„უკვე დროა, ამაზე ხმამაღლა ავლაპარაკდეთ! _ გიორგი კალანდია

ფეისბუქსტატუსები

„უკვე დროა, ამაზე ხმამაღლა ავლაპარაკდეთ! _ გიორგი კალანდია

25 მარ. 2020, 18:29:42

„უკვე დროა, ამაზე ხმამაღლა ავლაპარაკდეთ!“-წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია.

„დიახ უკვე ყველა ვხდებით, რომ სამყარო და მათ შორის საქართველოც, ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც მანამდე იყო! ვერ ან არ უნდა იყოს უაზროდ აჩქარებული, გარემოსადმი აგრესიული და ისეთ არაფრის მომცემ პრიორიტეტებზე ორიენტირებული, როგორიც პანდემიამდე იყო! ამ საერთო საკაცობრიო ჟამიანობამ მთელს პლანეტას და მათ შორის ჩვენც დაგვანახა, რომ ბევრი უნდა დავუბრუნდეთ სოფელს, მიწის დამუშავებას, უფრო ლმობიერად უნდა მოვექცეთ ბუნებას, მოვიხმაროთ მინიმალური, იმისათვის რომ არ დავკარგოთ ყველაზე მაქსიმუმი. თურმე ყველა ჩვენთაგანს შეგვიძლია ვიცხოვროთ მშვიდ და უხმაურო ქალაქში, სადაც ჰაერი სუფთაა, დილა კი ჩიტების ჭიკჭიკით იწყება და არა მანქანების ზათქით! უნდა მივხდეთ რომ ჩვენს ჩაცმას, ჭამას, გართობას, ფუფუნებას არ უნდა შევწიროთ ყველაფერი ცოცხალი რაც ჩვენს გარშემოა, თუ ჩვენს კარგ სახლებს, მანქანებსა და ბრენდებს ყველაზე ღირებულში ეკოსისტემაში გავცვლით, მაშინ მინიმუმ 4 კედელში, მაქსიმუმ კი 4 ფიცარში გამოკეტილი ვრჩებით! ჩვენ, კაცობრიობის შვილები უნდა მივხდეთ, რომ ყველა ჩვენი მეცნიერული მიღწევა, გენიალური იდეა, არქიტექტურული შედევრი და ბრწყინვალე ხელოვნების ნიმუშიც კი ფუჭია და არაფრის მომცემი თუ ბუნების ბალანსი დაირღვა! სწორედ ამიტომ გენიალური ვაჟა ფშაველა წერდა: „ბუნება ღვთაებრივი ჰარმონიის გამოვლინებაა, ადამიანი კი ამ ჰარმონიის ნაწილი და როგორც არ უნდა იყოს მისი საამწუთიერო ინტერესები, იგი საბოლოოდ განწირული იქნება, თუ ბუნების გრძნეულ ენას არ მიუგდებს ყურს , მის უხილავ სულიერებას არ ირწმუნებს და მის ტკივილს არ გაიზიარებს. ბუნება ოდესმე სამაგიეროს გადაუხდის თავის ყოვლისშემძლეობით გაამპარტავნებულ ადამიანს და მარტოდმარტოს დატოვებს ცხოვრების დამშრალი მდინარის უსიცოცხლო, უხმო და უჩრდილო ნაპირზე...“ დღეს მარტონი დავრჩით, იმედია, მდინარე ჯერ კიდევ ბოლომდე არ დამშრალა“-წერს გიორგი კალანდია.





 ახალი ამბები
  • "რატომ გვახრჩობთ, გვითხარით“ - საპროტესტო აქცია ფოთში"რატომ გვახრჩობთ, გვითხარით", _ ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ფოთში საპროტოტესტო აქცია გაიმართა. როგორც ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აცხდებენ, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება.„აქ ვცხოვრობთ, როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, ასევე, aდგილობრივები. მოვიწამლეთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. გოგირდს ვჭამთ. ბავშვები ვერ გაგვყავს სასეირნოდ. ხუთ ბავშვს გაუკეთეს ტყვიაზე ანალიზი და ხუთივეს მაღალი მაჩევენებელი აქვს. ფილტვები არ გვივარგა, ბრონქები არ გვივარგა და საშინელ დღეში ვართ. აიკრძალოს ამ ტვირთის შემოტანა. ეს პროდუქცია, რომელიც აქ მუშავდება, ჩვენს ჯანმრთლობას საფრთხეს უქმნის. საშინელი ხმაურია, ვერ ვსუნთქავთ, დაბინძურებულია ჰაერი. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მოვითხოვთ ყურადღება მოგვაქციოს მერიამ, ალტერნატიული ფართით დაგვაკმაყოფილონ,“ _ თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნონა შენგელიამ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიუწოდებენ, პრობლემა დროულად ... ...
  • “საიამ გადასცა სახელმწიფოს გირაოს თანხა, რომელიც გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით.  “ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე ვიტყვი აქაც ორიოდე სიტყვას. საიამ გადასცა სახელმწიფოს გირაოს თანხა, რომელიც გამოყო ევროპულმა ფონდმა დენოკრატიისთვის (EED). ეს ნაბიჯი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილიზებაში ჩვენი დიდი მხარდამჭერის, ევროკავშირისთვის გვერდში დადგომას. მაშინ, როდესაც ჩვენ შიდა პრობლემებს მეგობარი გვიგვარებს, ჩვენი ვალდებულება იყო, მას გვერდში დავდგომოდით. გვჯერა, რომ ეს ნაბიჯი კრიზისის განმუხტვას ხელს შეუწყობს და სხვა მნიშვნელოვან თემებზე - კოვიდი, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, ეკონომიკა, შევძლებთ კონცენტრირებას. პ.ს. გირაო ნამდვილად გადავიხადეთ 14:56 საათზე და პროკურატურას ქვითარი გავუგზავნე მეილზე მათივე თხოვნით 17:42 საათზე მეილზე.“ -წერს ფეისბუქზე ნიკა ... ...
  • გიორგი ვაშაძე - გირაო გადახდილია, ველოდებით ნიკა მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“ ნიკა მელიასთვის გირაოს გადასხდის საკითხს დადებითად აფასებს.  „მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს უპრეცენდენტო ნაბიჯისთვის. გირაო გადახდილია, ველოდებით მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას. რაც მთავარია, შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტის კიდევ ერთი შედეგი გვაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. იმედი მაქვს, ყველანი დავკონცენტრირდებით ყველა პუნქტის რეალიზებისთვის, - აცხადებს გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადახდილია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და ხელისუფლებას საია-მ ... ...
  • ვიოლა ფონ კრამონი: „მშვენიერია!_ ყველა პარტნიორმა, დანაპირები შეასრულაევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ ეხმაურება. „მშვენიერია! კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, დანაპირები შეასრულა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ამ ქმედებამ საპარლამენტო მუშაობაში ჩასართავად ყველას გზა გაუხსნა“, – წერს ... ...
  • "პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყების წინადადება გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაში რჩება. „როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი ან თანხა აისახება ანგარიშზე, პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არის ძალაში“, – განუცხადეს "გურია ნიუსს" ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...