"მაშინებენ, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფისთვის გამაქრობენ" _ აკა სინჯიკაშვილი

ფეისბუქსტატუსები

"მაშინებენ, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფისთვის გამაქრობენ" _ აკა სინჯიკაშვილი

2017 ივნ 18 12:19:25

ქველმოქმედ აკა სინჯიკაშვილსა და პიარმენეჯერ თეონა ბაღდავაძეს შორის "წითელი ცხვირების" გამო დაწყებული დაპირისპირება გრძელდება. სინჯიკაშვილი ბაღდავაძეს თანხის მოპარვაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ბაღდავაძემ ქველმოქმედებისთვის შეგროვებული თანხა მიითვისა. ბაღდავაძე ბრალდებებს არ ეთანხმება და სინჯიკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. თავის მხრივ, პოლიციაში აპირებს სარჩელის შეტანას სინჯიკაშვილი, რომელიც შექმნილ სიტუაციაზე მორიგ განმარტებას სოციალურ ქსელში აკეთებს და აღნიშნავს, რომ "სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის" გამო, მას "უკვალოდ გაქრობით" ემუქრებიან:

"პირველ რიგში უამრავი მადლობა ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ მე ტყუილად არავის არ ვერჩი არასოდეს. პოსტის დაწერით ადამიანზე შეტევა მეც ვიცი და გამოცდილებაც მქონდა, რომ არ არის სწორი _ ამასაც აგიხსნით. პირველ რიგში მე თეონა ბაღდავაძის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი არ ვარ! პირველად იანვარში შევხვდი ამ პროექტის თაობაზე. მითხრა, რომ ხალხისათვის სანდო და სუფთა ადამიანი სჭირდებოდა პროექტისათვის, იმიტომ, რომ საქველმოქმედო იყო და წარმატების გარანტიას იძლეოდა.

თეონა ბაღდავაძე თავიდანვე გავაფრთხილე, რომ საორგანიზაციო და ფინანსურ საკითხებს თუ თავის თავზე აიღებდა, აქციის ბოლოს ხალხთან მე ვიყავი პასუხსმგებელი, ამდენი ხალხი მე მენდობოდა და არასოდეს ტყუილს არ ვეტყოდი, როგორც არ უნდა დამთავრებულიყო ეს ამბავი.

ყველა მტკიცებულებას ვერ დავდებ, იმიტომ რომ ძიების დაწყებამდე უცებ გაასწორებს, გეტყვით იმას რასაც ვერ შეცვლის. ამბობს, რომ სულ გაიყიდა 15000 ცხვირი და შემოვიდა შესაბამისად 75000 ლარი, (ერთი ცხვირი ხუთი ლარი ღირდა) სწორედ ეს თანხა გაანაწილა თავის ჭკუაზე თეონა ბაღდავაძემ.

ცხვირების პირველი პარტია 20000 ცალი, თვითონვე დაათვლევინა და ას-ას ცალად დააფასოვებინა თანამშრომლებს. ეს პირველი პარტია უკვე დამთავრდა აქციის დაწყებიდან ერთ კვირაში. შემდეგი პარტია შეუკვეთა ჩინეთში, რომელიც ერთ კვირაში ჩამოვიდა და მანამდე ცხვირები აღარ გვქონდა.

ჩამოვიდა შემდეგი პარტია რომელიც არ მითხრა რამდენი იყო და ეს ცხვირები იყიდებოდა კიდევ მინიმუმ ორი თვე. პირველ კვირაშივე 20000 ცხვირი აღარ იყო და დანარჩენ ორ თვეში არც ერთი ცალი აღარ გაიყიდა და აქციის ბოლოს სულ 15000 გაიყიდა?

ამის გარდა ყიდდა მაისურებს, ეძებდა სპონსორებს, რომლებთანაც მეუბნებოდა მივსულიყავი და ფოტო გადამეღო. არცერთი მაისური არ გაიყიდა და არცერთი კაპიკი არ გადაუხადეს სპონსორებმა?

დადებული იყო ანგარიშის ნომერი და ფასიანი ზარი. არცერთმა ადამიანმა არცერთი კაპიკი არ ჩარიცხა და არავის არ დაურეკავს ფასიან ნომერზე?

ამბობს, რომ შემოსული თანხიდან მესამედი გადაურიცხა წითელი ცხვირების სათაო ოფისს ლონდონში. მაშინ გვაჩვენოს 15 ივნისამდე, ანუ როცა მე ყველაფერი გავიგე, გადარიცხვის ქვითარი. გვაჩვენოს სათაო ოფისთან მიმოწერა სადაც ისინი შემოსული თანხის მესამედს სთხოვენ და ესეც ეთანხმება. დარწმუნებულები იყავით, რომ ეს არავის მოუთხოვია. ან რატომ არ მითხრა მე, რომ მესამედს სათაო ოფისს ურიცხავდა, ან რატომ არ გააგებინა ხალხს წითელი ცხვირების ფეიჯის საშუალებით, ან საერთოდ ვინმეს რატომ არ უთხრა. იმიტომ რომ ეს გუშინწინ მოიგონა თანხების დასამალად.

ცხვირების აქციისას ძალიან ბევრი მწერდ,ა რომ ცხვირები არ უნდოდა და ისე დატოვა ფული. როგორ დავიჯერო, რომ ყველა მატყუებდა და ცხვირის ღირებულების გარდა არც ერთი ლარი არ დატოვა ზედმეტად არცერთმა ადამიანმა?!

კონფლიქტის დღეს, თეონა, აი ხელში მომიკვდა და მეუბნებოდა ეს ამბავი არავის უთხრა და 35000 ლარს მოგცემო, ამას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. მე ვუთხარი _ ხალხს ბოდიში მოუხადე და რაც აკლია მთლიანად დააბრუნეთქო. მერე ვიღაცამ გაამხნევა და მითხრა არც ფულს მოგცემ და არც არაფერი მომიპარავს ვნახავ ერთი რას იზამო, შენ ჩემს პირად ფულს მძალავ და ეხლავე დაგიჭერენო. იმ წამსვე რომ ეს პოსტი არ დამეწერა და სიმართლე არ მეთქვა, ეხლა ციხეში ვიჯდები, თეონამ რაც დაწერა მაგ პოსტს დაწერდა და ამ ამბავზე სრულ სიმართლეს ვერავინ გაიგებდა.

იმის შემდეგ მაშინებენ, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფისთვის უკვალოდ გამაქრობენ.

მეტი არ მინდა მართლა თმის ღერი ჩამომივარდეს თავიდან ტყუილად!

მე 23-ში ექიმთან ვარ ჩაწერილი, აქამდე უთქმელი და დეკემბერში აღმოჩენილი უზარმაზარი პრობლემის გამო და ერთი კვირა აქ არ ვიქნები. ამ დროის განმავლობაში დაიწყება ძიება და მე და ის ადამიანები ვისაც შეხება ჰქონია ამ საქმესთან, ყველა მასალას მივაწვდით გამოძიებას. იმ მასალებს, ბაღდავაძეს რომ ჰგონია არავინ იცის. ხვალ განცხადება შევა ფინანსურ პოლიციაში და დაიწყება ძიებ. და მათ ვისაც მე ამაში გარეული და გასვრილი ვგონივარ ვეუბნები _ მე რომ სახელის გატეხვის მეშინოდეს, ამ ამბავს მზეზე არ გამოვფენდი, იმიტომ რომ ნაკლები ლანძღვა არც მე მიმიღია.

მე აქ ხალხის, რომელსაც ბრბოს და ჩემს სექტას ეძახის, იმ ხალხის სიმწრით ნაგროვებ ფულს ვიცავ და ობლების, უსახლკაროების და ავადმყოფი მოხუცების ფულის ქურდობას დედაჩემსაც არ შევარჩენ, ბაღდავაძეს კი არა.

როგორი გავლენიანი სამეგობროც არ უნდა ჰყავდეს, რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს, როგორც არ უნდა მემუქრონ, არაფრით ამას თავს არ დავანებებ და ჩემი იმედი სულ ბოლომდე გქონდეთ ვისაც გაქვთ. დაშინებების და ვიღაცეების ხსენების კი არა ბელებიანი დათვის არ მეშინია და სიმართლე რაც არის მაინც იმას ვიტყვი!

ჩემი ნათქვამი ტყუილი ბაღის მასწავლებელსაც არ ახსოვს და არც არასოდეს ვიტყვი. 

გამოკვლევას ჩამიტარებენ და 10 დღეში აქ ვიქნები, მანამდე კი ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, ვიკვლევთ კიდევ რაღაცეებს და ეს ამბავი მერწმუნეთ რომ სამართლიანად დამთავრდება! საზოგადოებრივ სტატუსს კი ადამიანის ცხოვრების წესი განსაზღვრავს და არა მოგონილი და მიწებებული იმიჯი. ყველა ყველაფერს ნათლად დაინახავს, სიტყვას გაძლევთ, პატარა ბნელ ამბავსაც არ დავტოვებ გაუხმაურებელს, ამ საქმეზე კი არა აი არასოდეს. მადლობა და მიყვარხართ ყველა, ვისაც სიმართლე გიყვართ და მისი ფასი იცით, _ წერს სინჯიკაშვილი.

ჩვენ შევეცადთ თეონა ბაღდავაძის კომენტარი ამ პოსტის შესახებაც მოგვეპოვებინა, თუმცა მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ამავე თემაზე: აკა სინჯიკაშვილი თეონა ბაღდავაძეს ქველმოქმედებისთვის შეგროვებული თანხის მითვისებაში ადანაშაულებს

თეონა ბაღდავაძე აკა სინჯიკაშვილს პასუხობს და 35 00 ლარის დაბრუნებას სთხოვს




 ახალი ამბები
  • დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკში პირველი საჯარო სხდომა გაიმართასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 39 საკითხზე. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ  განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში სემეკში კიდევ 3 საჯარო სხდომა გაიმართება, სადაც კომისია 100 მდე საკითხს განიხილავს. სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით აირჩა.  დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48  ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, კითხულობს ლექციებს ბიზნეს-რისკების მართვისა და ბიზნეს-გარემოს რეგულირების მიმართულებით.(R) დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი ... ...
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...