეს. რა თქმა უნდა ყველა ქალი ქმრის მონა არ არის და ხდება მსხვერპლი, სიცოცხლით აგებს პასუხს. რას იზამ, რაც სახელმწიფოა ისაა ოჯახიც, სადაც ძალადობაა გამეფებული“,_ წერს აბჟანდაძე სოციალურ ქსელში.

 




 ახალი ამბები
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოები, რომლებსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...