"მაგრად მკიდია, დამიძახონ ბნელი და გაუნათლებელი, ჩამორჩენილი და ჰომოფობი"

gurianews.com

ფეისბუქსტატუსები

"მაგრად მკიდია, დამიძახონ ბნელი და გაუნათლებელი, ჩამორჩენილი და ჰომოფობი"

2017 ნოე 8 16:27:27

მსახიობი და ტელეწამყვანი დავით ქაცარავა ლგბტ საკითხზე უარყოფითი აზრის დაფიქსირების გამო ქუთაისელი მოსწავლის ანზორ სვიანიძის სკოლიდან გარიცხვის ამბავს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

დაახლოებით 2  საათის წინ გავაზიარე ამბავი, რომ ამ პოსტის გამო, რომელიც ამ წუთას ავტვირთე, ანზორ სვიანიძე გარიცხეს ქუთაისის კერძო სკოლიდან.

ჩემდა გასაკვირად, სულ რამოდენიმე ადამიანი ჩაერთო ამ თემის ირგვლივ დისკუსიაში. რბილად რომ ვთქვა, გამო... ვშტერდი... თვალებს ვერ დავუჯერე, რომ  ჩვენს ქვეყანაში, ჩემს 5000-მდე ფეისბუქ მეგობრებს შორის, სულ რაღაც 100-მდე ადამიანმა დაალაიქა და ალბათ, 10-15 ადამიანი ჩაერთო განხილვაში!

ორი კითხვა მაქვს - 1. ნუთუ  მართლა თვლით, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის სკოლის მოსწავლე უნდა გაირიცხოს სკოლიდან? და აქ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მძაფრი იყო მისი აზრი და ამ აზრის გადმოცემის ფორმა. 2.  ვუშვებ ასევე იმ აზრს, რომ არ მოგწონთ ის, რაც ხდება, თვლით რომ არ არის გასაგდები ეს ბიჭი სკოლიდან... მაგრამ რატომ ხართ ჩუმად? ხომ არ გეშინიათ ლგბტ  თემის? სამსახურების დაკარგვის ხომ არ გეშინიათ?

სად ხართ ჟურნალისტებო, უფლებადამცველებო, მინისტრებო და ჩინოვნიკებო? სად ხართ რიგითო ქართველებო, გორგასლის და აღმაშენებლის შთამომავლებო? არ არის საგანგაშო, რაც ხდება თუნდაც ამ კონკრეტულ შემთთხვევაში? თუ ხმას დღეს არ ამოიღებთ, ხვალ თქვენ შვილებს დაჩაგრავენ, თქვენ კი მშობელ #1 ან #2 იარლიყს აგაკრავენ!

მაგრად მკიდია, დამიძახონ ზე ნასწავლ-განვითარებული საზოგადოების წევრებმა ბნელი  და გაუნათლებელი, ჩამორჩენილი და ჰომოფობი!

მე ვიბრძოლებ ბოლომდე, იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელია თავისუფალი აზრის, თავისუფალი სულის ჩახშობა და ამის წარმატებული კამპანია მიმდინარეობს საქართველოში!

ხვალ, იმედის დილაში ისაუბრებს ანზორი სვიანაძე და იქნებ მომართოთ თქვენი ტელევიზორები რომ მოისმინოთ თავისუფალი აზრი!

გაიღვიძეთ დღეს! ხვალ გვიანი იქნება! დაუდექით  ამ ახალგაზრდას გვერდით და ნუ დაღუპავთ ამ ახალგაზრდას! და ის დაიღუპება არა იმიტომ რომ სკოლიდან გარიცხეს, სხვა, ბევრად მაგარ სკოლას იპოვის, არამედ იმიტომ რომ დაინახავს რომ ის მიაგდეს, არ დაეხმარნენ და არ დაიცვეს!

ძალა ერთობაშია! მხოლოდ ასე გადავრჩებით!“ _ წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.



 ახალი ამბები
  • ოზურგეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარესოზურგეთის მუბიციპალიტეტის სოფელ ნატაბებში საზოგადოებრივი ცენტრის ფოიედან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. აღნიშნული იბფორმაცია დაგვიდასტურა მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ნატანებში ჯონი ღლონტმა. მისი თქმით, უკვე დაიწყო მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით. ღლონტის თქმით, არსებობს ვიდეოკამერის ჩანაწერები. "აპარატი დაზიანებულია, თუმცა თანხასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, ჯერჯერობით, თანხის დაუდგენელია ... ...
  • ზვიად მამალაძე ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიესჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ ზვიად მამალაძე აირჩიეს. მას მხარი სხდომაზე მყოფი 37 დეპუტატიდან მხარი 32-მა  დეპუტატმა დაუჭირა. მამალაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა სურდა და ეს ღიადაც დაადასტურა, თუმცა, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გამართულ უმრავლესობის საგანგებო სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით გუდავაძე წამოაყენეს და აირჩიეს კიდეც. ზვიად მამალაძე წინა მოწვევის საკრებულოში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ... ...
  • ვინ არის საფინანსო კომისიის ახალი თავმჯდომარე, რომელიც ძველ ჩვევებს ვერ ღალატობსჩოხატაურის მეოთხე მოწვევის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პროფესიით გეოლოგი აკაკი ყაჭეიშვილი გახდა. მას მხარი სხდომაზე მყოფი 37 დეპუტატიდან 30-მა დეპუტატმა დაუჭირა. ყაჭეიშვილმა, რომელიც „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს, სოფელ გოგოლესუბნის გამგებელი იყო, 2014 წელს ამავე სოფელში კენჭი დამოუკიდებლად იყარა და „ოცნების“ კანდიდატი დაამარცხა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ კი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და მაჟორიტარის მანდატი მმართველი გუნდის სახელით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში დროს მედიის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა _ კამერაზე ხელსაც გვიფარებდა, საარჩევნო კამპანიის დროს გამგეობაში „ნაცმოძრაობის“ ატრიბუტიკიანი მაისურით დადიოდა და არც შეურაცხყოფებს ერიდებოდა. როგორც ჩანს, ის ჩვეულებას ახლაც ვერ ღალატობს _ მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფოტოს გადაღების უფლება არ მოგვცა. არადა, საჯარო სივრცეში, მით უმეტეს საკრებულოს სხდომაზე გადაღების უფლება არათუ ჟურნალისტს, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს საკრებულოს წევრმა, რომელიც თავად არის ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების დაცვის გარანტი, რაც, როგორც ჩანს, მისთვის ... ...
  • სოციალური კომისიის თავმჯდომარედ ელისო ჭიჭინაძე აირჩიესლანჩხუთის საკრებულოში სოციალური კომისიის თავმჯდომარედ ლესის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჭიჭინაძე აირჩიეს. ჭიჭინაძის კანდიდატურას კენჭისყრაში მონაწილე 27 დეპუტატიდან 21-მა დაუჭირა ... ...
  • ქონების მართვის კომისია ლაშა თოლორდავას ჩააბარესგუთურის მაჟორიტარ დეპუტატს, ლაშა თოლორდავას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა ქონების მართვის კომისიაა ჩააბარეს. მას მხარი 35-მა დეპუტატმა დაუჭირა. მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. თოლორდავა, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მას თანამდებობაზე ყოფნა წინა მოწვევის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზეც უნდოდა, თუმცა, მაშინ მისი კანდიდატურა არ გასულა.   ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ზეთი

მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს...

„ფოტოგრაფი“ ლომი

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე...

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი...

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...

ციტრუსების დიეტა

ცივ ამინდში ორგანიზმს ვიტამინები აკლდება,...

ჭრელა ხარი

ჩინეთის პროვინცია იუნანში ძველი დროიდან...
კარმიდამო ჩემი

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ...

ხიზილალა და ადამიანის ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას...

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან...

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი...

იაჟუჟუნას სამკურნალო თვისებები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის...

ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს,...

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და...

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების...

ექინაცეას სამკურნალო თვისებები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ....

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა...

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი...

როზმარინის სამკურნალო თვისებები

ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი...