"ნეტავ, რა უხარიათ?!"_ თენგიზ ცერცვაძე კანდელაკს და ბოჭორიშვილს პასუხობს

ფეისბუქსტატუსები

"ნეტავ, რა უხარიათ?!"_ თენგიზ ცერცვაძე კანდელაკს და ბოჭორიშვილს პასუხობს

25 ოქტ. 2020, 17:29:25

ბატონი გიორგი კანდელაკი ა.წ. 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში წარუმატებლად შეეცადა ნეგატიურად შეეფასებინა ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკა და ღონისძიებები (მაშინ მან თავი აარიდა ჩვენთან ამ საკითხზე ტელედებატებს), _ წერს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ფეიქსბუქ გვერდზე ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.

ცერცვაძის პოსტს "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

ა.წ. 17 და 18 ოქტომბერს ბ-ნმა გიორგიმ და ბ-ნმა რევაზ ბოჭორიშვილმა (რომელიც საფრანგეთში საქმიანობს) გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც დაუფარავი კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ჯანმო-ს საერთაშორისო კვლევა „Solidarity”-ის შუალედური შედეგების მიხედვით, არ დადასტურდა მედიკამენტ რემდესივირის (ისევე, როგორც ამ კვლევაში ჩართული სხვა მედიკამენტების) ეფექტი COVID-19-ის მკურნალობაში და ნიშნის მოგებით და ძალიან ნეგატიურად აფასებენ ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის პროცესს. სრულიად გაუგებარია, რა უხარიათ ან რა აქვთ ნიშნის მოსაგები და სასაყვედურო. საიდან ამდენი ტყუილი, ღვარძლი და ბოღმა. რა, თუ მედიკამენტები, რომლებსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებს არაეფექტიანი ან ნაკლებ ეფექტიანი გამოდგა, ეს სასიხარულოა და ვინმესთვის კარგია? რატომ ვერ ეგუებიან ისინი, რომ ბოლო პერიოდში COVID-19-ით მკვეთრად გაზრდილი ავადმყოფების რაოდენობის მიუხედავად ქვეყანა მაინც წარმატებით მართავს პროცესებს. მინდა ყველა იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით _ „რაც უარესი, მით უკეთესი“, ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასროფულად იზრდება და ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა, რომ ეს ტყუილია. დიდი ტყუილი. COVID პაციენტების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის პირობებშიც კი საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს გარდაცვალების შემთხვევების ევროპის 49 ქვეყანასა და ამერიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, როგორც პროცენტულად (0,73%), ისე გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით (48 გარდაცვლილი). ეს ასეა, მოსწონთ თუ არა ეს მათ და შეუძლიათ ამაში მარტივად დარწმუნდნენ, თუ გაეცნობიან ევროპის CDC-ის, ამერიკის CDC-ის, Worldometers-ის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებს. გასაგებია, რომ მათ და მათ თანამოაზრეებს „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“, მაგრამ ეს არ აძლევს მათ ადამიანების ბედით მანიპულირების უფლებას.   

ბ-ნი რევაზი თავის პოსტში წერს „საქართველოში დღეს რაც ხდება, მსგავსი დაბოლების?!, COVID-ის გაპოლიტიზირებისა და მკერდში მჯიღების ცემის შედეგიცაა“?!. ისეთი რა ხდება ბატონო რევაზ, რაც საფრანგეთში არ გინახავთ? მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, საქართველო ყველა მაჩვენებლით ბევრად სჯობნის საფრანგეთს, სადაც თქვენ საქმიანობთ. კერძოდ, საფრანგეთში 24 ოქტომბრის მონაცემებით სულ დაფიქსირებულია 1 041 075 შემთხვევა და 34 508 გარდაცვალება (3,31%). მაშინ, როცა საქართველოში დაფიქსირებულია 26 503 შემთხვევა და 193 გარდაცვალება (0,73%). 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საფრანგეთში COVID-19-ის 15 938 შემთხვევაა და 528 გარდაცვალება, მაშინ როდესაც საქართველოში - COVID-19-ის 6 648 შემთხვევაა და 48 გარდაცვალება - ანუ 11-ჯერ ნაკლები?! ვიდრე საფრანგეთში და ეს მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში საფრანგეთისაზე ბევრად უფრო სუსტია და კიდევ აქეთ გვედიდგულებით? COVID-19-ის ახალი შემთხვევებითაც კი საფრანგეთში უარესი მდგომარეობაა 42 038 ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე - 647), ვიდრე საქართველოში - 1941 ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე - 511). აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველომ ამას სწორედ COVID-19-ის უკეთესი მართვით, მათ შორის უკეთესი კლინიკური მართვით მიაღწია და არა ჩაკეტვებითა და შეზღუდვებით, რამეთუ ეს უკანასკნელი გაზაფხულზეც და მითუმეტეს ახლა გაცილებით უფრო მკაცრი და მასშტაბური იყო საფრანგეთში, ვიდრე საქართველოში (თუ გინდათ ჩამოგითვლით). ასე, რომ ბ-ნმა რევაზმა უმჯობესია თავის საფრანგეთს მიხედოს. ის მაინც გაიხსენოს რა საშინელებები ხდებოდა საფრანგეთში (და ევროპის სხვა ქვეყნებშიც), თუ რამდენი ხანი ელოდებოდნენ ავადმყოფები (მათ შორის მძიმე ავადმყოფები) ტესტის პასუხებს და ჰოსპიტალიზაციას და რამდენი ავადმყოფი მოუკვდათ ისე, რომ საავადმყოფოში მოხვედრაც არ ეღირსათ, ან როგორ მიჰყავდათ მძიმე ავადმყოფები გადასარჩენად მეზობელ გერმანიაში. საქართველოში ხომ ჯერ-ჯერობით არაფერი მსგავსი არ ხდება.

ახლა, ყველაზე გულდასაწყვეტი და ჩვენთვის მტკივნეული.

ბ-ნმა გიორგიმ, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდით ჩვენგან ყოველგვარი საბაბის გარეშე ძალიან მოუხშირა არაკორექტულ და შეურაცხმყოფელ პასაჟებს ჩვენს მიმართ. იგი თავის თავს უფლებას აძლევს თავის პოსტებში გამოთქვას თავისი კოლეგების მიმართ ისეთი არაკორექტული და სინამდვილეს მთლიანად აცდენილი ბრალდებები, როგორიცაა: „ღია კორუფციაში“?! ბრალდება COVID-19-ით უსიმპტომო პაციენტების ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ COVID კლინიკები სავსეა პირდაპირ „სახნავ-სათესიდან წამოყვანილი“ უსიმპტომო პაციენტებით (ისე, რომ არცერთ COVID კლინიკაში ერთხელაც არ არის ნამყოფი), უაპელაციოდ აცხადებს, რომ „ჩვენ უკვე ვავნეთ ასობით ადამიანს“?! ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობით და შევეცადოთ აღარ ვავნოთ სხვა მკურნალობებით“?! „რომ არ წავიტეხოთ ცხვირი ისე, როგორც მოგვივიდა ჰიდროქსიქლოროქინის შემთხვევაში წარსულში და რემდესივირის შემთხვევაში სულ ახლახანს“?! ეს უკვე სცდება არაკორექტულობის და არაეთიკურობის ფარგლებს და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, კორუფციის ბრალდებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ხომ შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯეროს, რომ ჩვენ ასობით ადამიანს უკვე ვავნეთ?! მითუმეტეს, რომ ჰიდროქსიქლოროქინს COVID პაციენტების გარდა ბევრი სხვა ავადმყოფებიც იღებენ და ყველა მათგანი სტრესში აღმოჩნდება. ან კიდევ მართლა „წავიტეხეთ ცხვირი“ წარსულშიც და სულ ახლახანს (რა აზრები მოგდით?). ვის რა ვავნეთ ბატონო გიორგი? ან რაზე „წავიტეხეთ ცხვირი“? ჰიდროქსიქლოროქინზე ჩვენთან არცერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა და პრაქტიკულად ყველა ავადმყოფი განიკურნა, ხოლო რემდესივირი კი ჯერ საერთოდ არ გამოგვიყენებია და რომც გამოგვეყენებინა, რა? მთელი მსოფლიო იყენებს და FDA-მაც უკვე ოფიციალურად დაამტკიცა. კიდევ რაღას ვუცადოთ? გამოდის, რომ თქვენს გარდა ყველამ „ცხვირი წაიტეხა“? და საერთოდ საქართველოში სადღეისოდ 50-მდე COVID კლინიკა მუშაობს და თან სულ სხვადასხვა გემოვნების და ბ-ნ გიორგის სხვადასხვა კვლევების შედეგებით მანიპულირების ნაცვლად, რომლებიც ისედაც ყველამ კარგად ვიცით, თავისუფლად შეეძლო ემუშავა რომელიმე მათგანში და თავისი წვლილი შეეტანა პაციენტების მკურნალობაში. თორემ სანამ ბ-ნი გიორგი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ იპოვნონ „კატა ბნელ ოთახში“, ჩვენ დიდი წარმატებით ვუმკურნალეთ 26 ათასზე მეტ COVID-19-ით ავადმყოფს ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილობის მაჩვენებლით.

ახლა რაც შეეხება რემდესივირს.

ეს მედიკამენტი მიუხედავად იმისა, რომ არ იყო იდეალური და ჩვენც არ ვყოფილვართ მისი მეხოტბე, მაინც მთელ მსოფლიოში დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა და ახლაც ითვლება ყველაზე იმედისმომცემად იმ ანტივირუსულ პრეპარატებს შორის, რომლებიც კლინიკურ კვლევებს გადიან. ამ პრეპარატზე უზარმაზარი მოთხოვნა იყო და ჯერ კიდევ არის მთელ მსოფლიოში და რა არის გასაკვირი, რომ საქართველოც იჩენდა ინტერესს. ასე მაგალითად, აშშ-მ წინასწარ შეისყიდა ქვეყნისთვის საჭირო მთელი წლის მარაგი, ხოლო ევროპის 37-მა ქვეყანამ სულ ახლახანს შეიძინა 500 ათასი პაციენტისთვის საჭირო მედიკამენტი. საქართველო ყოველთვის იჩენდა სიფრთხილეს და თუ საბოლოოდ (და არა შუალედური დასკვნით) დადასტურდება, რომ ეს მედიკამენტი მართლაც არაეფექტიანი და უსარგებლოა, საქართველო ყველაზე ნაკლებად დაზარალდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით კვლევები, მათ შორის „Solidarity” გრძელდება და დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. მითუმეტეს, რომ შუალედურ დასკვნაშიც არ არის კატეგორიულად ნათქვამი, რომ რემდესივირი მთლიანად უსარგებლოა. ამავე დროს არსებობს სხვა რანდომიზებული კონტროლირებული კვლევებიც, რომელთა მიხედვითაც რემდესივირი სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობას გარკვეული კატეგორიის (ჟანგბადდამოკიდებულების ადრეულ სტადიაზე) ავადმყოფებში. 2020 წლის 24 ივლისის NIH-ის გაიდლაინშიც რეკომენდებულია რემდესივირის მიცემა COVID-19-ით ჟანგბადდამოკიდებული (მხოლოდ არა მექანიკურ ვენტილაციაზე მყოფი) პაციენტებისათვის.

საგულისხმოა, რომ აშშ-ს FDA-იმ სამწუხაროდ არ გაიზიარა ბ-ნი გიორგის და ბ-ნი რევაზის პოზიცია და 23 ოქტომბერს ოფიციალურად დაამტკიცა  რემდესივირი ჰოსპიტალიზებული COVID-19-თ ავადმყოფების სამკურნალოდ. ადრე (ა.წ. 1 მაისს და 28 აგვისტოს) იგივე FDA-ის გაცემული ჰქონდა რეკომენდაცია ამ პრეპარატის მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების (for emergency use) დროს გამოყენებაზე. ამდენად, რემდესივირი გახდა პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ოფიციალურად არის რეკომენდებული COVID-19-ით ავადმყოფების სამკურნალოდ.  

 

რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას საერთაშორისო კვლევებში, მსოფლიო ლიდერების Antony Fauci-ის (აშშ) და Jens Lundgren-ის (დანია) უშუალოდ რეკომენდაციით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი (და არა მთლიანად საქართველო) მონაწილეობს COVID-19-ის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულების კლინიკურ კვლევაში და არა „Solidarity”-ში, რაც ჩვენი ცენტრისადმი უდიდესი ნდობის გამოხატვის მაჩვენებელია. ასე, რომ ტყუილს ბ-ნი რევაზი ამბობს და არა ჩვენ.

რაც შეეხება კვლევა „Solidarity“-ის, საქართველო ნამდვილად მონაწილეობს ამ კვლევაშიც და ა.წ. 13 ოქტომბერს ჯანმო-მ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს შემოგვეტანა რემდესივირი აღნიშნული კვლევისათვის და ამ მედიკამენტის შემოტანა, რომელზეც ბ-ნმა გიორგიმ, ბ-ნმა რევაზმა და სხვებმა ამდენი ხმაური ატეხეს, სწორედ ამ კვლევისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა მას შემდეგ, რაც FDA-იმ რემდესივირი უკვე ოფიციალურად დაამტკიცა, მისი გამოყენება კვლევის გარეთაც სავსებით გამართლებულია. ისიც საგულისხმოა, რომ 1 კურსის ღირებულება არის არა 3500 ან 2000 აშშ დოლარი, არამედ 156 ან 286 აშშ დოლარი (6 ან 11 ფლაკონი სხვადასხვა სიმძიმის ავადმყოფებისთვის). ასე, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად და COVID პაციენტების ინტერესებისთვის ვაკეთებდით და ვაკეთებთ და თუ შემდგომში ჯანმო ოფიციალურად მაინც ამოიღებს რემდესივირს ხმარებიდან, ბუნებრივია ჩვენც ასე მოვიქცევით.

რაც შეეხება ირონიას იმ ფაქტისადმი, რომ ამერიკის პრეზიდენტს ბ-ნ ტრამპს რემდესივირით უმკურნალეს, ყოვლად უადგილოა. როგორ ფიქრობთ, ამერიკის საუკეთესო ექიმთა გუნდი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო ბ-ნ გიორგიზე ან      ბ-ნ რევაზზე ნაკლებად იცნობდა Solidarity-ის კვლევის შედეგებს და ზოგადად რემდესივირის ავკარგიანობას? რაიმე სერიოზული წონადი არგუმენტის გარეშე ისინი არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთებდნენ თავისი ქვეყნის პრეზიდენტს „ექსპერიმენტულ“ არაეფექტიან მედიკამენტს და ისიც ინტრავენურად. ასე, რომ არა მგონია, ეს ფაქტი ვინმეს „საღადაო“ იყოს და თუ საქართველოშიც COVID-19-ით ავადმყოფებს ახლო მომავალში ექნებათ საშუალება იმკურნალონ იგივე მედიკამენტებით (რემდესივირი, მონოკლონური ანტისხეულები და სხვ.), რომლითაც ამერიკის პრეზიდენტს უმკურნალეს, არ გვგონია, რომ ეს ცუდი იყოს, დამოუკიდებლად იმისა, მოსწონთ ეს ბ-ნ გიორგის და ბ-ნ რევაზს, თუ არა.  

ბ-ნი გიორგი ძალიან ხშირად იმეორებს, რომ „ერთადერთი ეფექტიანი პრეპარატი დღესდღეისობით არის დექსამეტაზონი“. მე არ ვიცი, რა საჭიროა „ღია კარის მტვრევა“. დექსამეტაზონს ჩვენ ისედაც უკვე ძალიან დიდი ხანია ვიყენებთ, რაც ასახულია ჩვენს გაიდლაინში.

რაც შეეხება კიდევ ერთ ინოვაციურ მეთოდს - COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ავადმყოფების (კონვალესცენტების) პლაზმის გამოყენებას COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ, მართალია დიდი რანდომიზებული, კონტროლირებული კვლევები ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ ამერიკის FDA-ის ა.წ. 23 აგვისტოს გაცემული აქვს რეკომენდაცია კონვალესცენტების პლაზმის გამოყენებაზე გადაუდებელი მდგომარეობებისთვის (an emergency use) და სადღეისოდ ასეთი პლაზმა უკვე გადაესხა 85 ათასზე მეტ COVID-ით პაციენტს და სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. სარგებელი კი ბევრმა (თუმცა არა ყველამ)  მიიღო. ჩვენ ჯერ-ჯერობით COVID-19-თ 6 ავადმყოფს გადავუსხით კონვალესცენტის პლაზმა და 4 შემთხვევაში კარგი შედეგი მივიღეთ (თუმცა ეს ძალიან ცოტაა). დიდი ალბათობით კონვალესცენტების პლაზმის ეფექტი ან უეფექტობა დამოკიდებულებია იმაზე, თუ რა კონცენტრაციით შეიცავს ის ე.წ. დამცველობით (მანეიტრალიზებელ) ანტისხეულებს. ხოლო იმის სწავლება, რომ „პაციენტების ინფორმირება უნდა მოვახდინოთ“, არასერიოზულია, რადგან სპეციალური ინფორმირებული თანხმობის გარეშე კონვალესცენტების პლაზმას არავინ ასხამს. საგულისხმოა, რომ ბ-ნი გიორგი მაქსიმალურად შეეცადა ამ მეთოდის დისკრედიტაციას და პოტენციური დონორების დარწმუნებას, რომ არ ჩაებარებინათ პლაზმა. ამავე დროს იქვე ამბობს, რომ „თუ რესურსი გვაქვს, თავადაც ჩავატაროთ კვლევები“ კონვალესცენტების პლაზმაზეო. ბ-ნი გიორგი, სწორედ დონორების რესურსი რომ გვჭირდება, ამიტომ მოვუწოდეთ კონვალესცენტებს პლაზმის ჩაბარებისკენ, რასაც თქვენ ასე შეეწინააღმდეგეთ და არ გვგონია, რომ ამით კარგი საქმე გააკეთეთ.

აი ასეთია სინამდვილეში დღევანდელი COVID სიტუაცია საქართველოში თავისი სერიოზული გამოწვევებით და იმედებით.




 ახალი ამბები
  • იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. მშობლები ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე. „2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება. 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე; სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი, მნიშვნელოვნად უმჯობესდება. გაუმჯობესებულ პირობებს იუსტიციის სახლსა და სს „გეფას“ შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც 1-ლ დეკემბერს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კოხრეიძემ და სს „გეფას“ დირექტორმა მიხეილ აბრამიძემ. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ 15 000-ზე მეტ ახალშობილს გადაეცა; დღეიდან კი, პროექტის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დაბადებული ყველა ახალშობილის დასაჩუქრებას გულისხმობს, ბენეფიციართა რაოდენობა წლიურად 50 000-ს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს სისტემატური სახე ექნება, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლმა სოციალურად დაუცველი ახალშობილების დასაჩუქრება მუდმივ ვალდებულებად აიღო“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ... ...
  • საარჩევნო პლაკატების ნარჩენები ოზურგეთში: „ეს რამიშვილის კი არა, ახეულ-ჩახეულების ქუჩაა“ ოზურგეთში, ხეებზე, ღობეებზე, შენობების კედლებზე კვლავ ბლომად შეხვდებით  საარჩევნო პლაკატების ნარჩენებს. თუმცა, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა ქალაქის ცენტრში მდებარე  ნინო რამიშვილის ქუჩა. _ ეს რამიშვილის კი არა, ახლა ახეულ-ჩახეულების ქუჩაა. ასე გააშპალიერეს, აწებეს და აგოზეს კედლებზე. მერე კი გოუყვნენ კუდიგორის გზას. ახლა ჩვენ უნდა  ვფხიკოთ? გადაიღეთ, ჰო, უცებ არ შერცხვეთ, გამოიქცევიან და გადაფხეკვაში ფრჩხილებს წეიძრობენ, _ ხუმრობენ,  იქვე, თხილის მიმღებ პუნქტებში ... ...
  • „ბაჩონკით“ მოზიდულ წყალს ჭაში ვასხამთ, მერე ვქაჩავთ... “ : უწყლობა და ციტრუსოვანთა რთველი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მერიაში, ხვარბეთში და კონჭკათში, ახლა ჩვეულებრივ ციტრუსოვანთა ოქროს რთველია. ადგილობრივებს უხარიათ, რომ  წელს მანდარინის კარგი მოსავალია და კლიენტიც ბევრი მოდის. _წელს, ალბათ, ჩვენთან დეკემბრის შუა რიცხვებში ხალხს მანდარინი რეალიზებული ექნება. თუმცა,  მოკრეფილი მოსავლის ნახევარი მიაქვთ მხოლოდ.  არჩევენ. მთავრობა უნდა იბარებდეს, უკეთესი იქნებოდა. გადავყევით, შევწამლეთ. რა  რჩება მანდარინის მფლობელს? აგერ, მზევინარ ღლონტის ეზოში მოვკრიფეთ. დღიურად 35 ლარს გვიხდის. 68 ლარი ერთ ტომარა ფქვილში მივეცი. ყველაფერი გაძვირებულია. თვითონ მზევინარმა 900 ლარი აიღო გუშინ, გორელებმა წაიღეს. 7 00 ლარი მკრეფავებისთვის გადაიხადა. რა დარჩა?  ორივე მხარე წაგებული ვართ, _ გვეუბნებიან მერია -კონჭკათის საზღვარზე მცხოვრები ქალბატონები:  მანანა ვასაქძე, ფატი დოლიძე და მადონა დიასამიძე. _ მერიას წყალი საერთოდ არ აქვს. კონჭკათში ნახევარ სოფელს მაინც აქვს გაკეთებული. დავდივართ  კარდაკარ. ვიღაცის ჭაში რომ წყალი ამოვიღოთ. მოგვაქვს „ბაჩონკებით“, ვასხამთ ჩვენს ჭაში. მერე უნდა  ჩავრთოთ „ტუმბო“,  უნდა  „ავწიწოთ“  ავზში, რომ ისევ უკან სახლში,  ონკანში წამოვიდეს. ასე ძლივს ვახერხებთ ჭურჭლის გარეცხვას და საჭმელის გაკეთებას. თქვენ გეცინებათ და ასე ვართ, ასე!  ჰიგიენა იქნება ასეთ პირობებში? არც გაზია, მაგრამ უგაზოდ გავძლებთ, უწყლოდ სანამ ვიყოთ? ახლა ციტრუსოვან ბაღებში რომ ვმუშაობთ და ხელის დასაბან წყალს გამოიზოგავ, თან ამ  გაგანია პანდემიის დროს, როგორია? სოფელში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც ონლაინსწავლების რეჟიმში იმყოფებიან, ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში ბავშვები იჩაგრებიან, სწავლის მხრივ.  ბევრს არ აქვს ინტერნეტი და სწავლის პროცესს ძალიან ჩამორჩენილი არიან. _გარდა ამისა, ერთი სტადიონის გაკეთება არ მოხერხდა მერიაში.  გავიდოდით სტადიონზე. თუარა, კი  ვართ ტელეფონში თავჩარგული _ გვითხრეს მეთერთმეტე კლასელებმა, სანდრო ჯიჯიეშვილმა და გელა ქავჟარაძემ, მეშვიდელკლასელმა თინათინ ჯოგლიძემ. სოფელ კონჭკათში, სეზონზე ათას ტონაზე მეტ ციტრუსოვანს კრეფენ. წელს რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ. ადგილობრივი მკვიდრი, ირაკლი ლოდია ამბობს, რომ  ნახევარ სოფელს უწყლოდ ყოფნა უწევს.   _ბევრი რამ გაკეთდა.  სოფლის  პროგრამით  მოეწყო  გარე განათება, შუაღელის უბანში აიგო ხიდი, ხუთ ადგილზე კი, აღმართებზე, ბეტონის მონაკვეთები დააგეს. ახლა უწყლობა აწუხებს ნახევარ სოფელს  და ესეც თუ მოგვარდება, სასაყვედურო არ გვექნება, _  გვითხრა მან. კონჭკათი-მერიის საზღვარზე,  სოფლის ცენტრალური გზის გასწვრივ, დაუდევარ  ადამიანთა მიერ დაყრილია, როგორც  საყოფაცხოვრებო, ისე სამშენებლო ნაგავი. ვრცელ სტატიას ციტრუსოვან სეზონსა და სხვადასხვა პრობლემებზე, მალე ... ...
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი კოვიდ-19-ით გარდაიცვალარამდენიმე საათის წინ, სამტრედიის ჯეოჰოსპიტალსში, რომელიც ერთი თვის წინ კოვიდკლინაკად გადაკეთდა, დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ლია ბიბილეიშვილი გარდაიცვალა. "ერთი კვირა სახლში მკურნალობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, დამძიმებული მდგომარეობით სამტრედიის სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მედიკოსებმა მისი გამოჯანმრთელება და გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან შუახანს გადაცილებულ ქალბატონს რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა: შაქრიანი დიაბეტი და გული ნაოპერაციები. ლია ბიბილეიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ის უდიდესი დანაკლისია არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტის, დიდი ჯიხაიშის, არამედ მთლიანად იმ საზოგადოებისთვის, ვისაც დიდი ნიკო ნიკოლაძე უყვარს და მის განვლილ ცხოვრების გზას ეთაყვანება", _ თქვა "გურია ნიუსთან საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მამუკა ბიბილეიშვილმა. ლია ბიბილეიშვილი დიდ ჯიხაიშში მარტო ცხოვრობდა. მან მთელი თავისი ცხოვრება ნიკო ნიკოლაძის სახელობის მუზეუმს და დიდი ნიკოს მოღვაწეობის პოპულარიზაციას შესწირა. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ლია ბიბილაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ... ...
  • დგას თუ არა გურიაში დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობასაქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. რა შეზღუდვები მოქმედებს გურიაში და დგას თუ არა ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა, როგორიცაა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას ესაუბრა. „ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებზე არ არის საუბარი. თუ ამის აუცილებლობა დადგება, შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. შეზღუდვებიდან რეგიონში ვრცელდება ღამის საათებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება არ არის შეზღუდული”,_ გვითხრა ნასარაიამ. ნასარაიას თქმითვე, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც იმ ობიექტების მონიტორიგს ახორციელებენ, რომელთა მუშაობაც ახლად დაწესებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდულია ან არ არის შეზღუდული. “შესაბამისი ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც მიდიან და აფრთხილებენ ობიექტებს, რომლის შეზღუდვაც დაწესებულია, ვთქვათ რესტორნების, სასტუმროების და ა.შ. და იმათ, რომლებიც  არ იზღუდება, აცნობენ რეკომენდაციებს და ვალდებულებებს, რომლებიც უნდა შეასრულონ და შრომის ინსპექციის გაფრთხილების ჯგუფთან ერთად რამდენიმე დღეში დაიწყება შემოწმებები. თუ აღმოჩდება ისე რომ არ ემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდებს სანქციები იქნება გატარებული”,_ გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...