,,პარტრიოტთა ალიანსმა“ სახალხო დამცველის კანდიდატად ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე წარადგინა

gurianews.com

ფეისბუქსტატუსები

,,პარტრიოტთა ალიანსმა“ სახალხო დამცველის კანდიდატად ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე წარადგინა

2017 ნოე 28 17:00:37

გიორგი ფოფხაძე   სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას  სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა ,,პატრიოტთა ალიანსს“ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს დასაცავად მაქსიმუმს გააკეთებს.  

,,მადლობა პატრიოტთა ალიანსს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წამოყენებისთვის,  მე არ ვიქნები ერთი პარტიის კანდიდატი, მე ვიქნები საქართველოს მოქალაქეების კანდიდატი ყველასი ერთად, დავიცავ მათ უფლებებს ბოლომდე და საჯაროდ. ყველა მაღალ ინსტანციაში და ყველა დონეზე... მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, _ წერს გიორგი ფოფხაძემ.




 ახალი ამბები
  • "უსახსრობის გამო რომ მენგრევა თავზე ჭერი, ამიტომ ვითხოვ დახმარებას"მედეა ბერიძე ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში ოროთახიან ავარიულ სახლში მარტო ცხოვრობს. სახლის პატარა აივანი მორყეულია, იატაკზე კი ფრთხილად უნდა გაიარო, რომ ფეხი არ ჩაგივარდეს. ოთახი, რომელიც საძინებლის ფუნქციას ასრულებს, ფაქტობრივად, ჭერის გარეშეა დარჩენილი, წვიმისას წყალი კი მთელ სახლში ჩამოდის. მედეა ბერიძე ამბობს, რომ არა ერთხელ მიმართა დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. "წლებია ამ მდგომარეობაში ვარ ბევრჯერ დავწერე განცხადება, რომ დამხმარებოდნენ, მაგრამ, როგორც ხედავთ, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყოლია. ახლაც მაქვს მერიაში შეტანილი განცხადება და ველოდები პასუხს. ადრე იყვნენ მოსულები, სურათები გადაიღეს და წავიდნენ _ ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. მითხრეს, უსახსრობის გამოა ეს მდგომარეობა შექმნილიო. უსახსრობის გამო რომ მენგრევა თავზე ჭერი, მაგათი თქმის გარეშეც მშვენივრად ვიცი. აბა, ფული და საშუალება რომ მქონდეს, კი არ ვიქნებოდი ამ დღეში. უფულო და გაჭირვებული რომ ვარ, იმიტომ მენგრევა ჭერი თავზე და ვითხოვ დახმარებას. აქვე ცხოვრობს უმრავლესობის წევრი საკრებულოში ბესო კუპრაძე. ყოველ დღე უწევს გავლა-გამოვლა ჩემს ჭიშკართან და ვერ ხედავს, როგორ ვცხოვრობ ამ ნახევრად დანგრეულ სახლში?! ჭერი ამას არ უვარგა და იატაკი საცაა ჩავარდება. ერთი ღონივრად რომ მიაწვეს ვინმე კედლებს, ნაფოტებად იქცევა აქაურობა. შიშით ვიძინებ და ვიღვიძებ, რომ თავზე არ დამემხოს აგი ფიცრული", _ ამბობს ოჯახის დიასახლისი, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი აქვს, რის გამოც ძვირადღირებული მედიკამენტების მიღება უწევს და სამკურნალო ფული რომ იშოვოს, დროდადრო თურქეთში მიდის სამუშაოდ. "მკერდზე სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს ექიმებმა. წამლის ფული რომ ვიშოვო და სიცოცხლე გავიხანგრძლივო, პერიოდულად თურქეთში გადავდივარ სამუშაოდ. აბა, 180-ლარიანი პენსია პურის ფულად არაა საკმარისი, წამალი ვიყიდო კი არა. უფრო ზამთარში დავდივარ _ ამით გათბობის პრობლემასაც ვიგვარებ, რადგან შეშის ყიდვის საშუალება არ მაქვს და შეშაც რომ მქონდეს, ამ მორყეულ ფიცრულში, სითბოს რა დაიჭერს?!" _ დასძენს მედეა ბერიძე.  მედეა ბერიძე იმასაც ამბობს, რომ სოციალური დახმარების მისაღებადაც არაერთხელ შეავსო განაცხადი, თუმცა, ყოველ ჯერზე მაღალი სარეიტინგო ქულა დაუფიქსირდა: "ბევრჯერ შევიტანე განაცხადი, მაგრამ ყოველი გადამოწმების მერე მაღალი ქულა მომივიდა. ამ სახლ-კარის შემხედვარე ძალიან გაკვირვებული ვარ, რა ნახეს ამ დანგრეულ სახლში იმისთანა ღირებული, რომ მაღალი ქულები მომდის. ერთი ნაჩუქარი ტელევიზორი მიგდია და იმასაც ვერ ვრთავ _ ანტენა არ აქვს. ქვეყანაზე რა ხდება რომ გავიგო, მეზობელთან გადავდივარ ტელევიზორის საყურებლად. სოციალური სამსახურიდან აგენტი რომ იყო მოსული, მითხრა, შენ სხვა სახლიც ხომ არ გაქვსო? სხვა სახლი რომ მქონდეს, რა გამაჩერებდა ამ დანგრეულ ფიცრულში?!" _ ამბობს მედეა ბერიძე და ხელისუფლებისგან სამშენებლო მასალით დახმარებას ითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის "გურია ნიუსი" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილებას დაუკავშირდა _ განყოფილების ხელმძღვანელის მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, ბერიძის განცხადება მერიაში ორი კვირის წინ შევიდა და მას კომისია უახლოეს დღეებში განიხილავს, რის შემდეგაც ადგილზე მოხდება მდგომარეობის შესწავლა და შესაძლებლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ბერიძის ოჯახს დახმარებას ... ...
  • "ხელისგულზე "მაზოლები" და ათი თეთრი მოგება გრჩება, ამისთვის გათოხნი?!"შემოდგომის შუაგულია და გურია გაზაფხულზე დათესილის შედეგს იმკის. თუმცა, განსაკუთრებული ძალისხმევა აღარაა საჭირო საყანე ფართობებისკენ მისამართად, რადგან წელს, როგორც გურიაში ამბობენ, კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ, გურიაში ყველაზე ნაკლები ფართობი დაითესა და შესაბამისად, მოსავალიც მცირეა. მით უფრო, ვინც დროულად და განსაზღვრულ პერიოდში ვერ მოახერხა ფართობების შეწამვლა ფაროსანასგან დასაცავად, ფაქტობრივად, მისი სიმინდი უვარგისია და პირუტყვისთვისაც ნაკლებად გამოსადეგი. მაინც როგორ გამოიყურება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დათესილი და დაუთესავი სახნავი ფართობების რაოდენობა? აქ სულ 4 400 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობია, სადაც უკანასკნელი წლების მანძილზე სიმინდი მოყავდათ და ახლაც იწევენ. თუმცა, წლევანდელ გაზაფხულზე, აღნიშნული ფართობიდან, მხოლოდ 1 145 ჰექტარი დაიხნა და დაითესა. შესაბამისად, მოსავალიც მცირეა. დაბა ნარუჯას ადმინისტრაციულ ერთეულში, გამგებლის წარმომადგენელი ზვიად მიქელაძე აღნიშნავს, რომ ნარუჯას მთლიანად 60 ჰექტარი მიწის ფართობი გააჩნია, სადაც მოსახლეობამ, ძირითადად, თხილი გააშენა. რაც შეეხება სიმინდს, 10 ჰექტრამდე ფართობია დათესილი და მოსავალიც უკვე აღებულია. _ რა თქმა უნდა, ეს არის ძალზე მცირე მოსავალი იმასთან შედარებით, რასაც ბოლო ათწლეულების მანძილზე იწევდა ხალხი. თუმცა, რეალობა ესაა და რა უნდა ვქნათ? ზოგმა ვერ შეღობა, ზოგმა არ ან ვერ დათესა. კარგი იყო, როცა ხვნა-თესვის პროგრამა მუშაობდა. მერე თქვეს, არ გაამართლაო და შეწყდა. გაამართლა თუ არა, ვერ გეტყვით, ის ვიცი, რომ თითქმის ყველას დათესილი ჰქონდა ყანები და მოსავლითაც კმაყოფილები იყვნენ, _ ამბობს მიქელაძე. სოფელ გურიანთაში, 45 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობიდან, თხილის გაშენება ნახევარზე მეტ ტერიტორიაზე მოხდა. თუმცა, საყანე ფართობი მხოლოდ ორი ჰექტარი თუ იქნება დათესილი. სოფელ ბახვის ადმინისტრაციულ ერთეულში, სპეციალისტი მაყვალა ქიქოძე ამბობს, რომ ადრე არსებული 300 ჰექტრამდე ფართობიდან, საყანედ ძალზე ცოტა დარჩა. თუმცა, ვინც დათესა, ნახევარს ისიც გაუფუჭდა. _ ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა ზოგმა დაგვიანებით, ზოგმა სულაც ვერ მოახერხა და რაც არის, ისიც გაფუჭებულია. კარგი სიმინდი რამდენიმე ოჯახს თუ აქვს. ვფიქრობ, წელს გასაჭირი იქნება ამ მხრივ, _ გვითხრა მან. "გურია ნიუსი" ეწვია სოფელ ლიხაურის ფართობებს. კერძოდ, ნიაბაურის ტერიტორიას, ასევე, გზისპირა სახნავ-სავარგულებს, სადაც მისვლაც ადვილია და საცხოვრებელი სახლებიდანაც შორი მანძილით არ არის დაშორებული. _ ვერ შეღობა ხალხმა. ამიტომ დარჩა დაუთესავი და არა სიზარმაცის გამო. ადრე კი იყო შეღობილი, მაგრამ ეს წარმოადგენდა საერთო ღობეს ანუ ათი ჰექტარი შეიღობა საერთო ძალებით. ხალხმა მხოლოდ საზღვრები იცოდა. მერე ნელ-ნელა, ვინც შეძლო, შემოღობა თავის საკუთრებაში მიზომილი ფართობი. უმეტესობამ, ხედავთ, რომ ეს ვერ შეძლო და კია "გაშობილა". გლეხს სჭირდება მიზანმიმართული დახმარება, რომ მოგება ნახოს. ერთჯერადი დახმარებები ისე დასრულდება, როგორც ის ხვნა-თესვის პროგრამები დასრულდა, _ გვეუბნება მეურნე ზურაბ ურუშაძე. სახნავ-სათესი ფართობების უმეტესი ნაწილი დაუხნავ-დაუთესავი დარჩა სოფელ ჭანიეთში _ აქ ასეთი ფართობი 115 ჰექტარი იყო. ნახევარზე მეტზე თხილის პლანტაციები გაშენდა. თუმცა, დღეისთვის, 300-კომლიან სოფელში 40-მდე ოჯახს აქვს სიმინდის მოსავალი, როცა თითოეულ კომლს საკუთარი საყანე ფართობი აქვს. მოსავლის სიმცირის თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე სურათს, ფაროსანასგან დაზიანებული მოსავლის ხარისხიც ემატება. თუმცა, უმთავრესი კითხვაზე, რატომ არ ან ვერ დათესა მოსახლეობამ კუთვნილი საყანე ფართობები, უმეტესობას ცალსახა პასუხი აქვს _ საშუალება არ იყო. თუმცა, ასე არ ფიქრობს აგრონომი და ფერმერი აკაკი ღლონტი. მისი აზრით, პრობლემის მიზეზს სიღრმისეულად ჩაწვდომა სჭირდება, რაც მხოლოდ გაჭირვების ან კონკრეტული პირების სიზარმაცის ბრალი არაა. _ დავიწყოთ იქედან, რომ ბაზარი გაჯერებულია გარედან შემოტანილი, დაბალხარისხიანი, იაფი პროდუქციით, რასაც მოსახლეობა ეტანება. მოთხოვნა უნდა იყოს ნატურალურ პროდუქციაზე, რომელსაც ფასიც შესაბამისი ექნება. ვთქვათ, გლეხმა დათესა ყანა ლეკიანში. ვიანგარიშოთ იქ ჩასვლის, დათესვის, გათოხნის, მოსავლის აღების, ამოტანის, მერე გარჩევის და ნალიაზე ატანის ხარჯები, თავის ნადიანად. როგორ ფიქრობთ, რა რჩება გლეხს? ხელისგულებზე დიდი "მაზოლები", ბანკის ვალები და დიდი-დიდი _ 10 თეთრი მოგება. ამიტომ ადგა და გაიქცა ქალაქში, დაჯდა სავაჭროდ, სადაც ხშირად 30-50 ლარს "აკეთებს" დღიურად. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ფასებია დაბალი. შემოდის, ძირითადად, ფალსიფიცირებული, იაფი პროდუქცია. სადაა ღორის ხორცი ხუთ ლარად უცხოეთში? ჩემი აზრით, ეს არის უვარგისი პროდუქცია. როცა ფასი დაედება გლეხკაცის მოწეულს, დაბრუნდება ის და იმუშავებს თავის მიწაზე. ხომ გახსოვთ, თხილს როცა ჰქონდა ფასი, გამოიქცა ხალხი სოფელში, მერე ისევ უკუიქცა. ამ საქმეს უნდა მიხედოს სახელმწიფომ. გლეხი მარტო ვერ მოუვლის პრობლემას. ვფიქრობ, ეს კარგად უწყიან, თუმცა, ვიღაცას სწორედ ის იაფი და უხარისხო პროდუქციის შემოტანა ურჩევნია _ თვითონ არ მიირთმევს, თუმცა, მდიდრდება. რა თქმა უნდა, ვიღაც გაზარმაცდა, ვიღაცას გარეთ გამოსვლა ეზარება. ასეთებიც საკმაოდაა და სულ იქნებიან. მაგარი მაშინ იქნები, როცა ასეთებსაც დააინტერესებ და დაასაქმებ, _ ასე გამოხატა საკუთარი ხედვა აკაკი ღლონტმა. პროფესიით ეკონომისტი, ოზურგეთელი მზია თავართქილაძე ამბობს, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, საყანე ფართობი ბევრმა ვერ დათესა იმიტომ, რომ საშუალება არ ჰქონდა: _ როცა ვერ შეღობა კაცმა საკუთარი მიწის ფართობი, რანაირად დათესოს?! შეღობვა არ არის ადვილი. ბოძები, მავთული, ლურსმანი _ ეს ბევრისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ხომ ფაქტია, წინსვლა არ ეტყობა სოფელს, სადაც თუ ვინმე დარჩა, ისევ ისე ცხოვრობს, როგორც 10-15 წლის წინ. ვინც მოახერხა, წავიდა და ვაჭრობით ირჩენს თავს ქალაქში ან უცხოეთშია. ადრე ადამიანი კარმიდამოში მოწეულით კმაყოფილდებოდა, ახლა ფული სჭირდება, ამ ყველაფერთან ერთად. ამიტომ, ხელისუფალთ მეტი მოეთხოვებათ, რეგიონი, კონკრეტულად სოფელი რომ ფეხზე დადგეს და ამდენი დაუხნავი და გაველურებული ფართობი კვლავ არ გაჩნდეს. დაუხნავ ფართობებს ისევ მოეძალა ჭაობიანი ადგილები და თხმელას ტყეები. კომუნისტებს დავცინით და მათ რომ გატყიურებული გარემო ჩაის თუ ციტრუსოვანთა ბაღებად აქციეს, ახლა ისევ უნდა გაჯაგნარდეს? თუ ასე არ არის, ნახეთ. პირუტყვი მაინც ბალახობს ამ ფართობებში, მაგრამ, თუ უფრო გატყიურდა, იმ პირუტყვსაც მგელი შეჭამს, _ გვითხრა ქალბატონმა ... ...
  • რა ღირს ოზურგეთის ბაზრიდან ნაგვის გატანაგასულ თვეში "გურია ნიუსი" წერდა ოზურგეთს აგრარული ბაზრიდან ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელების მიერ ნაგვის ურნების გატანის შესახებ. მიზეზი ამ ნაბიჯის გადადგმისა, როგორც ორივე მხარე ადასტურებს, დასუფთავების საფასურის გადაუხდელობა გახდა. როგორც მაშინ შპს "სოფლის ნობათის" დირექტორი ნოდარ ცინცაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავდა, პრობლემა უახლოეს დროში მოგვარდებოდა, თუმცა, ეს მარტივი არ აღმოჩნდა _ მხარეები ვერ მორიგდნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, კონკრეტულად, დასუფთავების სამსახურში მიიჩნევენ, რომ მათი მოთხოვნა კანონიერია, ექვემდებარება კანონს და დასუფთავების გადასახადის გადაუხდელობის გამო, შპს "სოფლის ნობათი", როგორც თავიდანვე ამბობდნენ, ხუთასი ლარით დააჯარიმა. "სოფლის ნობათის" ხელმძღვანელებმა არც ჯარიმა გადაიხადეს და დავა სასამართლოში გაგრძელდა, თუმცა, იგი მომდევნო კვირისთვის გადაიდო. შპს "სოფლის ნობათის" ადვოკატი, გიორგი ხუროშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ უნდა გამართულიყო სასამართლო პროცესი, რომელიც განიხილავდა, თუ როგორ დააჯარიმა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა "სოფლის ნობათი" ერთ კვირაში ორჯერ, ხუთას-ხუთასი ლარით. _ ხუთასლარიანი ჯარიმა ზედამხედველობის სამსახურმა დაუწერა კომპანიას იმისთვის, რომ მათ ხელი არ მოაწერეს დასუფთავების სამსახურის მიერ შეთავაზებულ კაბალურ ხელშეკრულებას. კომპანია პირნათლად იხდის გადასახადს იმ რაოდენობით, რასაც კანონი ითვალისწინებს. შპს "სოფლის ნობათს" იჯარით გადაცემული აქვს ოთხიათას ოთხასი კვმ. მიწის ნაკვეთი, მათზე განთავსებული შენობებით. ამ შენობების საერთო ფართი 1 137 კვმ-ს შეადგენს. აქედან, 737 კვმ. გაცემულია ქვეიჯარით და ეს ქვემოიჯარეები პირნათლად იხდიან გადასახადს. დარჩა 3 263 კვმ. სავალი ნაწილი ანუ შიდა გზები, რომლითაც ყველა თანაბრად სარგებლობს და გადასახადის გადახდას არ ექვემდებარება. კომპანიები, რომლებიც გაცილებით მეტ ფართს ფლობენ, რომელი მათგანი იხდის იმ ზომის გადასახადს, რაც "სოფლის ნობათს" დაუწესეს? აი, ასეთ კაბალურ ხელშეკრულებას არ მოაწერა ხელი კომპანიის დირექტორმა, რისთვისაც დააჯარიმეს 500 ლარით, რომელსაც, რა თქმა უნდა სასამართლო გააბათილებს, _ გვითხრა ხუროშვილმა. თუმცა, ხუროშვილს და ასევე, "სოფლის ნობათის" ხელმძღვანელს არ ეთანხმება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრის უფროსი თენგიზ ქუტიძე _ მან "გურია ნიუსთან" აღნიშნულ თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა: _ ჩვენ უკანონოდ არაფერს ვითხოვთ. ტარიფი ჩვენ ხომ არ დაგვიდგენია? იციან, რომ ეს არის საკრებულოს გადაწყვეტილება. მე ვესაუბრე ბაზრის დირექტორს. ბაზრის შიდა ტერიტორიის ფართს გამოვაკელით ყველა ის ფართი, რომელზეც შენობებია განლაგებული. ასევე, ვუთხარით, რომ თუკი რაიმე დაუტვირთავი ტერიტორიაა, ეთქვათ და იმასაც გამოვაკლებდით. რეესტრშია ეს ყველაფერი გატარებული _ ჩვენ ხომ არ მოგვიგონია? რაც შეეხება შიდა გზას, ჯერ ერთი, ვინ დაარქვა "შიდა გზა", სად წერია ასეთი რამ? ყველას რომ შიდა გზა დაარქვან, ფეხით სადაც უნდა გაიაროს ადამიანმა, მაშინ გადასახადსაც არავინ გადაიხდის. ნაგავი, რაც შიგ გროვდება, ესეც გამოაქვთ და ბაზრის გარეთ კი ყრიან მაინც ბუნკერებში. რა გამოდის? მაინც ჩვენ გაგვაქვს და ვემსახურებით უფასოდ. რაიმეს ახალს ხომ არ ვამბობთ?! ადრე როგორც იხდიდნენ, არ იყო სამართლიანი გადახდა. არასწორად არაფერია ნაანგარიშევი. დარწმუნებული ვარ, სასამართლო დავას მოვიგებთ. როგორმე უნდა მოწესრიგდეს ეს საქმე კანონიერად. მე ცუდს არაფერს ვაკეთებ, ჩემს მოვალეობას ვასრულებ.  კანონის შესაბამისად ვმოქმედებ და არავის ინტერესი არ მაქვს, _ გვითხრა ქუტიძემ. რა მდგომარეობაა დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში? აქ დაგვხვდა საგანგებო აბრა წარწერით, რომ ნაგავი არ უნდა დაყარონ. ბაზრის მეორე კუთხეში კი შეგროვილი ნაგვის დაწვის მცდელობას რომ ჰქონია ადგილი, ნახევრად დამწვარ გროვას ეტყობა. იქვე, შინაურ ფრინველითა და ცხოველებით მოვაჭრეები საუბრობენ ახლოს მცხოვრებ ვახრამოვების ოჯახზე, რომლებმაც ახლახან გამოთქვეს პრეტენზია, რომ ნაგავი და სუნი აწუხებთ. _ სანამ ამ შენობას ააშენებდა სიორიძე, მანამდე ჩვენ ღამით მაგ ხალხს ვუტოვებდით გასაყიდ ქათმებსა თუ გოჭებს. ვიხდიდით ფულს, თუმცა, არასოდეს უთქვამთ, რომ სუნი აწუხებდათ. ახლა მოშორებით ვართ და რამ შეაწუხათ? მოკლედ, აირია მონასტერი... _ ამბობენ მოვაჭრეები. რაც შეეხება შპს "სოფლის ნობათის" დირექტორის, ნოდარ ცინცაძის პოზიციას, ის ამბობს, რომ ამდენი გადასახადი არ ეკუთვნით და სასამართლოსაც ამიტომ მიმართეს. კითხვაზე _ რას იზამს, თუ სასამართლო პროცესს წააგებენ, ნოდარ ცინცაძემ თქვა, რომ იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად: _ თუ სასამართლო დაგვაკისრებს ჯარიმის გადახდას, რა თქმა უნდა, გადავიხდით.  რაც შეეხება ნაგავს, ცინცაძემ თქვა, რომ ყველანაირად ცდილობენ ბაზარში სისუფთავე იყოს და სამართლიანი შედეგის დადგომამდე, ამის გამო, მოვაჭრეებს პრობლემებს არ ... ...
  • "ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული" _ პენიტენციური სამსახური სუბელიანის შესახებსპეციალური პენიტენციური სამსახური მირზა სუბელიანის მიერ სუიციდის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ადასტურებს, რომ გუშინ საღამოს, 2018 წლის 15 ოქტომბერს, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას, რაც დროულად იქნა აღკვეთილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ. გუშინ საღამოსვე, მოცემულ ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა. ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", _ ნათქვამია ... ...
  • ამოღებული მეხსიერების ბარათი სამ ფარულ აუდიოჩანაწერს შეიცავს _ პროკურატურა განცხადებას ავრცელებსსაქართველოს მთავარი პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქართველოს მთავარი პროკურატურა, დაპირებისამებრ, აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი სამ ფარულ აუდიოჩანაწერს შეიცავს, რომლებიც, სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ უკვე გაასაჯაროვა 11 ოქტომბრით დათარიღებული აუდიოფაილი, რომელზედაც სავარაუდოდ მ.ს.-ს, პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის და მოქალაქე დავით ცუხიშვილს შორის მიმდინარე საუბრებია ფარულად ჩაწერილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროვოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი. დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერი, ისევე, როგორც 11 ოქტომბრის და ასევე მეხსიერების ბარათზე არსებული მესამე აუდიოჩანაწერი, რასაკვირველია, მოითხოვს სპეციალურ საექსპერტო კვლევას, რაც უკვე დაწყებულია. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე. ამ დროისთვის, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანო ყველაფერს აკეთებს, რომ ამ საქმეზე დადგინდეს სიმართლე და დანაშაულში მხილებული ყველა პირი მიეცეს სისხლის სამართლის ... ...

არქივი

ზაფრანი

იღბლიანი რიცხვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რიცხვების მაგია უხსოვარი დროიდან იღებს...

ერთი ჭიქა წყლის ძილის წინ დალევა ინსულტისგან გიხსნით!

სასმელი წყლის ფასეულობას ყველა აცნობიერებს,...

შემოდგომის დიეტა

შვეიცარიელი ექიმი დემოლი გვირჩევს, რომ...

მამაკაცის ფრაზები რომელსაც ქალი წონასწორობიდან გამოჰყავს

ვზივარ მეგობრის სახლში, უცებ სამზარეულოში...

როგორ შევაყვაროთ მოზარდს წიგნის წაკითხვა

ჩვენი შვილებისთვის, საიმისოდ რომ მათი...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?