“ფეხადად ბებია ჯანმრთელ, ფერხორციან, ენაწყლიან ბაღანას შეარჩევდა“


ფეისბუქსტატუსები

“ფეხადად ბებია ჯანმრთელ, ფერხორციან, ენაწყლიან ბაღანას შეარჩევდა“

8 იან. 2021, 12:58:15

გარდენიას დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ახალ ისტორიას ავრცელებს. ის ჰყვება როგორი დიდი დატვირთვა ჰქონდა „ფეხადობას“ გურიაში. 


“გურიაში კალანდის, შობის და საახალწლო ამბებს შორის ერთ-ერთი მთავარი რიტუალი ფერხვა და ფეხადობაა. 

ფეხადად ბებია რომელიმე მეზობლის, ნათესავის, ახლობლის ჯანმრთელ, ფერხორციან, ენაწყლიან ბაღანას შეარჩევდა და შეუთანხმდებოდა წინდაწინ. "წროულს შენს იმედად ვარ, დედ-მამიანი ხარ, არ დამაღალატო, ნენა, შენ უნდა მიფეხადო, დამიპურო ქათამი და საყოლი." 

ქსენია ბებია და შალიკო ბაბუა ყოველთვის მე მირჩევდნენ, ვერიჩქა ბებია და კარლო ბაბუასთანაც ვიყავი რამდენჯერმე, ყველა პირობას ვაკმაყოფილებდი.

ადრე დილას გაგვახაზირებდენ, გამოგვივსებდენ ჯიბეებს კამფეტებით და ვეახლებოდით მოპატიჟეს, ისე ადრიანად რომ სხვას, არასასურველ, უნებლიე ფეხადს არ დაესწრო მისვლა. გამოგვეგებებოდენ და დიდი სიხარულით შეგვიძღვებოდენ შინ. დიდ ცეცხლს გააჩაღებდენ ბუხარში, გაშლილ მაგიდასთან როგორც დიდად საპატიო სტუმარს ისე გვმასპინძლობდენ, აუცილებლად უნდა გვესაუზმა და შეგვეფერებია გადაჭარბებული ყურადღება და მასპინძლობა. მერე მორიდებით გვეტყოდა ვერიჩქა ბებია, " ბატონო ფეხადო, საყოლს და ფრინველს ხომ არ დაგვიპურებო?" 

ვეტყოდით დასტურს და გამოვიდოდით ეზოში. გააღებდა კარლო ბაბუა საჩიხავის კარებს და წინა ეზო გაივსებოდა ახალ წელს და შობას დაკვლას გადარჩენილი ფრინველით, ცოტა გამგელებული დაგვიანებული საკენკის გაომისობით. კოთხოს მოგვცემთენ ხელში წითელი სიმინდის კეკლით, გავიქნევდით და მივაყოლებდით სიყვებს; "ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროზი.." (9 ჯერ) 

"შორე ისროლე ნენა შორე ამოგტიკნიენ თვალებს" გაგვაფრთხილებდა ვერიჩქა ბებია, დახტოდა სიმინდის კაკლები ქათმების, ინდაურების, იხვების პრიალა ზურგებზე..

დედა ღორს და სამომავლო ტახებს დაუფშვნელ ტაროს მიუტანდით, მეწველ ძროხას და დეკნებს დაფნის, წყავის ან რომელიმე მწვანე ფოთლით მიულოცავდით, თხებს და ვაცებს ნეკერს გადაუკიდებდით ღობეზე. რასაც ჩვენ ვერ მოვახერხებდით ბებიები და ბაბუები გაილოცებოდენ. " გამჩენო მამაზეციერო, უხვი წელი მოგვეცი, გვიმყოფე ყველა მრთელი ჯანით და მხიარული გულით. გასათხოვი გაგვათხუებიე, მოსაყვანს მუაყვანიე, წამსლელი მშვიდად წეიყვანე იმქვეყანას. გვაშორე დარდი, ოხი მიეცი ყველა გაჭივერებულს და უქონელს. გაგვიმსე სახლი ბაღნებით, გული სიკეთით და სიხარულით, ეზო ფრინველით, საყოლით და საკლავით. ბეღელი მარცვლით და ბარაქით. არ მოგვაკლო სტუმარი, მოკეთე და მოყვარე. ყველა ჩვენიანს, კაის მსურველს გრძელი დღეი მიე. ავს, ეშმაკს და უხილავს დუუფსე თვალი, დააყრუე და დააქციე. ჩვენი გულის სატკივარი აღმა ქარს მიქონდეს დაღმა წყალს.

წრომანდელი ნაშრომი ტკბილად შეგვაჭამე, მოგვახმარე და შეგვარგე, მომავალი წელს შრომის ძალა და ხალისი მოგვეცი."

 ამოიღებდა ბაბუა დიდი, ნაშრომი ტორით კოთხოდან ერთ პეშვ სიმინდის კეკალს და გეიქნევდა შორს. დეესეოდა ფრინვლი და კენკავდენ გულდასმით.

ჩვენც გვჯეროდა, რომ ფერხვის და ფეხადობის გარეშე წახდებოდა საქმე და ვერ გაგვითენდებოდა კალანდა.

 #გარდენიასისტორიები.

ფოტო : #ზაქარიაჭელიძე

ასკანა. 2021 იანვარი.

ამირან, დაჩი, ესმა შევარდნაძეები.“ - წერს ზურა შევარდნაძე.




 ახალი ამბები
  • შსს-მ თბილისში ორი კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციის დარღვევისთვის თბილისში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი - 1988 წელს დაბადებული გ.ფ. და 1975 წელს დაბადებული ზ.ს. თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. გ.ფ. კოვიდაღრიცხვაზე 2021 წლის 5 იანვრიდან იმყოფება, ზ.ს. კი – 13 იანვრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა კოვიდინფიცირებულმა პირებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი. სამართალდამცველებმა კორონავირუსით დაინფიცირებული გ.ფ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი თბილისში, წერონისის ქუჩაზე, ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ზ.ს.-ს, იგი სავაჭრო ცენტრი „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას დაჯარიმდა. პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ისინი დაჯარიმების შემდეგ კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ ... ...
  • ზუგდიდში, 22 წლის ბიჭმა 42 წლის მამაკაცი მოკლა, კვალის დაფარვა კი ხანძრის გაჩენით სცადა42 წლის მამაკაცი, რომლის ცხედარიც გუშინ, გვიან ღამით, დამწვარ ბინაში იპოვეს, მოკლულია, ხანძარი კი კვალის დაფარვის მიზნითაა გაჩენილი. გარდაცვლილს ჭრილობები ზურგსა და გულმკერდში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად ელექტროგამათბობელი და დაუდევრობით დაჩენილი ხანძარი სახელდებოდა, თუმცა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა, რომლებიც ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, მკვლელობის კვალი აღმოაჩინეს. შსს-მ ცხელ კვალზე 22 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც, "მთავარის" ინფორმაციით, გარდაცვლილთან ანგარიშსწორების მიზნით სოხუმიდან შემოვიდა ზუგდიდში, მკვლელობის შემდეგ კი ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა მიმალვას. დაკავებული ბრალს აღიარებს და მკვლელობის მოტივად ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიებას ასახელებს.  წყარო: ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სინოპტიკოსები 17 იანვარს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბელია ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 იქნება. ღრუბლიანი ამინდი იქნება სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ღრუბელი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. ღრუბელია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +6 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +3 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც +4 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, -2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. გორში დღისით წვიმა და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში ღრუბლიანი დღე და 0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ღრუბლიანი დღე იქნება ომალოშიც, ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამე კი -2 გრადუსამდე დაიწევს. ლაგოდეხში ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე წვიმა ნალექია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისში. ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი ... ...
  • რატომ ეშინიათ ძაღლებს საახალწლო ფეიერვერკების?ძაღლებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული სმენითი ორგანოები, ვიდრე ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ხმამაღალი ხმა მათში სტრესs, შიშს და დისკომფორტს იწვევს. ხშირად შეგვხვედრია ხმაურისაგან შეშინებული ძაღლები, განსაკუთრებით, ახალ წელს. რის ეშინიათ ძაღლებს, რაც მათი პანიკის საფუძველი ხდება და ზოგ შემთხვევაში, ეს შიში სიკვდილის მიზეზი ხდება? ამ თემაზე საქართველოში პირველი ვეტერინარული პორტალის Vetnet.ge-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს ივანე ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ: „ძაღლი თუ ლეკვობიდან არ არის მიჩვეული ხმაურს, როცა გაიზრდება ხმამაღალი მუსიკისაც შეეშინდება. ამიტომ, აუცილებელია, ლეკვობიდან მოხდეს ცხოველის სოციალიზაცია, რაც გულისხმობს ხალხმრავალ ადგილებს და ხმაურთან შეგუებას. ხმაურში იგულისხმება ქუჩის ხმაური, ხმამაღალი მუსიკა, ხალხის ლაპარაკი და ა.შ. მონადირე ძაღლი ლეკვობიდან უნდა მიეჩვიოს თოფის ხმას. ძაღლებში შიშით გამოწვეული პანიკა შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. განსაკუთრებით მძიმეა ძაღლებისთვის ახალი წლის ღამე, როცა უამრავი რამ ერთდროულად ფეთქდება და ამ დროს ძაღლი ვერ ახერხებს თავშესაფრის ... ...
  • “მთავარია, გვწამდეს!“ _ მართლმადიდებელი მასწავლებლის და მუსლიმი მოსწავლის გულწრფელი ცრემლებიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლს შორის შერიგებით დასრულდა. 15 იანვარს, ბუკნარის მოვლენების არა ერთი კადრი გავრცელდა, მათ შორის იყო პედაგოგის და ყოფილი მოსწავლის ფოტოები. მასწავლებელი ბუკნარის საჯარო სკოლის პედაგოგი მარიკა ხელაძეა, ყოფილი მოსწავლე _ თემურ ირემაძე. მარიკა მართლმადიდებელია, თემური _ მუსლიმი. მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა დღემდე გრძელდება. მარიკა ხელაძე: „1988 წლიდან ვასწავლი სოფელ ბუკნარში. სოფელში არის სიმშვიდე და სხვა ვითარება არც უნდა იყოს აქ. მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის ერთი დაპირისპირებაც არ ყოფილა ამ ხნის მანძილზე. არ მომწონს ფრაზა „შერიგება“ _ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ, ერთმანეთს ყველაზე კარგად ვიცნობთ, ერთმანეთის სიხარული გვახარებს და მწუხრს ვიზიარებთ. მე თავიდან მივმართე ჩემს მოსწავლეებს, რომ არ პროვოკაციებს არ ავყოლოდით. მაგრამ, იმდენად კარგად შეფუთული იყო ეს პროვოკაცია, ვერ ავცდით განვითარებულ მოვლენებს. მე გაზრდილი ვარ იმ უბანში, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ. ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩადრიანი ქალების მუხლებზე გამიტარებია დიდი დრო. ლექსებს ვამბობდი და ეს ძალიან მოსწონდა ყველას. ამ ურთიერთობას ვერავინ გაანადგურებს, რადგან ერთმანეთის მიმართ  გვაქვს სიყვარული და პატივისცემა. თემურ ირემაძე იყო ჩემი მოსწავლე. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს. თემური, როდესაც სტუდენტი იყო, არდადეგების დროს, სოფელში დაბრუნებისას, ავტობუსს გააჩერებდა და პირველ რიგში, ჩემთან მოვიდოდა. მოვიკითხავდით ერთმანეთს და შემდეგ ფეხით მიდიოდა სახლში. ერთად სწავლობდნენ და ახლაც სწავლობს მართლმადიდებელი და მუსლიმი აღმსარებლობის ბავშვები. მათ აქვთ არაჩვეულებრივი ურთიერთობა და ამ ურთიერთობას შეწყვეტა არ უწერია“. თემურ ირემაძე: „გუშინ ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მე ახლა ქალაქ ბათუმში ვიმყოფები, მაგრამ მაქვს კონტაქტი სოფელთან და ვიცი, რომ იქ მშვიდი ვითარებაა. რაღაც ბზარი კი გაჩნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება. პირველ რიგში, ერთმანეთის პატივისცემამ გაიმარჯვა, გაიმარჯვა იმ დამოკიდებულებამ, რომელიც გვქონდა ამ წლების განმავლობაში და გაიმარჯვა ღმრთის სიყვარულმა. მთავარია, გვწამდეს, ვილოცოთ და ვიკითხოთ იქ, სადაც ჩვენი სალოცავია“. “გურია ნიუსმა“ თემურ ირემაძეს ჰკითხა, რომ გაეხსენებინა ისეთი ამბავი, რომელიც მართლმადიდებელი და მუსლიმი მრევლის მეგობრობას ასახავდა: “როდესაც, სოფელ ბუკნარის ცენტრში ეკლესია შენდებოდა, ჩემი ოჯახიდან მამაჩემმა თბილისიდან რამდენჯერ ჩამოიტანა სამშენებლო მასალა ამ ეკლესიისთვის. იმიტომ, რომ ჩვენს მეგობრებს სალოცავი ჰქონოდათ. ამით ის მინდა ვთქვა, რომ სოფელში ყველას კარგი და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის მეგობრულად ცხოვრობდა მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი. არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება და კონფლიქტი“, _ გვითხრა თემურ ირემაძემ. მან სკოლაში სწავლის პერიოდზეც ისაუბრა: “33 ბავშვი ვიყავით ერთ კლასში და დღემდე გვაქვს საოცარი, სამაგალითო, მეგობრული ურთიერთობა. მუსლიმ და მართმადიდებელ ბავშვებს საოცარი დამოკიდებულება გვქონდა. ეს დამოკიდებულება, ეს მოგონებები, ბავშვობის წლები როგორ დამავიწყდება?! მასწავლებლებთან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა და დღესაც გვაქვს“. იამზე ვაჩეიშვილის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....