„პენსის ვიზიტის ტრაექტორიამ მოხაზა აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ინტერესთა საზღვრები“

gurianews.com

ფეისბუქსტატუსები

„პენსის ვიზიტის ტრაექტორიამ მოხაზა აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ინტერესთა საზღვრები“

2017 აგვ 1 17:28:41

კარგია ოკუპაციის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქიები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა ამერიკელებთან ერთად შევიმუშავოთ რუსეთის შეკავების პრევენციული პოლიტიკა“, _ ამ განცხადებას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შეფასებისას აკეთებს.

 „მოსაზრებები პენსის ნავიზიტარს:
1.
პენსის ვიზიტის ტრაექტორიამ - ესტონეთი; მონტენეგრო, როგორც ნატოს ყველაზე ახალი წევრი, სადაც რუსეთი სახელმწიფო გადატრიალებასაც კი ეცადა, ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების ჩასაშლელად და პრორუსი მთავრობის მოსაყვანად; და საქართველო - ფაქტობრივად, მოხაზა აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ინტერესთა საზღვრები; 
2.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ სანქციების ახალი პაკეტი რუსეთს საქართველოში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის გამოც უწესდება;
3.
აგრეთვე, მაიკ პენსმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, წინამორბედის გაურკვეველი პოლიტიკისგან განსხვავებით, სადაც გაავლებს წითელ ხაზებს, ამ წითელი ხაზების გადაკვეთის უფლებას არავის მისცემს და ერთ-ერთი წითელი ხაზი, რუსეთისთვის სწორედ საქართველოა;
4.
პენსმა გადმოგვცა, ტრამპმა დამაბარა - ამერიკა თქვენს გევრდით არის თქვენი თავისუფლების და ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის ბრძოლაშიო. ანუ თქვენც უნდა იბრძოლოთ საერთო ღირებულებებისთვის ე.ი. დემოკრატიის, სამართლიანი არჩევნების, მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვისო. სხვანაირად არ გამოვაო 
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი: როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ ამერიკის ინტერესის ასეთი თვალსაჩინო ზრდა საქართველოს მიმართ?! 
კარგია ოკუპაციის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქიები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა ამერიკელებთან ერთად შევიმუშავოთ რუსეთის შეკავების პრევენციული პოლიტიკა. ამისთვის კი საჭიროა ჩამოვაყალიბოთ რუსეთისგან მოსალოდენლი რისკებისა და საფრთხეების ნუსხა და ამერიკელებმა გასაგებად აგვიხსნან ჩვენც და რუსეთსაც, რა კონკრეტული მექანიზმები ჩაირთვება რუსეთის მიმართ საქართველოს წინააღმდეგ ამა თუ იმ ტიპის აგრესიის თუ ჰიბრიდული ომის შემდგომი წარმოების შემთხვევაში. ასეა ეს, როცა რეალურ მხარდაჭერაზეა საუბარი“, _ წერს ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.



 ახალი ამბები
  • "ქართუ ჯგუფმა" დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს ბინა უყიდა"ქართუ ჯგუფმა" თბილისში, სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ვანო გოლაშვილის ოჯახს ბინა უყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს: "ვიცი, ბევრს გაგახარებთ, თანაც ბარბარობა დღეს. ჩვენი გმირი სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ოჯახს  საცხოვრებელი ბინა გადავეცით. გოლაშვილების ოჯახი დღეიდან ახალ ბინაში  იცხოვრებს, რომელიც მათთვის ფონდმა "ქართუმ" შეიძინა. ჩვენ კი, ყოველთვის გვემახსოვრება ივანე გოლაშვილი და მისი თავგანწირვა. ჩვენი დროის გმირის ოჯახს კიდევ ერთხელ ვეუბნებით მადლობას,  მათ მუდამ ეცოდინებათ, რომ  არასდროს მივატოვებთ"_წერს ... ...
  • დიდუბეში ავარია მსხვერპლით დასრულდადიდუბეში მსუბუქი ავტომობილი მოაჯირს დაეჯახა. ავარია მსხვერპლით დასრულდა.   შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის ... ...
  • "ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა" _ ილია მეორესრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორეm, დღეს სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში ქადაგებისას ამბიონზე აიყვანა ტაძარში მყოფი ბავშვები და დალოცა. "ყველას გილოცავთ დღევანდღელ დღესასწაულს, ბარბარობას. დღეს ბედნიერების დღეა, ბავშვების დაცვის დღეა! ამიტომ ბავშვებს უნდა მივაგოთ პატივი  ვლოცავყვ ბავშვებს,ყოველ ადამიანს,ყოველ მორწმუნე ადამიანს. წმინდა ბარბარე განსაკუთრებული წმინდანია. წმინდა ბარბარს იყო ერთადერთი შვილი, ზრდიდა მამა, მაგრამ არ ჰქონდა ჭეშმარიტი სარწმუნოება, ის არ იყო ქრისტიანი. წმინდა ბარბარემ მიიღო წრისტიანობა. სახლში გააკეთებინა მესამე ფანჯარა, ამით უნდოდა გამოესახა თავისი დიდი რწმენა წმინდა სამებისადმი. წმინდა დიდმოწამე ბარბარეს წამება სამაგალითოა _ მას მამამ მოჰკვეთა თავი. ყოველმა ადამიანმა თავის გულში უნდა გააკეთოს მესამე ფანჯარა, ეს ტაძარი წმინდა სამების სახელობისაა, ეს რომ არ ყოფილიყო წმინდა სამების სახელობის, ჩვენ ვერ ავაშენებდით ამ ტაძარს. დღეს თქვენი დღესასწაულია, ბავშვებო. უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველ კაცს ხედავს და ყველაფერი ესმის. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი ხალხისათვის. მინდა ორიოდე სიტყვით, შევეხო ბავშვების აღზრას, ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა, უნდა ითქვას, სხვებთან შედარებით, კარგი ახალგაზრდები არიან, მაგრამ გვაქვს ერთი ნაკლი, ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები. ზოგიერთი ახალგაზრდა ნარკოტიკს იღებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე. თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასდროს გაეკარებით ნარკოტიკებს, თქვენ არც უნდა გასინჯოთ, ეს არის საწამლავი. ადამიანი კარგავს თავის თავს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს და ამიტომ ყველას უნდა უთხრათ, ეს არის დამღვუპველი. დღეს მე მინდა, ასევე, შევეხო აღზრდას. თქვენ იცით, რომ ამასწინათ დიდი უბედურება მოხდა. ახალგაზრდებმა მოკლეს ორი ახალგაზრდა, ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა", _ თქვა ... ...
  • სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს შერიგება შესთავაზა პარტია ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტს პირად წერილში შერიგება შესთავაზა. ეს ინფორმაცია პარტია სამოქალაქო პოზიციის ლიდერმა, ანატოლი გრიცენკომ, დაადასტურა.გრიცენკომ სააკაშვილის მომხრეებს მოუწოდა, არ გააკრიტიკონ პარტია ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის ეს ნაბიჯი და გაითვალისწინონ სიტუაცია, რომელშიც ის აღმოჩნდა. „სააკაშვილის პირადი წერილი უკრაინის პრეზიდენტისადმი, მისი განცხადება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობაზე, საჯარო მოწოდება მორიგ მარშზე გამოსვლისკენ, რომელშიც საერთოდ არ არის ნახსენები პოროშენკოს სახელი, ამის ნაცვლად კი კრიტიკის საგანი ზოგადად „ხელისუფლებაა“ - მიხეილ სააკაშვილის ასეთი ნაბიჯები მისი მომხრეების უმრავლესობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მიხეილს ახლა ძალიან უჭირს. ამით არის გამოწვეული შეცდომები და ხალხის განწყობების არაადეკვატური შეფასებები. სააკაშვილი უკრაინას სამშობლოდ მიიჩნევს, მაგრამ ობიექტურად მისი ღრმად გაგებისგან ის ჯერ ძალიან შორსაა,“ - განაცხადა ანატოლი გრიცენკომ.გამოცემა უკრაინსკაია პრავდამ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება სცადა, მაგრამ სააკაშვილის პრესსამსახურიდან და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არანაირი პასუხი არ მიუღია. ... ...
  • ეს სერიოზული გამოცდაა - ქუცნაშვილი გახარიას შესაძლო პრემიერობაზე„მე ვფიქრობ, რომ ეს გიორგის პოლიტიკურ კარიერაში სერიოზული გამოცდაა, ძალიან ნიჭიერი პიროვნებაა“ _ ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო გადანაცვლებასთან დაკავშირებით გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გააკეთა. „ის იყო ბიზნესომბუდსმენიც, ის იყო ეკონომიკის მინისტრიც და ეკონომიკას შეეტყო უკვე, რომ პროგნოზირებული 3%-ის მაგივრად, ლამის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ლამის ორჯერ მეტი გვაქვს, ვიდრე პროგნოზირებული იყო, ეს მისი გადაწყვეტილების შედეგია. თუ ამ პოსტზე ღირსეულად გაართმევს თავს და მე მას ისევე, როგორც მთავრობის ყველა წევრს, ვუსურვებ წარმატებას, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობაში არიან ძლიერი მინისტრები, ეს იქნება ამის დამადასტურებელი ნიშანი, უბანი არ არის მარტივი. ეს გამოწვევაა და მე წარმატებას ვუსურვებ ამ გამოწვევის წინააღმდეგ, _  განაცხადა ზაქარია ... ...

არქივი

ზაფრანი

პანკრატიონის ისტორია

პანკრატიონი - შიშველი ხელით ორთაბრძოლის...

ვის გაუმართლებს სიყვარულში 2018 წელს

მართალია, ყვითელი ძაღლის წელი 2018...

საშინელი დედამთილის 10 წესი

წესი№ 1 კარგი რძლები არ არსებობენ....

„შეყვარებული“ სპილო

სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრძალ "პილანესბერგის"...

"სიენის პალიო"

იტალიის ქალაქ სიენაში XIV საუკუნიდან...

ყურის საწმენდი ჩხირები საშიში ყოფილა

ექიმებმა განგაში ატეხეს  - ყურის...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე

რძეს მუშა ფუტკრები ჯირკვლებიდან, ყვავილის...

სოჭის ზეთის სამკურნალო თვისებები

უძველესი დროიდან არის ცნობილი სოჭის...

ველური ბრინჯის სამკურნალო თვისებები

ველურ ბრინჯს აქვს განუმეორებელი სასიამოვნო,...

როგორ ვებრძოლოთ გრიპს

როგორც კი ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს,...

ძირხვენები ჯანმრთელობის სამსახურში

ძირხვენები, თავიანთი სამკურნალო თვისებებით, დადებითად...

ყურძნის სასარგებლო თვისებები

ყურძენი საუკეთესოა არა მარტო გამოსაჯანმრთელებლად,...

ხალხური სამკურნალო საშუალებები

ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, სადაც ხდება...

"ბიზნესზე არც მიფიქრია" _ გურული ვაზის ჯიშების ოცწლიანი ძიების ფინალი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ვაზის...

"მესიზმრება, რომ ყვავილებთან მძინავს"

ლუიზა ფანცულაიას ხონის მუნიციპალიტეტში ყვავილების...

ვუშველოთ თხილს _ სოკო, ნაცარი და ფაროსანა ერთობლივად გავანადგუროთ

დღეისთვის საგანგაშო მდგომარეობაში მყოფი თხილის...

მოვამზადოთ ნაგალა (ჯუჯა) საძირეები

შემოდგომის მიწურულს, როცა სხვადასხვა კულტურების...

აბზინდას ნახარში მავნებლების წინააღმდეგ

აბზინდა ბუნებაში კარგად გავრცელებული მცენარეა...