"ნეპოტიზმიც შესანიშნავად გრძნობს თავს ჩოხატაურში" _ "მთლად კარგად არ უნდა გქონდეთ საქმე"

ფეისბუქსტატუსები

"ნეპოტიზმიც შესანიშნავად გრძნობს თავს ჩოხატაურში" _ "მთლად კარგად არ უნდა გქონდეთ საქმე"

2019 ოქტ 25 13:38:47

"ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის ინფორმაციით, "რეგიონების წარმომადგენლებთან ბიძინა ივინაშვილის შეხვედრებმა, როგორც ჩანს დიდი აჟიოტაში და დაპირისპირება გამოიწვია თავად "ქართული ოცნების" აქტივისტებში.

როგორც მჟავანაძე წერს, "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეცათ თუ არა ბელადის ახლოს ხილვის საშუალება, ისე გაერთენ, ერთმანეთის დაბეზღება-ჩაშვებაში საერთოდ დაავიწყდათ ხალხის გასაჭირი და პრობლემები"

"მაგალითისთვის _ ოზურგეთის დელეგაციის წარმომადგენლებიდან ერთ-ერთმა, რომელიც 2012 წლამდე "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდა, დამწუხრებულმა განუცხადა ბელადს, რომ მას, როგორც აწ უკვე "ქართული ოცნების" წარმომადგენელს ამავე პარტიის წევრობისთვის "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და აწ უკვე პარტიიდან გარიცხული მერი ავიწროვებს.

უფრო შორს წავიდა ჩოხატაურის დელეგაცია _ საკრებულოს წევრმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდმომარე ბექა გამდლიშვილმა, შესავალ სიტყვაში დასძინა, რომ ამ განცხადების შემდეგ, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს, მაგრამ შინაგანი რწმენა კარნახობს, რომ სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას და ამ ცრემლნარევი შესავალის შემდეგ, ბელადს მწუხარებით ამცნო, რომ მუნიციპალიტეტის კორუმპირებული მერი ირაკლი კუჭავა, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ამოწმებს თან ვინმე გამდლიშვილიც არ მიყავს და მასთან ერთად სურათებს არ იღებს.

 ერთი ბნელი ქოცი რომ მეორე ბნელ ქოცთან ფოტის არ იღებს ეს რომ ტრაგედია ყოფილა ქვეყნის განვითარებისთვის გავიგეთ,  მაგრამ თუ რეალურად ჩოხატაურის და ქვეყნის ბედი გაღელვებთ ახლა მე მოგიყვებით რა უნდა გეთქვათ მაგ თქვენი ოლიგარქისთვის 

1. ეგ თქვენი კორუმპირებული მერი თქვენთანვე ფოტოს გადაღება, რომ უტყდება ერთ-ერთია იმ პასუხისმგებელ პირებს შორის, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც ცალსახად გამოკვეთა აუდიტის სამსახურმა და დაადგინა, რომ მისი მერობის პერიოდში უამრავი უხარისხოდ და საეჭვო გარემოებაში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, ასობით ათასი ლარით აზარალა, როგორც თქვენს მუნიციპალიტეტს, ასევე მთელს ქვეყნის;

2. კუჭავა შესასრულებელ სამუშაოების ხელშეკრულებებს, რატომღაც, საეჭვო ვითარებაში თავისი ცოლის დისშვილს _ ბექა შარაშიძეს რომ უფორმებს მგონი ეგეც საინტერესო ფაქტი უნდა ყოფილიყო ოლიგარქისთვის;

3. ასევე, რატომღაც, ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ლაშა თოლორდავას ძმა რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებლად გვევლინება, წესით ესეც საინტერესო ფაქტი უნდა ყოფილიყო;

4. ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტების შესასრულებლად ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა თავისსავე მეჯვარეს და დავით კუტუბიძეს რომ უფორმებს ხელშეკრულებებს არც ეს უნდა ყოფილიყო წესით ახალი ამბავი გამდლიშვილისთვის _  ეს რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს მაგრამ პრობლემები აქ არ მთავრდება.

როგორც ყოფილი მინისტრი ჭიკაიძე იტყოდა ნეპოტიზმიც შესანიშნავად გრძნობს თავს ჩოხატაურში და შევეცდები რამდენიმე ფაქტიც შეგახსენოთ.

1. ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას მეჯვარის დავით კუტუბიძის მეუღლე, ნატო ჯიბუტი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი;

2. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ლევან ჩხიკვაძის დედა მარინა დოლიძე დაინიშნა ბაღის გამგედ;

3. ბიბლიოთეკის დირექტორის მაია მელუას შვილი თეონა კეკელიძე დაინიშნა ასევე ბაღის დირექტორად;

4. ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ზვიად მამალაძის ბიძაშვილი _ თეა მამალაძე დაინიშნა ა(ა)იპ სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომლად;

5. ხელოვნების სასახლის დირექტორის მოადგილე ნინო სიხარულიძე დაინიშნა ადიკო ივანაშვილის სატელეფონო ზარის შემდეგ;

6. ასევე, ხელოვნების სასახლის დირექტირის მოადგილის ქმარი ავთო კოტრიკაძე დაინიშნა ორ სხვადასხვა ა(ა)იპ- ში;

7. ხელოვნების სასახლი დირექტორი თემურ კოროშინაძე, რომელიც თავის მხრივ არის კახი კალაძის მამის, კარლო კალაძის მეგობარი დაინიშნა კახი კალაძის მოთხოვნით;

8. ინფრასტრუქტურული კომისიის თავმჯდომარის ზვიადი მამალაძის ცოლი თეონა მჭედლიშვილი დაინიშნა კულტურის ცენტრში;

9. საფინანსო კომისიის თავმჯდომარის აკაკი ყაჭეიშვილის ცოლი ირინა ხოტივრიშვილი დაინიშნა წითელ ჯვარში _ წითელი ჯვარი თავის მხრივ ფინანსდება ჩოხატაურის ბიუჯეტიდან.

10. კუჭავას მოადგილის თამაზ ჯინჭარაძის ცოლი ირინა მამალაძე დასაქმებულია წითელ ჯვარში _ წითელი ჯვარი ფინანსდება ჩოხატაურის ბიუჯეტიდან.

11. კუჭავას მოადგილის თამაზ ჯინჭარაძის სიმამრი დაინიშნა სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილედ;

12. მერიის ინფრასტრუქტუტის სამსახურის უფროსის გია გიორგაძის შვილი დაინიშნა ა(ა)იპ კურორტ ბახმაროს ბუღალტრად;

13. სუსის თანამშრომელის მამა ბაჩი გოგიბერიძე დაინიშნა მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსად;

14. საკრებულოს წევრის, სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსის მანანა მინდაძის მეუღლე სულხან მინდაძე დაინიშნა ა(ა)იპ კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილედ;

15. საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, მამუკა მამალაძე დაინიშნა საფეხბურთო კლუბ ბახმაროს მწვრთნელად, ამავდროულად ის არის დანიშნული ცესკო_ში;

16. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მარინა ბერაძის ქმარი დავით ჟღენტი დასაქმებულია მერიაში.

17. მერიის ბუღალტრის ზურაბ შათირიშვილის შვილი, ბელა შათირიშვილი დაინიშნა მერის წარმომადგენლად სოფრლ შუა ამაღლებაში.

18. მერის წარმომადგენელად დიდივანში პარტიული ნიშნით დაინიშნა ელენე ზაქარეიშვილო, ასევე, მისი და, ისიც პარტიული ნიშნით, მერის წარმომადგენლად დაინიშნა სოფელ საჭამიასერში.

ეს არის მერის და მისი გარემოცვის გადაცდომების ძალიან მცირე ჩამონათვალო და ამ ყველაფრის ფონზე გაურკვეველი წარმომავლობის ვინმე გამდლიშვილი ბელადს, რომ კიდე იმას შესჩივლებ დამნაშავე მერი ჩემთან ფოტოს არ იღებსო, მგონი, მანდ მთლად კარგად არ უნდა გქონდეთ საქმე," _ წერს სოციალურ ქსელში დავით მჟავანაძე.




 ახალი ამბები
  • "ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა იპოვნის გზებს"- კიდევ ერთი წერილი გახარიასსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამჯერად წერილი კონგრესმენ ბრაიან ბაბინისგან მიიღო. წერილი ბაბინმა სოციალურ ქსელ თვითერში გაასაჯაროვა. კონგრესმენი სოციალურ ქსელში აღნიშნავს,რომ წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს შეფერხებული რეფორმების და ამერიკის ინვესტიციების შემცირების გამო გამოუგზავნა. კონგრესმენი წერილის ბოლოს იმედს გამოთქვამს,რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს იპოვოს გზა აშშ-ს კომპანიების მიმართ აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად და ასევე აღმოფხვრის ნიშნებს, რომელიც დემოკრატას ქვეყანაში საფრთხეს უქმნის. „გწერთ, რომ მივუმატო ჩემი ხმა მზარდ შეშფოთებას საქართველოს განგრძობად უკუსვლაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართულებით და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაზე. ვუერთდები ჩემს კოლეგებს, რომლებიც კონგრესში საქართველოს, კავკასიის ჯგუფს წარმოადგენენ, თავმჯდომარე ადამ კინზინგერსა და თავმდჯომარე გერი კონოლის, თავიანთ ბოლოდროინდელ, 2019 წლის 13 დეკემბრის წერილში თქვენ მიმართ, რომელიც წინ წამოწევდა შეშფოთებას შეპირებული დემოკრატიული რეფორმებზე უარის თქმის გადაწყვეტილების გამო, ისევე, როგორც ამასთან დაკავშირებულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე ძალადობის ცნობების გამო. ამას გარდა, ასევე მაქვს სურვილი, შევუერთდე ჩემს კოლეგას, კონგრესმენ მაკუაინ მალინს და იმ შეტყობინებას, რომელიც მან გადმოგცათ თავის 2020 წლის 13 იანვრის წერილში. როგორც იცით, 1991 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანას მტკიცედ უჭერდა მხარს ამერიკის შეერთებული შტატები, ბევრი წლის განმავლობაში. გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „საქართველოს მხარდამჭერის აქტი“, რომელიც ამჟამად აშშ-ს სენატში იმყოფება განსახილველად. ღირს იმის აღნიშვნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც პირველ რიგში იყო წინ წამოწეული ამ აქტის ტექსტში, შემდეგია: აშშ-ს პოლიტიკაა, რომ დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების უწყვეტ განვითარებას, მათ შორის, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალებულებას, კანონის უზენაეობას და ანტიკორუფციულ ძალისხმევებს, ამ პოლიტიკის სულისკვეთებიდან გამომდინარე,  გწერთ, საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორებში შესამჩნევი მზარდი ნეგატიური ტრენდის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს შორის შეშფოთების საგანი გახდა. ამ ტენდენციის შედეგია საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცირება, რადგან აშშ-სა ევროპული ბისნეს ინტერესები შევიწროვების, კონტრაქტის გაწყვეტის და ექსპროპრიაციის თავდასხმის ქვეშ იყვნენ. ამის ცნობილი მაგალითია ზეთისა და გაზის კომპანია Houston, Texas,  Frontera Resources. ასევე, შემაშფოთებელი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოციალურმა მედია კომპანიამ, ფეისბუქმა, ახლახანს გამოაცხადა, რომ მან აღმოაჩინა და გააუქმა იმ ანგარიშების ფართო ქსელი, რომელიც მმართველ, „ქართულ ოცნების“ პარტიასთან იყო დაკავშირებული, და აღმოჩენილი იქნა,რომ ისინი ეწეოდნენ „კოორდინირებულ არაავთენტიკურ საქმიანობას“, იმ მიზნით, რომ საქართველოში ოპოზიციური შეხედულებები ჩაეხშოთ და წინ წაეწიათ ანტი-დასავლური სენტიმენტები, განსაკუთრებით, შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ამ გაუარესებული გარემოს გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აშშ-ს კონგრესის ორ აქტს თანხის გამოყოფის შესახებ, 2019 და 2020 წლებში, რომლებშიც განსაკთრებით არის საუბარი იმ შეშფოთების შესახებ, რაც საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების მიმართ მზარდად ანტაგონისტურ ქმედებებს უკავშირდება. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა გამოჩნდა უარყოფით და გამაფრთხილებელ შუქზე, ამერიკის მთავრობის ასიგნებებთან მიმართებაში. იმ ნეგატიური ტენდენციის გამო, რაც აღვწერე და ცვლილების წახალისების მცდელობით, სანქციების და სხვა ჯარიმების განხილვისკენ მოწოდებები იზრდება. კონგრესის წევრების ამ მზარდ რიცხვს შევუერთდი, რომლებიც მხარს უჭერენ რეფორმებს „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკების სანქციების აქტის“ მხარდაჭერით. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს, იყოს აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ბევრი მომავალი წლის განმავლობაში, დემოკრატიული ინსტიტუტების და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის აშენებით მტკიცე საფუძველზე, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ძალისხმევები“. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა  იპოვის გზებს, რომ შეაჩეროს აგრესიული ქმედებები აშშ-ს კომპანიებისა და საქმიანობის წინააღმდეგ და იმუშავებს, რომ აღმოფხვრას მზარდი შემაშფოთებელი ნიშნები, რაც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და თავისუფლებისთვის, იმისთვის, რაც ბუნებრივი, ღვთის მიერ მიცემული უფლებაა ყველა ქართველი ადამიანისთვის“, - წერია ... ...
  • კონგრესმენი:საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებსრესპუბლიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონი ტვიტერში სშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრების, ადამ კინსინგერისა და გერი კონოლის 16 დეკემბრის წერილს აზიარებს და წერს, რომ საქართველოს კორუმპირებული მთავრობა დემოკრატიულ ღირებულებებს თავს ესხმის. „ვეთანხმები ჩემს კოლეგას ადამ კინზინგერს. საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს, მიმართავს სისასტიკეს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და ერჩის იმ ამერიკულ ინვესტიციებს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! ” - წერს ოლსონი ... ...
  • ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა წააქციაკახეთში, დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა წააქცია. ადგილზე ამ დროისთვის მერიის კეთილმოწყობის სამსახური იმყოფება და ნაძვის ხის დემონტაჟი მიმდინარეობს.   ცნობისთვის, ქალაქის მთავარ მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხე 2 იანვარს  დაიწვა. მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე დღეში ახალი ნაძვის ხე შეიძინა და  იმავე ადგილზე ... ...
  • გამყრელიძე: ყველაფერი კეთდება, რომ ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდესდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით ე.წ. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს. „პანიკის საფუძველი არ არის. საქართველო ამ ეტაპზე რჩება ე.წ. მწვანე ზონაში ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, ანუ დაბალი რისკის ზონაში, თუმცა, რა თქმა უნდა, რადგან მიმოსვლა ჩინეთთან არის და ყოველთვიურად დაახლოებით 4-დან 5 ათასამდე ადამიანი შემოდის ჩინეთიდან, რა თქმა უნდა, რისკი ინფექციის შემოტანისა, არის, ამიტომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია ინფექციის შემოტანის. შემუშავებულია შესაბამისი ალგორითმი, შემოსავლების სამსახურს დაურიგდა სამ ენაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენ მიერ შემუშავებული ტექსტი რეკომენდაციებისა, რომელიც ურიგდება ჩინეთიდან და განსაკუთრებით ქალაქ უჰანიდან შემოსულ ყველა ადამიანს, ასევე იმ პროვინციიდან რომლის დედაქალაქის უჰანია. საჭიროა, რომ ისინი გაეცნონ და თუ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ან შემოსვლიდან შემდგომი ორი კვირის გამავლობაში განუვითარდებათ სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებელია, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, მათ შორის გამოყოფილია ოთხი სამედიცინო დაწესებულება - თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები, სადაც სრულად მოემსახურებიან და გაუწვენ სამედიცინო დახმარებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...

რატომ უნდა დაიბანოთ გაზიანი წყლით

კორეულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის...

სუპერმოდელი ჰადიდი პოდიუმზე „შიშველი კაბით“ გამოჩნდა

ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ფრანგი...

ყველაზე ცნობილი მოდელი მამაკაცები

ჯონ კორტახარენა რედრუელო -  1985...

ქვეყნები სადაც ყველაზე მაღალი ხელფასებია

ცოტა ხნის წინ Bloomberg-მა გამოაქვეყნა...

როგორ ქალებს დასდევენ ცოლიანი მამაკაცები

ტყუპები ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...